კორონავირუსთან დაკავშირებული პანიკა, ბაზრის შემაძრწუნებელი ვარდნა, რეცესიის მიმართ შიშები
ნავთობზე ფასები 25%-ით დაეცა. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა 1991 წლის სპარსეთი ყურეში ომის შემდეგ. ინვესტორები რეცესიით სერიოზულად შეშფოთებულები არიან – და მრავალრიცხოვანი კორპორატიული და პერსონალური დეფოლტებით.
ორშაბათს, კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიო რეცესიის, აგრეთვე ნავთობის ფასებზე ტოტალური ომების შესახებ ახალი საფრთხეები გააღვივა, საფონდო ბირჟები, სპირალის მსგავსად ქვევით, რეკორდულად დაბალ მაჩვენებლებზე გავიდნენ, რაც ფინანსური კრიზისის შემდეგ არ მომხდარა.
ორშაბათს, დოუ-ჯონსის ინდექსი სამეწველო კომპანიების აქციებისთვის 2,014 პუნქტით, ანუ 7,8%-ით შემცირდა, რაც ფინანსური კრიზისის დაწყებიდან ყველაზე მსხვილი შემცირებაა. აქციები იმდენად მკვეთრად ეცემა, რომ ამოქმედდა ე.წ. „ავტომატური გამომრთველი“, რომელიც ვაჭრობას 15 წუთით აჩერებს. ნავთობზე ფასები 25%-ით დაეცა, 1991 წლის სპარსეთის ომის შემდეგ, ეს ყველაზე უიღბლო დღე იყო, ვინაიდან კორონავირუსმა სათბობზე მოთხოვნა შეამცირა, ხოლო საუდის არაბეთმა და რუსეთმა წარმოების შემცირებაზე უარი განაცხადეს.
ვირუსი სწრაფი ტემპებით ვრცელდება – მთელ მსოფლიოში დაავადების 113 000 შემთხვევა, რის გამოც ორშაბათს, იტალიამ და ისრაელმა განსაკუთრებული საკარანტინო ზომები მიიღეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა კორონავირუსის პანდემიის საფრთხეს „სავსებით რეალური“ უწოდა.
ორშაბათს, პრეზიდენტის იმპროვიზირებულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა ხელფასზე, საათობრივ ანაზღაურებაზე მომუშავეების გადასახადების შემცირების ახალი გეგმა გამოაცხადადა ავიაკომპანიების, საკრუიზო და სასტუმრო ინდუსტრიას მიზნობრივი დახმარება შესთავაზა. მან განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ეკონომიკურ პასუხზე უფრო დეტალური ინფორმაცია სამშაბათს გამოქვეყნდება.
„ჩვენ ვაპირებთ ვიზრუნოთ და ვზრუნავთ ამერიკულ საზოგადოებაზე და ამერიკის ეკონომიკაზე“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ში ინფექციამ covid-19 30 შტატი მოიცვა. ავადმყოფობის მზარდმა გავრცელებამ ტურიზმს და მიწოდების საწარმოო ჯაჭვს, დაწყებული ავტომობილებიდან და სმარტფონებით დამთავრებული, სერიოზული ზიანი მიაენა. ამერიკელები სულ უფრო ხშირად სახლებში რჩებიან, ზოგავენ ხარჯებს, რომელიც აშშ-ს ეკონომიკას ასაზრდოებს. ჩნდება რეცესიის დაწყების საფრთხის შიში.
ბევრ მაღაზიაში, რესტორანში, სპორტდარბაზსსა თუ გასართობ დაწესებულებაში შეიმჩნევა ნაკადის შემცირება, რაც ფინანსური სიმძიმის გავრცელებაზე მეტყველებს. ეს იმ ფონზე, როდესაც პორტები და სატრანსპორტო კომპანიები ბიზნესის ანემიას აფიქსირებენ, ვინაიდან ჩინეთიდან საქონელის და მარაგების მოწოდება მკვეთრად შემცირდა.
თითქოს ეს საკმარისი არ იყო, დასვენების დღეებში ეკონომიკამ ახალი დარტყმა მიიღო, როდესაც ნავთობის ფასები ბარელზე დაახლოებით $ 30-მდე დაეცა, დონე, რომელზეც ამერიკელი ნავთობმწარმოებლების მხოლოდ მცირე ნაწილი შეძლებს გადარჩენას.
არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ამერიკული და მსოფლიო ეკონომიკა ამ ზაფხულს ჩიში შევა, დამაზიანებელი ვარდნა, რომელიც სერიოზულ რისკებს შეიცავს. გარდაიქმნება თუ არა სრულ რეცესიად – განსაზღვრული, როგორც შემცირება ექვსი თვის განმავლობაში – დიდწილად დამოკიდებულია ხელისუფლების სწრაფ ქმედებებზე შეაჩეროს ვირუსი და მისცეს გარანტია, რომ კომპანიების მასობრივი დეფოლტი, მზარდი შემცირებებიარ მოხდება და ნაღდი ფულის ნაკლებობა არ დაფიქსირდება.
„გლობალური რეცესია უფრო სავარაუდოა“, – განაცხადა Moody’s Analytics-ის მთავარმა ეკონომისტმა Mark Zandi-მ. „მზარდ ეკონომიკასა და რეცესიას შორის საზღვრები გადაიკვეთება, როდესაც ინვესტორები, ბიზნესი და – ყველაზე მთავარი – მომხმარებელი იმედს კარგავენ. იმედი იმისა, რომ მათ ექნებათ სამუშაო, მიიღებენ ხელფასს და მათი საპენსიო დანაზოგები უსაფრთხოდ იქნება.“
გარკვევლობაა ვირუსის გავრცელების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რამდენი ადამიანი დაავადდება და შეძლებს ტრამპის ადმინისტრაცია ჯანდაცვის და ეკონომიკური კრიზისის სფეროში ორმაგ გამოწვევას სათანადო პასუხი გასცეს.
ორშაბათს დანაკარგები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ საფონდო ბაზარი „შავ“ ბაზარში გადავარდა, რაც 2009 წლის 9 მარტს დაწყებული აქციების 11 წლიანი ციკლის ოფიციალურ დასასრულს ნიშნავდა. თებერვლის შუა რიცხვების რეკორდული მაქსიმუმის შემდეგ, აქციები 19%-ით დაეცა. რეკორდული მაქსიმუმიდან 20%-მა ვარდნამ ახალი სახელი „შავი ბაზარი“ შეიძინა – ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ცვლილება.
სამშაბათის დილას S&P 500 ფიუჩერსები დაახლოებით 2%-ით გაიზარდა, თუმცა აზიურ ბირჯებზე მაჩვენებლები არაერთგვაროვანი იყო.
ორშაბათს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე წუთში აქციები ისე სწრაფად დაეცა, რომ ჩაირთო ე.წ. „ავტომატური გამომრთველი.“ ეს არ მომხდარა 1997 წლის მერე. ბირჟაზე გამოცხადა 15 წთ-იანი შესვენება, იმ იმედით, რომ ინვესტორები საკუთარ შეფასებას გადახედავდნენ. როდესაც ტაიმ-აუტი დამთავრდა, აქციები ადგილიდან თითქმის არ დაიძრა, მთელი დღის განმავლობაში დაბალ დონეებზე დარჩა.
ავტომატური გამომრთველის წესები მოქმედებაში შევიდა 1987 წლის „შავი ორშაბათის“ შემდეგ, როდესაც აქციების დაცემამ ერთ დღეში 500 მლრდ. დოლარი გაანადგურა – ისტორიაში ერთ დღეში ყველაზე დიდი ვარდნა – და დღევანდელი ეკვივალენტით 1,1 ტრლ. დოლარი. დოუ-ჯონსის ინდექსის ანალიტიკოსის Howard Silverblatt-ის მონაცემებით, ორშაბათს დოუ-ჯონსის ინდექსმა $528 დაკარგა. ბევრი ამბობს, რომ ინვესტორები გარკვეულობას ელოდებიან, და საეჭვოა უახლოეს მომავალში ის მიიღონ.
„ბაზრებს გაურკვევლობა ეჯავრებათ. ამჟამად გაურკვეველი სიტუაციები ბევრია“, – განაცხადა Bankrate.com-ის მთავარმა ანალიტიკოსმა Greg McBride-მა.
სხვა სერიოზული ძალა, რომელმაც ბაზარზე გავლენა მოახდინა, გახდა ნავთობზე ფასების დაცემა, რომლის ფასი კვირას, 30 დოლარამდე დაეცა, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთი და რუსეთი მოპოვების კვოტებთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა, შედარებით წინა კვირას არსებული ფასისა – 45 დოლარი, ფასების შენარჩუნების მიზნით, არაბები წარმოების შემცირებას ითხოვდნენ, მაგრამ რუსეთის უარის შემდეგ კურსი შეცვალეს. არაბებმა სანაცვლოდ ბაზარზე დღეში ათასობით დამატებითი ბარელის შეტანა გადაწყვიტეს – ნაბიჯმა, რომელსაც, როგორც ანალიტიკოსები უფრთხიან, ფასების ომი შეიძლება გამოიწვიოს.
როდესაც ნავთობზე ფასები დაეცა, ინვესტორები სასწარფოდ ენერგორესურსების მარაგების დემპინგით დაკავდნენ. ორშაბათს, Continental Resources of Oklahoma-მ ღირებულების ნახევარი დაკარგა, ხოლო კომპანიამ ტექსასიდან Pioneer Natural Resources Company- მესამედზე მეტი.
ტრამპი ნავთობზე შედარებით დაბალ ფასებს მიესალმა, ვინაიდან ამერიკელები ბენზინში ნაკლებ ფასს გადაიხდიან. მიუხედავად ამისა, რადგან აშშ ენერგეტიკაში ძლიერი მოთამაშე გახდა, ფასების შემცირება ამერიკული კომპანიებისა და ქვეყნის რეგიონებისათვის, სადაც სამუშაო ადგილები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობსა და გაზზე, დამანგრეველი შეიძლება გახდეს. შრომის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, პენსილვანიაში 36 000-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია შელფის გაზის მრეწველობაში, ხოლო მეზობელ ოჰაიოში – დაახლოებით 18 000.
„თუ ეს ფასები დიდხანს შენარჩუნდება, გაკოტრებების რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა საინვესტიციო კომპანიის Cantor Fitzgerald Europe-ის ანალიტიკოსმა Jack Allardyce-მა. „თქვენ გჭირდებათ, სულ მცირე, ბარელზე 40 დოლარი, რათა აშშ-ში გააგრძელოთ ნავთობის მოპოვება. კომპანიების უმეტესობა ამ ფასების მიხედვით ფულს ვერ გამოიმუშავებენ“.
კორონავირუსიდან გამოწვეული ეკონომიკური შედეგების ფონზე თეთრი სახლი უოლ-სტრიტის ტოპ-მენეჯერებს იწვევს.
იზრდება საფრთხეები, რომ კორპორატიული ვალებიდან გამომდინარე ზოგიერთი კომპანია დეფოლტს გამოაცხადებს. თავდაპირველად, შეშფოთება ავიაკომპანიებსა და ტურისტულ კომპანიებზე იყო კონცენტრირებული, რომლებიც ვირუსის გავრცელების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, მაგრამ კრიტიკული დაკვირვების ქვეშ მყოფი კომპანიების ჩამონათვალი ენერგეტიკის, ტრანსპორტის დარგებზე და, შესაძლოა, რესტორნებზეც გავრცელდეს.
მოცემულ მომენტში ინვესტორები ფსონს ეკონომიკის უარესი განვითარების სცენარზე დებენ. ორშაბათს, აშშ-ს პოპულარული 10 წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლები, პირველად 0,4%-ზე დაბლა დაეცა, რაც რამდენიმე კვირის წინ წარმოუდგენელი დონე იყო. ეს არის სიგნალი, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა, პრაქტიკულად გამორიცხულია.
ეკონომისტებს აწუხებთ დაბალშემოსავლიანი ამერიკელების ბედი, ბევრი მათგანი ხელფასიდან ხელფასამდე ძლივს ირჩენს თავს. ვინაიდან სულ უფრო მეტი ამერიკელი რჩება სახლში, ოფიციანტები და მომსახურების სფეროს თანამშრომლები ნაკლებ საათობრივ ანაზღაურებას და გასამრჯელოს. გარდა ამისა, ზოგიერთი თანამშრომელი ანაზღაურებად ბიულეტენსაც ვერ იღებს. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე ნახევარსაუკოვან მინიმუმზეა, თუ მომავალ თვეებში მკვეთრად გაიზრდება, ეკონომიკის მიმართ ნდობის დაკარგვაზე ეს საკმარისი გახდება და აიძულებს მომხმარებლებს კიდევ უფრო შეამცირონ ხარჯები.
„ადამიანებს, რომლებსაც ბუფერული მარაგი რეალურად არ გააჩნიათ, ნაკლებს დახარჯავენ. ჩვენ ამას მალე დავინახავთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სამომხმარებლო ხარჯები მცირდება, მაშინ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით“, – განაცხადა ეკონომისტმა Claudia Sahm-მა, რეცესიის ვარდნაზე ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა და Washington Center for Equitable Growth-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის დირექტორმა. „მე მაღელვებს რეცესია. ე მართლა მეშინია.“
მიუხედავად ბაზრების სრაფი ვარდნისა, ფინანსური კონსულტანტების უმრავლესობა ამერიკელებს რეკომენდაციას აძლევენ არ აყვნენ პანიკას და ინვესტირების გაგრძელებას ურჩევენ. ამერიკული აქციები დეპრესიული მდგომარეობიდან ყოველთვის გამოდიოდა. მაშინ როდესაც, ბევრი ადამიანი ბაზრიდან გასვლას მის დაცემამდე ცდილობს, მნიშვნელოვანი ბაზრის ზრდამდე ინვესტიციების განხორციელება. თითქმის არავის იგებს, ამ ორ დროებით კარნახს სწორად – უკეთესია დარჩე ინვესტორად.
„ინდივიდუალური ინვესტორებისათვის ეს, საბაზრო ვადების პროგნოზირების უაზრობის მაჩვენებელია“, – განაცხადა Georgetown University’s McDonough ბიზნესს სკოლის პროფესორმა James Angel-მა. „ხშირად, ვარდნის შემდეგ დიდ აღმასვლის მომსწრენი ვხდებით. აქციებისათვის საუკეთესო 1993 წელი იყო.“