ჰულდოს წესი მემამულე ქართველთათვის
ეს სტატია, რომელიც უძველეს ქართულ ჟურნალ ცისკარში 1887 წელს დაიბეჭდა, უზომოდ საინტერესოა დღევანდელი მემამულეებისათვის და ამავე დროს ღვინის მარკეტინგის პროფესიონალთათვის. მემამულეებისათვის იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ დავიწყებული ჰულდოს წესი გამოიყენონ და ამგვარად მიაღწიონ დიფერენცირებას ბაზარზე. ღვინის მარკეტოლოგებს კი ამავე დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს მეთოდოლოგია მარკეტინგული კონტენტის შექმნისათვის. ღვინის მარკეტერები ამავე დროს უნდა იყვნენ ადგილის მარკეტოლოგებიც. ადგილის მარკეტინგი ღვინის ბიზნესში უდიდესი მნიშვნელობის მქონეა, რადგანაც ადამიანი სვამს არა სითხეს, არამედ „ისტორიას, ღვთისაგან შექმნილ უნიკალურ მიკროზონას, რომელიც თავად ფენომენია“(პასკალ უიე, 2007).
„ვაზის სწრაფად გამრავლებისათვის საფრანგეთში მოუგონიათ ახალი საშუალება. ეს საშუალება ძლიერ აადვილებს ვენახის მოშენებას და ასწრაფებს ვაზის სრულს ასაკში მოყვანას. დიდი ხანი არ არის, რაც ეს ამბავი გამოაშკარავეს ერთს ფრანგულს ჟურნალში (საპრაკტიკო ხვნა-თესვის ჟურნალი, გამოიცემა პარიჟში უფ. ბარალისაგან). ისეთი სახელოვანნი და სანდო მამულის პატრონები ლაპარაკობენ ქებით ამ საგანზედ, რომ ყოველივე ეჭვი უადგილო იქნება, ამ ახლად მოგონებულის ვაზის მოშენების სარგებლობაზე და სიმარჯვეზე.
ყველამ ვიცით, რომ ვაზი გამრავლდება და მოშენდება ორ-გვარის საშუალებით: ან რქის ჩაყრით, ან კიდევ დედა ვაზის დაწვენით. მეტად ბევრი უხერხობა მოსდევს ერთსაც და მეორესაც. ჩაყრილი რქა იშვიათად იკეთებს ღონიერს დოყსა და საკმაოდ ვერა შლის ძირკვებსა. პირველ წელიწადში ძლივ მკვიდრდება თავის ადგილს და სამი ოთხი წელიწადი უნდა ალოდინო, მინამ პირველ ნაყოფს გამოიღებდეს. დაწვენა უფრო უტყუარია, რადგანაც დაწვენილი რქა ჰსწოვს სანოვაგეს თავის დედა-ვაზისაგან. ამ გვარად ვაზის გამრავლება მხოლოდ შესაძლებელია გაშენებულ ვენახში, როდესაც შიგა და შიგ ცარიელი ადგილები აქვს. მაგრამ როცა გვწადიან დიდი ვენახის აშენება, მაშინ, ცხადია რომ პირველი ამ საშუალებათგანი არის ძვირი და ხუთ ექვს წელიწადს ალოდინებს, მანამ საშუალო მოსავალს მოსცემდეს; მეორე საშუალება, ძვირადაც ჯდება და ბევრ შემთხვევაში უხერხოც არის, ახლა რომ ვაზის გამრავლების წესი მოუგონია საფრანგეთის პატრონს ჰულდოსა, არის ყოველ შემთხვევაში ხერხიანი, აქვს ყოველი ღირსება და თითქმის უნაკლოვანოა.
