პოლიტიკური მარკეტინგი – სლოგანების საუკუნე

დონალდ ტრამპის ცნობილი სლოგანი – „დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე!“ გარკვეული ექსპერტების აზრით ამოღებულია 1980 წელს განხორციელებული რონალდ რეიგანის პოლიტიკური კამპანიიდან.

ეს ლოზუნგი მოქმედებებისაკენ აქტიური მოწოდებაა – კონსერვატორების, რომლებსაც ტრამპის განსაკუთრებულობაში ეჭვი ეპარებოდათ, პლაცდარმის გასაღვივებლად და დასამშვიდებლად საუკეთესო გზაა.

ეს სლოგანი აგრეთვე ეკონომიკური გზავნილიც იყო, რომელიც უშუალოდ პენსილვანიელ მეშახტეებსა და მიჩიგანის ავტოინდუსტრიაში დასაქმებულებზე იყო მიმართული რადგანა ორივე შტატი -მძაფრი შეტაკების ადგილი გახლდათ.

რეიგანი 1980 ამბობდა – „გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული – მე მასთან ვარ“

გაწყობა იყო რეიგანის ხედვასა და ფასეულობებზე და ამგვარად წარმოიშვე ეს დიდებული სლოგანი. საუბარი მასზე მიდიოდა, იმაზე, რომ მასთან უნდა ვყოფილიყავით. უნდა ვყოფილიყავით ამერიკასთან, როგორც რაღაც საკრალურ ფასეულობასთან.

სამწუხაროდ, გელაპის მონაცემებით, ისტორიაში კლინტონი მეორე ყველაზე არაპოპულარული განდიდატი გახდა. დიახ, მისი როგორც ქალის კანდიდატურისათვის ეს დღესასწაული იყო, მაგრამ თეთრკანიანი ქალების უმრავლესობა არ იყო დარწმუნებული, რომ გენდერული თამაშებით დემოგრაფიული სიტუაცია გაუმჯობესდებოდა. დემოგრაფია კი ყველას საზრუნავი უნდა გამხდარიყო.

მოწოდება ხალხს გულზე ეწერა, სამკერდე ნიშნებზეც იგივე მოსჩანდა – გიყვარდეს ტრამპი, Love Trump, ტენდენციურობიდან გამომდინარე, პირველადი ინფორმაცია უფრო მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ შევხედავთ პირველ ცხრა სიმბოლოს, მივიღებთ „გიყვარდეს ტრამპი“. ოპა! ერთად ძლიერები ვართ ეს უკანასკნელი სლოგანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული იყო, როგორც ინკლუზიური, „გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული!“ – მაინც მკაფიო არ იყო.

„თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, შესაძლოა, შევძლოთ პრობლემების გადალახვა.“ ვის ექუთვნის სიტყვა „ერთად“? ბერნის და ჰილარის მომხრეებს? მემარცხენე ძალების კოალიციას? კონგრესში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს? ამერიკელ ხალხს? ადამიანთა რასას? შესაძლოა ჰილარის შტაბს სლოგანი მოსწონდა, მაგრამ მერყევ შტატებში ამომრჩევლების ინსპირაციისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

ეხლა კი განვიხილოთ ლოგო: ეს შესწორებული ლოგო Trump –Pence უცნაურად , გამოიყურებოდა, მაგრამ თავისი საქმე გააკეთა. სინამდვილეში იგი მეტად კონსერვატული იყო – ტრამპის სახელი დაწინაურდა და უფრო მსხვილი შრიფტით დაიბეჭდა, ხუთმა ვარსკვლავმა მას სამხედრო სახე მისცა, მაგრამ სლოგანის ბოლოს ძახილის ნიშანმა ტრამპის ბრენდულ ხმას ძალა შემატა.

მათ წინააღმდეგ მომქმედმა ლოგომ: Clinton-Kaine არაერთგვაროვანი გამოხმაურება მიიღო. მაგალითად, Quartz-მა ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო სტატია დაბეჭდა, ერთი კრიტიკული, მეორე – საქებარი. დიაზინერმა Michael Bierut-მა დაწერა:

„ლოგო არ იყო ჭკვიანური ან ეშმაკური. მე ეს არ მაღელვებდა. მე მსურდა ისეთი, რომლის შესაქმნელადაც პროგრამული უზრუნველყოფის სახელმძღვანელო არ დამჭირდებოდა – ისეთივე მარტივი, როგორც მსოფლიოს ნიშანი ან სმაილიკი. მე მჭირდებოდა ლოგო, რომელსაც ხუთი წლის ბავშვი ქაღალდისგან და მაკრატელისაგან გააკეთებდა.“

ზოგიერთს უბრალოება მოსწონდა, თუმცა სხვები ამბობდნენ, რომ ბაზისური კაპიტალი Hდა წითელი ისარი საავადმყოფოს საგზაო ნიშანს წააგავდა.
 

 
The New Yorker-მა პოტენციურად პრობლემურ წითელ ისარზე მიუთითა , რომელიც რესპუბლიკელებთან ასოცირდება – ისარი მიმართულებას მარჯვნივ მიუთითებს. შეცდომა იყო. New York Times-ის ყოფილი არტ-დირექტორის Steven Heller-ის სიტყვებით, „ობამას ასო „О“ ნიუანსების და ელეგანტურობის განსაზღვრული ოდენობით დამუშავდა, ხოლო ჰილარის „H“-ს ამ ნიუანსებიდან ან ელეგანტურობიდან არც ერთი არ აქვს.“ ყველაფერი ეს სუბიექტურია, მაგრამ ობამას ‘O“-თან შედარებით, რომელიც ისტორიაში ყველაზე დამახსოვრებადი ლოგო გახდა – ჰილარის “H” მართლაც აღიზიანებდა საზოგადოებას.