მარკეტინგში შემოქმედება მთავარი ვალუტაა, ანუ 17 მარკეტინგული სტრატეგია
ფილმებისა და ტელეშოუების მარკეტინგში რამდენიმე უნიკალური საკითხია. დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – დროის მოკლე მონაკვეთში, რამდენადაც შესაძლებელია, ფილმის გამოსვლამდე ან შოუს ჩვენებამდე, პრომოცია უნდა გააძლიეროთ. კიდევ ერთი უნიკალური ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ თავისთავად ფილმები შოუ კონტენტის ოქროს საბადოს წარმოადგენს. ეს კი უზარმაზარი პრივილეგიაა, როდესაც საუბარი ფილმის ან შოუს მოახლოებულ ჩვენებისათვის მძლავრი კონტენტ მარკეტინგის შემუშავებაზე მიდის.
ფილმების მარკეტინგი თეორიული მეცნიერება არ არის. იგი საინტერესო გაკვეთილია იმის შესახებ- თუ ვინ წარმატებით (ან წარუმატებლად) ყიდდა ფილმებს და შოუებს. ქვემოთ მოყვანილია 17 სტრატეგია, ტაქტიკა, თემატური კვლევა და იდეა, რომელიც მომდევნო ფილმისათვის ან ტელეშოუსათვის გამორჩეული ონლაინ მარკეტინგული კამპანიის შექმნაში დაგეხმარებათ.
#1 ჩაიდინე განსაკუთრებული სარეკლამო ხრიკი
Seth Godin-მა, ერთ-ერთი ნათელმა გონებამ მარკეტინგის სამყაროში, ყველაფერი შესანიშნავად შეაჯამა და თქვა: „დეფინიციის თანახმად, განსაკუთრებული რაღაცეები ყოველთვის შესამჩნევია“. მე მტკიცედ მჯერა, რომ ხმის გავრცელება მარკეტინგის ყველაზე მძლავრი ფორმაა. თუ გინდათ ნებისმიერი სახის ვირუსული მარკეტინგის გამოყენება, რაღაცით, რაზეც საუბარი ღირს, იმით უნდა დაიწყოთ.
„ჩაიწერეთ ფრაზები, თემები, სიტყვები, რაც იზიდავს ხალხს“- ვამბობთ ჩვენ, მარკეტერები. როდესაც დიდ ბრიტანეთში „სამეფო თამაშების“ ბოლო სერიების გაყიდვა დაიწყო, ავტობუსის ზომის დრაკონის თავი დააყენეს, რომელიც, თითქოს დორსეტის სანაპიროზე გამოირიყა. როდესაც ამ ბიჭებმა Chronicle ჩაუშვეს, ისინი ნიუ-იურკში ადამიანებს „დისტანციურად მართავდნენ“, ასობით მედია საშუალებებიდან უფასო რეკლამას იღებდნენ. ამიტომაც შენც გააკეთე რაიმე განსაკუთრებული.
#2 Pre-Roll ვიდეო რეკლამა
Pre-roll ვიდეორეკლამა ინტერესის გასაღვივებლად და ინტერნეტში ტრეილერის გასავრცელებლად საოცრად ეფექტური ინსტრუმენტია. ის შედარებით იაფია, თქვენ არ გადაიხდით, თუ მაყურებელ, პირველი 5 წამის განმავლობაში, ღილაკს „გამოტოვებას“ დააჭერს. TubeMogul-ის მსგავსი სერვისის საშუალებით YouTube-ზე, IMDB, 4oD და ა.შ. ვიდეოების შესაბამის განყოფილებაში ადვილად განათავსებთ თქვენ ტრეილერს.
ყველაზე მთავარი, რაც წინა pre-roll რეკლამაში უნდა გვახსოვდეს არის მაყურებლების აქტივობებისაკენ მოწოდება, ანუ რაღაცა ეხლავე უნდა გააკეთონ. ეს შესაძლოა იყოს Facebook-ზე ფილმის გვერდის დათვალიერება, ფილმის შესახებ სოციალურ თამაშში, ან კონკურსში მონაწილეობა, რაც პრემიერაზე ბილეთების მოგების ერთგვარი შესაძლებლობაა, ან, უბრალოდ ფილმის ოფიციალურ საიტზე გადასვლა და სრულმეტრაჟიანი ტრეილერის ყურება. რათქმაუნდა, მაყურებლისათვის ამას რაც უფრო საინტერსოდ გააკეთებთ, მით უკეთესი ეფექტი იქნება.
#3 პრესკონფერენციებზე საზრიანობა გამოიჩინეთ
პრესკონფერენციები (Press Junkets) კინოინდუსტრიის ერთ-ერთი მძლავრი სარეკლამო ტაქტიკაა. არსებითად, ივენთები მნიშვნელოვანი ჟურნალისტების, კრიტიკოსების და რეპორტიორების თავშეყრის ადგილია, სადაც პრესის წარმომადგენლებს ფილმის მსახიობებისგან და რეჟისორისაგან ინტერვიუს აღება შეუძლიათ.
პრესკონფერიანციაზე მოსაწვევ პირებთან დაკავშირებით საზრიანობა გამოიჩინეთ. არ შემოიფარგლოთ ჟურნალისტებით. ისინი ერთადერთი ადამიანები არ არიან, ვისაც თქვენი ფილმის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა შეუძლიათ. მაშინ, როდესაც მთავარი ჟურნალისტები და კრიტიკოსები მნიშვნელოვანია, თქვენ გავლენიანი ბლოგერების და ივენთების მოყვარულების მოწვევით ექსპერიმენტიც კი შეგიძლიათ ჩაატაროთ. ერთი ტაქტიკა, ყველა დიდ ქალაქში, სადაც ფილმის ჩვენებას აპირებთ, „მინი პრესკონფერენციების“ ჩატარებას გულისხმობს. სოციალურ ქსელებში კონკურსის ჩატარება უზარმაზარი პოტენციალის მატარებელია, თითოეულ ქალაქში რამდენიმე თაყვანისმცემელს, გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივ პრესკონფერენციაზე დასწრების და მსახიობების გაცნობის საშუალება ეძლევათ.
#4 ნება მიეცით მაყურებელს განიცადონ ფილმში აღწერილი ისტორია
The Hunger Games ათწლეულის ერთ-ერთი შორისმჭვრეტელური ციფრული მარკეტინგული კამპანიაა. მთელი პოსტის განმავლობაში, მათი სტრატეგიის სხვადასხვა ასპექტს შევეხები, მაგრამ, შესაძლოა, მათი სტრატეგიის ყველაზე ინოვაციური ასპექტია „Virtual Hunger Games“, სადაც მომხმარებელს შეეძლო ტერიტორიის მიერთება და სხვა ტერიტორიასთან კონკურენცია, ისევე როგორც ფილმშია.
ვირტუალურმა თამაშშმა მაყურებელს საშუალება მისცა განეცადა და ფილმის სხვა თაყვანისმცემლებისათვის გაეზიარებინა ის, რასაც განიცდიდა ფილმის გმირი. რაც გასაოცრად საზრიანი აღმოჩნდა თამაშის გეიმიფიკაციის ასპექტებთან კავშირი და სოციალური ინტეგრაცია. ეს გახდა მომხმარებლების სტიმულირების მიზეზი, ისინი იწვევდნენ მეგობრებს, აზიარებდნენ განახლებულ ვერსიებს და, საბოლოო ჯამში The Hunger Games-ზე ინფორმაციას ვირუსულად ავრცელებენ.
#5 IMDB-ის კატალოგები & რეკლამა
ამბობენ, რომ ყველაზე რთულია წიგნების მაღაზიაში წიგნის გაყიდვა, საკმაოდ ადვილია წიგნის გაყიდვა კოფეშოფში. მაგრამ მილიონობით ადამიანისათვის, რომლებიც IMDB-ს ახალი ფილმების და ტელეშოუების სანახავად სტუმრობენ, სასაცილო იქნებოდა, თუ თქვენი ფილმის ან ტელეშოუს ციფრულ მარკეტინგულ სტრატეგიაში ამ საიტს ყურადღების მიღმა დატოვებდით.
