სასმელების ქართული ბრენდები ავთენტურია

„შენ აქ საიდან გაჩნდი? შე ბარაქიანო შენა…
რა მარჯვენამ მოგიყვანა აქა, შე ჯიშიანო შენა…
როგორ მომანატრე თავი, შენ მადლიანო შენა…“

ჯარისკაცის მამა

 

ბრენდის ავთენტურობის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში. ყოველი კომპანია მიისწირაფის იმისაკენ რომ აწარმოოს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, მაგრამ მათ ამისათვის ავთენტურობის მოპოვება სჭირდებათ. მაგალითისათვის მოვიყვანთ NIKE-ს. იგი უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდი გახლდათ სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზე, მაგრამ მას აკლდა ავთენტურობა. იმისათვის რომ აემაღლებინა ავთენტურობა NIKE-მ შეიძინა ინგლისური – სპორტული ბუცების ტრადიციული მწარმოებელი – UMBRO. ამგვარად NIKE გახლდა ავთენტური ბრენდი და როდესაც მას უკვე აღარ სჭირდებოდა UMBRO, მან იგი 275 მილიონ დოლარად გაყიდა.

ბრენდის ავთენტურობას დიდი მნიშვნელობა აქვს ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე. ცნობილია რომ მრავალი კომპანია ბორდოს რეგიონში სახლდება, მხოლოდ იმიტომ რომ აიმაღლოს ეს მახასიათებელი.

იმ დროს როდესაც ამ მიმართულებით მრავალი ბრენდი პრობლემებს განიცდის – საქართველოს ალკოჰოლურ კომპანიებს მაღალი ავთენტურობა აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, სასმელების ბაზარზე მრავალი ავთენტური მწარმოებელი მოღვაწეობს და მათ შორის კონკურენცია საკმაოდ მძაფრია. სასმელების ბაზარზე, არ გვხვდებიან ჰეგემონები. ბაზრის წილებს მრავალი მწარმოებელი ინაწილებს. ქართულ ბაზარზე გვხვდებიან,როგორც ქართული ასევე უცხოური ბრენდები. აღსანიშნავია ის, ფაქტი რომ ქართული ბრენდები ღირსეუულ კონკურენციას უწევენ უცხოურ მეტოქეებს. ზოგადად ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია და ამ დარგში საკმაოდ ბევრი კომპანია ჩამოყალიბდა საქართველოში. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად არის განპირობებული ქართული კულტურიდან გამომდინარე, თითოეული ქართველისთვის ცნობილია რომ საქართველოს ღვინის აკვნად მოიხსენიებენ და ჩვენს ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციაა.იგი ქართული კულტურის და ქართული ყოველდღურობის განუყოფელი ნაწილია.

მიუხედავად ღვინის პრიორიტეტულობისა არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში ყველანირი პირობა არსებობს ალკოჰოლური სასმელების მთელი სპექტრის წარმოებისთვის.ქართული ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელი ბრენდები ტრადიციებზე დაყრდობით ქმნიან მრავლი სახის პროდუქტს და ამასთანავე არ ჩამორჩებიან თანამედრვე სტილს და სიახლეებს და გვთავაზობენ საინტერესო პროდუქტებს.

როგორც ზემოთ ავღნიშნე საქართველოს ბაზარი მცირე ზომისაა, მაგრამ ქართული ბრენდებისთვის წარმატების მომტანი ის ფაქტია, რომ ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს 53 ქვეყანაში.

File:Sarajishvili logo.jpg - Wikimedia Commons

სარაჯიშვილი

კომპანია

ქვეყანაში, სადაც ვაზისა და ღვინის წარმოება ათასწლეულებს ითვლის, ქართული ღვინის ბრენდი შედარებით გვიან, მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა და ის დიდი მეწარმის, დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება.პირველი ქართული ღვინის ბრენდი დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით კონიაკის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ დავით სარაჯიშვილმა არა მხოლოდ ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგია ჩამოიტანა ევროპიდან, არამედ გულდასმით შეისწავლა საქართველოს კლიმატი და ნიადაგი, გამოარჩია ღვინის ბრენდისთვის საუკეთესო ვაზის ჯიშები და მათ გასაშენებლად ხელსაყრელი მიკრო-ზონები.

