ტანსაცმლის Top-5 ქართული ბრენდი

წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ქართული ბრენდი იქმნება, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობენ. მათ შორისაა ტანსაცმლის ბრენდები, რომლებიც საკმაოდ ხარისხიანი და ხშირ შემთხვევაში იაფი პროდუქციითაც გამოირჩევიან.

1. Zoma

ქართული ბრენდია, რომელიც აქცენტს პიროვნებისა და ცხოვრების სტილის გამოხატვაზე აკეთებს. მოდელების უმრავლესობა უნისექსია. ბრენდი მომხმარებელს ყოველდღიურ კომფორტულ სამოსს სთავაზობს. Zoma ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა.

2. Krawaii

ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის streetwear-ს გოგოებისა და ბიჭებისთვის. ბრენდის ინსპირაცია ანიმეებიდან მოდის. კოლექციებში იპოვით პოსტსაბჭოთა ესთეტიკით შექმნილ მოდელებსაც.

3. Person

ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ქალისა და მამაკაცის სამოსს სთავაზობს, 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველ სეზონზე ახალ კოლექციას უშვებს, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით იკერება. Person-ის ტანსაცმელი ხარისხიანია და სიიაფითაც გამოირჩევა. ყოველ ახალ კოლექციაში აღმოაჩენთ როგორც სპორტულ, ასევე კლასიკურ მოდელებს, შესაბამისად, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მარტივად შეუძლია მისთვის საინტერესო სამოსის შერჩევა.

4. TAMRA

ორიგინალური დიზაინით შექმნილი სკეიტბორდების გარდა სპორტულ, ყოველდღიურ ტანსაცმელს და ჩანთებსაც აწარმოებს, რომელიც ისევ და ისევ სკეიტერების სტილით არის შთაგონებული

5. Cosmic Dance

ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი, რომელიც თავისი შინაარსით ერთგვარ მოძრაობად, სახელოვნებო პლატფორმადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. Cosmic Dance-ის კონცეფციაა თანამედროვე ხელოვნება, როგორც სუბკულტურული მოვლენა და თანამედროვე ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრების სტილი. Cosmic Dance გთავაზობთ ტანისამოსს, რომელზეც ქართველი არტისტების ნამუშევრებია გამოსახული.

 

ავტორები: ანა ჭეჟია, მარიამ ურჩუხიშვილი
IBSU, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი