მარკეტინგი კორონავირუსის ეპოქაში: რა შეიძლება და რა არა

სწორედ ეხლაა მარკეტინგის და არა სარეკლამო ელ-ფოსტების შემოტევის დრო

გიფიქრიათ კორონავირუსზე, როგორც თქვენი კოსმეტიკური ან ხელის სადიზენფექციო ნატურალურ საშუალებებზე მომხმარებლების მოზიდვის საშუალებად? ან იმაზე, რომ ტანსაცმლის პოზიციონირება, როგორც „WFH სტილი“, ისე გაგეგრძელებინათ ან დაგერწმუნებინათ მომხმარებლები, რომ მდიდრულ პიჟამებში ინვესტირებისათვის საუკეთესო დროა ან თვითიზოლაციაში მყოფი Chrissy Teigen-ის იმიჯი „აგეფეთქებინათ“, რათა უბრალოდ დარწმუნებულიყავით, რომ ყველამ იცის რომელი ბრენდის ხალათი აცვია და სად შეიძლება მისი შეძენა? შეიძლება, უბრალოდ შეახსენოთ ადამიანებს, რომ ნებისმიერი სტილის ტანსაცმელი, რომელიც სურთ, ინტერნეტით იყიდება და მიეწოდება, სანამ ისინი სახლში იმყოფებიან?

მომხმარებლების გულისათვის, რომლებიც მიმდინარე პანდემიით გამოწვეულ, უპრეცედენტო გლობალურ მოვლენებს განიცდიან, არაფერს ვამბობთ ბრენდის, რომელსაც მართავთ ან წარმოადგენს, მომავალ რეპუტაციაზე, ეს არ გააკეთოთ. შეწყვითეთ ამის კეთება, თუ იმ მრავალრიცხოვან ბრენდებს შორის ხართ, რომლებიც, არსებითად მომხმარებლებს, ედიტორებს და ზოგადად საზოგადოებას, სარეკლამო აქციების, საეჭვო შეთავაზებებით და ყველაფერი იმით, რაც „სოციალური დისტანცირების პირობებში“ შეგვიძლია ან უნდა ვიყიდოთ ონლაინ, ძარცვავენ.

„როდესაც ადამიანები ან კომპანიები მსგავსი შესაძლებლობიდან სარგებელის მიღებას ცდილობენ, სახლში მყოფი მყიდველისათვის მას ოპორტუნიზმის სუნი ასდის და არასწორი ტონის მიმცემია,“ განაცხადა Ellen Niven-მა, რომელიც მრავალი წელი კომუნიკაციების ბრენდინგით იყო დაკავებული და NivenBreen-ის თანადამფუძნებელი გახლდათ, „ადამიანებმა იციან, რომ ინტერნეტით შესყიდვის განხორციელება შეუძლიათ.“

დიახ, სილამაზის, ჯანმრთელობის და მოდის სფეროში მოღვაწე ბრენდები და საცალო მოვაჭრეები მაღაზიების მასობრივ დახურვებსა და გაყიდვების შემცირებას აყდებიან. როგორც ვარაუდობენ, ეს პროცესი ხანმოკლე პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდება. მაგრამ მარკეტინგის სპეციალისტები ერთ აზრზე ჯერდებიან, რომ კოვიდ -19-ზე, ანუ კორონავირუსზე, მასობრივი ყურადღების მარკეტინგული ანკესის სახით გამოყენება, საუკეთესო შემთხვევაში მიუღებელია.

„ადამიანები, პირდაპირ ეხლა, რეალურ ინფორმაციას ეძებენ, მაგალითად რა უნდა მოვიმოქმედო, თუ ავად გავხდები, კარგია სახლიდან, რომ ვმუშაობ, მე ახალი პიჟამო უნდა ვიყიდო“, – დაამატა Niven-მა. – ამის იძულება სრულიად არასწორია.“

„ბევრი კომპანიისათვის ნორმალურია, უბრალოდ მშვიდად იყოს მსგავს სიტუაციაში და ხაზი გაუსვას თანამშრომლებთან და ცალკეულ, უშუალო შეხებაში მყოფ მომხმარებლებთან ურთიერთობას და არა მასობრივ დაფარვას,“ – თქვა მან.