კომპანია 1884 წელს დაარსდა, სულ რაღაც სამ წელიწადში 1887 წელს პირველი პროდუქტიც გამოუშვა.

1889-1912 წლებში დავით სარაჯიშვილის ღვაწლმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ქართული ბრენდი – პარიზის, ბრიუსელისა და ჩიკაგოს გამოფენებზე ოქროს მედლებით დაჯილდოვდა. 1913 წელს კი კომპანიამ განსაკუთრებული წოდება „რუსეთის იმპერატორის კარის მომწოდებელი“დაიმსახურა. 1911 წლიდან ქარხანას დავით სარაჯიშვილის მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი ჩაუდგა სათავეში. მან შესანიშნავად გააგრძელა მეუღლის საქმიანობა და ხელი შეუწყო კონიაკის წარმოების განვითარებას საქართველოში.

კომუნისტების მმართველობის დროს, დავით სარაჯიშვილის დაარსებული კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და „თბილისის კონიაკის ქარხნის“ სახელს ატარებდა. 1994 წელს კომპანია კერძო მფლობელს გადაეცა და „სარაჯიშვილის“ სახელი დაიბრუნა.”სარაჯიშვილის სახლის“ მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე 250-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის: 6 სუპერ გრან-პრი, 35 გრან-პრი, 1 ორმაგი ოქროს, 1 დიდი ოქროს და 155 ოქროს მედალი. საუკეთესო შეფასებების შედეგად, „სარაჯიშვილის სახლმა“ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მოიპოვა აღიარება. დღესდღეობით, „სარაჯიშვილის სახლი“ მსოფლიოს 4 კონტინენტის 20-მდე ქვეყანაში ახდენს პროდუქციის ექსპორტს.

ავთენტური პროდუქტი

„სარაჯიშვილის სახლი“ღირსეულად აგრძელებს დავით სარაჯიშვილის საქმიანობას და მუდმივი შემოქმედებითი ძიების შედეგად, ახალ და საინტერესო ღვინის ბრენდის ნიმუშებს ქმნის.ქართული ღვინის ბრენდი უბრალო ალკოჰოლური სასმელი არ გახლავთ; მარკის თითოეული პროდუქტი ინდივიდუალური ისტორიით, წარმომავლობით, ხასიათითა და გარეგნული იერით გამოირჩევა. „სარაჯიშვილის სახლის“ ნებისმიერი პროდუქტი მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ და საშუალებას მოგცემთ, არა მხოლოდ ურთიერთობითა და სასიამოვნო ატმოსფეროთი დატკბეთ, არამედ ნამდვილი ქართული ბრენდის უნიკალური გემო შეიგრძნოთ.

ამჟამად „სარაჯიშვილის სახლი“ ბრენდის სამ – კლასიკურ, უნიკალურ და ვინტაჟურ ხაზს აერთიანებს.

 

კლასიკური ხაზი

სარაჯიშვილი XO

სარაჯიშვილი XO ღვინის ბრენდის კლასიკური ხაზის გამორჩეული პროდუქტია. მუხის კასრებში წლების განმავლობაში დაძველებულ, 15 სახეობის ღვინის სპირტისგან შემდგარ, მიმზიდველ კომპოზიციაში უძველესი 30 წელს აღემატება. მას დახვეწილი, ჰარმონიული ბუკეტი და რბილი, ხავერდოვანი გემო დაჰყვება. ბრენდს ახასიათებს ვანილის, შოკოლადის, მუხის ინტენსიურ ტონები და ასევე ნუშისა და ტყავის გამორჩეული არომატები. მუქი ქარვისფერი სარაჯიშვილი XO, ბრენდის ნებისმიერ მოყვარულს აღაფრთოვანებს.

სარაჯიშვილი EXTRA

ხელოვნების ეს საუცხოო ნიმუში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშებისაგან მზადდება და მოიცავს ყველაფერს, რაც საუკეთესო ღვინის ბრენდისათვის არის დამახასიათებელი. სარაჯიშვილი EXTRA გამოირჩევა არომატების მდიდარი თაიგულით, რომელშიც საოცარ, ჰარმონიულ პალიტრას ქმნიან ვანილის, შოკოლადისა და ხილის ტონები. მუხის კასრებში მრავალწლიანმა დაძველებამ, უნიკალური სპირტების ამ იშვიათ ნაზავს ხავერდოვანი გემო და სირბილე შესძინა.

 

უნიკალური ხაზი

TRILOGY

წარსულისა და აწმყოს სინთეზის შთაგონებით შექმნილი, “სარაჯიშვილის სახლის” უნიკალური ხაზის ახალი ლიმიტირებული პროდუქტი – TRILOGY. სამი – XIX, XX და XXI საუკუნის, ყურძნის სამი ჯიშისა და საქართველოს სამი სხვადასხვა რეგიონის ჰარმონიული სინთეზი. უძველესი, დახვეწილი სითხე და ორიგინალური ბოთლის სრულყოფილი კომბინაცია TRILOGY-ს იდეას რეალობად აქცევს.

Independence

კომპანია „სარაჯიშვილი“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს განსაკუთრებულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს უნიკალური მახასიათებლების სასმელს – ბრენდს სახელად „Independence“ უძღვნის, რომელიც 1918 წლის უნიკალური სპირტითაა დამზადებული.პროდუქტის, რაოდენობა განსაკუთრებული და სიმბოლურია -1918 ეგზემპლიარი.

ამ 1918 ცალ ბოთლში განსხეულდება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი იმედი უკეთესი, თავისუფალი მომავლის შესახებ, რომელიც ისეთივე კომპლექსური და მრავალშრიანია, როგორც თავად ეს პროდუქტი. თითოეული ბოთლი გრავირებულია და მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი.პროდუქტის დიზაინი და შინაარსი მთლიანად შთაგონებულია, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ვიზუალური მხარითა და ხელმოწერის აქტით.

 

ვინტაჟური ხაზი

VINTAGE 1945

წელი: 1945 ყურძნის ჯიში: რქაწითელი.
ფერი: მიმზიდველი, კრიალა ქარვისფერიდან ოროსფერში გარდამავალი.
არომატი: მრავალფეროვანი, რთული, ხმელი ხილის, მინდვრის ყვავილთა, მუხის მერქნის, ოდნავ ტყავის, ვანილის და შოკოლადის სასიამოვნო ტონებით;
გემო: დახვეწილი, რბილი, ძველი კონიაკისათვის დამახასიათებელი მუხის პიკანტური გემოთი.

VINTAGE 1957

წელი: 1957
რეგიონი: იმერეთი, ვაჭევი-ზესტაფონი-სვირის მიკროზონა;
ყურძნის ჯიში: ციცქა და ცოლიკაური;
ფერი: ოქროსფერში გარდამავალი კრიალა ყავისფერი;
არომატი: დახვეწილი, სასიამოვნო, ხილის, კენკრის ტონების საოცარი თანხვედრა მუხის მერქნისა და ვანილის სურნელთან;
გემო: რბილი, ჰარმონიული, სიძველის ტონებით.

VINTAGE 1945,
VINTAGE 1955,
VINTAGE 1957,
VINTAGE 1968,
VINTAGE 1973

 

 

ბადაგონი

კომპანია

ღვინის კომპანია “ბადაგონის” ისტორია 2006 წელს კახეთში, სოფელ ზემო ხოდაშენში იწყება. მეღვინეობის ქართული ტრადიციების დაცვით და ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და მეცნიერული ცოდნის გამოყენებით კომპანია წლიდან წლამდე იზრდებოდა და დღესდღეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბადაგონს” მთელს აღმოსავლეთ ევროპაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეღვინეობა აქვს. მაგრამ მთავარი ისაა რომ „ბადაგონი“ ავთენტური ბრენდია.

ბადაგონის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს წყნარ ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი შექმნილია ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან. ბადაგონის ღვინოებში შეხვდებით როგორც ქართული ტრადიციული მეთოდით, ასევე ევროპული მეთოდით დამზადებულ ღვინოებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის მარანში დაყენებული ქვევრის ღვინო – „ალავერდის ტრადიცია.“ ამ ისტორიული მარნის აღდგენა “ბადაგონის” დახმარებით 2006 წელს მოხდა.

მისია

„ჩვენი მისიაა, შევქმნათ საუკეთესო ქართული ღვინო ვაზის მხოლოს ქართული ჯიშებისაგან ისე, რომ უპირველეს ყოვლისა პატივი ვცეთ უძველეს ქართულ ტრადიციებს და ამავდროულად გამოვიყენოთ ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და მეცნიერული ცოდნა და გავაცნოთ ის ღვინის მომხმარებელს მთელ მსოფლიოში“.

პროდუქცია

ალავერდის ტრადიცია
წითელი მშრალი
ალკოჰოლი: 13.5%
შაქრიანობა: 0-4 გ/
ლყურძნის ჯიში: საფერავი 100%
ფერი: მწიფე ალუბალი

წარმოება: ღვინის ფერმენტაცია ალავედის მონასტერში, მუხის ჩანებში მიმდინარეობს, რომელიც სპეციალურად კომპანია ბადაგონისათვის ცნობილმა იტალიურმა კომპანიამ “DELLA TOFFOLA” შექმნა, რომელიც აღჭურვილია ტემპერატურის კონტროლის სისტემით, ღვინის შემდგომი ფერმენტაცია და მაცერაცია მკაცრად კონტროლირებადი ტემპერატურის ქვეშ მიმდინარეობს. ღვინის დავარგება კი ფრანგული მუხის კასრებში 18 თვით ხდება.

საფერავი რეზერვი 2010
წითელი მშრალი

ალკოჰოლი: 14.0%
შაქრიანობა: 0-4 გ/ლ
ყურძნის ჯიში: საფერავი 100%
ფერი: მუქი შინდისფერი

წარმოება: ბადაგონის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეღვინეობა იძლევა საშუალებას, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, განსაკუთრებული გემოვნური თვისებებისა და ბუკეტის მქონე საფერავი. საფერავი “რეზერვი” შექმნილია 2010 წლის მოსავლის საუკეთესო რჩეული ღვინო მასალებისგან, რომელთაც გამოავლინეს დაძველების მაღალი პოტენციალი. ღვინო დავარგებულია მუხის კასრებში 3 წლის განმავლობაში.

ბადაგონი როზე
ნახ/ტკბილი ცქრიალა ღვინო

ყურძნის ჯიში: საფერავი 100%
ფერი: ღია ვარდისფერი
სურნელი: ყვავილებისა და ტკბილი ხილის ბუკეტი
გემო: მწიფე ხილისა და სხვადასხა კენკროვანის ნაზი არომატი
წარმოება: პრემიუმ კლასის ცქრიალა ღვინო, ყურძენს ირჩევა ხელით და ვიღებთ სპეციალურად მოწყობილ პრემიუმ ღვინოებისთვის განკუთნილ მიმღებში. დამზადებული “Charmat” –ის მეთოდით, ნარჩევი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.

