როგორ უნდა ჩავატაროთ ბრენდების შეფასება
ბრენდების ტრექინგი – ასე ეწოდება ბრენდების შეფასების ერთ-ერთ მოდელს ტარდება მომდევნო კითხვების დასმით, შერჩეული ფოკუს ჯგუფ აუდუტორიის მიმართ რომელიც შერჩეული იქნება მარკეტინგული კვლევის ერთ-ერთი პროინციპის, დაცვით.
წარმოიდგინეთ რომ უსმევთ კითხვებს ადამიანებს ამ ჯგუფიდან და თვითოეულის პასუხის მიხედვით იყენებთ ლიკერტის შკალას რაც იმას ნიშნავს რომ თქვენთვის სასურველ ბრენდს პასუხების მიხედვით ანიჭებს თვითოეული კითხვაში 1 დან 10 ქულას.
I. Salience დამახასიათებელი თვისებები
პროდუქტის ან სერვისების კატეგორიის რომელი ბრენდები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? (პროდუქტის კატეგორიაზე უფრო მეტად სპეციფიკური რეკომენდაციების გამოყენება)
ადრე გსმენიათ ამ ბრენდების შესახებ?
შემდეგ სიტუაციებში რომელ ბრენდს გამოიყენებდით?
რამდენად ხშირად ფიქრობთ ამ ბრენდზე?
II. Performance ეფექტურობა
კატეგორიის სხვა ბრენდებთან შედარებით, არჩეული ბრენდი რამდენად უზრუნველყოფს პროდუქტის ან სერვისის კატეგორიის ძირითად ფუნქციებს?
რა ხარისხით აქვს ამ ბრენდს განსაკუთრებული თვისებები?
რამდენად საიმედოა ბრენდი? რამდენად გრძელვადიანი მოხმარებისაა ბრენდი?
რამდენად ადვილია ბრენდის მომსახურება?
რამდენად ეფექტურია ბრენდის სერვისი? სრულად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს?
სისწრაფით, რეაგირების თვალსაზრისით რამდენად ეფექტურია ბრენდის სერვისი?
რამდენად თავაზიანები და სასარგებლო არიან ბრენდის სერვისების პროვაიდერები? რამდენად თანამედროვეა ბრენდი?
რამდენად მოგწონთ ბრენდის გარეგნული მხარე, შეგრძნებები და დიზაინის სხვა ასპექტები?
კატეგორიაში, სხვა ბრენდებთან კონკურეციაში მყოფი ბრენდის ფასები, ჩვეულებრივ სხვებთან შედარებით, ნაკლებია, მეტია თუ ერთნაირი?
კატეგორიაში, სხვა ბრენდებთან კონკურეციაში მყოფი ბრენდის ფასები, ჩვეულებრივ სხვებთან შედარებით, ხშირად, იშვიათად თუ იდენტური თანხით იცვლება?
III. Imagery გამოსახულება
ადამიანები, რომლებითაც თქვენ აღფრთოვანებულები ხართ და პატივს სცემთ, რამდენად ხშირად იყენებენ ბრენდს?? რამდენად მოგწონთ ის ადამიანები, რომლებიც ბრენდით სარგებლობენ?
რამდენად კარგად აღწერს ბრენდს შემდეგი სიტყვები: რეალისტური, კეთილსინდისიერი, გაბედული, თანამედროვე, საიმედო, წარმატებული, უმაღლესი კლასის, მომხიბვლელი, აქტიური?
ბრენდის შესასყიდად რომელი ადგილებია მართებული?
ბრენდის გამოსაყენებლად რამდენად მართებულია შემდეგი სიტუაციები? თუ გაქვთ შესაძლებლობა ბრენდი მრავალ ადგილას შეისყიდოთ?
არის ეს ის ბრენდი, რომლის გამოყენებასაც სხვადასხცა სიტუაციებში შეძლებთ?
ბრენდზე ფიქრი რამდენად გაბრუნებთ სასიამოვნო მოგონებებში? რა ხარისხში ფიქრობთ, რომ ბრენდთან ერთად გაიზარდეთ?
IV. შეფასება
ხარისხი
თქვენი საერთო აზრი ბრენდზე?
როგორია თქვენი შეფასება მოცემული ბრენდის პროდუქციის ხარისხზე?
მოცემული ბრენდი რამდენად სრულად აკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს? რამდენად კარგია ეს ბრენდი?
საიმედოობა
რამდენად კარგად გათვითცნობიერებულები არიან ბრენდის შემქმნელები? რამდენად ინოვაციურები არიან ბრენდის შემქმნელები?
რამდენად ენდობით ბრენდის შემქმნელებს?
რამდენად აქვთ გათვალისწინებული ბრენდის შემქმნელებს თქვენი მოთხოვნები?
რამდენად აქვთ გათვალისწინებული ბრენდის შემქმნელებს თქვენი მოსაზრებები?
რამდენად აქვთ ბრენდის შემქმნელებს თქვენი ინტერესები გათვალისწინებული?
რამდენად მოგწონთ ეს ბრენდი? რამდენად აღფრთოვანებული ხართ ბრენდით? რამდენად პატივს სცემთ ბრენდს?
პოპულარობა
რამდენად სავარაუდოა, რომ თქვენ ბრენდს რეკომენდაციას გაუწევთ? ბრენდების ამ კატეგორიაში რომელია თქვენი საყვარელი პროდუქტები?
პირადად თქვენთვის, რამდენად მისაღებია ბრენდი?
უპირატესობა
რამდენად უნიკალურია ბრენდი?
რამდენად გვთავაზობს ბრენდი იმ უპირატესობებს, რომლის შემოთავაზებაც სხვა ბრენდებს არ შეუძლია??
რამდენად უპირატესია ბრენდი კატეგორიაში?
V. შეგრძნებები
იწვევს თუ არა ბრენდი სითბოს შეგრძნებას? იწვევს თუ არა ბრენდი მხიარულების შეგრძნებას?
გაძლევთ ბრენდი მღელვარების შეგრძნებას? გაძლევთ ბრენდი უსაფრთხოების შეგრძნებას?
გაძლევთ ბრენდი საზოგადოების მხრიდან აღიარების შეგრძნებას? გაძლევთ ბრენდი საკუთარი თავის ღირსების შეგრძნებას?
VI. რეზონანსი
ლოიალობა
ამ ბრენდის ერთგულად ვთვლი თავს. შესაძლებლობიდან გამომდინარე ვცდილობს ეს ბრენდი შევიძინო .
მე ვყიდულობ რამდენიც შემიძლია იმ რაოდენობის ამ ბრენდის პროდუქციას.
მე ვგრძნობ, რომ ეს არის ამ პროდუქტის ერთადერთი ბრენდი, რომელიც მე მჭირდება. ეს ის ბრენდია, რომელსაც მე ყიდვისა?გამოყენებისას უპირატესობას ვანიჭებ.
თუ ეს ბრენდი ხელმისაწვდომი არ იქნება, ეს ჩემთვის მხოლოდ პატარა პრობლემა გახდებოდა, ვინაიდან სხვა ბრედნის გამოყენება მომიწევდა.
ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ამ ბრენდით ვისარგებლო.
მიჯაჭვულობა
მე ნამდვილად მიყვარს ეს ბრენდი.
თუ ბრენდი ბაზარს დატოვებს, მე ის ნამდვილად მომენატრება. ბრენდი სპეციალურად ჩემთვისაა.
ჩემთვის ბრენდი პროდუქტზე მეტია.
როგორც ხედავთ ჩვენ ბრენდის რეზონანსის პირამიდის მიხედვით მოვიცავით მისი 6-ივე ნაწილი.
შესაბამისად გვაქვს სურათი რომლის მიხედვითაც ბრენდი უნდა შეფასდეს იმ ქულებით რაც თქვენ თვითოეული კიტხვის შემდეგ ბრენდს მიანიჭეთ.
ავტორი: კევინ კელერი