რაც კორონა ვირუსი გავრცელდა, ციფრული მარკეტინგი უფრო აქტუალური ხდება
კორონა ვირუსმა დაგვანახა ბევრი ის პრობლემა რაც თან ახლავს ცივილიზაციას, რომელიც, რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს რაც უფრო ვითომდა ძლიერდება უფრო სუსტდება.
აი, კორონას გავრცელებამდე ყველას გვეგონა რომ უძლიერესნი და მდგრადნი ვიყავით რომ გვქონდა ეკონომიკა, ფინანსები და სოციალური ცხოვრება, დავფრინავდით სადაც გვინდოდა და როგორც ბრძენი ქართველები ამბობდნენ „ცა ქუდად მიგვაჩნდა და დედამიწა ქალამნად“, მაგრამ გამოჩნდა პატარა გრიპის ვირუსი და ცივილიზაცია ფაქტობრივად შეჩერდა.
ექიმების მხრიდან გმირული წინაარმდეგობის მიუხედავად COVID-19 შეძლო ის რაც ვერ შეძლო ვერცერთმა მსოფლიო დამპყრობელმა, მან ფაქტიურად ყველა კონტინენტი დაიკავა და ყოველ სახელმწიფოში თავისი პლაცდარმი შექმნა. იმედია კორონას მალე გავდევნით ყველა სახელმწიფოდან, მაგრამ მაინც მრავალი ცვლილების განხორციელება გვჭირდება რომელთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მარკეტინგს.
მარკეტინგის დიდ და მოქნილ სამყაროში კორონა ვირუსმა შემდეგი ტიპის ცვლილებები გამოიწვია:
- ხალხი აღარ დაფრინავს, ნაკლებს გადაადგილდება, შესაბამისად აღარ აქვს აზრი ბანერებს და დიდ სარეკლამო დაფებს რომლებიც ადრე რელევანტური და მნიშვნელოვანი იყო;
- ადამიანები თავის თავში ჩაიძირნენ და უფრო მიჯაჭვული გახდნენ თავიანთ ელექტრონულ საკომუნიკაციო ინსტრუმენტებზე;
- ადამიანები ნერვიულად კითხულობენ სხვადასხვა ინფორმაციას და ცდილობენ აღმოაჩინონ, რომელიმე საიმედო ხელმოსაჭიდი, რათა გონება დაასვენონ და იქნებ უეკეთესზე იფიქრონ;
- ასეთ დროს იზრდება ციფრული პროდუქტების მნიშვნელობა, რომელთა ხარისხი განვითარებას მოითხოვს.
მაგრამ მაინც რა იქნება ციფრული პროდუქტებისა და სერვისების USP (Unique Sales Proposition):
- სიმარტივე და ასევე სარგებლის მომცველობა;
- თამაშთან სიახლოვე თავისი იერით და სტილით – საქმეს აკეტებ და თითქოს თამაშობს;
- კონტენტის ანუ შიგთავსის სისრულე, გზავნილების და ინფორმაციის მომხმარებელტან ახლოს მიტანა;
- ციფრული სერვისების პერსონიფიცირება და კასტომიზირება;
- უკეთესი ციფრული სერვისების შექმნა და განვითარება.
როგორ შევქმნათ ციფრული სერვისების ეფექტური კონტენტი?
- ციფრული სერვისი აქციეთ გმირად;
- მოახდინეთ მისი დიფერენცირება და განუვითარეთ ციფრულ სერვისს ადამიანური არქეტიპები;
- მოახდინეთ ციფრული სერვისების მომხმარებელთა არქეტიპების მოკვლევა.
- უნდა იცოდეთ მომხმარებელთა არა მარტო დემოგრაფია არამედ ფსიქოლოგიური და ქცევითი პორტრეტი;
- მოახდინეთ მომხმარებელთა არქეტიპის მიხედვით ციფრული სერვისის არქეტიპის განვითარება;
- ამგვარად გაგიადვილდებათ ამ ციფრული სერვისის დიფერენცირებაც და პოზიციონირებაც არქეტიპულად მსგავს ადამიანის ქვეშეცნეულ გონებაში.
- გამოიყენეთ სხარტი ქოფივრაიტერები.
- ჯო შუგერმანის მსგავსმა ქოფივრაიტერმა ერთხელ უსარგებლო სათვალე 12 მილიონი გაყიდა.
როგორ? კონტენტით.
ავტორი: ჟოზე ბარნი