ფრანგული ბრენდები “აწვებიან“ მიჯნურობის არქეტიპს

ის ბრენდები გვიზიდავს, რომლებიც ჩვენთან, გაცნობიერებულ ურთიერთობასთან ერთად გარკვეულ ქვეშეცნობილ კავშირშიც იმყოფება. როგორც ცნობილია მომხმარებლების 81% თავის რჩეულ ბრენდს სთავაზობს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რაც მათი ამ ბრენდებთან ემოციური კავშირით არის განპირობებული. ადამიანი ყველაფერში ეძებს თავის თავს, განსაკუთრებით ჩვენ დროს, როდესაც ნივთები საკუთარი მე-ს გადმოცემის საშუალება გახდა.

აქედან გამომდინარე, ყოველ ბრენდს აქვს შესაბამისი არქეტიპი მომხმარებელთან ემოციური კავშირის დასამყარებლად.

იუნგი თვლიდა, რომ ადამიანის მოქმედებებზე და აზრებზე დიდ ზემოქმედებას ახდენდა მათში ჩადებული არქეტიპები. ისინი ხომ წარმოაჩენენ კომპანიის მისიას, ხედვას და ღირებულებებს. დაგვანახებენ ქცევებისა და კომუნიკაციის უნივერსალურ სურათს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს კონკრეტული ბრენდი გამოყოს ალტერნატივისაგან. ბრენდის წარმატების წინაპირობა არის ის, რომ მან იცის თუ რა უნდა მომხმარებელს მისგან, რა არის კლიენტის მოლოდინი და მტკივნეული წერტილი, რომელიც ბრენდმა უნდა დააკმაყოფილოს.

დღევანდელ დღეს წარმატების მიღწევისთვის ბრენდებმა უნდა შექმნან ემოციური კავშირი მომხმარებლებთან, ბრენდის ერთგულების გასაზრდელად.

განვიხილოთ ფრანგული ბრენდები ამ მიმართებით.

Chanel- ეს ის ბრენდია, რომელიც საკმაოდ დიდ და განუმეორებელ ისტორიას ატარებს მოდის ინდუსტრიაში. ის დაარსდა 1909 წელს, ანუ 111 წლის წინ და მისდამი სიყვარული არათუ შემცირდა, არამედ წლებთან ერთად გაიზარდა და მეტი პატივისცემა ჰპოვა. შანელი იყო პირველი ინოვატორი და პირველი დიზაინერი, რომელმაც შეცვალა ქალების ყოველდღიურობა და შეძლო მისი გამრავალფეროვნება. აქედან გამომდინარე ამ მიმზიდველი ბრენდის არქეტიპი არის „შეყვარებული“. ბრენდი გამუდმებით ცდილობს შეაყვაროს ქალებს საკუთარი თავი და მათი ჩაცმულობის სტილი, ასევე ეს ქალბატონები შეაყვაროს მამაკაცებს.

მთავარი შეტყობინება რომელსაც შანელი უგზავნის თავის ერთგულ მომხმარებელს არის „ Your Striking beauty is impossible to ignore”.

წარმოუდგენლად დიდი ეროტიზმია ჩადებული ამ მესიჯში. გული აგიფანცქალდება თუ გაიაზრებ ამ სლოგანს და შემდეგ წარმოიდგენ ქალბატონს რომელსაც ეს სლოგანი ეხება.

ეხლა შევეცადოთ განვიხილოთ დიდებული ბრენდი სახელად დიორ. Dior-ი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გამორჩეული ბრენდია მოდის ინდუსტრიაში, რომელიც “ლაქშერი” ანუ ფუფუნების ბრენდებში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. ბრენდი დაარსდა 1946 წელს კრისტიანე დიორის მიერ. დიორი მიეკუთვნება მაღალი კლასის საზოგადოებას, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ელეგანტურობა. ბრენდის კულტურის და მკაცრი სტილის მიუხედავად მისი არქეტიპი, ისევე როგორც შანელის არის „შეყვარებული“. ძველი ქართულით გამიჯნურებული ანუ შეყვარებული ანუ მადლიერი, ერთგული. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ადამიანმა თავი იგრძნოს განსაკუთრებულად და ბედნიერად.

 

 

მსგავსი დახასიათებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას, რომ დიორის მთავარი შეტყობინება საყვარელი მომხმარებლისადმი არის შანელის მსგავსი. ისიც ამბობს, რომ შეუძლებელია სილამაზის იგნორირება. დიორის სილამაზე უფრო დამატყვევებელია, იგი ლამის ყურში ჩაგვჩურჩულებს სიტყვებს და ცდილობს გვაცდუნოს.

 

 

Yves Saint Laurent- მრავალწლიანი ისტორიით ცნობილი ფრანგული ბრენდია. თავდაჯერებული მმართველი და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანებისთვის. ასევე არ ჩამორჩება „ლაქშერი“ ბრენდების ჩამონათვალს, რაც განისაზღვრება მოდელების ფასებით და ხარისხით, რომელიც წარმატების პირდაპირ პროპორციულია.

 

 

სეინთ ლორანის არქეტიპი არის „მბრძანებელი“ და ასევე „მიჯნური“. იქნებ „მბრძანებელი მიჯნური“. რადგან ამ ბრენდის მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტულობა, სიმდიდრე და წარმატების გრძნობა.

 

 

ბრენდის მთავარი მესიჯი ერთგული მომხმარებლისთვის კი არის “ You are succesful in work and in life. Reward your excellence and your achievements”.

Hermes, კიდევ ერთი ფუფუნების ფრანგული ბრენდია რომელიც მოღვაწეობს 1837 წლიდან. ბრენდი ძირითად აქცენტს აკეთებს ტყავზე, აქსესუარებზე, პარფიუმერიაზე, საათებზე.

 

 

ჰერმესის განსაკუთრებით ჩანთებისადმი მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ისევე როგორც ბრენდის მრავალფეროვანი დიზაინი, რაც მას უფრო განსაკუთრებულს ხდის ერთგული მომხმარებლისთვის. უდაოა, რომ შეუდარებელი ტყავის დიზაინის ჩანთები ცვლის ადამიანის მთლიან გარეგნობას, გეშტალტს, წამებში. ჰერმესის არქეტიპი ისევე როგორც დიორის და შანელის არის „შეყვარებული“.

 

 

რადგან მისთვის ასევე მნიშვნელოვანია წარმოაჩინოს საკუთარი მომხმარებელი განსაკუთრებულ პიროვნებად. ბრენდისთვის წამყვანია მადლიერება მგზნებარება და ერთგულება, ეროტიზმი და აღფრთოვანება.

ქართულმა ბრენდებმა, ხანგრძლივი და მდგრადი წარმატებისათვის, ასევე უნდა აირჩიონ ის არქეტიპები მომხმარებლებთან ქვეშეცნეული კავშირისათვის, რომელიც უხილავ ძაფებს გააბამს მათი პროდუქტებსა და ადამიანის სულს შორის.

 

ავტორები: ეკატერინე სუხიშვილი, ნინო ჯიქიძე
შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი