COVID-19 და ქართველი მომხარებელი

მარიამ ბაღათურია

რა არის COVID- 19 და რა გავლენა მოახდინა მან ქართველ მომხარებლებზე? თავდაპირველად ვისაუბროთ COVID-19 ის შესახებ. კოვიდ-19 ანუ კორონავირუსი, რესპირატორული დაავადებაა. ინფიცირებულთა სწრაფად მზარდმა რაოდენობამ და ვირუსის გავრცელების ფართო არეალმა 2019 წლის მიწურულს ვუჰანში გაჩენილი ვირუსი სულ რამდენიმე თვეში პანდემიად აქცია. ვირუსი რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხეა არამხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები და ანგარიშები პანდემიის გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე არაერთგვაროვნად აფასებენ. აზიის განვითარების ბანკის გავრცელებულ ანგარიშში,პანდემიის მოსალოდნელი შედეგების განვითარების სამი პოტენციური შემთხვევა არის განხილული. პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე განსხვავებულად აისახება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება მის დამარცხებას.

აზიის განვითარების ბანკის მიხედვით, პანდემია 77$ (0.08% მშპ) მილიარდიდან 347$ მილიარდამდე (0.4% მშპ) ზიანს მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას.

გაეროს მიერ შემოთავაზებული უკანასკნელი ანალიზით,COVID-19-ის შემდგომ გლობალური ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 2.5%-მდე შემცირდება, მიყენებული ზარალი კი დაახლოებით ტრილიონ დოლარს მიაღწევს. უფრო ცუდ შემთხვევაში ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს. ყველაზე დიდი ზიანი კი ნავთობის და სხვა საქონლის ექსპორტიორ ქვეყნებს მიადგება. მოსალოდნელია ასეთი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპის მინიმუმ 1%-იანი შემცირება.

ეუთოს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2.4%-მდე შემცირდება წინასწარ ნავარაუდევი 2.9%-დან3, რაც ძირითადად, მსოფლიო ვაჭრობის შემცირებით იქნება განპირობებული.

რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკასა და მის კრიზისზე, აუცელბლად გასათვალისწინებელია, ის ფაქტები თუ რა შედეგები მოუტანა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს COVID-19მა. მოცემული ინფორმაციით მხოლოდ ერთ თვეში ჩინეთსა და ირანთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ საქართველოში გამოიწვია დაახლოებით 30 მილიონი ლარის ზარალი.

მეტი თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

ჩინეთი

ეკონომიკური შედეგები, რაც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა, ძალიან მძიმედ აისახა ჩინეთის ეკონომიკაზე. ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთის საგარეო ვაჭობა 11%-ით შემცირდა (17.2%-ით შემცირდა ექსპორტი, ხოლო იმპორტი მხოლოდ 4%-ით). მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთის ვაჭრობა მის უმსხვილეს პარტნიორებთანაც: ევროკავშირთან (14.2%), აშშ-სთან (19.6%) და იაპონიასთან (15.3%). აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი ორი თვის მონაცემებით ჩინეთის საგარეო ვაჭრობამ 7.09$ მილიარდიანი დეფიციტი დააფიქსირა (წინა წლის იმავე თვეების მონაკვეთში საგარეო ვაჭრობის მატება 41.45$ მილიარდს უტოლდებოდა).

ჩინეთის ეროვნული სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, თებერვლის თვეში ჩინეთის წარმოების ინდექსი (PMI)14.3 ნიშნულით დაეცა და 35.7%-ს უტოლდება, რაც რეგიონების მიხედვით წარმოების შეჩერებით, გახანგრძლივებული დასვენებითა და კარანტინის პირობებით არის განპირობებული. კაიქსინის ჩატარებული კვლევის მიხედვით წარმოების ინდექსი (PMI) თებერვალში ისტორიულ მინიმუმზე დაეცა და 40.3% შეადგინა.

 ამერიკის შეერთებული შტატები

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გაჩენილი ნეგატიური იმპულსები საგანგაშო მესიჯებს უგზავნის ამერიკის ეკონომიკას. 10 წლის მანძილზე პირველად დაეცა სახაზინო ბონდები 0.66%-მდე. ფასების შემცირება პანაცეა არ არის და კოორდინირებული ჯანდაცვისა და ფისკალური პასუხების გარეშე, სიტუაცია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება. სამივე ძირითადმა საბროკერო ინდექსმა DJIA(-12.93%), Nasdaq (-12.32%) და S&P 500 (-11.98%) მნიშვნელოვანი შემცირება განიცადა ბოლო 5 დღის მანძილზე. მსგავსი ნეგატიური იმპულსები საფონდო ბირჟაზე ნათლად ასახავს ნდობის ნაკლებობას თითქმის ყველა სექტორის მიმართ. UCLA Anderson Forecast-ის მოლოდინით, აშშ-ს მშპ-ს ზრდა რეალურ ფასებში პირველ კვარტალში 6.5%-ით შემცირდება, ხოლო მეორე კვარტალში – 1.9%-ით25. მოსალოდნელია, ასევე, უმუშევრობის გაზრდა 3.6%-დან 5.0%-მდე, რაც მილიონამდე სამუშაო ადგილის შემცირებას გულისხმობს.

