კინოფილმების მარკეტინგი – ფილმების ბლოკბასტერად გარდაქმნა
DMS-ის ოფისის კედლებზე უკანასკნელი წლების ყველა გამორჩეული ბლოკბასტერის პოსტერებია წარმოჩენილი. იმისათვის, რომ კინომაყურებელი აეძულებინა ენახათ ეს ფილმები, DMS განსაკუთერბულ მარკეტინგს იყენებს- რომელიც ძალზე აგრესიული და ეფექტურია. უნდა ვაღიაროთ რომ ამ კომპანიის მიერ, უჩინარი საცეცებით – ჩვენს გონებაში გაჩენილი, ზეშეცნეული თუ ქვეშეცნეული სურვილებით ჩვენ ვმოქმედებთ და მივდივართ კინოთეატრებში.
DMS კრეატიული ციფრული სააგენტოა, რომელიც სამხატვრო კინოსტუდიების ფარგლებში მარკეტინგსა და რეკლამზე მოთხოვნის შედეგად დაიბადა. ჩვენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 50-ზე მეტ ბაზარს მარკეტინგულ კონტენტს ვაწვდით, იქნება ეს ტრეილერი, სატელევიზიო კლიპები თუ კონტენტი სოციალურ ქსელებში.
„ჩვენ,მათ კონტენტის ნოლიდან შექმნასა ან ბაზრებისათვის მის ლოკალიზაციაში ვეხმარებით, ეს შეიძლება იყოს ადგილობრივ ენაზე, გრაფიკული ცვლილებები, სუბტიტრები ან ხმოვანი მიქსი. კონტენტის ნოლიდან შექმნის“ კუთხით რაც ნიშნავს ტრეილერის უფრო მოკლე კლიპებად დანაწევრებას ან სოციალურ ქსელებში GIF-ფაილების პუბლიკაციას. Briggs-ის შეფასებით, ისეთი გამოჩენილი ფილმისთვის, როგორიცაა Deadpool 2, რომელზედაც სააგენტომ ახლახან დაამთავრა მუშაობა, DMS-ს შეუძლია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ბაზრისათვის 600 ინდივიდუალური აქტივის შედგენა.
სხვადასხვა ენაზე ტრეილერების თარგმნა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. Verdict-ის სააგენტოების ოფისებში სპეციალისტიები ბეჯითად მუშაობენ ზაფხულში გამოსასვლელი ზოგიერთი ფილმის ტრეილერის მონტაჟზე.
ჩვენ კინორეკლამის „წვნიანში“ დავცურავთ. თუ მიყრუებულ სასოფლო დასახლებაში, სოციალური მედიის, YouTube-ის ან რადიოს გარეშე არ ცხოვრობთ, შუადღისათვის, თუნდაც ერთ ფილმზე რეკლამის ნახვას მოასწრებდით- ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი ბრიგი.
თუ პედანტი არ ხართ, ადგილობრივი კინოთეატრების აფიშების გადათვალიერების არანაირი ფაქტობრივი აუცილებლობა არ არის. სავარაუდოდ, Facebook-ის თაიმლაინი, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პრემიერების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.
ყველა ჩვენთაგანისათვის კინორეკლამა ნაცნობია, „ცუდ რეკლამას“ ვაკრიტიკებთ, მაგრამ ბევრმა არის იცის ცუდი რეკლამის მიზეზი.
კომპანია ვერდიქტმა ამას წინათ, კვლევის მიზნით, მიმართა ადამიანებს, რომლებიც კინოინდუსტრიის რეკლამაზე მუშაობენ. მიზანი უკეთესი მომავლის შექმნაა.
- ბიუჯეტის ძიებაში:
რათქმაუნდა, ფილმის რეკლამირებისას პირველი ნაბიჯი ხარჯვითი ნაწილის გარკვევაა. აზრი არ აქვს ონლაინ-რეკლამაზე, სატრანსპორტო საშუალებებზე პოსტერების გაკვრას და სატელევიზიო ჭრას, თუ თქვენი ფილმის ჩვენება, მხოლოდ რამოდენიმე კინოთეატრშია გათვალისწინებული.
პირველი ნაბიჯი, როგორც კი ფილმის გადაღება დასრულდება, ინდუსტრიის ინსაიდერებისათვის, კინო ბუქერებისათვის (ბუქერი – ვინც კინოთეატრის რეპერტუარს ადგენს – ტრ. ჯ.) და მსგავსი პროფესიის წარმომადგენლებისათვის მისი ჩვენება უნდა გაიმართოს.
შემდეგ ფილმის დისტრიბუტერი, პერსპექტიული მაყურებლის შესაძლო აღქმაზე შეჯერდება და განსაზღვრავს, რა დონის მხარდაჭერას მიიღებს ფილმი. ამგვარად შესაძლო „ფიდბექი“ იქნება გათვლილი.
ეს მონაცემები გამოიყენება იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენად ფართოდ მოხდება ფილმის გავრცელება. იქნება ეს ფილმის გაქირავების დამოუკიდებელი არტ ჰაუსი თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფართო გაქირავება?
მთელი ეს ინფორმაცია, შემდგომ შეიძლება გამოყენებული იქნეს ფილმის ჩვენების მანძილზე საკასო შემოსავლების შესაფასებლად. მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს გაარკვევთ, შეგიძლიათ სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმარების დაწყება.
მისტერ სადლერი როგორც გასართობი ღონისძიებების ინდუსტრიაში დამოუკიდებელი მარკეტოლოგი, ვისი სამუშაო გამოცდილება მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Universal, Momentum Pictures, Revolver Entertainment და Arrow Films, გვიხსნის საერთო წესებს, რომლის მიხედვითაც რეკლამის განმცხადებლებმა თანხები უნდა დახარჯონ:
„როგორც წესი, ფილმი მოცულობის შესაბამისად, განსაზღვრულ ხარჯებს მოითხოვს. ამისთვის ზოგადი ფორმულა არსებობს. თუ თქვენ ასობით კინოთეატრზე გასვლა გსურთ, მედია რეკლამაში ორი ან სამი ათასი ფუნტი ჩადეთ, ეს წესი მარტივია. ისევ და ისევ, დისტრიბუტორებსა და სტუდიებს შორის თანხა მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.“
რათქმაუნდა, ისეთი ფართო გაქირავების ფილმს, როგორიცაა „ვარსკვლავური ომები“, უფრო მაღალი მარკეტინგული ბიუჯეტი ექნება.
- გადაწყვეტილების მიღება: ვის მივყიდოთ,
თუ ბიუჯეტის მოძიება დიდ სამუშაოდ გეჩვენებათ, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინ გელოდებათ. როგორც კი ბიუჯეტს მოიძიებთ, უნდა გადაწყვიტოთ, ვის მიანდოთ მარკეტინგი. საბავშვო ფილმის შემთხვევაში, სავარაუდოდ თარგეთინგის სამიზნე მშობლები გახდებიან.
ფილმისთვის სწორი აუდიტორიის შესარჩევად მრავალი მეთოდი არსებობს. მაგალითად, კინო აუდიტორიის ტიპების შესაფასებლად, რომლებიც მსგავსი სიუჟეტის ფილმების სანახავად დადიან, კინომაყურებელთა მონაცემები გამოიყენება. კეთდება იმის შეფასება, ვინ რას ნახავს.
ეს ასევე მოგზაურობის დასაწყისია ისეთ კომპანიასთან, როგორიცაა DMS. სხვა რესურსებთან ერთად (რომელსაც მოგვიანებით დაუბრუნდებით) DMS სოციალური მედია ინსაიდერებთან ბევრს მუშაობს. კინობაზრებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისია:
„ეს გვეხმარება დარგთან მუდმივ კონტაქტში ვიყოთ, გვესმოდეს მომხმარებლის რეალური ხმა და მუდმივად ცვლად ტენდენციებზე რეაგირება სწრაფად მოვახდინოთ, გავაკეთოთ პროგნოზი.“ – ამბობს ამ კომპანიის ექსპერტი.
როგორც კი იპოვით საკუთარ აუდიტორიას და მათთვის მისაღებ სტილს, ტრეილერის ფორმირების დრო დგება.
- პირველი ტრეილერის შექმნა
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (თუ ვის მიმართოთ), ფილმის მარკეტინგის მომდევნო ეტაპია პირველი ტრეილერის და პოსტერის შექმნა.
უკანასკნელი ძალიან მარტივია, მარკეტოლოგებს, ძირითადად პოსტერების პორტრეტული და ლანდშაფტური ვერსია სჭირდებათ, თუმცა, ტრეილერი შედარებით რთულია:
ყველა ფილმის თარგეთინგსა და პოზიციონირებას უბრუნდება. თუ ფილმი კომედიაა, თქვენ ორი ან სამი ხმამაღალი სიცილი გჭირდებათ. პრობლემა არ არის იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისტორიაზე (ფილმის შექმნის – ტრ. ჯ.) მოგვითხრობთ: როგორც წესი, ადამიანებს ისტორია ავიწყდებათ, უბრალოდ სხედან და ფილმს უყურებენ. ის არ უნდა იყოს სწორხაზოვანი, ტრეილერში ისტორიაც შეიძლება მოგვითხროთ, რომელიც თავად ფილმთან სინქრონიზაციაში არ არის, მაგრამ ტრეილერში მუშაობს.
ეს მართლაც გარემოებებზეა დამოკიდებული; თქვენ უბრალოდ მნიშვნელოვანი ხაზი უნდა შეარჩიოთ. გადაწყვიტოთ, ტრეილერში რომელი ისტორია უნდა მოყვეთ. გინდათ ისტორია მოყვეთ თუ გადმოსცეთ ფილმის არსი? არწმუნებთ ადამიანებს, რომ ეს ოდნავ განსხავებული ფილმია, ვიდრე რეალურად ჩანს? თუ ეს კომედიაა დრამატული მომენტებით, შეგიძლიათ აქცენტი უფრო კომედიურ მხარეზე გააკეთოთ.
„საბოლოო ჯამში, ყველაფერი, რაც ტრეილერმა უნდა გააკეთოს – აიძულოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იფიქრონ: „მე ეს ფილმი უნდა ვნახო“. აუცილებელი არ არის სიუჟეტის ან ფილმის კონკრეტული ელემენტების მიმართ ერთგულება გამოიჩინოთ. თუ, რათქმაუნდა, ადამიანები, რომელბსაც ტრეილერი მოსწონთ, არ გაიძულებენ ფილმზე საკუთარი ხედვის გადმოცემას. ეს სეიძლება კინომატოგრაფისტებს, პროდიუსერებსა და მარკეტოლოგებს შორის კამათის საგანი გახდეს.
ტრეისი ჯონსი