აი წესი ამ გვარად ვაზის გამრავლებისა: შემოდგომაზე, ან ზამთრივ უნდა მოიჭრას რქა, ან გაისხლას ვენახი, საიდგანაც სწადიანთ ნერგის აღება, სადაც კოკორი აქვს რქასა, იქ უნდა გადაიჭრას ორ ადგილას: ნახევარი თითის დადება კვირტის იქით და ნახევარი თითისავე დადება კვირტის აქვთ, ისე რომ ამ რქის გამონაჭერს კვირტი შუაში უნდა მოუვიდეს. ამ რიგად, რქის ნაჭრები უნდა მომზადდეს იმდენი, რამდენი ძირი ვაზიც უნდა დარგან; ამ დაჭრილ ვაზებს ჩაჰყრიან კალათაში, ჩაიტანენ სარდაფში და ზედ მიაყრიან შავს, მსუქან მიწასა. მერე, თებერვალში, ადრე, თუ გვიან,ესე იგი წინა თუ უკანა რიცხვებში, ეს სულ ერთია, უნდა კარგად მოიხნას და გასწორდეს ფარცხით ის ადგილი, სადაც სურთ ვენახის აშენება. მერე უნდა გაატარონ კელები, ან წვრილი არხები, სიღრმით გოჯ-ნახევარი, ან ორი გოჯი. არხში ის კვირტიანი ნაჭრები უნდა ჩაყარონ ისე, როგორც ლობიოსა სთესენ ერთი მეორისაგან იმ სიშორეზე, ერთის სიტყვით, როგორცა სურთ ვაზი იდგეს; ზედ უნდა მიაყარონ კარგი მიწა და გატკეპნონ; ამის შემდგომ ხშირად მორწყვის მეტი აღარა უნდარა, თუ მეტადრე წელიწადი გვალვიანია; შუა და შუა ბალახებიც კარგათ უნდა იმარგლებოდეს და გაითოხნებოდეს.
სარგებლობა ამ გვარად ვაზის მოშენებისა ცხადია. პირველი, რომ ასე მოშენებულს ვაზს აქვს ღირსება ნამყნობისაც და დათესისაც. ნამყენის ღირსება ის არის, რომ სწორეთ იმ ჯიშის მცენარეს მოიყვანს, რომლისგანაც მოჭრილია; დათესილისა ის, რომ მცენარე გამოდის ღონიერი, რადგანაც ძირკვები და შტოები ერთი ადგილითგან გამოდიან, ერთად იზრდებიან და ერთგვარი ძალა აქვთ; ამასთანავე პირველ მოსავალსაც ორი თუ სამი წლით ადრე აძლევს მამულის პატრონსა, მანამ სხვა რიგად მოშენებული. ამ ორი წლის წინეთ დათესილმა ვენახმა მესამე წელიწადს ერთსა და ორს ძირსა სხმია, რომ შემთხვევისათვის მიგვეწერა, არც ერთი ძირი არ მოცდენილა. ამ გვარად დათესილის ვენახისათვის ვაზის გადაწვენა საწირო არ არის. ყველა ადვილად მიხვდება, რომ დროს სემოკლების გარდა, ხარჯიც უფრო ძრიელ ცოტა უნდა დასჭირდეს ჰულდოს მოგონილის საშუალობით ასენებულს ვენახს. აქამდისინ თუ რამდენიმე ურემი რქის მოტანა ყოფილა საჭირო ვენახის ასავსებად, ეხლა ერთს გოდორში ჩაეტევა იმდენი კოკრიანინაჭრები, რომ კარგ ზვარს ეყოს.
ამ ვაზის გამრავლების წესს, ვაცნობებთ ჩვენ მამულის-პატრონ ქართველებს იმ აზრით, რომ დიდი სასარგებლოა და ვგონებთ, არავინ არ დაერიდოს მამულის პატრონი, რომ გამოსცადოს ჰულდოს წესი. წელიწადი არ გავიდოდა, რომ ჩვენ საქართველოს სოფლებში არ დაეწყოთ ახალსი ვენახის აშენება და მიმატება ძველისა, თუ ისე ძვირი არ ყოფილიყო რქის ჩაყრა და არა სდომებოდა დიდ ხანს ლოდინი, ჰულდოს წესზედ ვაზის მოშენება დიდ სემწეობას მისცემს ჩვენს ქვეყანასა და როგორც იმედეულობენ საფრანგეთის მამულის პატრონები, დიდს ცვლილებას შემოიტანს ვაზის შემუშავებაში.
საფრანგეთის გამოჩენილი ვენახის შემმუშავებელი უფ. გიო, აი რას ამბობს ამ საგანზედ: ჰულდომ თავის მოგონებულის საშუალებით შესახებ ვაზის მომრავლებისა, მრთლად ყველას უცებ აგვიხილა თვალი, ამ საშუალობამ ყველა ვენახის პატრონს შეუმოკლა და შეუმსუბუქა შრომა. თუმცა, თითქმის, ყველას ბუნდათა ჰქონდათ შეტყობილი, რომ შესაძლებელი იყო კვირტების დათესვა, მაგრამ ვერავინ ჰბედავდა, მოეყვანა აღსრულებაში ეს ბუნების ჰსჯული. ყოველი ყურადღებით დათვალიერებული ცნობა გვიმტკიცებდა, რომ არაც თუ უსარგებლო იყო ღრმად რქის ჩაყრა, არამედ მავნებელი, რადგანაც აგვიანებდა ნაყოფის გამოსვლასა იმ ზომით, რა ზომითაც უფრო ღრმად იქნებოდა ჩაყრილი. დიდი ხნის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნახევარ არშინზედ ჩაყრილ რქას გამოაქვს ნაყოფი მეორე წელიწადს და თუ ესევე რქა ჩაირგა სამ ჩარექზედ, ან ერთ არშინზედ, მაშინ სამ ოთხ წელიწადზეც ძლივს მოისხამს ყურძენსა. კიდევაც დამტკიცებით შეგვიტყვია, თორმეტი წლის გამოცდილებით, რომ ორი კვირტით მიწის ზემოთ გაშვება რქისა, მავნებელია ვაზისათვის და ვისაც უნდა რომ რქამ იხეიროს, ერთი კვირტის მეტი არ უნდა გაუშოს მიწის ზემოთ, ამას გარდა ისიც ვიცით, ამ კვირტს ზემოდან ჩვილი მიწა რომ მიეყაროს, უფრო კარგათ იხარებს და ერთი სამად უფრო ღონიერს დოყებს გამოიღებს, მინამ ზეზე გაშვებული კვირტი, რადგანაც იმავე მდგომარეობაში იქნება, როგორც ჩაფლული თესლი. ჰულდოს საშუალებით დათესილი ვაზის კვირტი ამისათვის კარგათა ხარობს, რომ ორივე წვერიდგან ჰწოვს წყალსა და სანოვაგესა, და არა ერთი მხრით, როგორც სადათ ჩაყრილი რქა,. ჰულდო ურჩევს ვენახის ამშენებლებს, კვირტები რომ დათესოთ, ზედ მიწა დაუტკეპნეთო. ეს ჩვენც გამოგვეცადა ადრევე რქაზედ, რომლისათვისაც მიწის მოგროებასა და დატკეპნასა ფეხით, ან წყალის მიგდებასა, რომ მიწა კარგად დაჯდეს,. ამ გვარად ზოგი ერთი ჰულდოს მოგონებულის საშუალებათაგან, ადრევე ზოგი ერთი ჩვენგან მიგნებული იყო, მაგრამ დაჭეშმარიტებით ნამდვილად კი არავინ იცოდა და ამ დიდ სასარგებლოს საქმის მოგონება ეკუთვნის ჰულდოს, რომლის შემოტანილი წესი, დიდის სიხარულით უნდა იყოს მიღებული ყველა ვენახის მკეთებლებისგან.
„ცისკარი“. 1887 წ.