Geo Product – წლის საუკეთესო ქართული პროდუქტი რძის პროდუქციაში

საქართველო რძის პროდუქტებით მდიდარი ქვეყანაა. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ რძის ნაწარმი შეუცვლელი რესურსია. მისი დადებითი თვისებები კი შეუფასებელია, ვინაიდან, შეიცავს სხვადასხვა სახის ვიტამინს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ჯანსაღია ის პროდუქტი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ვხვდებით, საინტერესოა, როგორ შეაფასებდა რძის პროდუქტების სექტორს მოსახლეობა და რომელი ბრენდის პროდუქტს გამოკვეთდა? რომელი პიროვნული მახასიათებლებით დაახასიათებდით ბრენდებს, რომლებიც რძის ნაწარმს აწარმოებენ? რამდენად ასოცირდება ისინი გულწრფელობასთან და კომპეტენტურობასთან.

კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოს აქვს მძლავრი სამომხმარებლო ბაზარი რძის პროდუქტებისთვის, თუმცა, მომხმარებლის ნდობა ადგილობრივი პროდუქტის მიმართ კვლავ დაბალია. ჩნდება კითხვა რამ გამოიწვია ეს? საქმე ისაა, რომ ქვეყანაში ბევრ რძის პროდუქტების მწარმოებელ ფერმერს არ გააჩნია სპეციფიკური ტექნიკური ცოდნა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება. ამის გამო მომხმარებელი ხშირად უპირატესობას იმპორტულ პროდუქციას ანიჭებს, რადგან იმპორტირებული პროდუქტის მიმართ მათ უფრო მეტი ნდობა გააჩნიათ.

საქარველო ერთი-ერთი უძველესი ფერმერთა ქვეყანაა , რომლის ბაზარი საკამოდ მრავალფეროვანია , შესაბამიად, ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული რძის პროდუქტებია , რომელიც უძველესი დროიდან იწარმოება და უდიდესი აღირება მოიპოვა როგორც ქართველ ისე უცხოელ სტუმრებშიც კი , უფრო მეტიც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ , რომ ქართულმა ყველმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. რაც არუნდა საკვირველი იყოს ქართული ყველის სიძველეზე შთაბეჭდილებას გვიქმნის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მასალები.  მაგალითად : სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ნახავთ საქართველოში არქეოლოგიური გათხრებისას  აღმოჩენილ  მრავალსაუკუნოვან სარძევე ჭურჭელს, რომელთაგან უძველესი 80 საუკუნისაა. მუზეუმის საცავებში დაცულია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის და უფრო გვიანდელი პერიოდის სხვა არტეფაქტებიც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე რძის პროდუქტების ხანგრძლივ წარმოებას ადასტურებს.

ალბათ ყველა დაგვეთანხმებით, რომ რძის პროდუქტბიდან გამორჩეული პროდუქტია  ქართული ყველი. “ქართული ყველი” არის რძის პროდუქტების განმასხვავებელი და დელიკატური ნიშანი, რომელიც მზადდება მხოლოდ ნედლი რძით. ყველის  გემოსა და ტექნოლოგიას  მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები. ყველს აძველებდნენ, ავარგებდნენ რამდენიმე ძირითადი საჭიროების გამო, მაგრამ ამ პროცესში იკვეთებოდა იმ კონკრეტული კუთხისათვის დამახასიათებელი გემოვნური მახასიათებლებიც.

თუ დავფიქრდებით ალბათ დაგვეთანხმებით , რომ საქართველოს კუთხეებში ამ  გემოვნებისა და ტექნოლოგიის საძიებლად და  შესასწავლად მოგზაურობა ერთი დიდი სიამოვნებაა, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში თუ  იცით რომ ქართული ყველის ასორტიმენტი მრავალფეროვანია.

როდესაც ქართულ ყველზე საუბრობენ, უპირველესად სულგუნს, იმერულსა და თუშურ გუდის ყველს მოიაზრებენ, თუმცა ბოლო წლებში ქართული ყველის საკითხის წინ წამოწევამ და პოპულარიზაციამ ამ პროდუქტის ისეთი სახეობები აღმოგვაჩენინა, რომლებზეც აქამდე არც კი გვსმენოდა. საქართველოში ყველი განსაკუთრებულად უყვართ, რომლის გარეშე ქართული სუფრა წარმოუდგენელია.

საქართველოში ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული.

 

თუშური გუდის ყველი

თუშური გუდის ყველი  აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე ცნობილი ყველის სახეობაა. საუკუნეთა განმავლობაში გუდის ყველის ტექნოლოგია ჩამოყალიბდა ხანგრძლივი ზამთრის შესაბამისად და ამიტომ, საუკეთესო ყველიც ისაა, რომელიც დიდხანს ვარგდება ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე.

ტრადიციულ გუდის ყველს ისე არაფერი უხდება, როგორც კახური მეთოდით, ქვევრში ექვსი თვის განმავლობაში დავარგებული რქაწითელი და კახური შოთის პურბი (,,დედას პური“). ეს ცნობლი წყვილია, კახური ღვინის, შოთის პურის და თუშური ყველის „მეგობრობა” საუკუნეები მოდის.

 

ჩოგი

თუშური ყველის კიდევ ერთი სახეობაა ჩოგი, იგი ერთგვარი კრემყველია, რომელიც პურზე წასმულს ჭამენ. აგვისტოში ცხვრის რძე განსაკუთრებული ცხიმიანობით გამოირჩევა.

ჩოგს რბილი, კარაქისებრი კონსისტენცია, მოყვითალო ფერი და პიკანტური გემო  გამოარჩევს. სამწუხაროა, რომ ყველის ეს სახეობა მივიწყების პირასაა და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, საბოლოოდ რომ არ დაიკარგოს.

კალტი

ეს სახეობა მთიან რეგიონებშია გავრცელებული. გამხმარი კალტი ძირითადად მწყემსების საკვებს წარმოადგენს და გარდა იმისა, რომ შესანიშნავად კლავს შიმშილს, არაჩვეულებრივი ანტისეპტიკური საშუალებაცაა. კალტს ნადუღისგან ამზადებენ და რაღაცით პარმეზანს ჩამოჰგავს.

კობი

მზადდება ძროხის ნახევრად მოხდილი ან მოხდილი რძით, რომელსაც ცხვრის რძესაც ურევენ. ეს უგემრიელესი ყველი საოცრად უხდება კახურ თონის პურს.

 

აჭარული ჩეჩილი (დაჩეჩილი)

გარეგნულად დიდ თოკს ჰგავს, მზადდება ზაფხულში, ძროხის მოხდილი რძით. ასეთივე მეთოდი გამოიყენება მესხური ჩეჩილის დამზადებისასაც.

 

ქართული ყველი

კეთდება როგორც ძროხის, ისე ცხვრის, თხის, კამეჩის რძის ან მათი ნარევისგან. ოღონდ ნარევის შემთხვევაში ძროხის რძის რაოდენობა 50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

 

თხის ყველი

ყველაზე სასარგებლო ყველია, რომლის ტექნოლოგიის  აღორძინებაზეც ახლა მუშაობს „ყველის სახლის“ დიასახლისი.

 

ტენილი ყველი

ტენილი ყველი ქართული კულინარიის ნამდვილი მარგალიტია, რომელსაც დღეს ძალიან ცოტა მეყველე ამზადებს.

ტენილი ყველის მომზადება ხანგრძლივი პროცესია. მის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ამ პროცესის განმავლობაში ქვაბში ცხელი შრატი უნდა ესხას, თუ შრატი გაცივდა, ყველი არ გაიწელება და სათანადოდ არ დაწვრილდება. საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ რომ ის ორი თვის განმავლობაში უნდა დავარგდეს. ტენილი ყველი იმ მხრივაა მიმზიდველი, რომ გამოირჩევა არა მხოლოდ განსაკუთრებული გემოთი, არამედ, ვიზუალურადაც. ამ ყველს ერთი თავისებურება გააჩნია – ინახება გრილ ადგილას, მაგრამ მაცივარში იგი კონსისტენციას იცვლის და ასე ცივად შენახვას არ გვირჩევენ.

ტენილი ყველი ცხიმიანი ყველის სახეობაა, თუმცა ნაზი არომატი გააჩნია და ჯობს, შედარებით მსუბუქ ღვინოებს შევუხამოთ. ეს სახეობა იუნენსკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშიც კია შესული.

 

სულგუნი

სულგუნი –  დამზადების ტრადიცია სამეგრელოსა და სვანეთიდან მომდინარეობს და მრავალ საუკუნეს ითვლის. იგი მოუხდელი, გადაზელილი  ყველის სახეობაა, მას როგორც  ნედლად ისეც  მიირთმევენ, მარილშიც ინახავენ, თაფლშიც და  ბოლავენ კიდეც. სამივე სხვადასხვა სახეობის ყველია და სამივეს თავისი კულინარიული დატვირთვა გააჩნია.

 

 იმერული ყველი

იმერული ყველი ერთ-ერთი განთქმული ყველის სახეობაა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, მას როგორც „ჭყინტის“ ყველს ისე იცნობს საზოგადოება,  ვინაიდან რბილი და სასიამოვნო კონსისტენციის ყველია, თუმცა მის უნიკალურობას ის განაპირობებს, რომ ტრადიციულად გამოიყენება  ხაჭაპურის მოსამზადებლად.

 

დამბალხაჭო

ეს ყველაზე ძვირი ყველია ქართული სახეობებიდან და ერთი კგ–ს ფასი 12–18 დოლარს აღწევს. მისი სამშობლო მთიულეთი და ფშავია. დამბალხაჭო ობიანი ყველის სახეობაა და პენიცილინის სოკოს შეიცავს. თუმცა ევროპული ობიანი ყველისგან იმით განსხვავდება, რომ ევროპელები ყველს სპეციალურად სოკოს ბაქტერიებით აობებენ, დამბალხაჭოს კი ბუნებრივი გზით.

 

დამპალი ყველი

კიდევ ერთი იშვიათი სახეობა, რომელსაც ქალბატონმა ანამ მიაგნო. ეს ობმოკიდებული თეთრი ყველია, კარაქის შიგთავსით.

რით გამოირჩევა Geo product-ი, რას სთავაზობს ბაზარს და რატომ უნდა იყიდოს მომხმარებელმა მისი პროდუქცია? რა ტექნოლოგიურ, ტექნიკურ, ცოდნაზე დაფუძნებულ და უნარჩვევით უპირატესობები გააჩნია ამ ბრენდის პროდუქტს? ამ და სხვა კითხვაზე პასუხს ჩვენს სტატიაში იხილავთ.

კომპანია Geo product-ი ნედლი რძით აწარმოებს სულგუნს, შებოლილ სულგუნსა და ქართულ ყველს. პროდუქტი საექსპორტოდ ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში (ბრუკლინში) გადის. კომპანაის ახალი დაწყებული აქვს საქმიანობა და აპირებს, ეტაპობრივად, სხვა პროდუქტებიც დაამატოს, კერძოდ, ჯემები, მურებები, ტყემლები, აჯიკა და სხვა. კომპანიის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია ამერიკაში.  Geo product-ი ნელ-ნელა ზრდის დასაქმებულთა რაოდენობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 კონკურენტები

კომპანია Geo product-ს ჰყავს მრავალი კონკურენტი, რომლებიც მუდმივად ცდილობენ საკუთარი პროდუქცია გახადონ კონკურენტუნარიანი და ინოვაციური ბაზარზე. ესენი გახლავთ:

 

“ყველის სახლი“

„ყველის სახლი“, სადაც 50-მდე ქართული და 15 უცხოური ყველის სახეობაა წარმოდგენილი. ასევე, რძის პროდუქტები, თაფლი, ღვინო და სხვა ადგილობრივი, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი.

“ყველის სახლის” მიზანია, ქართული ყველის მრავალფეროვანი სახეობის წარმოების განვითარება და საზოგადოებისათვის  გაცნობა. ასევე კომპანიის ბაზარზე დამკვიდრება, ადგილობრივი მომხმარებლებისათვის ყველის მოხმარების კულტურის გაცნობა და ქართული ყველის სახეობების პოპულარიზაცია.