ბრენდების უზარმაზარი რაოდენობა, რომლებიც მრავალჯერ აგზავნიან ელექტრონულ წერილებს, ასევე მათ წინააღმდეგ მუსაობს. საფოსტო ყუთები მესიჯების ნაკრებითაა გადატვირთული. ზოგიერთი მათგანზე კომპანიის მმართველი დირექტორების და მენეჯმენტის ხელმოწერებია. ისინი თანაგრძნობის, როგორც წესი, თავაზიანი, გულში ჩამწვდომი ტერმინებით ცდილობე. ზოგიერთი ამის გაკეთებას, იმის შეხსენებით ცდილობენ, რომ მსგავს დროში ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია (ანუ შენაძენის გაკეთბა და ფულის ხარჯვა). საბოლოო ჯამში, ეს ტაქტიკაც არაფრის მომცემია. ბოლოს და ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ მილიონობით ადამიანი სამსახურის დაკარგვის საფრთხის და ეკონომიკური ვარდნის წინაშეა, მაგ. აშშ-ში, მოცემულ მომენტში ტაქტიკა თითქმის განსაზღვრულია.

„ეს უკვე გულწრფელობას მოკლებულია, და თითქოს [ისინი] სიტუაციას საკუთარი ინტერესებისათვის იყენებენ“, – განაცხადა კრეატიული სააგენტოს Gates Creative გენერალურმა დირექტორმა Cecilia Gates-მა. „ეხლა ნაბიჯის უკან გადადგმის დროა. როგორც ჩანს, ყველას ეკონომიკის ვარდნის ეშინია, და მომხმარებლები ფულს უფრთხილდებიან, მაგრამ ჩვენ მომდევნო რამდენიმე კვირას უნდა დაველოდოთ, ხოლო შემდეგ შედეგები შევაჯამოთ.“

Gates-ის სიტყვებით, მოცემულ მომენტში push მარკეტინგზე უკეთესი იდეა სოციალური გაყიდვებია. სოციალურ ქსელებში კრეატიულობა, სავარაუდოდ, ბრენდებისთვის, საკუთარ საზოგადოებაში ჩართულად დარჩენის და გაყიდვების პოტენციურად გენერირების საუკეთესო საშუალებაა.

„არ ვფიქრობ, რომ ეხლა, რაიმე სახის push მარკეტინგს შეძლებთ“, – თქვა Gates-მა. „ვინაიდან ადამიანები კავშირზე დარჩენას ცდილობენ, ყველაფერი სოციალური არხების მეშვეობით ხდება. ეს საშუალებაა, რომლითაც ბრენდებს, ჯერ კიდევ შეუძლიათ ბაზარზე გასვლა, მაგრამ უფრო მართებული გზით.“ Gates-მა დაამატა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო შეზღუდული ბიუჯეტების პირობებში, სოციალური მარკეტინგი უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

Niven დაეთანხმა, რომ სოციალური მედია ბრენდებისათვის და კომპანიებისათვის, მომხმარებლებთან და თაყვანისმცემლებთან დასარჩენად, საუკეთესო არჩევანია. მიუხედავად ამისა, ის არ მიესალმება უკანასკნელი კვირიბის მანძილზე გავრცელებულ ტენდენციას, როდესაც მაღაზიებიდან რეკავდნენ და შესყიდვების განხორციელებისაკენ მოუწოდებდნენ. იმავე კვირას კომპაანიებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა, მთელ მსოფლიოში, თანამშრომლებს – რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში – სახლიდან გაუსვლელად მუშაობისაკენ მოუწოდეს. ამავე დროს, მომსახურების სფეროს კომპანიები და ადამიანები მათი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ალბათობას აფასებენ.

„სოციალური მედია ადგილია, სადაც ადამიანები და დიზაინერები მეტად ინტიმურები არიან“, – განაცხადა Niven-მა. „შინაარსობრივ, პერსონალურ მესიჯს განყობილების ამაღლება შეუძლია, მაგალითად, Pierpaolo Piccioli – მხარადჭერა იტალიას. ასეთ დროს, პერსონალური კავშირებს კორპორატიულ მიმართვაზე უპირატესობა აქვს. კორპორატიული მიმართვა თითქმის ყოველთვის, კომერციულ კონტექსტად ითვლება.“

Piccioli, Valentino-ს იტალიელმა კრეატიულმა დირექტორმა, ერთი კვირის წინ Instagram-ში Nettuno-ში (იტალია) საკუთარ სახლში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ის ესკიზებთან ერთად არის აღბეჭდილი, ქვემოთ წარწერაა: „სახლში. ამ ქვეყანამ სიამაყით, კრეატიულობით და ოპტიმიზმით ყველაზე რთული მომენტები გადალახა. და ეს კიდევ ერთხელ გამეორდება. არის მოძრაობის და არის უმოძრაოდ ყოფნის დრო. სახლშიც კი ჩვენ წარმოსახვას დედამიწის ნებისმიერ ადგილზე მიყვანა შეუძლია. ასეთი სერიოზული სიტუაცია ოცნებებში ხელს არ გვიშლის. ჩვენ ძლიერი სული გვაქვს, ჩვენი ვალია წინააღმდეგობა გაუწიოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ოცნებას ძლიერად, ვიდრე არასდროს. ჩვენ უფრო ძლიერები გავხდებით, ვიდრე არასდროს.“

მან არ ახსენა არც მოდა, არც Valentino, კორონავირუსი სახელითაც არ მოიხსენია, არ დაგვმოძღვრა ვის რა უნდა გვეკეთებინა. მისმა პოსტმა, განსხვავებით ტიპიური პოსტებისაგან, რომელიც Valentino-ს დიზაინზე და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზეა ფოკუსირებული, ათასობით მოწონება დაიმსახურა.

„მარკეტინგი მომხმარებლის აზროვნების გაგებაა“, – დაამატა Gates-მა და აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანები შეშფოთებულები არიან, ეს მათ შესყიდვის განხორციელებაში დარწმუნებულობას ართმევს.

Vic Drabicky-მ, სტრატეგიის და ბრენდინგის January Digital სააგენტოს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, აღიარა, რომ კორონავირუსი ბრენდებს და კომპანიებს რთულ მდგომარეობაში აყენებს. მათ მართლაც, განსაზღვრულ ხარისხიში, მომხმარებლებთან კავშირი სჭირდებათ. სამწუხაროდ, ამის გასაკეთებლად „აბსოლუტურად მართებული მიმართულება არ არსებობს, სამაგიეროდ არის ასობით არასწორი გზა“.

ერთი კარგი ემპირიული წესია: „შეცდომა ყოველთვის კაცობრიობის მხარეს დაუშვი“.

“ძალიან ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბიზნესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს სინამდვილეშია“, – განაცხადა Drabick-მ. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენთაგანის ცხოვრებაში შესაბამისი ბიზნესები მართლაც, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ჩვეულებრივ, კაცობრიობის უმეტესობისათვის ის ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუ თქვენი პირველი ფიქრი უფრო ფართო სურათს ეხება, მაშინ ეს შეგრძნება ქვედა დონეებისკენ დაიძვრება და გარანტია გახდება, რომ თქვენი ბრენდი შესაბამისად მოქმედებს.“

მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანები სტრესს და შფოთვას სხვადასხვანაირად უმკლავდებიან. საცალო თერაპია ისეთივე არსებითია, როგორც კომფორტული კვება. არიან ადამიანები, რომლებიც პირველადი მოთხოვნის საგნებს ინტერნეტით ყიდულობენ, შესაძლოა ზოგიერთი მხოლოდ პიჟამოში 450 დოლარსაც იხდიდეს, როგორც წინა კვირას ბრიტანულმა Vogue-მ ივარაუდა.

„ზოგიერთისთვის უმნიშვნელო შენაძენზე ფულის ხარჯვა სტრესისგან და შფოთვისაგან დასვენების აუცილებელი საშუალებაა“, – განაცხადა Drabicky-მ. „ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელო შენაძენები არსებით საგნებს არ წარმოადგენენ, ისინი მრავალი ადამიანის ცხოვრებაში განსაზღვრული როლის თამაშს აფრძელებენ.“

„ბრენდები, საკუთარი პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, მშვენივრად აგრძელებენ რჩევების და რეკომენდაციების გაცემას, „ – განაცხადა Gates-მა, – ან „თუ თქვენ სახლში ჩარჩით, გამოიყენეთ თმის ნიღაბი, – კარგი იქნებოდა, მათ, რომ ეთქვათ: „აი როგორ შეგიძლია თავად გააკეთო თმის ნიღაბი“… ასე, რომ მარტივი არ არი უთხრა: „შეიძინე ეს პროდუქტი.“

არ დაუშვათ შეცდომა, ყველაფერი, რაც კორონავირუსთანაა დაკავშირებული – სწორი მიმართულების მაჩვენებელი არ არის. „თუ თქვენ გაქვთ „კორონავირუსისგან გამომდინარე გაყიდვები,“ თქვა Drabicky-მ, -„თქვენ არასწორად მოქმედებთ.“

ბრენდების მზარდი რაოდენობა, რომლებიც ელექტრონულ ფოსტას „დროის გატარების“ მიზნით აგზავნის სარგებლიანობაა და სპეკულაციას შორის ძალიან წვრილ გამყოფ ხაზს გადის.

პირველის მაგალითია Great Jones, ბრენდული კულინარიის ერთადერთი ინტერნეტ მაღაზია. წინა კვირას, ბრენდმა Instagram-ზე გამოაქვეყნა, რომ პროგრამისთვის, რომელიც წლის დასაწყისში დაიწყო, განკუთვნილ საათებს ახანგრძლივებს; ტექსტური ცხელი ხაზი, „სატელეფონო ხაზი“ რეცეპტებისა და საკვების მომზადების საჭირო რეკომენდაციებისათვის. ვიმეორებთ, კომპანიამ კორონავირუსი არ ახსენა, არ ყიდდა საკუთარ პროდუქტს და არ სთავაზობდა ფასდაკლებებს. კიდევ ერთხელ, პოსტმა, განსხვავებით ადრეული პოსტებისა, ათასობით მოწონება დაიმსახურა.

მეორე მხარეს, როგორც ჩანს, იმყოფება WelleCo, კოსმეტიკური დანამატების მწარმოებელი კომპანია, რომლის თანადამფუძნებელია მოდელი Elle Macpherson. უკანასკნელ კვირას, დასავლეთში კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევების კატასტროფულ ზრდასთან ერთად – კომპანია სოციალურ ქსელში, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საკუთარი პროდუქტის Super Elixir-ის რეკლამა დაიწყო. პროდუქტი „იმუნური სისტემის მხარდაჭერით“ და „კომპლექსური უპირატესობებით“ ლიდერი გახდა. 300 გრ. წონის პაკეტი 80 დოლარი ღირს. „Elle-ს სახელით“ დაგზავნილ ელექტრონულ წერილებში, Macpherson ციტირებს: „ასეთ დროს, ვიდრე არასდროს, ვაფასებთ ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მნიშვნელობას…როგორც ერთგული მეგობარი და WelleCo’s Super Elixir Greens რეცეპტის შემქმნელი, დოქტორი Simone Laubscher, Kakadu-ს ქლიავის გამოყენებით, დაგვეხმარა სუპერიმუნური სისტემის შექმნაში. ჩვენი სისტემა ჯანსაღ იმუნურ პასუხს გასცემს ნებისმიერ დაავადებას.“ შემდეგ ბარათში ნათქვამია პრომოციასა და პროდუქტების შეთავაზებულ უპირატესობებზე. აღსანიშნავია, რომ ავადმყოფობებთან ბრძოლის კონტექსტში, კორონავირუსი ნახსენები არ არის.

არსებობს ბრენდების დიდი ნაწილი, რომლებიც WelleCo-ს მსგავსად იქცევიან, მაგრამ ყველა მომხმარებლისგან გათიშვის რისკის ქვეშ დგება. სავარაუდოდ, გათიშვა სამუდამო შეიძლება აღმოჩნდეს.

„როგორც წესი, ადამიანებს არ აღიზიანებთ ბრენდები, რომლებიც ზოგადად, პროდუქციას სთავაზობენ“, განაცხადა Drabicky-მ. „მაგრამ იმ წამს, როგორც კი ბრენდი, საკუთარი თავის რეკლამირებისას, შეეცდება ისარგებლოს სიტუაციით და უხილავ ბარიერს გადაკვეთავს, სტატის კვოს აღდგენა ძალიან გაუჭირდება.“

მომხმარებლებიც ხანგრძლივი მეხსიერებით გამოირჩევიან.

„ჩვენ გვაქვს მიდრეკილება ორ საგანს შორის ყველაზე ძლიერი კავშირი დავიმახსოვროთ და დეტალები დავივიწყოთ“, – განაცხადა მიჩიგანის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და ბიზნესის მენეჯერმა Erik Gordon-მა. „თუ ბრენდი საკუთარ თავს პანდემიას უკავშირებს, მაშინ ეს კავშირი ბრენდის მიმართ გაუაზრებელ ზიზღს გამოიწვევს, მაშინაც კი თუ ბრენდის მტკიცებით, ამ კავშირის დეტალების მიხედვით ის პოზიტიურის გაკეთებას ცდილობს.“

მხოლოდ უკანასკნელი კვირის განმავლობაში, სილამაზის და ჯანსარი ცხოვრების ბრენდები, მათი მარკეტინგული სტრატეგიებიდან გამომდინარე სრული სახით იყვნენ წარმოდგენილები. აქ შედის LVMH Moët Hennessy Louis Vuitton–ის მიერ ელიტარული სუნამოების წარმოებაზე უარის თქმა და ხელის სადეზინფექციო საშუალებების წარმოების დაწყება. ეს ყველასთვის მისაღები და კარგი გადწყვეტილება გახდა, მას მიყვნენ L’Oréal და Coty. არის აგრეთვე ლოს-ანჟელესის კრემების მაღაზია, რომელიც გასულ კვირას სახის უფასო ნიღბის #95 პრომოციას ახორციელებდა. კომპანიის განცხადებით ნიღბებს სავაადმყოფოებს უსასყიდლოდ გადასცემდა.

საეჭვო მიზანი აქვს ბრენდს, სახელწოდებით Save (urpretty) face pitch, რომელიც მობილური ტელეფონის ფილტრს, „ვერცხლის ანტიმიკრობული იონებით, რომელიც iPhone -ის ეკრანს მიკრობებისგან იცავს“, ამონტაჟებს. ხოლო სახის კანის მოვლის ბრენდმა Recess გაავრცელა სარეკლამო სლოგანი. ბრენდი კმაყოფილი იყო წარმოებული კამპანიით: ფასების აწევის გარეშე მომხმარებლებს სთავაზობდა ერთჯერად სახის ბაქტერიებისაგან დამცავ ხელსახოცებს, რომელიც ბენზალკონიუმის ქლორიდის შეიცავდა, რაც ბრენდის მტკიცებით გრიპის ვირუსს კლავდა. ექსპერტების თანახმად, ეს ნივთიერება სპირტის მსგავსად, ეფექტური არ არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხელების დასაბანად და დეზინფექციისათვის ეფექტურ საშუალებებს გვთავაზობს, სადაც სპირტის შემცველობა არა ნაკლებ 60%-ია.

ბრენდ Recess-ის სლოგანი გადმოსცემს: “მაშინ, როდესაც მსხვილი კომპანიები ფასებს ზრდიან, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გქონდეთ ის რაც გჭირდებათ, რათა იზრუნოთ საკუთარ თავზე და ოჯახზე, ამიტომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე პრობლემის გამო, ბაქტერიების საწინააღმდეგო ხერთჯერად ხელსახოცებზე ფასებს ვამცირებთ (მანამ მიწოდება გრძელდება).“ სახის ხელსახოცებზე ფასები 26-დან 20-მდე შემცირდა.

Gordon-მა სენიშნა, რომ ზოგიერთი მტკიცებულება საფრთხის შემცველი და უკანონო შეიძლება იყოს, განსაკუთრებით თუ ისინი არგუმენტების გარეშე ამტკიცებენ, რომ ვირუსების გავრცელების შეჩერება შეუძლიათ. ზოგიერთი კომპანია მსგავსი განცხადებების გამო ოფიციალურად უკვე გააფრთხილეს.

ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და საკვებსა და მედიკამენტებზე კონტროლის სამმართველომ 9 მარტს გაავრცელა გამაფრთხილებელი წერილი, რომელიც შვიდ კომპანიას ეხებოდა. ეს კომპანიები დამაბნევებელ ან დაუსაბუთებელ განცხადებებს ავრცელებდნენ – თითქოს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია COVID-19-ს ებრძოდა: Vital Silver; Quinessence Aromatherapy Ltd.; Н-ergetics; GuruNanda LLCl; Vivify Holistic Clinical; Herbal Amy LLC, and The Jim Bakker Show.

თუ სუფთა ადამიანური ფაქტორი და პრომოციის შესუსტება ბრენდს არასწორად მიაჩნია, მაშინ ყველასათვის ახალ სიტუაციაში, რომელიც რამდენიმე კვირა ან შესაძლოა თვე გაგრძელდეს, როგორი მარკეტინგი იმუშავებს?

მოდასთან დაკავშირებული ზოგიერთი ბრენდი და დიზაინერი სახის ნიღბების დამზადებაზე გადაერთვნენ და უახლოეს მომავალში სამედიცინო ხალათების წარმოებას დაიწყებენ. ამავე დროს სხვა კომპანიები, როგორიცაა Alibaba, Apple, Nike, Estée Lauder Cos. Facebook და მრავალი იტალიური ბრენდი მილიონობით დოლარს და მილიონობით ნიღაბს და სხვა, სამედიცინო პერსონალისათვის აუცილებელ სამედიცინო აღჭურვილობას წირავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძალისხმევების მარკეტინგული თვალსაზრისით მიწოდება არ ხდება, ჰუმანიტარული კუთხით რაღაცის შესრულება ბრენდის ცნობადობაზე დადებით ეფექტს ახდენს. Facebook-ს, რომელსაც ორი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზის არაკანონიერად გამოყენების გამო პრესაში ცუდი გამოხმაურება ჰქონდა, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომლებმაც კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის გამო იძულებულები გახდენენ წარმოება დაეხურათ, საგრანტო პროგრამა შექმნა. კომპანიამ განაცხადა, რომ დამატებით ძალისხმევებსაც მიმართავს. უკეთესობისაკენ თუ უარესობისაკენ, კომპანიები პოზიტიური მესიჯების გენერირების საშუალებას იღებენ, თუ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები მომხმარებლების მიერ აღიქმება როგორც გულწრფელი, და არა პირადი ინტერესებით გამოწვეული.

Gates-ის სიტყვებით, მომხმარებელი საკითხს პირდაპირ სვამს – ბრენდმა პატიოსანი თამაში უნდა ითამაშოს. ეს ტაქტიკა არჩეული აქვს ნატურალური დეზოდორანტების ბრენდებს Rebecca Minkoff და Curie-ის. ორშაბათს, Minkoff-მა Instagram-ზე პოსტი დადო, სადაც ხელმომწერებს ბრენდთან კომუნიკაციის საუკეთესო გზის ჩვენება სთხოვა. Curie-მ სოციალურ ქსელებში საკუთარ კალენდარზე უარი განაცხადა და მომხმარებლებს კითხვა დაუსვა – რისი ნახვა სურდათ სოციალურ ქსელებში. მომხმარებლებს ცოტაოდენი გართობა და ყურადღების გადატანა სურდათ. კორონასთან დაკავშირებული კონტენტი საკმარისზე მაღალია,“ განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა Sarah Moret-მა.

ზოგიერთმა P. R. კომპანიამ მსგავსი მიდგომა აირჩია, მ.შ. NisonCo და Juliette Levy PR, რომლებიც ედიტორებს წერილობით შეტყობინებებს უგზავნიდნენ. შეტყობინებებში აღნიშნული იყო გარემოებების ფართოდ გავრცელებული ცვლილებები და უკუკავშირზე მოთხოვნა – თუ როგორი სახით აპირებდნენ ედიტორები სამუშაოს შესრულებას.

სწორედ ამგვარ ემპატიურ მიდგომას უწევს რეკომენდაციას Gates.

წარმატებული ბრენდები „მხედველობაში მიიღებენ რას ნიშნავს მენტალიტეტი და რას განიცდის თითოეული“, განაცხადა Gates-მა. „ბრენდები, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა და წინსვლას განაგრძობენ, ასეთ ბრენდებთან ადამიანები კავშირს არ დაამყარებენ“.

Drabicky-ის ვარაუდით, ბრენდები გააგრძელებენ მესიჯებით ინფორმაციის გაცვლას, თუ რას აკეთებენ, კერძოდ მომხმარებლების და თანამშრომლების დასახმარებლად. მაგალითად, დაბრუნების ფანჯარის გაფართოება, მომხმარებელთა ონლაინ-მომსახურების გაზრდა (როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების დახმარება) და, შესაძლოა პრომოცია, როდესაც შესყიდვების პროცენტის წილი მაღაზიის განთავისუფლებულ თანამშრომლებთან პროპორციაშია.

„რაღაცა, რაც აჩვენებს, რომ თქვენ მართლაც რაღაც უფრო დიდზე ზრუნავთ, ვიდრე უბრალოდ თქვენს ბიზნესზე, – ეს მომხმარებელთან რეზონანსში მოდის,“ – განაცხადა

Niven-თვის, რომელიც ბრენდების კონსულტაციას აგრძელებს, Drabicky-მ თქვა, რომ ბრენდებმა მესიჯებში „აქცენტი მომავალზე“ და მოქმედების რადიუსზე უნდა გაკეთდეს. ეს არ ნიშნავს ფასდაკლების კოდებს მაისის შუა რიცხვებში, როდესაც სოციალურ დისტანცირებაზე შეზღუდვები გაუქმდება ან „კორონავირუსის დასასრულთან“ დაკავშირებული სხვა თემები დაიხურება. უფრო სწორად, ეს ივენთებზე ან ჰეპენინგებზე უბრალო პოზიტიური მესიჯებია, რომელიც სხვა დროისთვის გადაიტანეს.

„ჩვენ, ხშირად ვიყენებთ გამოთქმას „გონივრულია, მაგრამ პოზიტიური“, – გვითხრა Niven-მა. „ადამიანებს გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა სურთ.“

 

ავტორი: ტრეისი ჯონსი