არსებობს რამდენიმე გამორჩეული პოსტი, სადაც ახსნილია, როგორ შეიძლება მოხვდეს თქვენი ფილმი IMDB-ზე. ჩემი რჩევაა ინფორმაცია, რაც შეიძლება სრულად შეავსეთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ადამიანებმა ფილმს გადახედონ. Google-ის ან YouTube-ის მსგავასდ, IMDB საძიებო სისტემაა, მისი ალგორითმი რელევანტურობასა და პოპულარულობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ამიტომ თქვენ გსურთ დარწუნდეთ, რომ ფილმის გვერდზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციაა და საიტთან კარგად არის დაკავშირებული.
IMDB-ს სარეკლამო პაკეტების საუკეთესო ასორტიმენტი გააჩნია, რომელიც აუცილებლად შესასწავლია. კიდევ ერთი რჩევა – გამოიყენეთ ფილმების სიები. შეეცადეთ „ტოპ-10“ ან „ტოპ-50“ ჟანრობრივი ფილმების სია, ისე რომ თქვენი ფილმი ან ტელეშოუ სიაში მოხვდეს. ეს ოდნავ ლაჩრული ნაბიჯია, მაგრამ იმ პირობით, რომ თქვენი ფილმი აქტუალური და ფასეული ვარიანტია, არავინ დაზიანდება!
#6 საკუთარი აუდიტორია ფილმის გადაღების პროცესში ჩართეთ
რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ The Dark Knight კინოეკრანებზე გამოვიდოდა, Warner Brothers-მა, ჯილდოთი აღნიშნული კამპანია „რატომ ასე სერიოზულად?“ წამოიწყო, კამპანია, რომელმაც Gotham City გამოაცოცხლა შემოქმედებითი იყო.
ფილმის სტრატეგიის შექმნასა ან პრომოციაში საკუთარი აუდიტორიის ჩართვა ფანტასტიური მეთოდია მოიზიდო ზოგიერთი ჯიუტი გულშემატკივარი. ამის გაკეთების უამრავი განსხვავებული საშუალება არსებობს, დაწყებული კონკურსიდან, სადაც ფილმის ან ტელეშოუს „ქროუდფანდინგამდე“, პლატფორმის საშუალებით, ისეთი როგორიცაა Kickstarter, ადამიანებს ფილმის შექმნის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებისათვის ექსკლუზიური საჩუქრებით აჯილდოვებენ.
#7 უბრალოდ „გქონდეთ“ ტრეილერი – არასაკმარისია
ჩვენ იშვიათად ვყიდულობთ საგნებს, რომელიც არ გვინახავს და რაღაც სახით არ გამოგვიცდია, ამიტომ ფილმების და ტელეშოუების მარკეტინგისათვის ტრეილერები აუცილებელია. თუმცა, ჩემი გამოცდილებდან გამომდინარე, უბრალოდ „გქონდეთ“ ტრეილერი – არასაკმარისია. საუკეთესო შედეგების მისაღებად, მას უნდა გააჩნდეს გავრცელების (ქსელური დისემინაციის) საუკეთესო სტრატეგია და ულტრა გასაზიარებელი უნდა იყოს. მე გირჩევთ, რაც უფრო დაბალია თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტი, მით უფრო მეტი ძალისხმევები უნდა ჩადოთ ბოლო ნაწილში.
კონტენტი გეომეტრიული პროგრესიის ზრდის ტემპით, რომ გავრცელდეს, ანუ „გახდეს ვირუსული“, მან აუდიტორიას ემოციური ექსტრემის განცდისაკენ უნდა უბიძგოს. ეს შეიძლება იყოს იუმორის, შიშის, სევდის, განმანათლებლობის, სიბრაზის, ლტოლვის ან ნებისმიერი სხვა ემოციური „ტრიგერით“ განხორციელებული. იფიქრეთ ნებისმიერ ნაცნობ ვიდეოზე, მემებზე ან ინფოგრაფიკაზე, რომლებიც საოცრად ვირუსული გახდნენ – რომელმა ემოციებმა გააძლიერეს ისინი? თუ თქვენ მსგავსი ტრეილერის შექმნას შეძლებთ, რომელიც მაყურებლის ემოციურ მდგომარეობას მართლაც, რომ შეცვლის, მაშინ თქვენ გამარჯვებას მოიპოვებთ.
