საქართველო და მოდის ინდუსტრია

დღეს მინდა საქართველოსა და მსოფლიო მოდის კავშირებზე მოგითხროთ. „მსოფლიო მოდა და საქართველო“, მე პირადად ამ სიტყვების ხსენებისას პირველი ადამიანი ვინც მახსენდება, რა თქმა უნდა დემნა გვასალიაა.

დემნა გვასალია

ბრენდ Vetements-ის დამფუძნებელი, Balenciaga- ყოფილი კრეატიული დირექტორი

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის კურსდამთავრებულ დემნა გვასალიას 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით MaisonMartin Margiela-ს ქალის კოლექციის დიზაინერის თანამდებობა ეკავა, 2012-2014 წლებში კი Louis Vuitton-ში იგივე პოზიციაზე იმყოფებოდა.

საერთაშორისო აღიარების მიღწევა გამოწვევებით სავსე რთული გზაა, რომლის გავლაც ბევრ დამწყებ დიზაინერს უწევს, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, მაგრამ საქართველოს მოდის სამყაროში ცნობადობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2014 წელს დემნა გვასალიამ ახალგაზრდული და პროვოკაციული ბრენდი Vetements-ი დააარსა.

საქართველოში დაბადებულმა დიზაინერმა თავისი პირველივე რამდენიმე კოლექციით მოდის კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა, მისი დიზაინით შექმნილი ტანისამოსი კი მსოფლიოს საუკეთესო ბუტიკებში გამოჩნდა. დემნა გვასალიამ ქუჩის, პოსტმოდერნისტული ელემენტი შეიტანა მოდაში. მისმა ინოვაციურმა ხედვამ მალევე მიიპყრო მოდის ყველაზე გავლენიანი კონგლომერატის, Kering-ის ხელმძღვანელობის ყურადღება დაიმსახურა და 2015 წელს დემნა გვასალია Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.

მას შემდეგ ქართული მოდა მსოფლიოს დიზაინერების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქართველი დიზაინერი დღეს მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებიდან ერთ-ერთია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დემნა გვასალია მსოფლიო მოდაში ამინდს ქმნის.

 

რია ქებურია

ბრენდ Ria Keburia- დამფუძნებელი

“რიას მიერ შექმნილი სამოსი კონიუქტურულობასაა მოკლებული და აღსავსეა ახალი იდეებით”, – წერდა The Telegraph-ის ცნობილი ჟურნალისტი და მოდის მიმომხილველი ლუკ რეიჩი. სტატია მოსკოვში, მოდის კვირეულზე რიას სადებიუტო ჩვენების შემდეგ გამოვიდა. წარმატების შემდეგ რია ქებურიას სახელი ყველა მოდურ რედაქციასა და ონლაინ/ოფლაინ-რიელტერებს მოედო. ზოგს კოლექციის მოდელები გადაღებებისთვის უნდოდა, ზოგს კი – ახალი ბრენდის გაყიდვებისგან მოგების მიღება სურდა. რიამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის მერეც საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც American University of Paris-ში მარკეტინგს სწავლობდა. პარალელურად International Fashion Academy-ში დაიწყო სწავლა ტანსაცმლის დიზაინის პროფილით. პრინტებისა და ტექსტურის მიქსმა, დიზაინში ქართული კოლორიტის ელემენტებმა ლედი გაგას სტილისტის ყურადღება მიიქცია. “ჩემი ბრენდი კონცეპტუალური მსურს მოდას მეტი ხელოვნება შევძინო”. არჩეული გზა ნამდვილად მოუტანს ქებურიას დიდ წარმატებას, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოდისა და ხელოვნების სიმბიოზი – უკანასკნელი წლების მთავარი ტენდენცია გახლავთ.

 

დევიდ კომა

ბრენდ David Koma- დამფუძნებელი, Thierry Mugler-ის არტდირექტორი

 

 

ახალგაზრდა და ნიჭიერი ლონდონელი დიზაინერი თბილისში დაიბადა.

სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამხატვრო-სამრეწველო აკადემიის კურსდამთავრებულმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა მსოფლიო წარმატებამდე, როდესაც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც Central Saint Martins College of Art&Design-ში დაიწყო სწავლა. მისი სადიპლომო ნამუშევარი კურსზე საუკეთესო აღმოჩნდა, დავიდმა კი განაგრძო სწავლა მაგისტრის ხარისხის მისაღებად. დიზაინერის მორიგი კოლექცია “Pretty Woman” კვლავ წარმატებული აღმოჩნდა და დევიდმა ორი პრესტიჟული ჯილდო მიიღო: Harrods Design Award და Vauxhall Fashion Scout Merit Award. ლონდონის ცნობილმა უნივერმაღმა Harrods კონტრაქტი გააფორმა კომასთან მისი ტანისამოსის ხაზის გაყიდვებზე. ფეშენ-ინდუსტრიის გამორჩეულ დებიუტანტზე წერდნენ ჟურნალები, როგორებიცაა V Magazine და Dazed&Confused. შემდეგ კომახიძემ ლონდონის მაღაზია Brown’s Focus-თან გააფორმა კონტრაქტი. 2009 წელს დევიდი ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერის პროგრამის ლაურეატი გახდა British Fashion Council-სგან და შექმნა საკუთარი ბრენდი David Koma. იმავე წელს დაიწყო თანამშრომლობა ცნობილ მას-მარკეტ-გიგანტთან თოპსჰოპ — Topshop — David Koma for Topshop. 2014 წლიდან კი Thierry Mugler-ის არტ-დირექტორად დაინიშნა. დევიდის კოლექციები ინტელექტუალური და გრაფიკულია, ამასთან პროვოკაციებს მოკლებულიც არ გახლავთ. დიზაინერი ექსპერიმენტებს ატარებს ახალ ტექნიკებთან, უჩვეულო ფერებთან, ფორმებთან და ის ფაქტი, რომ Thierry Mugler-ის ახალი კოლექცია განსხვავდება იმისგან, რაც უკვე ვიხილეთ, ამტკიცებს, რომ ბრენდის ხელმძღვანელობამ დევიდის არტ-დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

ლალო დოლიძე

ბრენდი Lalo Cardigans

LaloCardigans არის ნაქსოვი ტანსაცმლის ქართული ბრენდი. თითოეული ნივთი უნიკალური ხელნაკეთი ნამუშევარია საქართველოდან, კავკასიიდან. ბრენდი დაარსეს ტყუპმა დებმა, ლალომ და ნინა დოლიძეემა 2012 წელს. მაგრამ უჩვეულო ისტორია იწყება, LaloCardigans- ის კრეატიული დირექტორის, ლალო დოლიძის სტუდენტობის წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ის უნივერსიტეტში სწავლობს საგნებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის მოდასთან, მას ფარული ოცნება აქვს.

საკუთარი ბრენდის შექმნის და მუდმივად ადევნებს თალს მოდის ინდუსტრიას, მაგრამ ის ვერასდროს წარმოიდგენს თავს, როგორც მოდის დიზაინერს. მას აქვს იდეა სპეციალური ნაქსოვი ორნამენტების შესახებ და იწყებს მის მიერ შექმნილი ნაქსოვი ჟაკეტის ტარებას. რამოდენიმე ხანში აღმოჩნდა ისე რომ ლალოს ჟაკეტი მთელს უნივერსიტეტს ეცვა და დაიბადა იდეა ბრენდი LaloCardigans-ის შექმნის.

ლალომ გადაწყვიტა გაეცნო ბრენდი მთელი სამყაროსათვის და მისი ოცნებაც ახდა. ლალო თავისი ინსპირაციით გამოირჩევა, ბუნების ყველაზე უნიკალური და ლამაზი თვისებებით. ხშირად გამოიყენებს სხვადასხვა ყვავილებისა და მცენარეების, ფორმებსა სილუეტებს საკუთარი კოლექციისათვის.2016 წელს ლალო დოლიძე უშვებს ახალ ხაზს “LALO”. იგი იყენებს დახვეწილ მასალებს, საუკეთესო სპეციალურ ძაფებსა და ნაზავებს, კავკასიონის ხელნაკეთ ნატურალურ ძაფებს, რომლებიც შექმნილია ტრადიციული კომბინაციებით, რათა შეიქმნას ექსკლუზიური და უნიკალური ტექსტილები ლალოს კოლექციებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ლალო დოლიძეს სპეციალური განათლება არ აქვს, იგი თვითნასწავლი დიზაინერი გახლავთ, რაც ამ საქმიანობას გარკვეულ შარმს ჰმატებს. ბრენდის ნაწარმის შეძენა შესაძლებელია რუსეთში, აშშ-ში, იტალიაში, პორტუგალიაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ხორვატიასა და მექსიკაში, ასევე ინტერნეტ-მაღაზიაში Moreislove.com-ზე.

ლალოს ისტორიას კი მისი საოცარი სიტყვებით დავასრულებ:

“მე მინდა, რომ ჩემი ისტორია იყოს ინსპირაცია მათთვის, ვისაც აქვს საიდუმლო ოცნებები. არასდროს არ არის დაგვიანებული გაბედვა და მცდელობა. 30 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე მოდის ბიზნესი. მანამდე სრულიად განსხვავებული ცხოვრება მქონდა.”

 

ანუკი არეშიძე

ბრენდი ANOUKI-ის დამფუძნებელი

ANOUKI ქართული, თბილისური ბრენდია, დაარსდა 2013 წლის ივლისში, რომლის მთავარი დიზაინერია ანუკი არეშიძე. ანუკი 26 წლისაა. იგი სწავლობდა მსოფლიოს ისეეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა Istituto Marangoni და Accademia del Lusso.

მოდის დიზაინის, სტილისა და კონსულტაციის შესწავლის შემდეგ, ანუკიმ გადაწყვიტა, რომ დრო იყო რეალობაშ მოეყვანა თავისი იდეები ტანსაცმლის დიზაინის შესახებ და დაბრუნდა მშობლიურ ქვეყანაში. 2014 წელს ANOUKI– მ შემოიტანა დიფუზიური ხაზი MISS ANOUKI. ბრენდი ძირითადად ახალგაზრდა თაობაზეა ორიენტირებული და მთლიან სახეს გვთავაზობს, რომელიც შექმნილია მსოფლიოს ძირითადი ტენდენციების გათვალისწინებით, პროდუქციის სპექტრის განახლება ხდება ყოველკვირეულად.

MISS ANOUKI ექსკლუზიურად მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი და ის ბაზარზე ყველაზე ინერტული ტანსაცმლის ბრენდია, გამოშვებიდან მალევე, იმის შემდეგ როცა საქართველო იხილავს კოლექციას იგი ხელმისაწვდომი ხდება მთელს მსოფლიოში. პირველმა მაღაზიამ მუშაობა დაიწყო 2013 წლის დეკემბერში, თბილისში. იქ უკვე ხშირი მომხმარებლები გახდნენ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ უცხოელი ქალბატონებიც.

მეორე ANOUKI მაღაზია გაიხსნა 2015 წლის ზაფხულში, ტურისტულ ქალაქ ბათუმიში, ქართული ზღვის კურორტზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მოთხოვნილების გამო. ამის შემდგომ ანუკის ხაზი მთელს მსოფლიოს მოედო და დღეს მისი მაღაზია თბილისში, მილანში, პარიზში და ნიუ-იურკშია. მის სამოსს კი უამრავი ვარსკვლავი ატარებს.

ბოლოს კი მინდა დონატელა ვერსაჩეს სიტყვებით დავასრულო სტატია:

“ის რასაც ჩვენ ბედისწერას ვეძახით, სხვა არაფერია თუ არა მიზანდასახულობა, თავდაუზოგავი შრომა და საკუთარი ოცნებების არ დავიწყება. მაშ მიჰყევი ბედისწერას”. 

 

ავტორი: ლიზა ბუაჩიძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის,
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი