ანგარიში მარკეტინგის ესეების 2020 წლის ოლიმპიადის შესახებ

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა პირველად ჩატარდა საქართველოში. მისი მოთავე იყო ორგანიზაცია მარკეტინგის სახლი, რომელმაც მოიწვია ჟიურის წევრები, მარკეტინგის აღიარებული სპეციალისტები შემდეგი შემადგენლობით:

ფულბრაიტელი პროფესორი, კახაბერ ჯაყელი შზსუ-ს აფილირებული პროფესორი, მარკეტინგის პროგრამების კოორდინატორი;

ასოცირებული პროფესორი ჩარიტა ჯაში, თსუ-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის დეპარტამენტი;

ირაკლი ხვთისიაშვილი – შზსუ-ს მარკეტინგის პროგრამის ასოცირებული პროფესორი, კომპანია STAB-ის დამფუძნებელი ;

გიორგი მაისურაძე – კომპანია “მანნა”;

გივი ხაჭაპურიძე – PR CONSULTING GROUP GEORGIA ;

გიორგი მამნიაშვილი – კომპანია “გორგიას” მარკეტინგის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი.

 

არსებულმა ჟიურიმ შეაფასა მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის ნაშრომები და დაასკვნა:

I ადგილი – მარკეტინგის ესეების ოლიმპიადზე მიენიჭოს შავი ზღვის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტს  – დათა გვალიას. დათას ნაშრომი – „მარველი – იდეალურთან მიახლოებული ბრენდირებული სახლი“  როგორც განსაკუთრებით წარმატებული, გამოარჩია ჟიურის ყველა წევრმა.  ამ ნაშრომმა დააგროვა 279 ქულა. შესაბამისად ავტორს გადაეცემა მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატი.

არსებული ნაშრომი შეგიძლიათ ნახოთ მარკეტინგის სახლის გვერდზე, შემდეგი მისამართის ქვეშ: https://www.marketinghouse.ge/marvel/

 

II ადგილი, მარკეტინგის ესეების ოლიმპიადაზე დაიკავეს შემდეგმა ესეისტებმა:

  • ლუკა ანჯაფარიძე და საბა ქებურია – 250 ქულა, ესესათვის: მერსედესი – ყველაფერი ერთში,  https://www.marketinghouse.ge/mercedes/
  • ნინო ბაგაური და ანი დავითაშვილი – 250 ქულა, ესესათვის: ბრენდი, რომელიც გამარჯვების ინსპირაციაა, https://www.marketinghouse.ge/brand-like-inspiration/
  • ლაშა რამიშვილი – 248 ქულა, ესესათვის – წარმატებული მარკეტინგი NIKE-ის მაგალითზე, https://www.marketinghouse.ge/nike-success/
  • ხატია მგელიაშვილი და ელენე ჭონიაშვილი – 236 ქულა, ესესათვის – გზა წამლიდან, გაზიან გამაგრილებელ სასმელამდე, https://www.marketinghouse.ge/coca-cola-success/
  • მარიამ თვარაძე და ანა ზოზირაშვილი – 229 ქულა, ესესათვის – 80 წლიანი წარმატების საიდუმლო, https://www.marketinghouse.ge/macdonalds/

მათ ყველას გადაეცემათ მარკეტინგის ვერცხლის კალმის სერთიფიკატი;

 

III ადგილი მარკეტინგის ესეების ოლიმპიადაზე დაიკავეს:

ტრეისი ჯონსმა (აშშ), ესესათვის:  მარკეტინგი, როგორც ბედნიერების ტალღა და მისი 6 ძირითადი წესი, https://www.marketinghouse.ge/6-rules/

ივანე კერესელმა (გერმანია), ესესათვის, პატივისცემის მარკეტინგი და მისი ამერიკული გამოვლინება, https://www.marketinghouse.ge/floyd/

მათ გადაეცემათ მარკეტინგის კალმის სერტიფიკატი.

 

ჩვენს ესეისტებს და მკითხველებს ვულოცავთ მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებას და ძალიან საინტერესო,  მარკეტინგის ნიჭიერი ესეისტების გამოვლენას!

მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო!

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის რედკოლეგია
მარკეტინგის სახლი
2020 წელი 14 ივნისი