Red Five
ნახ/მშრალი წითელი ღვინო

ფერი: ლალისფერი
სურნელი: ალუბლის სასიამოვნო ტონები
გემო: დაბალანსებულად მოტკბო

წარმოება: ყურძენს კრეფენ აუცილებლად გამთენიისას, მოკრეფისთანავე ალაგებენ სპეციალურ ყუთებში, რათა გზაში არ დაზიანდეს და შუა დღის 12 საათამდე მიაქვთ ღვინის ქარხანაში. ყურძნის გადამუშავების სრული ციკლი მიმდინარეობს რედუქციული მეთოდით თანამედროვე ტექნოლოგიის სპეციალური ხაზის საშუალებით. ალკოჰოლური ფერმენტაციის დროს ლაბორატორიული კონტროლის საფუძველზე ჩერდება დუღილის პროცესი ბადაგონის მძლავრი სამაცივრო სისტემის მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა ღვინოში შენარჩუნდეს ბუნებრივი შაქარის ოდენობა.

„ბადაგონის“ მეღვინეობა არის ქართული უნიკალური ტრადიციებისა და თანამედროვეობის ჰარმონიული შერწყმის ადგილი, რაც იმედს გვაძლევს, რომ 2006 წელს დაწყებული ისტორია არასდროს დასრულდება.

ბაგრატიონი

კომპანა

ს.ს. ბაგრატიონი 1882 ცქრიალა ღვინის მწარმოებელი პირველი სპეციალიზებული საწარმოა საქართველოში. იგი 1937 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანია საქართველოს ცქრილა ღვინის ბაზრის ლიდერია.

კომპანიის სახელწოდება ქართველ მეფეთა შთამომავლის, თავად ივანე ბაგრატიონ-მუხრანელის სახელს უკავშირდება, რომელმაც XIX საუკუნის შუა ხანებში ქართული ცქრიალა ღვინის წარმოება ფრანგული ბოთლური მეთოდით დაიწყო. სწორედ აქედან იღებს დასაბამს ქართული ცქრიალა ღვინის საუკუნოვანი ისტორია. მსოფლიო აღიარება ამ პროდუქციამ პირველად 1882 წელს სანკ-პეტერბურგში მოიპოვა, სადაც საერთაშორისო გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი დაიმსახურა.

სწორედ ისტორიიდან მოდის ამ ბრენდის მაღალი ავტენტურობა! ახლა, 125 წლის შემდეგ, “ბაგრატიონი 1882” დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მთელ კავკასიაში.

განვითარებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან ერთად ბაგრატიონი 1882-ს აქვს საკუთარი ვენახები საქართველოს ყველაზე პრესტიჟულ მიკროზონებში, იმერეთისა და ქართლის რეგიონებში. გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა შესანიშნავი წინაპირობაა საუკეთესო, განუმეორებელი გემოს მქონე ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.

პროდუქცია

ბაგრატიონი 1882 Finest
შესაბამისი მოსავლის წლის ბრუტი
დამზადებულია ტრადიციული მეთოდით.

ელეგანტური, საუცხოო, სრულყოფილი და მოცქრიალე, ჩინურის ჯიშის ძველი ვაზიდან მოწეული, შესაბამისი წლის მოსავალი საქართველოში ქართლის ცნობილი ღვინის რეგიონიდან. ციტრუსის არომატი, ცოცხალი სურნელი, ხილის ტონები, ჯიშობრივი, სხეულიანი, კეთილშობილური.

“ბაგრატიონი” – ცქრიალა ღვინო – “ვარდი” – ნახევრად მშრალი

ჯიში: ციცქა, ჩინებული, გორული მწვანე, საფერავი
არომატი და გემო: ხილის ნაზი ტონები
ალკოჰოლი: 12%

“ბაგრატიონი 1882” წარმოდგენილია შემდეგ ქვეყნებში:

  • ა.შ.შ.
  • უკრაინა
  • ლატვია
  • გერმანია
  • ჩინეთი
  • თურქეთი
  • ინგლისი
  • შვედეთი
  • იაპონია
  • აზერბაიჯანი

„ჩვენ გვინდა, ყოველდღიურობას განსხვავებული ელფერი შევძინოთ, ხოლო ცხოვრების განსაკუთრებული წუთები დაუვიწყარი გავხადოთ.“

 

ასევე დამატებით

თაფლის დისტილატი მიდამოსგან

„მიდამო“ უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელია, რომლიც თავისი ტექნოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე არ არის არც არაყი, არც ჭაჭა და არც რახი, ეს არის თაფლის დისტილატი.

