CROSTY – Born in Georgia

ქართული რეალობაში, განსაკუთრებით ბაზარზე ახალ დამკვიდრებულ, მაგრამ უდიდესი წარმატების მიღწევის მქონე ბრენდებზე ფიქრისას შეუძლებელია არ გაგახსენდეს CROSTY – ფეხსაცმლის ძვირად ღირებული ქართული ბრენდი, რომელიც 2015 წელს დაარსდა. დაარსებიდან 2 წლის შემდეგ ქართული ტრადიციებით დამზადებული ფეხსაცმელი 17 ქვეყანაში იყიდებოდა, ხოლო ფეხსაცმლის ღირებულმა 300 დოლარს აჭარბებდა. ბრენდზე რომელზეც დაბეჭდეს პრესის ისეთმა წარმომადგენლებმა, როგორებიცაა: Forbes, COMPLEX, teemVOGUE და ONE37PM.

ბრენდის კვლევისას დადგინდა და გაანალიზდა ძირითადი ფაქტორები, რომლმებიც CROSTY-ის წარმატების გასაღებია. ჩვენს მიერ განხილული ბრენდი წარმოადგენს სტარტაპს, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე თვეში ინოვაციური დიზაინის, მაღალი ხარისხის და კრეატიული ბრენდინგით თავის ინდუსტრიაში მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ბრენდი ასოციაციას იწვევდა დაწყების დღიდან როგორც თანამედროვე, უმაღლესი კლასის და მომხიბლავი საგანი. რეტრო და ვინტაჟ სტილისი შერწყმა ვიზუალირი თვალსაზრისით დიდ როლს ასრულებს CROSTY-ის ბრენდინგში. სამოსი, ფეხსაცმელი და საათი ეს ის ნივთებია, რომლებიც როგორც 300 ლარიანი ისე 3000 ლარიანი ერთ და იგივე ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მთავარი სტატუსია, რომელსაც ბრენდის ლოგო გამოხატავს. სწორად ამ ასპექტით აიხსნას Crosty-ის უნიკალურობა და უპირატესობა თავის კატეგორიაშია. თუ დავაკვირდებით მის გაყიდვებს ისე როგორც კომპანია apple უშვებს ყოველ წელს ახალ მობილურსმ, აუმოჯობესბეს ყოველთვის და ქმნის მომხმარებლის ლიალურობას და მიჯაჭვულობას Crosty-იც მსგავსად ყოველ სეზონზე ახალი დიზაინის ფეხსაცმელს უშვებს.ბრენდის მიჯაჭვულობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი აღმოჩნდნენ ინფლუენსერები, რადგან როდესაც შენი საყვარელი ინფლიენსერი, იქნება ეს Instagram-ზე თუ youtube-ზე ატარებს Crosty-ს დიდ გავლენას ახდენს ლოიალურობის და მიჯაჭვულობის შესაქმნელად.

ბრენდის ასოციაცია, როდესაც მას ჩვენ პირველად ვხვდებით იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო დონეზე იმდენად ცნობილი დონის ბრენდებთან ერთად იწარმოება როგორებიცაა: Givenchy, Prada, Balenciaga და Chanel-ი მას თუნდაც საქართველოში ბევრი არ იცნობს, ამიტომ დიზაინის ესთეტიურობის და დახვეწილობის მიუხედავად ფასი გვაშინებს, რადგან მსოფლიო დონისთვისაც მაღალია, მაგრამ ბრენდის სტატუსის ხარისხის და ორიგინალურობის აღქმის მერე იცვლება „ნეგატიური“ დამოკიდებულება „პოზიტიურისკენ“ – იმის მიუხედავად, რომ შეძენა არ შეგიძლია აღიარებ. რომ გქონდეს საშუალება აუცილებლად შეიძენდი – როგორც შეიძენდი Mercedes benz gt 63-ს ან BMW M5 f90-ს.

7P’S ჭრილში რომ განვიხილოთ CROSTY ადვილად განსასაზღვრია მისი თითოეული ასპექტი

CROSTY არ წარმოგვიდგება შოურუმებით ის ონლაინ იყიდება, რაც საკმადო კარგი ტენდეცია აღმოჩნდა ახალი ბიზნესებისთვის, როგორც მაგალითად XIAOMI-მ ორ უდიდეს ინდუსტრიის გიგანტს SAMSUNG-ს და Apple-ს უდიდესი კონკურერცია გაუწია ფიზიკური გაყიდვების ხარჯის შემცირებით სმარტფონებზე ფასის დაკლებით. CROSTY ყველას ბრენდია, როგორც მათ სლოგანებში ვხვდებით, მისი მანტრა თავისუფლება, რაც ეროვნულ სულისკვეთების მოტივებზე გადის, როგორც ქართველი ხალხისთვის ასევე სტილით თუ სხვადასხვა კამპანიებით ბრენდი

ამას მსოფლიოსაც აგონებს – სეგმენტურად ბრენდს მოიხმარს 23-29 წლამდე ხალხი, რომელთა შემოსავალი თვეში დაახლოებით 1400$ აღემატება. ფასი როგორც უკვე ვთქვის მერყეობს 300 დოლარიდან 500 დოლარამდე, რაც მის განსაკუთრებულობას კიდევ უსვამს ფასს. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდია ფასი შეგვიძლია ვთქვათ, რომ penetration pricing-ის იყენებს კომპანია, რადგან ზრდასთან ერთად ყოველი მომდევნო ნივთის ფასი მუდმივად იზრდება. ბრენდი აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას როგორც გაყიდვებისათვის, ასევე ბრენდის ცნობადობის მოსამატებლად საზოგადოებაში, როგორც ლოალური და მაღალი სტატუსის მქონე ბრენდი.

Crosty წილის განსაზღვრა საერთო ფეხსაცმლის ბაზარზე თითქმის შეუძლებელია, რადგან მაღალი ფასის გამო ისეთივე ხშირი მოთხოვნის არაა, როგორც Nike-ია. ამიტომ სეგმენტი, რომელშიც ის არის – მაღალი დონის სეგმენტი ( მათშორის NBA-ის სუპერვარსვლავები ) მსოფლიო ტრენდია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზრის 10% მდე იკავებს. (შემოსავლის მიხედვით)

Crosty-ის შესახებ ვიდეო რგოლში აშკარად იგრძნობა მხატვრული ელემენტები, რომელიც დრამატიზმის და კინომატოგრაფიის ელემენტებითაა სავსე. Crosty აშკარად მოქმედებით გამოხატავს თავის იდენტობას, რომ ის რომელიმე სქესის ან რასისაა – ის ენერგია, რომელიც ყველასია. მსგავსი შინაარსის მამოტივირებელი ბრენდის ვიდეოების კარგი მაგალითია NIKE-ის ვიდეოები, რომლებშიც მარკეტინგული თვალსაზრისით მეტად გამართულია, რადგან თუნდაც თავიდან ვიდეოს არ აქვს პირველი 3 წამის განმავლობაში თრიგერი რომელიც გაიძულებს თუნდაც სულ ნახო.

Crosty-სთვის გამოყნებეული მარკეტინგი ჩვენი ანალიზის პერიოდში ზემოთ უკვე ვახსენეთ, მაგრამ რო შევაჯამოთ, Crosty – იყენებს სტრატეგიას, რომელიც ხელოვნების და თანამედროვე ტენდეციის ერთობლიობაა. დიზაინერები და კომპანიის შემქმნელები პირველი ფეხსაცმლიდან მოყოლებული ცდილობს ხასიათი დაგანახოს და შენი თავი გაპოვნინოს, თუ რომელია Crosty-ის შენი ვერსია. ეს არის მარკეტინგი, რომელიც პროდუქტის განუყოფელია, რადგან მისი მთავარი მიზანი პროდუქტის იდენტობის შექმნა და მისი რეალიზებაა.

პრესა Crosty-ის შესახებ:

“For a refined, sharp style that effortlessly transitions from season to season, these sleek sneakers elevate your casual daytime outfits and add a European-inspired element.”- ONE37PM,

“Freedom is a concept that is not only part of CROSTY’s mission and story, but the word is inscribed on almost every pair of the brand’s shoes.” – Forbes

 

ნიკოლოზ თორდია
IBSU- ს, მარკეტინგის პროგრამა