პროდუქცია გათვლილია ყველა ტიპის მომხმარებელზე. არის, როგორც იაფიანი და ფართოდ გავრცელებული ყველის სახეობები, ასევე ძვირადღირებული კატეგორიაც. „ყველის სახლის“  უპირატესობა არის პირველ რიგში ფასი, მეორე მხრივ – ნამდვილი ქართული და ევროპული ყველის გემო, ასევე ხარისხი და უსაფრთხოება. პროდუქციის წარმოება შემოწმებული ნედლეულით ხდება. არსებობენ მუდმივი მომწოდებლები, რომელთა ნედლეული ასევე გადის შემოწმებას.

ყველის სახლი ბაზარს სთავაზობს ყველის ექსკლუზიურ სახეობებს, რომელთა შეძენა სხვაგან არ არის შესაძლებელი.

 

დარეჯან კანთელაძე

დარეჯან კანთელაძის მიზანს წარმოადგენდა ყველის წარმოება და საწადელსაც მიაღწია –  დღეს დარეჯანის კუთვნილი შპს „სანტა“ „ალპიას“ ბრენდის ქვეშ რამდენიმე სახეობის ყველს აწარმოებს.

 

ვიტა პროდუქტი

2015 წელს წალკის მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმო „ვიტა პროდუქტი“გაიხსნა.  ‘’ვიტა პროდუქტი“ წელიწადში 3000 ტონაზე მეტი ნედლეული გადამუშავდება , ასევე სხვადასხვა სახეობის ყველის და კარაქის წარმოებაც მიმდინარეობს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

 

თბილისის რძის ქარხნა

2020 წლის მაისში, თბილისის ინდუსტრიულ ზონაში ბელარუსული ინვესტიციით კომპანია „თბილისის რძის ქარხანამ“ რძის გადამამუშავებელი საწარმო აამოქმედა. მისი მთავარი ფინანსური და ტექნოლოგიური ინვესტორი ცნობილი ბელარუსული კომპანიათა ჯგუფია, რომელიც 10-მდე რძის გადამამუშავებელ და საკვების სრულციკლიან წარმოებებს მართავს. რძის გადამუშავების კუთხით მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების მქონე ბელარუსს დღეს მსოფლიოში მოწინავე პოზიციები უკავია როგორც რძის პროდუქტების წარმოებაში, ასევე, მათ მრავალფეროვნებაში, სტაბილური მაღალი ხარისხსა და წარმოების მოცულობებში.

ქარხნის ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანიამ 850 000 ევროს ინვესტიცია ჩადო; საწარმო დღიურად 40 ტონა ნედლ რძეს ამუშავებს და 59 ადამიანს ასაქმებს. დღეისთვის, საწარმო ტრადიციული ქართული ყველის 10 სახეობას აწარმოებს, რომელიც წარმოდგენილია მაღალი ხარისხი და წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოება. დღეისთვის პროდუქციის შეძენა თბილისსა და რუსთავში არაქსელურ მაღაზიებში და, ასევე, დედაქალაქის კაფე-რესტორნებშია შესაძლებელი.

 

ბაზრის სეგმენტაცია

მოგეხსენებათ გონივრული მარკეტინგის ძირითადი დანიშნულებაა სწორად შერჩეულ მყიდველთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაა. ბაზრის სეგმენტაციას კი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ვახდენთ:

დემოგრაფიული – მოგეხსენებათ, რძის პროდუქტი და კერძოდ, ყველი, ყველას ასაკის ადამიანს უყვარს შესაბამისად განსხვავებულ ემოციებსაც იწვევს მათში, აქედან გამომდინარე, ,,Geo Product” ხელმისაწვდომია ყველა ასაკის, სქესის, რასის და ეროვნების მომხმარებლისთვის.

გეოგრაფიული – პროდუქტი იყიდება საქართელოში, ხოლო საექსპორტოდ ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში (ბრუკლინში) გადის.

