ვინ უფრო მაგარია: ფორდი თუ ტესლა?
მარკეტინგის სახლს აქვს ასეთი თემატიური რუბრიკა: „ვინ უფრო მაგარია?“ ასე მარტივად ძნელია რაიმეს შეფასება, მაგრამ მაინც ხომ გვიტრიალებს თავში ყველას ამგვარი აზრი? ნეტავ რომელი უფრო მაგარია?
ეხლა მარკეტინგულად ვიმსჯელოთ და ვნახოთ:
ფორდის SWOT ანალიზი
ფორდის კომპანია დააარსა ჰენრი ფორდმა 1903 წელს. მისი სათაო ოფისი მდებარეობს დეარბორნში, მიჩიგანი, აშშ. „იქ მიჩიგანში“ – არსებობს ასეთი ნოველაც რომელიც ფოლკნერს ეკუთვნის. მიჩიგანი საოცარი ადგილია მუზებისათვის. ვიტყვით რომ ფორდ მოტორს კომპანი ერთ-ერთ ყველაზე დიდი საავტომობილო ბრენდია მსოფლიოში რომელიც ქმნის და ასხვისებს კომერციულ მანქანებს ფორდის ბრენდის, ხოლო მდიდრულ მანქანებს ლინკოლნის ბრენდის ქვეშ.
არის ფორდი ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი? რთული კითხვაა, მაგრამ ამერიკელების ცხოვრება ამ ბრენდმა სამუდამოდ მიიჯაჭვა. გეორგაფიულად რომ ვთქვათ – რა თქმა უნდა ეს კომპანია მოგებას იღებს ჩრდილოეთი ამერიკის სამომხმარებლო სეგმენტიდან. ყოველ წელიწადს ის აწარმოებს 1 – 3 მილიონ ავტომობილს და შედის 5 უდიდეს ავტომწარმოებელ კომპანიათა სიაში.
ფორდის შემოსავალმა 2018 წელს შეადგინა 159,87 მილიარდი დოლარი, მოგება კი 3,67 მილიარდი დოლარი, ამავე წლის მონაცემებით საბაზრო კაპიტალი იყო 31,227 მილიარდი დოლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა კი გახლდათ 202,000 კაცი.
ფორდის ძლიერი მხარეები (Strengths) – შიდა სტრატეგიული ფაქტორები
- მსოფლიო ცნობადობა – ფორდი არის კარგად ნაცნობი ბრენდი საავტომობილო ინდუსტრიაში, ის ცნობილია მსოფლიო ბაზარზე მისი წარმატების გამო გაყიდვებსა და რეკლამებში. სტატისტას(Statista) მონაცემებზე დაყრდნობით კომპანიის ბრენდის ღირებულება შეადგენს 12.74 მილიარდ დოლარს.
- კვლევა და განვითარება – ფორდის კვლევები და განვითარება არის მისი ძლიერი მხარის ერთ-ერთ გასაღები, რადგან კომპანია იმის მიმდევარია, რომ შექმნას და განავითაროს ახალი პროდუქტები. ისინი გამუდმებით ცდილობენ გააუმჯობესონ ავტომობილის მონაცემები. ფაქტორები რომლითაც აფასებენ ავტომობილს არის საწვავი, ეფექტურობა, უსაფრთხოება და მომხმარებლის კმაყოფილება.
- მრავალფეროვანი შეთავაზებები – ფორდი ემსხურება ყველა სახის დემოგრაფიულ ჯგუფს თავის მრავალფეროვანი ბრენდებითა და ავტომობილების მოდელებით. მრავალფეროვანი ავტომობილების მიწოდების საშუალებით ის ზრუნავს მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე.
- ადაპტირებადობა – ფორდს გააჩნია ფართო პროდუქციისა და მომსახურების პორტფელი, რაც აძლევს მას ძლიერ ბერკეტს იმისათვის, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული ერთი სახის პროდუქტზე. ადაპტირებადობა ახალ ტექნოლოგიებთან ასევე ხდის მას კონკურენტულს საავტომობილო ბაზარზე.
- უზარმაზარი ქსელი – კომპანია ასევე მრავლფეროვანია თავისი ფუნქციონირებითა და განაწილებით, ფორდს მსოფლიოს გარშემო 62 ქვეყანაში გააჩნია ავტომობილების საწარმო. ის ანვითარებს თავის მანქანებს სტანდარტული პროცედურებით.
