ბრენდი, რომელიც გამარჯვების ინსპირაციაა

“ჩვენი წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ვიცით რასაც ვაკეთებთ. ჩვენი მიზანია,
გავუღვივოთ Nike-ის პროდუქციის მოხმარების სურვილი ყველას, ვინც სპორტითაა დაინტერესებული.”
ფილ ნაიტი, ბრენდის ხელმძღვანელი

 

შექმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს რთული არ არის, თუმცა შექმნა ბრენდი, რომელიც მსოფლიოს დაიპყრობს ეს ნამდვილი მარკეტინგული ხელოვებაა.

ბრენდზე საუბრისას განმარტების გაკეთებაც კი არ არის საჭირო, რადგან ეს სიტყვა პირველივე სტრიქნიდან, თითოეული ადამიანი გონებაში ქმნის ასოციაციების ჯაჭვს, და ცნობილი კომპანიების სახელები თუ ლოგოები მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგება.

რა ხდება მაშინ როდესაც კითვხა გვიჩნდება? პასუხი მარტივია – ვგუგლავთ. ჩვენ განვიხილავთ ბრეენდს, რომელიც თუ ამ ყველაზე ცნობილ საძიებო სისტემასა ვკითხავთ და ვენდობით მსოფლიოს პირველი სპორტული ბრენდია.

ჟურნალ ფორბსის ცნობით ნაიკს მსოფლიო სპორტული ბრენდების ბაზრის 42%-იანი წილი აქვს. ნაიკის იტორია კი არის კიდევ ერთი დამამტკიცებელი ფაქტი იმის, რომ სწორი მარკეტინგული სტრატეგიით ნებისმერ კონკურენტთან შეიძლბა „ბრძოლა“ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს იგი.

 

იდეიდან № 1 ბრენდამდე

ყველაფერი დაიწყო 24 წლის ორეგონელი ბიჭის გიჟური იდეითა და ოცნებით – შეეცვალა თავისი ცხოვრება და ისტორიაში თავისი კვალი დაეტოვებინა. ფილ ნაითმა სტენფორდის უნივრსიტეტის სტუდენტმა მამისგან რამდენიმე ასეული დოლარი ისესხა, გარისკა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სპორტული ფეხსაცმლის სამყარო ნამდვილად გადაატრიალა.

კომპანიის დამაარსებლად ფილ ნაითთან ერთად, ბილ ბაუერმანი გვევლინება. მათ ერთმანეთი ორეგონის შტატის უნივერსიტეტში გაიცნეს 1957 წელს. ბაუერმანი ამ უნივერსიტეტში მძლეონობის მწურთვნლი იყო, ნაითი კი უნივერსიტეტის პირველკულსელი და მისი გუნდის წევრი საშუალო დისტანციაზე სირბილში. აღსანიშნავია, რომ ფილ ნაითმა სწორედ ამ ლეგენდარული მწურთვნელის გუნდში მოსახვედრად ჩააბარა ორეგონის უნივერსიტეტში. ბილ ბაუერმანის სპორტული გუნდის 44 აღზრდილი გახდა ამერიკის ნაკრების წევრი, 19 მათგანი ოლიმპიელი. 1972 წელს იგი მიიწვიეს ამერიკის მძლეოსნობის ოლიმპიური გუნდის მწურთვნელად. ბაუერმანი სტუდენტებისთვის თავად ქმნიდა მსუბუქ ფეხსაცმელს, რათა მათ ახალი რეკორდები დაემყარებინათ. ითვლება, რომ ბილ ბაუერმანმა შექმნა ნაიკის პირველი ფეხსაცმელი, სწორედ ნაითისთვის. ნაიკის ისტორია გვამცნობს, ბაუერმა შესთავაზა სტუდენტს, რომ მის ერთ-ერთ ფეხსაცმელს თავისებური დიზაინით გადააკეთებდა. ორეგონის უნივერსიტეტის შემდეგ ფილ ნაითმა სწავლა სტენდფორდში განაგრძო. სწორედ აქ დაიბადა მისი მთავარი ბიზნეს იდეა.

