ამაზონი კონკურენტულ ბრძოლაში იმედგაცრუებულ ბრენდებს ამარცხებს, რომლებმაც კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით მაღაზიები დახურეს
Geckobrands საფუძვლიანად შეშფოთდა, როდესაც 7 წლის წინ, Amazon.com-მა პირველად დაიწყო სმარტფონებისათვის წყალგაუმტარი შალითების და სხვა გარე აღკაზმულობის გაყიდვები. კომპანიამ Grandville, Michigan-დან, იცოდა, რომ მსოფლიოში უმსხვილეს ინტერნეტ-რიტეილერთან მჭიდრო თანამშრომლობა მსხვილი მაღაზიების, რომელთანაც ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა, „გარიყვის“ დასაწყისი გახდებოდა. როდესაც პანდემია დაიწყო, Geckobrands-ის პროდუქცია დაახლოებით 3000 ადგილზე იყიდებოდა, მ.შ. სპორტული საქონელის მაღაზია Dick’s, სუპერმარკეტების ქსელი Meijer და გასართობ პარკებში არსებული კიოსკები.
ამჟამად, ამ მაღაზიების უმრავლესობა დაკეტილია. საგაზაფხულო შეკვეთების მომრავლებამ და საგადასახადო დავალიანების ზრდამ Geckobrands აიძულა Amazon-ის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა. „ჩვენი ბრენდი უფრო რელევანტური უნდა გახდეს, ამიტომ ეხლავე ვიწყებთ Amazon-თან თანამშრომლობას“, – განაცხადა Geckobrands-ის პრეზიდენტმა Gabe Miller-მა, რომლის კომპანიაც საკუთარი პროდუქციის დაახლოებით 50%-ს ელექტრონული კომერციის გიგანტის საშუალებით ყიდის.“მაღაზიების ტრაფიკი, არ აქვს მნიშვნელობა ღიაა თუ დაკეტილია, უბრალოდ შეჩერებულია.“
კონსულტანტები, რომლებიც ბრენდებს Amazon-ის ბაზარზე ორიენტაციაში ეხმარებიან, ამბობენ, რომ კომპანია მომწოდებლების ფართო წრეს იზიდავს, რომლებიც პანდემიამდე მაღაზიებში ყიდდნენ ყველაფერს, დაწყებული სათევზაო ანკესებიდან და ხელოვნების ნიმუშებიდან დამთავრებული ტანსაცმელით და პლაჟის ტოტალიზატორების ბილეთებით. ბრენდები და რიტეილერები ვარაუდობენ, რომ საცალო პარტნიორების უმრავლესობა პანდემიიდან გამოწვეულ საფრთხეებს ვერ მოერევა, ეს კი ნიშნავს – Amazon-ი არსებულ სიტუაციას ხელიდან არ გაუშვებს და მისი ბიზნესი უფრო გაფართოვდება.
Jeff Bezos-ი დიდ თანხებს ხარჯავს – მზად არის მოგებაზე უარი თქვას – რათა კომპანიამ პანდემიის პირობებში ბიზნეს საქმიანობა განაგრძოს. პირველ კვარტალში Amazon-ის ონლაინ გაყიდვები 24%-ით გაიზარდა, რაც ოთხი წლის განმავლობაში ყველზე მაღალი მაჩვენებელია. Amazon-ს ბაზრის დიდი წილის ხელში ჩაგდების უნიკალური შესაძლებლობა აქვს, მაშინ როდესაც კლიენტების მომსახურების კონკურენტი მაღაზიები დახურულია. Bezos-ი, რომლის თქმითაც საწყობის თანამშრომლებმა და კონტრაქტორებმა COVID-19-ზე პირველებმა მოახდინეს სწორი რეაგირება, ფსონს აკეთებს იმაზე, რომ Amazon-ის პოზიციების გამყარებას ანტიმონოპოლიური რეგულატორების მხრიდან უარყოფით გამოხმაურება არ ექნება. უნდა აღინიშნოს, რომ რეგულატორებმა კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს.
“ეს ერთ-ერთი იმ სიტუაციათაგანია, როდესაც მდიდრები უფრო მდიდრდებიან“, – ამბობს Andrew Lipsman, EMarketer-ის ანალიტიკოსი. „ეს მხოლოდ Amazon-ს არ ეხება. რიტეილერების ტოპ-10, რომლებიც მუშაობენ, უდიდეს უპირატესობას ფლობენ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი წვრილი რიტეილერი თამაშგარეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.“
გამოკითხვის თანახმად, რომელიც კომპანიამ Feedvisor-მა ჩაატარა, პანდემიამდე ბრენდების 45%-ი Amazon-ზე პროდუქციას არ ყიდდა. კომპანია Feedvisor ონლაინ რიტეილერებისთვის ფასწარმოქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის. მათ შორის მესამედზე მეტმა განაცხადა, რომ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად Amazon-ი არ სჭირდებათ. ბევრი ბრენდი და რიტეილერი Amazon-ისგან თავს შორს იჭერდნენ. მათ აშფოთებდათ ვარაუდი, რომ კომპანია მარჟას შეუმცირებდა, შეაგროვებდა მომხმარებლებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას და მოახდენდა მათი ყველაზე პოპულარული პროდუქტების კოპირებას.
შოურუმ მარკეტინგმა – როდესაც მომხმარებლებს პროდუქტების მაღაზიაში შემოწმება, შემდეგ კი შესყიდვა ინტერნეტით შეუძლიათ – აიძულა რიტეილერები, პროდუქცია Amazon-ზე განეთავსებინათ. მაგალითად წინა წელს, Nike-მა Amazon-ზე საკუთარი პროდუქციის განთავსებაზე უარი განაცხადა, მიზეზი – კომპანიის მიმართ იმედგაცრუება იყო.
პანდემიამ არსებული ჭეშმარიტება გადააბრუნა და ინტერნეტისაკენ მიმდინარე პანიკური გაქცევა დააჩქარა. ის რაც ეხლა ხდება, სამი წლის წინ Toys ‘R’ Us-ის გაბანკროტების გამოძახილია. ქსელმა, რომლის წლიური ბრუნვა დაახლოებით $1 მილიარდს შეადგენდა, ასობით მაღაზია დახურა და სათამაშოების დიდი ნაწილის გაყიდვა Amazon-ით, Walmart-ით და Target-ის საშუალებით გააგრძელა. ამ შემთხვევაში განსხვავება იმაშია, რომ რამდენიმე ჯაჭვი და კატეგორია საერთოდ გაქრა.
ნორმალურ სიტუაციაში, იარაღის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Magpul Industries, რომელიც Austin-ში არის დაფუძნებული, შაშხანის სამიზნეებსა და არსენალს, მაღაზიების Dick’s, Bass Pro და Cabela-ს საშუალებით გაყიდდა. მაგრამ, საცალო მაღაზიების დროებით დახურვის გამო, კომპანიამ პროდუქციის Amazon-ზე განთავსება დაიწყო. Amazon-ის ყოფილი ხელმძღვანელის Josh Cowan-ის სიტყვებით, რომელიც ბრენდს და ათობით სხვა ბრენდს პროდუქტების საიტის მეშვეობით გაყიდვაში დახმარებას უწევს: „ბრენდებს ეშინიათ სრული ნდობა გამოუცხადონ Amazon-ს, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვთ. Amazon ერთადერთი ადგილია, სადაც ბრენდებმა, ყველა კატეგორიაში, ვა-ბანკზე წასვლის მზადყოფნა გამოთქვეს“.
Ivory Ella, რომელიც მაისურებს წარწერით “გადავარჩინოთ სპილოები“ და მიღებულ თანხებს ველური ბუნების შენარჩუნების ფონდში რიცხავს, პროდუქციის Amazon-ზე განთავსების შესაძლებლობას განიხილავს, რასაც ტრადიციულად გაურბოდა, ვინაიდან მაისურებს საკუთარი საიტის საშუალებით ყიდდა. კომპანიის პროდუქცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტული ქალაქების ასობით საოჯახო მაღაზიებში იყიდებოდა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო მაღაზიები დაიხურა. გაყიდვების თითქმის ნახევარი საფრთხის ქვეშ დადგა.
Amazon-ის ბრენდის სტრატეგიის შესაბამისი არასოდეს ყოფილა, ამბობს გენერალური დირექტორი Cathy Quain, მაგრამ სხვა ალტერნატივა აღარ გვაქვს. „ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ადამიანების შესყიდვას განახორციელებენ“, – ამბობს Cathy Quain.
„თუ არსებობს ეპიდემიის ხელმეორედ გავრცელების საფრთხე, დაიწყებე შვებულებების სეზონი, საცალო მაღაზიები ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბერში კვლავ დაიხურება, მაშინ ადამიანები შესყიდვებს Amazon-ის საშუალებით განახორციელებენ.“- აი ასეთი აზრია გავცელებული დღეს აშშ-ს ბაზარზე.
უკვე დიდი ხანია Amazon-ი იმ ბიზნესში, რომელიც გაყიდვებს, ძირითადად საკუთარი საიტების მეშვეობით ახორციელებს, დომინირებდა. ეხლა, ბერეკეტების ეს სისტემა გაფართოვდა. მან მოიცვა უფრო მსხვილი ბრენდები, რომლებიც ადრე პროდუქციის დიდ ნაწილს „ოფლაინ“ მაღაზიებში ყიდდნენ. მაღაზიების დახურვამ და ბინაზე შეკვეთების ზრდამ მომხმარებლების ინტერნეტისაკენ სწრაფვა გაასმაგა. Amazon დარჩენილი სავაჭრო ცენტრებიდან ერთ-ერთია. მსხვილი სავაჭრო ცენტრები, როგორიცაა Walmart, Target და Costco Wholesale, ასევე მოგებულები დარჩნენ, ვინაიდან სურსათის გაყიდვას შეზღუდვები არ შეეხო. მაგრამ ზოგიერთ შტატში შეზღუდვები მათზეც გავრცელდა, მაშინ როდესაც Amazon-ს მსგავსი განკარგულებები არ შეხებია.
Amazon-ის საბაზრო ძალაუფლებას, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ეკონომიკაზე გავლენის ფართო შესწავლის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობა დეტალურად სწავლობს. წინა კვირას, წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარე Bezos-ს სასამართლოში გამოძახებით დაემუქრა, თუ ის უგულვებელყოფს კომიტეტში ჩვენების მიცემის თხოვნას. მიზეზი Wall Street Journal-ის ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც ელექტრონული კომერციის გიგანტი მესამე მხარის გამყიდველებიდან მონაცემებს კონკურენტული პროდუქტების შექმნაში იყენებდა, რაც გასულ წელს, Amazon-ის ხელმძღვანელის ფიცის ქვეშ მიცემულ ჩვენებებს ეწინააღმდეგება. ეს კი უკვე კარტელური საქმიანობის სახეს ატარებს.
ფედერალური სავაჭრო კომისია, ასევე სწავლობს Amazon-სა და მის მომწოდებლებს შორის ურთიერთკავშირს, რათა განსაზღვროს, იყენებს თუ არა ელექტრონული კომერციის გიგანტი კონკურენციის ჩასახშობად საკუთარ საბაზრო ძალაუფლებას.
ვირტუალური მაღაზიების დახურვა კომპანია Amazon-ის პოზიციებს მხოლოდ გაამყარებს. Lipsman-ის (EMarketer) სიტყვებით, მარტში ონლაინ გაყიდვების ზრდამ 30% შეადგინა, ეს რიცხვი აპრილში თითქმის გაორმაგდა. პანდემიამ Amazon უნიკალურ მდგომარეობაში ჩააყენა, კომპანიის ზრდის შეჩერება შეუძლებელია, მაშინაც კი, თუ საერთო სამომხმარებლო ხარჯები უმუშევრობის და ეკონომიკური ვარდნის გამო მცირდება.
წაგებულები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის მიზეზით დახურული საოჯახო მაღაზიები აღმოჩნდნენ. მცირე საწარმოების ნახევარზე მეტი დაიხურა, ხოლო თანამშრომლების 80% სამუშაოს გარეშე დარჩნენ (კომპანია Main Street Alliance-ის ჩატარებული გამოკითხვების მონაცემები. გამოკითხვაში მცირე ბიზნესის 30 000 წარმომადგენელი მონაწილეობდა).
„გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენს მთავარ საზრუნავს მასობრივი კორპორატიული კონსოლიდაცია და ეკონომიკის მონოპოლიზაცია წარმოადგენს“, – ამბობს Sarah Crozier, ჯგუფის პრეს-მდივანი. „თუ Main Street დასუსტებას გააგრძელებს, მაშინ ეკონომიკას სულ სხვა სახე ექნება.“
სპენსერ სოპერი