ფორდის სუსტი მხარეები (weakness)
- პროდუქტების უკან გაწვევა – ფორდი ძალიან დაზარალდა და საფრთხე განიცადა ბრენდის იმიჯმა, პროდუქციის უკან გაწვევის გამო 2016 წლის მაისში. გაწვეული მანქანების რაოდენობამ დაახლოებით შეადგინა 830,000 ერთეული (ორივე ერთად ლინკოლნი და ფორდი). ასევე მანქანების გაწვევა მოხდა 2015 წლის მაისში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზის გამო. შესაძლოა უკან გაწვევა გარკვეულ ძლიერ მხარედაც წარმოვიდგინოთ და ვთქვათ რომ ამით ფორდი ადამიანებს ეუბნება – მე თქვენზე ვზრუნავ! უკან გაწვეული ავტომანქანა ზრუნვის რეკლამაა სწორედ. ეს არის ეგრეთ წოდებული AFTERMARKETING – ანუ „მარკეტინგს – შემდგომი მარკეტინგი“!
- სუსტი რეპუტაცია – ფორდს აქვს იმიჯი მაგრამ სუსტი რეპუტაცია შედარებით მის ევროპელ და იაპონელ კონკურენტებთან. კერძოდ ლინკოლნი მიიჩნევა, როგორც უფრო ქვემდგომი ბრენდი ინგლისურ და გერმანულ მდიდრულ ავტომობილების ბრენდებთან შედარებით.
- დამოკიდებულება ამერიკულ ბაზარზე – ფორდი ძალიან დამოკიდებულია ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე. ეს ზღუდავს მის მოგებასა და შემოსავალს. ექსპერტების ვარაუდით, მომავალში ავტომობილების გაყიდვის ძირითადი ნაწილი განვითარებად ბაზრებზე მოვა – როგორიცაა ჩინეთისა და ინდოეთის მომხმარებელი. აქ ფორდს სუსტი რეპუტაცია გააჩნია. საქართველოშიც, ჩვენი კვლევის თანახმად ფორდი ჩამორჩება იაპონურ საავტომობილო ბრენდებს საკუთარ სეგმენტში.
ფორდის შესაძლებლობები(Opportunities) – გარეგანი სტრატეგიული ფაქტორები
- ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილები – ფორდი ცდილობს ადაპტირდეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე. მათ აქვთ ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ აწარმოონ საწვავ – ეფექტური ავტომობილები. ფორდს შეუძლია ააწყოს ისეთი ტიპის ავტომობილი, რომელიც ენერგიის წყაროდ გამოიყენებს საწვავის სხვადასხვა ფორმებს.
- მომხმარებლების ბაზის ზრდა – ფორდი მუშაობს ისეთ მძლავრ ავტომობილების ბაზარზე, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი. მათ აქვთ ასევე შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ შევიდნენ პატარა ზომის ქვეყნების ბაზარზე მთელს მსოფლიოში და გაზარდონ საკუთარი მომხმარებლების მასა.
- ციფრული მარკეტინგი – დღესდღეობით ციფრული მარკეტინგი არის ძალზედ გავრცელებული მთელს მსოფლიოში, ასე რომ ფორდს აქვს შესაძლებლობა, რომ იმუშაოს საკუთარ ციფრულ მარკეტინგის უნარებზე, რომ გაზარდოს მომხმარებლების რაოდენობა.
- თვითმავალი მანქანა – 2017 წელს ფორდის კომპანიამ 1 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიაზე, (Argo AI), რომ განევითარებინა თვითმავალი მანქანის ტექნოლოგია.
ფორდის საფრთხეები(Threats)
- მაღალი კონკურენცია – ფორდი არის ჩართული ძალიან დიდ კონკურენციაში, ისეთ მეტოქეებთან როგორიცაა ტოიოტა, ტესლა, ტატა. ის იბრძვის, რომ შეინარჩუნოს ინოვაციურობის პოზიცია თავის ინდუსტრიაში.
- ფასების ზრდა ნედლეულზე – ფასების ზრდამ ისეთ ნედლეულზე როგორიცაა ფოლადი, შეიძლება პირდაპირი გავლენა მოახდინოს კომპანიის ზღვრულ დანახარჯებსა და მოგებაზე.
- რეგულაციები – დღესდღეობით ძალზე აქტუალურია გარემოს გაჯანსაღების საკითხები. ავტომობილები გადიან ტექნიკურ ინსპექტირებას საზოგადოების უსაფრთხოებისთვისა და ხარისხის კუთხით. ფორდი შეიძლება დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს თუ ვერ დააკმაყოფილებს ახალ რეგულაციებს.
ტესლას SWOT ანალიზი
კომპანია ტესლა დაარსდა 2003 წლის ივლისში ბიზნესმენების მარტინ ებერჰარდის და მარკ ტრაპენინგის მიერ, კომპანიას დაფინანსების ადრეულ ეტაპზე შემოუერთდნენ ილონ მასკი, ჯეფრი ბრაიან შტრობელი და იან რაიტი. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს პალო – ალტოში, კალიფორნიაში. კომპანიის სახელწოდება უკავშირდება ნიკოლა ტესლას, რომელიც იყო თავისი დროის ძალიან წარმატებული გამომგონებელი და მეცნიერი. კომპანიის წლიური შემოსავალი არის 24,5 მილიარდი დოლარი, ხოლო მოგება 775 მილიონი დოლარი.
ტესლას ძლიერი მხარეები(Strengths)
- ტოპ დამსაქმებელი კომპანია – თანამშრომლები არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი კომპანიის წარმატებისა. “Wall Street Journal” – ის მოხსენებით ტესლა გამოვლინდა იდეალურ კომპანიად თანამშრომლებისთვის მისი მრავალფეროვნებისა და ინოვაციურობის გამო. გამოკითხვების მიხედვით ამ კომპანიას მიიჩნევენ იდეალურ ადგილად მუშაობისათვის. ის იზიდავს ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებლებს რომლებიც არიან ენერგიულები და ნიჭიერები.
- წამყვანი საავტომობილო კომპანია – ტესლა 2019 წელს გახდა ლიდერი საავტომობილო კომპანია, მიწოდება 367,500 მანქანა. ის ერთნაირად ანვითარებს, როგორც ინოვაციურობას ასევე მდიდრულობას, მან ჩამოიტოვა მსგავსი ისეთი ცნობილი ბრანდები როგორიცაა, “BMW” და “Mercedes”.
- საუკეთესო კლასის ელექტრომობილები – ტესლას ელექტრომობილებმა ჩამოიტოვა სხვა ბრენდების ელექტრომობილები, ისინი ფარავენ უფრო დიდ მანძილს ვიდრე მისი კონკურენტების ბრენდები. ტესლას „Model S“-ს შეუძლია დაფაროს 600 კილომეტერი ბატარიის ერთი დატენვით.
- დომინირება აშშ – ში ელექტრომობილების გაყიდვის კუთხით – სტატისტას (Statista) მონაცემების მიხედვით ტესლას ელექტრომობილი არის ყველაზე გაყიდვადი მანქანა ასეთი ტიპის მანქანებს შორის. 2019 წელს ტესლას “Model 3”-ის გაყიდვების რაოდენობამ შეადგინა 187,971 ავტომობილი, მას მოყვება მეორე ადგილას მყოფი „Chevrolet Volt stands“ და მესამე ადგილას მყოფი ტესლას „model S“.
- ინოვაციური კომპანია – ტესლა არის ძალიან ინოვაციური კომპანია( არ დაგვავიწყდეს მათ მიერ შექმნილი მსოფლიოს პირველი სრულად ელექტრო ძრავზე მომუშავე ნახევრად სატვირთო და სპორტული ავტომობილი). ამიტომაც ბაზარი ენდობა მათ და ელოდება, რომ კომპანია განავითარებს კონკურენტუნარიან და მომგებიან პროდუქტებს, რომელიც მოუტანს ფირმას მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას.
ტესლას სუსტი მხარეები (Weaknesses)
- წარმოების სირთულე – მაღალი სტანდარტის ინოვაციურობა, ზრდის მექანიკურ სირთულესაც და წარმოების რისკ ფაქტორებსაც. მაგალითად კომპანია აღმოჩნდა დაუსრულებელი გამოწვევების წინაშე როდესაც მუშაობდნენ “model X” – ის გამოშვებაზე, რამაც გამოიწვია მუდმივი შეფერხება დისტრიბუციის კუთხით.
- მოთხოვნის ვერ უზრუნველყოფამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ბრენდის ღირებულებაზე – მაღალი ექსპერიმენტული და რთული პროცედურების გამო, ტესლა შეიძლება აღმოჩნდეს დაუბალანსებელი მოთხოვნა – მიწოდების პრობლემის წინაშე. მაგალითად 2019 წლის პირველ კვარტალში ტესლას ავტომობილების მიწოდება აღმოჩნდა საგანგაშო ნიშნულზე. კომპანიამ 2019 წლის პირველ კვარტალში მიაწოდა 63,000 მანქანა, რაც არის 31% – იანი ვარდნა 2018 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით.
- დიდი მოცულობის წარმოების ნაკლებობა – ტესლა არის პიონერი ენერგო ეფექტური მანქანების წარმოებაში, მაგრამ ის ვერ აწარმოებს დიდი ოდენობით ავტომობილებს მისი ნებისმიერი მოდელისთვის. თუმცა კომპანია გეგმავს “model 3” – ის დიდი მოცულობით წარმოებას, რასაც დასჭირდება რესურსების ზრდა.
- ბატარეების დეფიციტი – აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი დათანხმდა ნაკლები პროდუქციის წარმოებას ბატარეების შეზღუდული რაოდენობით მიწოდების გამო. ბატარეების დეფიციტი პირადპირ ზემოქმედებს გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობაზე.