ამ იდეის საფუძველი კი იყო ის, რომ იმ პერიოდში აშშ-ში ხარისხიან და კომფორტულ სპორტული ფეხსაცმელს აწარმოებდა ადიდასი, თუმცა მისი წარმოებული პროდუქცია ღირდა ძალიან ძვირი – 30 $, იწარმოებოდა ჩვეულბრივი ამერიკული ბოტასებიც, რომლებიც- 5 $ ღირდა, თუმცა ეს ფეხსაცმელი მოუხერხებელი და დამღლელი იყო სირბილის დროს.

ფილ ნაითი თვლიდა, რომ თუ დაიწყებდა აზიელ მწარმოებლებთან თნამშრომლობას, მათ შეუკვეთავდა ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმლის წარმოებას და შემდეგ მას შეიტანდა აშშ-ი, ამ ფეხსაცმლის გაყიდვას კონკურენტულ ხარისხიან ფეხსაცმელთან შედარებით ბევრად დაბალ ფასში შეძლებდა.

ამ იდეისთვის ფრთების შესხმა ნაითმა 1962 წელს დაიწყო, როდესაც გაემგზავრა იაპონიაში და კომპანია „Onitsuka“ – სთან გააფორმა კონტრაქტი იაპონური ფეხსაცმლის „Tigers“-ის ამერიკაში იმპორტთან დაკავშირებით. ამ შემთვევაში იაპონელ მწარმოებლებს ნაითი ეცნობოდა, ჯერ კიდევ არ არსებული ამერიკული დისტრიბუტორი ფირმის Blue Ribbon Sports -ის სახელით, რომელიც დაინტერესებული იყო იაპონური პროდუციის ამერიკაში გაყიდვით.

1964 წელს ნაითი დაუკავშირდა ბილ ბაუერმანს, გააცნო თავისი საქმიანობი არსი და შესთავაზა თანამშრომლობა, როგორც სრულუფლებიან პარტნიორს. მწურთვნელმა და მისმა ყოფილმა სტუდენტმა ბიზნეს საქმიანობაში ხუთას-ხუთასი დოლარი ჩადეს. ოფიციალურად დაარსეს კომპანია Blue Ribbon Sports. ნაითმა და ბაუერმანმა იაპონიიდან იმპორტირებული სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვა დაიწყეს ნაცნობ სპორცმენებსა და მწვრთნელებზე. პირველი სამასი წყვილის გაყიდვით კი მათ 8000$ გამოიმუშავეს.

მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იყო ახლადდაფუძნებული კომპანიისთის. კომპანიას პირველი შტატიანი თანამშრომელი ჯეფ ჯონსონი შეუერთდა. ჯონსონი გაყიდდვების მენეჯერი იყო, მაგრამ იგი თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ კომპანიის პირველ მარკეტერადაც თუკი გავითვაისწინებთ იმას, რომ იგი არამხოლოდ დადიოდა თავისი ფურგონით მძლეოსნობის შეჯიბრებზე და ყიდდა სპორტულ ფეხსაცმელს, არამედ იგი მყიდველბს უმსევდა კითხვებს, თუ რა სახის ფეხსაცმლის შეძენას ისურვებდნენ, იწერდა თითოეული მყიდველის საკონტაქტო ინფორმაციას და გარკევული დროის სემდეგ უკავშირდებოდა მათ შეძენილ საქონელზე აზრის საკითხავად. ამგვარი ინფორმაცია კი ფასდაუდებელი იყო, რადგან სწორედ მის საფუძველზე იქმნებოდა ნაიკის საბაზრო სტრატეგია. ამ ინფორმაციის საფუძველზევე ქმნიდა ბილ ბაუერმანი სპორტსმენებისთის კომფორტული და გამძლე დიზაინის სპორტულ ფეხსაცმელს, რომლიც შემდგომ იაპონიაში იწარმოებოდა.

ასე დაიწყო ნამდვილად გენიალური ბრენდის ისტორიის დაწერა. კომპანიის წარმატების საფუძვლი ყოველთვისარის კარგი მენეჯმენტი. დღეს-დღეობით უმაღლესი კლაის მენეჯერები ხელმძღვანელობენ გუნდური მუშაობის პრინციპებით რადგან კარგად ესმით გუნდის მნიშვნელობა წარმატების პროცესში.

ამ პრინციპებით მართავდენ კომპანიას ბილ ბაუერმანის და ფილ ნაითი. ბაუერმანი, როგორც მწვრთნელი თავის მოთამაშეებს კონკურენციის და გუნდური მუშაობის სულისკვეთებას უნერგავდა, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე შეიქმნა შემდგომში ნაიკის კორპორატიული კულტურა. ბაუერმანი ნამდვილი ნოვატორი იყო იგი მუდმივად ყველაფრის სრულყოფისკენ მიისწრაფოდა რაც ბრენდს დღემდე მოჰყვება.

1966 წელს გაიხსა ნაიკის პირველი მაღაზია. კომპანია ვითარდებოდა და იზრდებოდა. 1969 წლისთვის კომპანია უკევე რამოდენიმე მაღაზიას ფლობდა და ამასთანავე ოცამდე ადამიანი იყო მასში დასაქმებული. წარმატებას, რა თქმა უნდა თან სდევდა კონფლიქტები. იაპონელმა მწარმოებლება გადაწყვიტეს არ დაკმაყოფილებულიყვნენ თავიანთი სტატუსით და კომპანიის მფლობელები გამხდარიყვენ რაზეც უარი მიიღეს. საბოლოოდ ნაიკმა შეწყვიტა მათთან თანამშრომლობა და რადგან უკვე საკმარისი სახსრები გააჩნდა თავადვე დაიწყო ფეხსაცმლის წარმოება ამერიკაში.

მარკეტინგი

ბრენდის სახელი არის უპირველესი დამაკავშირებელი ძაფი მომხმარებლის გონებასა და პროდუქტს შორის. როდესაც ადამიანებს ვკითხავთ თუ რა ასოციაციას იწვევს მათშში სიტყვა – Nike მათი პასუხები განსხვავებული იქნება თუმცა ყველა პასუხის ძირითადი არსი იქნება სპორტული ბრენდი.

როგორც ზევით აღვნიშნეთ კომპანიის პირველი თანამშრომელი ჯეფ ჯონსონი სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ კომპანიის პირველ მარკეტერად, სწორედ მას ეკუთვნის კომპანიისთვის, რომლის სახელიც Blue Ribbon Sports – ის სახლით იყო, ნაიკის დარქმევის იდეა. 1971 წლიდან კომპანიამ თავად დაიწყო ფეხსაცმლის წარმოება ამერიკაში, ამიტომაც მას ბრენდის სახელი სჭირდებოდა. ამ დროისთვის მათ უკვე ჰქონდათ ლოგო- “SWOOSH”.

1971 წელს ნაიკის დამფუძნებელი ჯერ კიდევ მუშაობდა უნივერსიტეტში. სადაც გაიცნო სტუდენტი კეროლაინ დევიდსონი- გოგონა რომელმაც შექმნა ცნობილი «swoosh»Nike. კეროლაინმა შესთავაზა ნაითს ლოგოს ათამდე ვარიანტი, მაგრამ მას არცერთი არ მოეწონა. თუმცა, როდესაც ბოტასები უკვე გაგზავნილი იყო მექსიკის საზღვარზე და ელოდებოდნენ ლოგოტიპს, ფილმა აირჩია «swoosh». მას არ მოსწონა ნახატი, მაგრამ პირდებოდა რომ შეეჩვეოდა და დროთა განმავლობაში მოეწონებოდა. კეროლაინმა თავის საქმიანობაში მიიღო მხოლოდ 35 დოლარი. მოგვიანებით კი კომპანიამ მადლობის სახით გოგონას აჩუქეს Nike-ის აქციების ნაწილი და ასევე ბრილიანტის ბეჭედი.

ჯეფ ჯონსონი, BRS- ის პირველი თანამშრომელი, იყო მასაჩუსეტში, როდესაც მას კომპანიის პირველმა პრეზიდენტმა ბობ ვუდელმა დაურეკა და უთხრა, რომ დილის ცხრა საათისთვის მათ ბრენდის სახელი სჭირდებოდათ, რადგან კომპანია თავად იწყებდა ფეხსაცმლის წარმოებას. ახალი ბრენდის სახელებად განიხილავდნენ ისეთ სახელებს, როგორიცაა “Peregrine” და “Bengal“.

ჯონსონმა გაანალიზა იმ დროს ცნობილი კომპანიების სახლები, დააკვირდა კანონზომიერებას რომლის მიხედვითაც არც ერთი ცნობილი ბრენდის სახელში არ იყო ორ-სამ მარცვალზე მეტი და ამასთანავე სახელში აუცილებლად დომინირებდა ისეთი ასოები როგორიცაა Z, X, K.

მეორე დილით კი ჯონსონმა გაიღვიძა სახელით „Nike”, მან სიზმარში ბერძნული მითოლოგიის ფრთიანი გამარჯვების ქალღმერთი (ნიკე) იხილა, რის შემდეგაც დაებადა იდეა ბრენდის სახელზე. ასე დაიბადა სახელი, რაც მარკეტინგული თვალსაზრისით საკმაოდ ორიგინალურია, რადგან თავად ბრენდი არის სპორტული ხაზის მწარმოებელი, სპორტში კი გამარჯვება მთავარი პრიორიტეტია.

ნაიკისთვის უპირველესი პრიორიტეტი სამიზნე ბაზრისთვის – სპორტსმენებისთვის და ზოგადად სპორტული ფეხსაცმლის მომხმარებლებისთვის- საუკეთესო ხარისხის კომფორტული პროდუქტის შექმნა იყო, რომელსაც ხელმისწვდომი ფასი ექნებოდა კონკურენტებთან შედარებით.

შეუძლებელია არ აღვნიშნოთ Nike, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რებრენდინგის ისტორიის მქონე კომპანია. Nike მებრძოლებს მოტივაციას და ძალას აძლევდა. ამიტომაც ეს ლოგო იდეალური აღმოჩნდა სპორტული ინვენტარის მწარმოებელი კომპანიისთვის.

ინოვაციური ფეხსაცმელი ოლიმპიური თამაშებისთვის

1972 წელს ოლიმპიურ თამაშებზე nike-მა წარადგინა ბოტასების მოდელი Moon Shoe. ეს მოდელი შექმნა ბილლ ბაუერმანმა, რეზინით ექპერიმენტაციის შემდეგ. ძირის შექმნისთვის იგი იყენებდა ცოლის ვაფლის აპარატს, რისი დამსახურებითაც შეიქმნა გამძლე და კარგი ხარისხის ზედაპირი.

Blue Ribbon Sports იწყებს ექპერიმენტს საზღვარგარეთ. პირველი გაყიდვების ბაზარი გახდა კანადა. ამის შემდგომ ნაიკის შემოსავალი მნიშვნელობნად გაიზარდა. 1972 წლისთვის უკვე შეადგენდა 1. 9 მილიონ დოლარს.

აქტიურ სპორტში ჩართული ნაითი მიხვდა, რომ ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა პროფესიონალური სპორცმენების მხარდაჭერა. კომპანია იწვევს თანამშრომლობისთვის დამწყებ და ცნობილ სპორცმენებს. 1976 წლის ოლიმპიადაზე სპორცმენების უმრავლესობა გამოვიდა ნაიკის საფირმო ბატასებით. რის შემდეგ ბრენდი არ ტოვებს არცერთ ოლიმპიადას და სპორტულ შეჯიბრებას. ნაიკის ბოტასებით დაამყარეს არაერთი მსოფლიო რეკორდი და მიიღეს ოქროს მედალი.

1980 წელს სარბენი ბოტასები ნაიკ გახდა ყველაზე გაყიდვადი ამერიკაში, ამ მონაცემებით გაუსწრო მუდმივ ლიდერს Adidas-ს.

ნაიკის ჰაეროვანი ლეგენდა

ცნობილი დასახელება Air, რომელიც გახდა კომფორტის ახალი დონე და კომპანიას მოუტანა მილიონობით შემოსავალი, შეიქმნა ჯერ კიდევ 1979 წელს. ავიაკომპანიის ინჟინერმა ფრანკ რუდიმ შესთავაზა ნაიკს გამეოყენებინა საჰაერო ბალიშის იდეა ბოტასების ძირებში. კომპანია კი მაშინვე შეუდგა ამ იდეის რეალიზებას და გამოუშვა პროფესიონალური სარბენი ბოტასები 50 დოლარად. 1987 წელს ნაიკმა გამოუშჰვა ახალი კოლეცხია Air MAX, რამაც დიდი წარმატება მოუტანა და შექმნა კიდევ ერთი ახალი მოდელი Air Trainet High Sheos.

ნაიკი – ფეხსაცმელი, რომელიც ჩემპიონად გაქცევს…

თავიანთი გზის დასაწყისში ფილ ნაითმა და ბილ ბაუერმანმა მიზნად დაისახეს – შეექმნათ მოსახერხებელი სპორტული აღჭურვილობა, რომლის დახმარებითაც სპორტსმენები შეძლებდნენ ეჯობათ თავიანთი თავისთვის და შესაძლებლობების ჩარჩოდან გამოსვლაში. Nike აქტიურად მუშაობს მორბენალებთან, ჩოგბურთელებთან, ფეხბურთელებთან, კალათბურთელებთან და ეხმარება მათ რეკორდების დამყარებაში. სპორტსმენებთან პარტნიორობას მოაქვს მოგება, ზრდის მომხმარებელთა ლოიალობას და კომპანას ახალ პერსპექტივებს უხსნის საერთაშორისო ბაზრებზე.

ნაიკმა მართლაც შეასრულა პირობა, არაერთმა სპორტსმენმა მიაღწია წარმატებას ნაიკის ფეხსაცლით:

1972 წელს ორეგონის უნივერსიტეტის გუნდის ფეხბურთელი დენ ფუოზი თამაშობს რევოლუციურ ვაფლის ძაფის ფეხსაცმელში. შემდგომში, იგი გახდა ჩემპიონთა თასის ექვსგზის გამარჯვებული პროფესიონალთა შორის.

 

1973 სტივ პრეფონტეინი ხდება პირველი პროფესიონალი სპორტსმენი, რომელიც Nike ფეხსაცმლით იწყებს ასპარეზობას. ოლიმპიელი მძლეოსანი არწმუნებს მეტოქეებს დაიწყონ ნაიკის მოხმარება.

1980 წელს ინგლისელი მორბენალი სტივ ოვეტი პირველმა, გადალახა ფინიშის ხაზი 800 მეტრიან რბოლაზე. Nike აღნიშნავს გამარჯვებას მასთან ერთად: ოვეტს ნაიკის ფეხსაცმელი ეცვა.

1981 წელს მორბენალი ალბერტო სალადარი იმარჯვებს ნიუ – იორკის მარათონზე, ზედიზედ მეორედ ნაიკის ბოტასებში. იგი ამყარებს ახალ მსოფლიო რეკორდს – 2. 08. 13.

1984 წელს სპორტსმენმა ჯოან ბენოიტმა Nike sneakers- ში მსოფლიო რეკორდი დაამყარა ქალთა პირველ ოლიმპიურ მარათონზე.

1995 წლის ჩოგბურთელი პიტ სამპრასი კომფორტულ Nike shoes- ში ხდება უიმბლდონის ჩემპიონი.

1996 წლის მაიკლ ჯონსონმა ოლიმპიადაზე 200 მეტრიან რბოლაში დაამყარა მსოფლიო რეკორდი. მას ეცვა ნაიკის სუპერმსუბუქი ფეხსაცმეი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 85 გრამს იწონიდა.

მოგვიანებით ნაიკი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ სპორტსმენებთან როგრებიც იყვნენ ტაიგერ ვუდსი, რონალდო და 2010 წელს კი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ Nike- ს ფეხსაცმელით ხდება მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი.

ნაიკი და ჯორდანი

1985 წელს Nike–ის აღმასრულებელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს არაჩვეულებრივი წინათგრძნობა სპორტის ტალანტებთან მიმართებაში. ბრენდიმა მოაწერა ხელი კონტრაქტს Chicago Bulls- ის ახალბედა მაიკლ ჯორდანთან. ნაიკის ოჯახში ნიჭიერი კალათბურთელის შესვლით ბევრი რამ შეიცვალა – პროდუქტის დიზაინი, მარკეტინგის პრინციპები, ასორტიმენტი. თავდაპირველად ჯორდანის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გამოშვების კონცეფცია განვითარდა.

სანამ ნაიკი კალათბურთის სამყაროში შეაღწევდა, აქ Converse დომინირებდა. ახლამა Air Jordan-მა გაიყდვების დაწყებამდე მოახდინა ფურორი. 1 აპრილამდე, როდესაც ჩანიშნული იყო აღნიშნული ფეხსაცმლის გაყიდვის დაწყება, გულშემატკივრები უკვე აწყდებოდნენ მაღაზიებს. მომხმარებლის ინტერესს უფრო ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ ჯორდანი დააკავეს NBA-ის თამშებზე ნაიკის წითელი-შავი ფერის ბოტასში გამსვლისთვის. იმ პერიოდში ყველა კალათბურთელს ეცვა თეთრი ფეხსაცმელი, ამიტომ ახალბედა სხვების ფონზე გამოირჩეოდა. NBA-ის კომისრებმა ჯორდანი 1000$ დააჯარიმეს, თითოეული მატჩითვის, რომელზეც მას ნაკის ფეხსაცმელი ეცმეოდა.

ნაიკის მარკეტინგული სტრატეგია ამ შემთხხვევაშიც საკმაოდ საინტერეო აღმოჩნდა. ბრენდმა ისარგებლა უნიკალური სარეკლამო შესაძლებლობით. ბრენდმა ყველა ჯარიმა გადაუხადა მაიკლ ჯორდანს, მაგრამ იგი ყველა თამაშზე Air Jordan-ით უნდა გამოსულიყო.

სხარტი და მარტივად დასამახსოვრებელი სლოგანი საშუალებას მოგცემს ხმა მიაწვდინო პოტენციურ მომხმარებლებს, მათში ემოციები აღძრა და შენი ბრენდის იდენტობა მათ გონებაში აღბეჭდო.  ნაიკი არის კომპანია, რომელიც ლობირებს აზრს-შეუძლებეი არაფერია, რაც აისახება კიდეც მის სლოგანში „just do it”. ნაიკის წარმატება კი ნათელს ყოფს რომ ეს სტრატეგია მართლაც დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე და თამამად შეიძლეა ითქვას, რომ ნაიკის სამიზნე ჯგუფი საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, რადგან ყველას სურს იყო გამორჩეული – ნაიკი კი გაქცევს გამორჩეულად.

ნაიკი დღეს

ნაიკი ნამდვილად არის მომხმარებლისთვი გმირის არქეტიპის მატარებელი. იგი არის ბრენდი რომელიც მუდმივი სრულყოფისკენ უკეთესობისკენ შეცვლისკენ ისწრაფვის და ბრენდის შექმნის ისტორიაც ნათელსყოფს, რომ შეუძლებელი არაფერია.

დღეს ნაიკის ინოვაციები და მარკეტინგული სტრატეგიები აღარავის უკვირს. შესაძლოა კომპანია ყველა ქვეყანაში არ ფლობს მაღაზიას თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაიკის პროდუქცია დღეს მთელ მსოფლიოში იყიდება.

ნაიკი აწარმოებს მრავალი სახის პროდუქციას და ფლობს რამოდენიმე ბრენდს, როგორიცაა Jornad და Converse.

უბრალოდ გააკეთე ეს!

ეს ემოციური სლოგანი, დღეს მომხმარებლებს პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება – ეს არის მარკეტინგულ კამპანიის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი.

ამგვარად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Nike არის ერთერთი წარმატებული და ლიდერი ბრენდი თავის ინდუსტრიაში. დიდი ისტორიით, სირთულეებით და დაპრკოლებებით შექმნილი კომპანია დღეს მას მთელი სოფლიო იცნობ და მომხმარებლების სიყვარულიც დაიმსახურა.

 

ავტორები: ნინო ბაგაური და ანი დავითაშვილი

წყაროები: https: //www. nike. com/
https: //www. businessinsider. com/nike-jordan-brand-rise-and-fall-history-2019-5
https: //street-beat. ru/history/nike/