თუ თქვენ გამორჩეული ვიდეო ტრეილერი გაქვთ, თქვენ დისემინაციის სტრატეგია გჭირდებათ. მე გირჩევთ, თავდაპირველად ვიდეო თქვენი ფილმის მიზნობრივ გვერდზე, რაღაც Wistia-ს მსგავსით განათავსოთ. ეს გახდება სტიმული ადამიანებისათვის, რომელბიც ფილმის საიტის URL-მისამართის, და არა YouTube-ის ლინკის გაზიარებას დაიწყებენ. ვინაიდან, მიზნობრივი გვერდის დიზაინს აკონტროლებთ, ეს ვიზუალური გამოცდილების მონიტორინგის საშუალებას გაძლევთ, აგრეთვე სოციალურ კონკურსებსა და სხვა ქმნილებებზე ცნობადობა იზრდება, ოფიციალურ საიტზე რისი პრომოციის სურვილიც შეიძლება გაგიჩნდეთ. ერთი ან ორი კვირის შემდეგ ვიდეო-ტრეილერი შეგიძლიათ YouTube-ზე განათავსოთ, წინასწარი რეკლამის, YouTube-ის, AdWords-ის და ა.შ. ფლეილისტის საშუალებით ფილმის პრომოცია განაგრძოთ.
#8 შექმენით ვიზუალურად მიმზიდველი და ფუნქციური ვებ გვერდი
გრაფიკის კუთხით, მიუხედავად გამორჩეული დიზაინისა, ფილმის მიზნობრივი გვერდების უმეტესობას, როგორც წესი, საკმარისი ფუნქციური დატვირთვა არ გააჩნია. ტიპიურად, ფილმის მიზნობრივი გვერდები ფილმის პრემიერამდე ქაუნთდაუნს შეიცავს.თუ ბედი გაგიღიმებთ, ფილმის ტრილერი შეგიძლიათ მასში ჩაამონტაჟოთ.
#9 გახადე შენი Facebook გვერდი ინტერაქტიული
როდესაც Breaking Bad, Hunger Games, ან World War Z-ეს Facebook გვერდს სტუმრობთ, თქვენ უამრავ განსხვავებულ თამაშს, კონკურს და გასართობობ აპლიკაციას გთავაზობენ. გარდა ამისა, განახლება ხშირად ხორციელდება და ძალიან მიმზიდველიცაა.
მოდით შევხოთ სამ მნიშვნელოვან სფეროს: დიზაინს, აპლიკაციას და თაიმლაინის მარკეტინგს.
პირველ ყოვლისა, როდესაც საუბარი Facebook-ზე თქვენი გვერდის შექმნაზე მიდის, გააკეთეთ ის ვიზუალურად მიმზიდველი. რამდენი ფილმი და ტელეშოუ Facebook-ის გვერდებზე არ იყენებს არსებულ სივრცეს, რომელსაც Facebook გვერდის ბრენდირებისათვის და ყურადღების მოზიდვისათვის გთვავაზობთ. საკუთარი დიზაინის მიმართ გამოავლინეთ კრეატიულობა, მაგრამ ფილმის ბრენდინგის შესაბამისად, თამასა მაღლა ასწიეთ. შესანიშნავი საყურებელია, როდესაც ყველაფერი კარგად არის შესრლებული.
Facebook-ის აპლიკაცია არის ის, რაც ჩვეულებრივ ქმნის ან ანგრევს. ხაზი გაესვა Facebook-ის გვერდის შესაძლებლობას დაამტკიცოს ინვესტიციების მნიშვნელოვანი უკუგება. სოციალური აპლიკაციები ყურადღების მისაქცევად საოცრად ეფექტურია, მისი მიერთება უშუალოდ open graph-ზე შეიძლება, რათა მომხმარებელს ფილმის გვერდზე მეგობრების მოწვევა და გაზიარება შეეძლოს.
