როგორ შეცვალა დონალდ ტრამპმა პოლიტიკური მარკეტინგი
პოლიტიკური მარკეტინგი ცვალებადია და აშშ-ს პრეზიდენტი ამაში დამნაშავეა თუ მადლობის ღირსი, ეს უკვე თქვენი მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს.
პოლიტიკური კლიმატი ისე, როგორც არასოდეს საკამათოა. ერთ-ერთი მარკეტინგული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრენეტის მიხედვით, პოლიტიკის მარკეტოლოგებმა უნდა გაიზრონ მოხმარებელთა ქცევაში არსებული განსხვავებები.
„ამომრჩევლები, რომლებიც პოლიტიკური მარკეტინგის სუბიექტებს წარმოადგენენ, არსებულ პოლიტიკურ კლიმატში, წინა წლებთან შედარებით, ისინი განსხვავებულად იქცევიან“, – ამბობს ბრენეტი. „სწორედ ეხლა, პოლიტიკური მარკეტინგი არა ადამიანების მოტივირებას ანდ მათ მოტივაციაში გარკვევას, არამედ ამომრჩევლების მოთხოვნების ფეხის აწყობას უფრო გულისხმობს.“
თუ ამომრჩეველი საკუთარ ქცევას ცვლის, მაშინ პოლიტიკის მარკეტოლოგმაც უნდა განსაზღვროს ეს მოთხოვნები და მის დაკმაყოფილებას შეეცადოს. ბრენეტის სიტყვებით, ტრამპმა ბრენდინგის სტრატეგიის დახმარებით, რომელიც პოლიტიკური მარკეტინგული სტრატეგიის მომავალზე გავლენას მოახდენს, დიდი გმირობა ჩაიდინა.
„მოსიარულე ბრენდი სახელად ტრამპი შეხედულებებს და ამომრჩეველთა აქტივობას გაუმკლავდა, ამიტომ, მომავალ პოლიტიკურ მარკეტინგში ბრენდინგის სტრატეგია, ტრამპის წარმატებიდან გამომდინარე უფრო მეტი ყურადღებით ისარგებლებს, მე ვვარაუდობ, რომ ტრამპტთან ერთად პოლიტიკური მარკეტოლოგები ბრენდინგის სტრატეგიაზე და არა ტაქტიკაზე მოახდენენ კონცენტრაციას“ – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.
ამ ტაქტიკის გასაგებად, იმ პოლიტიკური მარკეტოლოგებისათვის, რომლებიც პოლიტიკურ მარკეტინგში, ეგრეთ წოდებულ – სახალხო ძალისხმევებს, საკუთარი პრობლემების გამოსახატავად იყენებენ (მაგალითად, პროტესტები ინაგურაციის მიმდინარეობისას), მთავარი ბრენდის ლიდერობის უზრუნველყოფაა.
„სახალხო ლიდერობაზე გადასვლა იმ პოლიტიკური მარკეტინგისათვის, რომელიც უახლოესი ისტორიის დიდი ნაწილის მანძილზე მოვლენებში ადამიანების ჩართვის მცდელობებზე იყო ფოკუსირებული, ძალიან მნიშვნელოვანია – შემოუშვით ხალხი სახლში, პეტიციაზე ხელისმოწერით, ქველმოქმედებით, კანონმდებელთან შეხვედრის პირობით და ა.შ. თანამშრომლობის სიმაღლეებზე აიყვანეთ“ – ამბობს პოლიტიკის გამოცდილი მარკეტოლოგი.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურად შეიძლება ჩანდეს, თავის მიმდევარ პოლიტიკის მარკეტოლოგებს, მიმდინარე კლიმატთან დაკავშირებით აფრთხილებს:
განსხვავებული ქცევა პოლიტიკის მარკეტოლოგებისაგან სტრატეგიის მყისიერ კორექტირებას მოითხოვს:
- მარკეტოლოგებმა ამომრჩევლების ქცევის ცვლილებაზე გადაჭარბებულ ფოკუსირებას თავი უნდა აარიდონ. საბოლოო ჯამში, სავარუდოდ, ამომრჩეველთა ქცევის ცვლილება დროებითია;
- პოლიტიკის მარკეტოლოგებმა მასების პოლიტკური ბრენდის მეშვეობით „მოთაფლვის“ პოლიტიკაც არ უნდა გამორიცხონ;
- მთავარია მაინც პოლიტიკის ბრენდი იყოს დიფერენცირებული;
- ის უნდა გახდეს მთელი პოლიტიკური პროცესის დირიჟორი მაგრამ მას უნდა ქონდეს მასების გატაცებისა და მოხიბვლის სურვილი.
მაინც ბრენეტი ფიქრობს რომ პოლიტიკური ბრენდი ტრამპის მსგავსად უნდა იყოს მხიარული, ბრაზიანი, ხმამაღალი, მოულოდნელობებით სავსე და საინტერესო, ისე როგორც ცირკი, რომელიც მოწყენილ სოფელში შევიდა.
ავტორი: ტრეისი ჯონსი