რუსეთი

პანდემიის შედეგად, რუსული ექსპოტის მოცულობის შემცირება არის მოსალოდნელი. ამ ეტაპზე, რუსეთის ეკონომიკაზე მთავარი ზეგავლენა ნავთობის ფასებმა მოახდინა. Goldan Sachs-ის მოლოდინებით, მეორე კვარტალში, ბარელი ნავთობის ფასი $20-ის ფარგლებში იქნება, მოთხოვნა კი მარტის განმავლობაში შემცირებას გააგრძელებს დღიური 1.1 მილიონი ბარელით.რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებაში. 2019 წელს რუსეთის მთელი ექსპორტის 29.6%-ს ნედლი ნავთობი, 18.3%-ს გადამუშავებული ნავთობი, ხოლო 4.3%-ს ბუნებრივი აირი წარმოადგენდა. ჯამში ამ სამი პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტის 50%-ს აჭარბებს32. 2020 წლის პირველ კვარტალში, COVID-19- ის გავლენა ნეგატიური და მძიმე იყო.

საქართველო

გაზრდილი მოთხოვნა პროდუქტზე, უმუშევრობის (დროებითი მაინც) გარდაუვალი ზრდა, სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება – ეს ის ხილული ეკონომიკური ეფექტებია, რომელთა გამოცდა საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ თავზე დაიწყო.

ქვეყანაშიშემოსავლების შემცირება, ავტომატურად ნიშნავს ცხოვრების დონის გაუარესებას, უკმაყოფილო მომხარებელს და დიდ ეკონომიკურ კრიზისს.

რით არის გამოწვეული ქვეყანასი შემოსავლების შემცირება? კოვიდ პანდემიამ უდიდესი დარტყმა მიაყენა მთლიან ეკონომიკურ სტრუქტურას. ტურიზმი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველა წარმატებული დარგია, ფაქტობრივად უფუნცქიოდ დარჩა, რადგან პანდემიამ გამოწივია საზღრების ჩაკეტვა, კარანტინი. შემცრიდა ფულადი გზავნილები, საგარეო ვაჭრობა. თითოეული ქვეყნისთვის მთავარ მზიანს წარმოადგენდა პანდეემის შეჩერება, აქდან გამოდმინარე ყველა ეკონომიკური ძალა მიმართული იყო ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ამ ყველაფრის შეედგად რით დაზარალდა მომხმარებელი?

ქვეყანა გადავიდა სრულ კარანტინში. დაიხურა მაღაზიები და საწარმოები, დაიკეტა საზღვრები. ამ ყველაფერმაშეამცირა მოსახლეობის შემოსავლები, გაზარდა უმუშევრობის რიცხვი. უამრავი ადამიანი დასაქმებულია ბიზსნესისა და ტუიზმის სფეროში. რომელიც პრაქტიკულად გამოუსადეგარი იყო. მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შემოსავლის წყარო იყო ტურისტები, რომელთა რაოედენობაც მინიმუმამდე დავიდა.

სავაჭრო ცენტრებისა და საწარმოების დაკეტვამ გამოწვია მომხარებელთა უკამყოფილება, გარკვეული ნაწილისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა შეზღუდული დროები. მაგრამ აუცილებელია ასევე ავღნიშნოთ ის ფაქტიც, თუ როგორ მოეგრო ქართული ბიზნესი ონალინ პლატფორმას. ისინი საშუალებას აძლევდნენ მომხმაარებლებს, შეეძინათ ნებისმეირი ნივთი, სახლიდან გაუსვლელად. ბიზსნეს პლატფორმამ შეძლო შენარჩუნებინა თავისი ერთგული მომხარბელი, დაეკმაყოფილებინა ისინი და ასევე, გარკვეული რაოდენობის შემოსავალიც ქონოდა.

საყოველთაო კარანტინმა გამოწვია უდიდესი პაანიკა საზოგადოებაში.მნიშვნელოვნად გაიზარდა პრდუქტზე მოთხოვნა. მომხმარებლებისა და შეძენილი პროდუქტების ასეთმა რაოდენობამ გამოწვია პროდუქტების დეფიციტი, რაც შემდგომში შეძელბისდაგავრად საქართველოს მთავრობამ დაარეგულირა.

საქართველო ასევე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა განათლების მხრივ. მათ მოუწიათ სკოლებისა და სასწაველბლების დახურვა. ალერნატიული გამსოავალი კი ონლაინ პლატოფრმაა, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და სრულებით თუ არა ამაკმაყოფილებელ შედეგს მაინც იძლევა.

ხელოვენებისა და კინოს მოყვარულებისთვის, არანაირი ალტერნატივა მოიძეიბნა, აქდან გამომდინარე,ვფიქრობ ყველაზე მეტად მათი მომხარებლები დაზარალდნენ.

მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო საკუტარ მიწაზე მუშაობა და მცირე ბზინესების წამოწყება. რაც მათთვის შემოსავლის წყაროა, ეხლამრება სახელმწიფოს და მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიძნოს და მოიხამროს ქართული პროდუქტი.

საბოლოო ჯამში, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსფოლიოს მაშტაბით კოვიდ პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ცხოვრების სტილი. საზოგადოება გახდა მეტად შეზღუდული და ცხოვრების საინტერესესო და ხალისიან რითმს მოკლებული. უდიდესი ზიანი მიაყენა ყველა სფეროს. კულტურულს ეკონომკურს თუ დემოგრაფიულს. მაგრამ დროთა განმავლობაში, სწორი მენეჯმენტითა და მარკეტნიგით შეზლებს სახელმწიფო და თითოეული ბიზნეს სექტორი დაუბრუნდეს ჩვეულ რითმს და ამრთოს თავისი კომპანია წარმატებულად, როგროც აქამდე.