თუმცა, გთავაზობთ ინდივიდუალური აპლიკაციის შემუშავებას. თუ საკმარისი ბიუჯეტი გაქვთ, არსებობს მრავალი ხელმისაწვდომი სერვისი, როგორიცაა Heyo და WooBox. მათი დახმარებით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ძალიან მცირე თანხის გადახდის შემდეგ, შეგიძლიათ სოციალური კონკურსების წამოწყება.
დასასრულს, როდესაც საქმე თაიმლაინზე პოსტის განახლებაზე მიდის საქმე, შეინარჩუნეთ ვიზუალური, დაბალანსებული და მიმზიდველი მხარე. როგორც წესი, ფოტოები და ვიდეოები Facebook-ზე ნახვების მაჩვენებელს შედარებით ზრდის. ამიტომ სტრატეგიაში მათი ჩართვა აუცილებელია, შეეცადეთ კონტენტის ტიპის დაბალანსება. რაც შეეხება სიხშირეს, ვხედავთ, რომ Facebook-ზე დღეში ორი პოსტი კარგად მუშაობს. თუ დროში შეზღუდული ხართ, პოსტების გამოქვეყნების მიზნით გამოიყენეთ დაგეგმვის ინსტრუმენტი, როგორიცაა Buffer და Hootsuite. მათი დახმარებით პოსტების მართვასაც შეძლებთ.
#10 სოციალური ქსელების ნიშის გამოყენება – Vine, Instagram, Pinterest
მაშინ, როდესაც Facebook, Instagram და Twitter სოციალური ქსელების სტრტეგიის ცენტრში იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ მცირე ზომის პლატფორმებს თავი აარიდოთ, როგორიცაა Vine, Instagram ან Pinterest.
არსებობს ფილმების მარკეტინგის რამდენიმე ფანტასტიური კრეატიული კამპანია, რომელიც ისეთ პლატფორმის გამოყენებით წარიმართა, როგორიცაა Vine. ერთგავრი ხრიკი გულისხმობდა ამ პლატფორების შეცნობას და კონტენტური სტრატეგიის შექმნას. სტრატეგია აუდიტორიის, რომელიც ამ პლატფორმას იყენებს, შესაბამისი უნდა ყოფილიყო. მაგალითად, Sundance-ის კინოფესტივალი Pinterest-ს საუკეთესო დამოუკიდებელი ფილმების გამოსავლენად იყენებს. შესაძლოა მათ მხოლოდ 4497 მიმდევარი ყავთ, მაგრამ საკუთარ კედელზე Sundance-ის ემბლემას აქტიურად აზიარებენ – რაც ვირუსულად გავრცელების მშვენიერი საშუალებაა.
ზუსტად ასევე, Instagram – ფილტრის მეშვეობით ფოტოების გაზიარების პლატფორმაა. Instagram-ის ფილტრებს გონივრულად იყენებდნენ The Great Gatsby-ის მარკეტოლოგები. ფილმის, მსახიობების და მოვლენების ფოტოებს მოძველებული სახე აქვს, იგი რეზონირებულია, როგორც Instagram-ის ასევე, თავად ფილმის თემის „სტილთან“.
#11 ფილმში ან ტელეშოუში გამოყენებული რეკვიზიტების აუქციონი
ეს ყველაზე საყვარელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს კინოკომპანია, ფილმის კონტენტს კრეატიულად.
პირველად სერიალის Breaking Bad-ის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე, რომელმაც სერიალის ვებ-გვერდის შესახებ Facebook-ზე დაპოსტა. პოსტში ნათქვამი იყო, რომ ფილმში გამოყენებული რეკვიზიტების პლუშის დათუნიას ან საცვლების შეძენა ხუთნიშნა ციფრიანი თანხით შეგეძლოთ. აუქციონზე ნივთების გამოტანამ ტელესერიალს უზარმაზრი რეკლამა გაუწია, ის გაშუქდა Mashable, The Verge, Gizmodo, CNN და მრავა სხვა ტელეარხზე.
#12 სოციალური კონკურსების & ვიქტორინების გამოყენება
ეს შესაძლოა, ონლაინ-თამშებში ჩართვის არც ისე ინოვაციური საშუალებაა, მაგრამ ვიქტორინები და კონკურსები დაბალ რისკსა და მნიშვენლოვან წახალისებას შორის კარგი ბალანსია. ისინი, ფაქტიურად, ხელიდან არ უშვებენ აჟიოტაჟის გამოწვევის შესაძლებლობას. თუ სამართლიანად დააჯილდოვებთ ან სტიმულს მისცემთ, ადამიანები თქვენ კონტენტს სიამოვნებით გაუზიარებენ მეგობრებს.
შეჯიბრებების ან ვიქტორინების ჩატარება, რომელიც წარუმატებელი არასოდეს არ არის, ადამიანების უმრავლესობისათვის სტიმულის მიმცემია. ისინი სულ უფრო მეტ მეგობარს ჩართულობისაკენ მოუწოდებენ. ამის გაკეთების ყველაზე კარგი საშუალებაა URL-ის პარამეტრების უნიკალური სისტემის კონფიგურაციაა. სისტემის საშუალებით, თითოეული მეგობრისათვის, რომლებსაც უნიკალურ ლინკს უგზავნიან, კონკურსში მონაწილეობისათვის დამატებით 5 ან 10 განცხადებას ღებულობენ.
#13 სელებრითების & ბრენდის პარტნიორების გამოყენება
მიუხედავად იმისა, დამოუკიდებელი თუ მაღალბიუჯეტიანი ჰოლივუდური ფილმია, სავარაუდოდ, სხვადასხვა ბრენდთან გარკვეული კავშირი გექნებათ – იქნება ეს ოფიციალური საპარტნიორო ურთიერთობა თუ განსაზღვრული პროდუქტების არაოფიციალური მხარდაჭერა. უკანასკნელის შემთხვევაში, მაშინ ამ ბრენდების მარკეტინგის დირექტორებს აუცილებლად დაუკავშირდით და კითხეთ, სოციალურ ქსელებში ფილმის პრომოციაში თუ დაგეხმარებიან. უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, მათი მხრიდან უარია, მაგრამ ვინაიდან ეს მათ ინტერესებშია, ისინი, სავარაუდოდ დაგთანხმდებიან.
თუ ფილმში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ ან თქვენი პარტნიორი მსხვილი ბრენდებია, დარწმუნდით, რომ სოციალურ ქსელებში მათ აუდიტორიასაც იყენებთ. Facebook-ზე Coca-Cola-ს 74,5 მლნ. ფოლოვერი ჰყავს, ხოლო Twitter-ზე 30-ჯერ მეტი, ვიდრე სოციალურ ქსელებში 007 / James Bond-ის საერთო აუდიტორიის აქაუნთია. როდესაც Facebook და Twitter Skyfall-ის პრომციის პარტნიორები გახდნენ, James Bond-მა Coca-Cola-ს სოციალური ქსელი მაქსიმალურად გამოიყენა. შედეგად, დროის მცირე მონაკვეთში ჩართულობის უზარმაზარ მაჩვენებელს მიაღწია.
#14 მარკეტინგული პერსონა Persona Marketing
თქვენს ფილმსა თუ ტელეშოუში აუცილებლად იქნება პერსონაჟი, რომელთანაც აუდიტორია, ასე თუ ისე კავშირშია. ფილმების მარკეტინგული კამპანიის დიდმა ნაწილმა გონივრულად გამოიყენა მაყურებლის განსაზღვრული პერსონაჟების მიმართ სიყვარული (ან ზიზღი), და სოციალურ ქსელებში მათ გარშემო პერსონალური იმიჯი შექმნა.
Twitter-ში პერსონაჟი Ted, ამის საუკეთესო მაგალითია. დაახლოებით 700 000 „ფოლოუერით“, Ted-ი მხიარული კომენტარების გამოქვეყნებას განაგრძობს, რომელიც ტყის ხანძარივით სწრაფად ვრცელდება. თუმცა, ასეთი მოცულობის აუდიტორიის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდა. ამჟამად, ეს ფილმის უფასო მარკეტინგია – ნებისმიერ დღეს Ted-ის ტვიტს ასი ათასობით ადამიანი ნახულობს, და ათასობით რეტვიტს ღებულობს.
ანალოგიურად, 2011 წელს ფილმის Muppets-ის კინოეკრანებზე გამოშვებამდე, მარკეტინგულმა გუნდმა Google+ Hangouts-ზე თაყვანისმცემლების და ფილმის პერსონაჯების შეხვედრა გადაწყიტა. ამ კამპანიამ მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
#15 მემების & UGC-ის სხვა ფორმების გამოყენება
მემები, კონტენტის სწრაფად განვითარებისათვის, თქვენი აუდიტორიის კრეატიული პოტენციალის გამოყენების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ფილმის პრომოციას შეუმჩნევლად ახორციელებს. მემების გამოყენების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლის გემოვნებას ის ადვილად ერგება, ერთობლივი გამოყენებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია და ძალიან სწრაფად იქმნება. პერსპექტივაში მათი პოპულარობის თვალსაჩინოებისათვის – Google-ის საძიებო სისტემაში ჩაწერეთ “Breaking Bad Memes” და 18 მილიონ შედეგს გაჩვენებთ.
#16 გამოიყენეთ Google Adwords
ყოველ დღე, Google-ში ფილმებსა და ტელეშოუებზე ძიების დაახლოებით მილიონობით მოთხოვნაა. პოტენციური მაყურებლის აუდიტორიის შექმნის ყველაზე სწრაფი მეთოდია Google Adwords-ის დახმარება. რათქმაუნდა, ეს არც ყველაზე კრეატიული ან ეკონომიკურად ეფექტური საშუალებაა გაყიდო საკუთარი ფილმი, მაგრამ ერთგვარი ვარიანტია.
ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებულად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ადგილობრივი კინოთეატრის პირობების გათვალისწინებით, AdWords-ზე განაცხადის გაკეთებაა. მაგალითად, როდესაც ადამიანები Google-ში “Oxford cinema films” ეძებენ, მანდ შეგიძლიათ თქვენი რეკლამის ჩაშვება, სადაც ამ კინოთეატრში თქვენი ფილმის აფიშა იქნება განთავსებული. გარდა ამისა, ჟანრობრივი ტერმინების მიხედვითაც შეგიძლიათ რეკლამის განთავსება, როგორიცაა „მძაფრსიუჟეტიან ფილმებზე რეკომენდაციები“ ან „მელოდრამები“.
#17 რეკლამა Facebook-ზე
Facebook-ზე რეკლამა ეფექტური იქნება, თუ ყველაფერი სწორად არის გაკეთებული. მთავარია უნდა გესმოდეთ, რა მუშაობს და რა არა Facebook-ზე.
Facebook-ზე რეკლამა ეს არის რეკლამის “one to many” – „ერთი მრავალის მიმართ“ ფორმა, სადაც Google Adwords-გან განსხვავებით (ერთ ერთის მიმართ one-to-one), ერთი ადამიანის თაიმლაინზე ჩვენებისათვის თანხას იხდით. თქვენ რეკლამასთან ურთიერთქმედებამ შეიძლება მის მეგობრებთან თავისუფალი ურთიერთობის ავტომატური სტიმულაცია მოახდინოს.
ტექნიკური კუთხით, რეკომენდაციას მთავარი გვერდების გამოყენებას ვუწევთ, რომლებიც oCPM-ზე, მხოლოდ „news feed“-ის „დაწკაპუნების“ ან კონვერსიის რეჟიმისთვის არის განკუთვნილი. თუ Facebook-ზე რეკლამაში 10 000 ლარი დახარჯეთ და პარამეტრების ეს კომბინაცია სხვებს აშკარად ჯობნის მაშინ გააგრძელეთ ამ კუთხით მუშაობა.
დასკვნითი მოსაზრებები
ფილმების და ტელეშოუების მარკეტინგი მარტივი არ არის. თუ თქვენ მასებიდან გამორჩევა გსურთ, რაღაც გამორჩეული უნდა გააკეთოთ, მარკეტინგულ მიზნებში იყოთ ამბიციურები, გაითვალისწინოთ ექსპერტების რჩევები და არ დაუჯეროთ მითს, რომ განსაკუთრებული შედეგების მისაღწევად მაღალი ბიუჯეტია საჭირო. ფული გეხმარებათ, მაგრამ მარკეტინგში შემოქმედება მთავარი ვალუტაა.
რობერტ ტეილორი