სოციალური – ,,Geo Product” განკუთვნილია ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანისთვის, რადგან მას სიამოვნებით მიირთმევს ყველა ფენა, მისი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებშია, რაც მის ავტორიტეტს კიდევ უფრო ამაღლებს.

ფსიქოგრაფიული- ,,Geo Product” ბევრ ადამიანს უყვარს, სოციალური კლასის, ცხოვრების სტილის და პიროვნული მახასიათებლების განურჩევლად.

ქცევის მიხედვით-ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ქცევითი ნიშნის მიხდევით, ამიტომ კომპანიის მისიაა უზრუნველყოს კლიენტების კმაყოფილების მაღალი დონე და მათ ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს.

 

პროდუქტი

კომპანია Geo Product, ვინაიდან, 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია რძის პროდუქციაში ცდილობს აწარმოოს სხვადასხვა პროდუქტი, ამიტომ მისი სამომხმარებლო კალათა მოიცავს სულგუნს, შებოლილ სულგუნსა და ქართულ ყველს. ის ცდილობს ბაზარზე მტკიცე პოზიციონირებას და სწორედ ამიტომ სურს, რომ აწარმოოს ეტაპობრივად სხვა პროდუქტებიც, კერძოდ, ჯემები, მურაბები, ტყემალი, აჯიკა და სხვა.

 

მარკეტინგის 4 P:

პროდუქტი (Product) – იგი ქმნის მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებით აღსავსე ყველის ასორტიმენტს.

ფასი (Price) – ყველასთვის ხელმისაწვდომი და მისაღებია.

განაწილება (დისტრიბუცია) (Place) – შეთავაზება ზუსტადაა ხელმისაწვდომი მიზნობრივი აუდიტორიისთვის.

სტიმულირება (Promotion ) – ვინაიდან Geo Product ახალია ბაზრზე მას შედარებით სუსტად აქვს განვითარებული სტიმულირების სტრატეგიები, თუმცა მისთვის მთავარი ფასეულობა მომხმარებელია, რომელიც მის პროდუქციაში აფასებს ხარისხსა და ნატურალურობას, სწორედ ამიტომ კოპნია აგრძელებს ძლიერ  ბაზარზე მოკიდოს ფეხი და გაუმკლავდეს გამოწვევებს.

 

მარკეტინგული სტრატეგია Geo Product-ისთვის

როგორც ყველა კონკურნტუნარიანი კომპანია Geo Product-იც ცდილობს მისი პროდუქტი ყველასთვის ცნობადი და მომხმარებელში  პოპულარული გახდეს. მოლოდინმაც გაამართლა და Geo Product 2020 წლის ქართულ ტოპ ბრენდებს შორის შევიდა. რამ გამოიწვია მისი პოპულარულობა და აღიარება? რა თქმა უნდა, მაღალმა ხარისხმა და ხელმისაწვდომმა ფასებმა, რომელიც ყველა კომპანიას სჭირდება. მათ შეძლეს მარკეტნგული გათვლებით მიზნის სწორად მიღწევა და მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

 

მწვანე მარკეტინგი

მწვანე მარკეტინგი არის პროდუქტის ან მომსახურეობის პოპულარიზაციის პროცესი, რომელიც ეფუძვნება მათ გარემოს დაცვით სარგებელს. ეს პროდუქტები ან მომსახურეობა შეიძლება თავისთავად ეკოლოგიურად სუფთა იყოს ან წარმოებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა გზით.

და მაინც რა არის მწვანე მარკეტინგი?

მწვანე მარკეტინგი გულისხმობს კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ თავიანთი პროდუქციისა თუ მომსახურეობის გაწევას ისე, რომ აჩვენონ მათი ეკოლოგიურობა.

Geo Product პროდუქციის მწვანე მარკეტინგის კონცეფცია მეტად მრავალფეროვანია, ვინაიდან, კომპანიაში ვხვდებით დაცულ სისუფთავის ხარისხს, ნატურალურობასა  და ეკოლოგიურობას. პროდუქციის წარმეობას დადებითი გავლენა აქვს გარემოზე, რადგან უზრუნველყოფს არა მარტო პროდუქტის სისუფთავის მაღალ ხარისხს, არამედ ამცირებს  გარემოს დაბინძურებას, რაც დღევანდელი  საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

დაგვეთანხმებით, რომ  ყველის უნიკალურობას, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის რძე განაპირობებს, რომელსაც იძლევა ადგილობრივი მსხვილფეხა საქონელი. სწორედ ამიტომ, Geo Product- ის ყველის განსაკუთრებულობა და მაღალი ხარისხი  გამომდინარეობს უმაღალი ხარისხის ნატურალური ნედლეულიდან და დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიიდან, თუმცა ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ გარემოპირობებსა და გეოგრაფიულ არეალს, საიდანაც Geo Product -ი იძენს ნატურალურ, უგემრიელეს და უმაღლესი ხარისხის რძეს.

პროდუქციის ნატურალურობაში მეტყველებს მისი შემცველობაც, რაც განპირობებულია   მდიდარი ცილებით, ცხიმებით  და მინერალური ნივთიერებების შემცველობით.

 

სამომხმარებლო აუდიტი და ბაზრის კვლევა

კომპანია Geo Product-ს  მკაფიოდ განსაზღვრული, მომხმარებელზე ორიენტირებული ხედვა აქვს. მის პროდუქციას მომხმარებელი სხვადასხვა პიროვნული მახასიათებლებით აფასებს, ესენია: გულწრფელობა, აღელვებულობა და კომპეტენტურობა. სამომხმარებლო აუდიტის კვლევამ თვალსაჩინოდ დაგვანახა ის, თუ რამდენად აკმაყოფილებდა Geo Product-ის პროდუქცია მომხმარებელთა მოთხოვნილებებს.

კერძოდ, კვლევამ ნათლად აჩვენა ის, რომ მომხმარებელთა უმეტესობა იცნობს Geo Product-ის პროდუქციას და ის მართლაც შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ საუკეთესო ყველის მწარმოებელ კომპანიად, მისი ხარისხიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამოკითხულთა შორის იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც არც კი იცოდნენ ამ ბრენდის პროდუქციის შესახებ და პირობა მოგვცეს, რომ მას აუცილებლად დააგემოვნებდნენ ამ კომპანიის პროდუქციას. აქედან გამომდინარე, კომპანიას ჰყავს საშუალო ტიპის მომხმარებელი, რომელთა უმეტესობა მდედრობით სქესს მიეკუთვნება და ისინი პოტენციურ მომხმარებელთა კატეგორიას წარმოადგენენ.

ჩვენმა რესპოდენტებმა, რომელთაც მოსწონთ კომპანია Geo Product-ის ასორტიმენტი, აღნიშნეს, რომ სიამოვნებით დააგემოვნებდნენ  მათ ინოვაციურ პროდუქციას, რომელსაც კომპანია ახლო მომავალში გეგმავს.

მოკლედ ყველის უნიკალურ თვისებებზე:

  • ამცირებს გულის დაავადებათა რისკს
  • შაქრიანი დიაბეტს
  • ამცირებს სიკვდილის რისკს
  • არეგულირებს ქოლესტერინს
  • გხდის ძლიერს

ყველი, არის პროდუქტი, რომელიც  ჩვენზე ისევე მქომედებს, როგორ ყავა, შოკოლადი, ნარკოტიკი, სიგარეტი, ვხდებით მასზე დამოკიდებული, ოღონდ ერთი განსხვავებით, ეს პროდუქტი მეტად სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და მაინც რატომ Geo Product-ის პროდუქცია? პირადად ჩემთვის ეს პროდუქტი გამოირჩვა დამზადების მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასებით. იგი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც შეიძლება ახალმა, ინოვაციურმა ბრენდმა შექმნას ბაზარზე… Geo Product-ი ჩვენთვის და არა მარტო ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა… ის არის პროდუქცია, რომელიც სწრაფად მზარდ ბაზარზე თავისუფლად დაიკავებს ლიდერის პოზიციას.