ტესლას შესაძლებლობები (Opportunities)
- გაყიდვების ზრდა აუთვისებელ ბაზრებზე – ტესლასთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა ახალი ბაზრების ათვისება, როგორიცაა აზიის ბაზარი. ტესლა საჭიროებს რომ გააფართოოს მისი ბაზარი, რომ გაზარდოს ფინანსური სტაბილურობა.
- აწარმოოს ნაკლებად ძვირი ავტომობილი – ტესლასა ვტომობილების სიძვირე განპირობებულია მაღალი ინოვაციურობით, რომელიც საჭიროებს დიდ ფინანსურ რესურსებს. ახლახანს ტესლამ გამოუშვა “model 3”, რომელიც არის მეტად ხელმისაწვდომი “model S”-თან შედარებით, რომელსაც გააჩნია ნაკლები ძალა და შედარებით ცოტა მახასიათებლები. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ტესლამ გაზარდოს თავის ბაზრის ზომა.
- ბატარეების შიდა წარმოების ტექნოლოგიის შემოტანა – ტესლა გეგმავს საკუთარი ბატრეების სისტემის შექმნას. ეს კომპანიას დაეხმარება, რომ აწარმოოს მეტი და შეამციროს პროდუქციის ხარჯები. ამჟამად პანასონიკი არის მისი ძირითადი მომწოდებელი.
- ნდობა ბაზარზე – საფონდო ბირჟა აჩვენებს ნდობას ტესლას მიმართ, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ორი კვარტლის თანმიმდევრული შემოსავლიანობა. მიმდინარე წლის დაწყებიდან ტესლას აქციის ფასი საფონდო ბირჟაზე გოარმაგდა.
ტესლას საფრთხეები (Threats)
- ექსტენსიური კონურენცია – ტესლას კორპორაცია განიცდის აგრესიულ კონკურენციას როგორც ალტერნატიული საწვავის ძრავის მქონე ავტომობილების ბაზარზე(ჰიბრიდი, მთლიანად ელექტრომობილი) ასევე თვითმავალი მანქანების ბაზარზე. მრავალი ავტომობილების ბრენდი მდიდრულ სეგმენტში, როგორიცაა მერსედესი, „BMW“, აუდი, ლექსუსი და ეკონომიურ სეგმენტში, როგორიცაა ტოიოტა, ფორდი, ვოლვო, ჯენერალ მოტორსი, არიან მზად ძლიერი კონკურენციისთვის.
- პროდუქციის დეფექტი – ინოვაციურ ავტომობილებში რთული ინჟინერიის გამო, ტესლას მანქანებსა და სხვა ენერგო პროდუქტებზე გამოვლინდა მრავალი ხარვეზები. პროდუქციას ხარვეზი აქვს სხვადასხვა მახასიათებლებში, რომელსაც შეუძლია დააზიანოს კომპანიის იმიჯი.
- გრძელვადიანი ნდობა – ნებისმიერი კომპანიისათვის, გრძელვადიანი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, არის არსებითი ფაქტორი იმისა, რომ შეინარჩუნო საზოგადოებრივი იმიჯი. ტესლა არასტაბილური წარმოების გამო, განიცდის უნდობლობას საზოგადოებისგან მისი გრეძელვადიანი არსებობის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს, კომპანიის გრძელვადიაან განვითარებაში, დეფიციტის წარმოქმნა.
- მომხმარებლის ადაპტაცია – კომპანია დიდად არის დამოკიდებული მომხმარებლის სურვილზე, რომ შეეგუოს ელექტრომობილებს.
- ფეხით მოსიარულეების შეშფოთება თვითმავალ ავტომობილებზე – „YouGov“-ის კვლევის თანახმად, აშშ-ში მოზარდები თვითმავალ ავტომობილებს არასაიმედოდ თვლიან. ხოლო ადამიანებს 55 წლის ზემოთ აშინებთ ასეთი ტიპის ავტომობილები.
- მიწოდების შეფერხება მასალების დეფიციტის გამო – ტესლას პროდუქციის მიწოდებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, მასალების ფასის ზრდის გამო. კომპანია იყენებს ალუმინს, ფოლადს, ლითიუმს, ნიკელს, სპილენძს, კობალტს და აგრეთვე ლითიუმის იონს. ამ მასალებს აქვთ მერყევი ფასები, რომელსაც მომავალში შეუძლია გავლენა მოახდინოს პროდუქციის მიწოდების რაოდენობაზე.
- მაღალი რისკ ფაქტორი ლითიუმ-იონის გამოყენების გამო – ტესლა ბატარეებისათვის იყენებს ლითიუმ-იონს. ლითიუმი არის ძალიან რეაქტიული და ფეთქებადი ელემენტი, რაც ზრდის ჩვენი პროდუქციის რისკ ფაქტორს.
ავტორები: ლევან კაპანაძე, ნიკო ქავთარაშვილი
IBSU, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი