Feedback-ის ფსიქოლოგია ქართულ ბიზნესში
ქართულ ბიზნესში ღრმად არის შემოჭრილი სიტყვა feedback-ი, რომელსაც ქართულად უკუკავშირი ეწოდება. ამ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს მარკეტინგში, რადგანაც მარკეტინგი მომხმარებელთან უკუკავშირის გარეშე შეუძლებელია. ბევრი მეწარმე განსაკუთრებით ვარდება ბარბარიზმში, როდესაც ელექტრო ფოსტით წერილს უგზავნის თავის კოლეგებს და თხოვს მათ „ფიდბეკებს“. როგორც ჩანს ამგვარი ბარბარიზმისაგან უნდა განვიწმინდოთ და გამოვიყენოთ სიტყვა უკუკავშირი.
უკუკავშირის მრავალი მკვლევარი არსებობს. ამ თემის ერთ-ერთი მკვლევარი დოქტორი მელანია კაცმანი ამბობს:
- უკუკავშირი არის ნანატრი საჩუქარი, მაგრამ ჩვენ არ ვიყენებთ ბოლომდე მას;
- იგი გვირჩევს ფსიქოლოგიური კონტაქტი დავამყაროთ მასთან, ვისაც ვენდობით და მთლიანად დავეყრდნოთ ინფორმაციის გაცვლას, მაგრამ იგი სანდო გავხადოთ
- უკუკავშირი უნდა იქნეს შესწავლილი თუ რა იწვევს მას.
ამავე დროს ქართულ – ევროპულ მარკეტინგულ ასოციაციაში ჩატარდა სპეციალური კვლევა რომელიც მიეძღვნა უკუკავშირის გავლენას ქართულ ბიზნესზე. კვლევა ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ მიმდინარე დასკვნები გვაფიქრებს შემდეგ შედეგებზე:
- იაფი პროდუქტის მწარმოებელი არც კი ფიქრობს უკუკავშირზე და მას არც აქვს შექმნილი უკუკავშირის ქსელი რომ მიიღოს ინფორმაცია მომხმარებლისაგან.
- უკუკავშირი ხშირად ხორციელდება წინასწარ დადგენილი არასწორი მეთოდით.
- უმეტესი ქართული კომპანია ჯერ-ჯერობით დგას ადრეული მარკეტინგის ან გაყიდვების ფილოსოფიის საფეხურზე.
- ეს საფეხური აშშ-ში და ინგლისში იყო მე-19 საუკუნეში, იგი მომხმარებლის აზრის შესწავლას არ ითვალისწინებდა. ეს საფეხური შემდეგ შესცვალა მარკეტინგის ეტაპმა მე-20 საუკუნის შუა პერიოდში.
- საშუალი ფასის პროდუქტი უფრო ორიენტირებულია უკუკავშირზე მომხმარებელთან, მაგრამ აქაც გვაქვს დიდი ხარვეზები და შეიძლება ითქვას, რომ უკუკავშირი არც აქ ხორციელდება.
- ძვირ პროდუქტებში გვაქვს ხშირი უკუკავშირი, მაგრამ აქაც, რეზულტატს არავინ არ სწავლობს მარკეტინგული ცოდნით და სიბრძნით.
ისმის კითხვა თუ რომელ ბაზარზე ან ინდუსტრიაში შეინიშნება განსაკუთრებული უკუკავშირი მოხმარებელთან?
პასუხი ასეთია: უმაღლესი განათლების სფეროში, განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტებში, ისიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დავალებით და შეიძლება ითქვას გაკონტროლებით, როგორც კერძო ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების ხარისხის სამსახურები სწავლობენ სტუდენტთა აზრს და მას იყენებენ საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის დროს.
აქედან დასკვნა ასეთია, თუ არ შევქმნით ბიზნესის ხარისხის სააგენტოს, ვერ განვავითარებთ საქართველოში მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც მთელი მსოფლიო უწოდებს feedback-ს ხოლო ჩვენთან მას უკუკავშირი ეწოდება.
ავტორი: ივანე კერესელი