სასმელში ალკოჰოლის წილი შეადგენს 40%. მოცემული სასმელი მზადდება ოთხი სახეობის თაფლისგან ესენია: მაისის,მინდვრის, ალპური და ტყის. „მიდამო“ მიირთმევა ვისკისა და რომის მსგავსად გაციების გარეშე.

მოცემული სასმლის ღირებულება ქართულ ბაზარზე შეადგენს 70 ლარს. თუმცა იწარმოება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით(სპეციალური შეკვეთით)

 

ზიგუ – მეღვინეობა შუმისგან

მეღვინეობა შუმი მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ სასმელ ზიგუ-ს. ზიგუ 300 სახეობის ქართული და ევროპული ვაზის ჯიშებისაგან და ალპური ყვავილებისგან მზადდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება.

საქართველოში არსებული 523 ჯიშიდან მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყენება მრეწველობაში. შუმი ამ ენდემური ჯიშების ყურძნისგან საექსპერიმენტო ღვინოებს აკეთებს და რომელი ვაზის ჯიშიც გაამართლებს, სამომავლოდ იმ ჯიშებს გააშენებენ, რათა მათგან ახალი ქართული ღვინოები შექმნან. სწორედ ასეთი ექსპერიმენტის წარმატებული ნაყოფია საკოლექციო ვენახის ძლიერ არომატული და იშვიათი ჯიშებისგან ექსკლუზიური მეთოდით დამზადებული ალკოჰოლური სასმელი ზიგუ.

„China Wine and Spirit Award 2017“-ზე, რომელიც ჩინეთსა და ჰონგ კონგში ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ კონკურსად მიიჩნევა, შუმის ექსკლუზიურმა შემაგრებულმა სასმელმა „ზიგუ“-მ ორმაგი ოქრო მოიპოვა.

მოცემული სასმლის შეძენა შესაძლებელია საქართველოში არსებულ სასმელების მაღაზიებში და მისი ფასი 48.00 არს შეადგენს.

ვაშლის ბრენდი კალვადოსი ეთნოსგან

კალვადოსი არის ვაშლის სიდრის ორმაგი დისტილაციის შედეგად მიღებული ბრენდი. მისი სამშობლო საფრანგეთის რეგიონი – სახმრეთ ნორმანდიაა. ვაშლის ბრენდი, იგივე კალვადოსი, შეყვარებულთა სასმელად ითვლება. კალვადოსი არის 8 სხვადასხვა ჯიშის ვაშლისგან დამზადებული, ეკოლოგიურად სუფთა ალკოჰოლური სასმელი 5 წლიანი დაძველებით.

“ეთნო” არის კალვადოსის წარმოების ტექნოლოგიით დამზადებული ვაშლის ბრენდი. იგი 100%-ით ნატურალური პროდუქტია, რომელიც მიიღება ეკოლოგიურად სუფთა მთის ვაშლის ღვინის – სიდრის ორმაგი დისტილაციითა და მუხაში დავარგების შედეგად. არ შეიცავს შაქარს და საფუარს. ქართულ ბაარზე 500 მლ. სასმლის ღირებულება შეადგენს 50.00 ლარს.

ამგვარად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დიდ ისტორიას ატარებს სასმელების ინდუსტრიაში. რაც მთავარია თითოეული ქართული ბრენდი ითვალისწინებს თავის კულტურას და ადათწესებს რაც იმას ადასტურებს რომ ქართულ ბრენდები სრულიად ავთენტურია.

 

ავტორები: ნინო ბაგაური, ანი დავითაშვილი
IBSU, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი