ბრენდის პერსონაჟი – Green Giant

ერთ-ერთი, ოდესმე შემოყვანილი, ბრენდის ძლიერი პერსონაჟია General Mills’s Jolly -ის Green Giant. პერსონაჟი 1920-იან წლებში გამოჩნდა, როდესაც კომპანიამ Minnesota Valley Canning სავაჭრო ნიშნების შესახებ კანონების გვერდის ავლით (კანონის შესაბამისად კომპანიას აეკრძალა პროდუქტის დასახელებად გამოეყენებინა Green Giant), ინგლისური, ახალი ტკბილი სახეობის მუხუდოს ეტიკეტზე განათავსა Green Giant . სარეკლამო სააგენტომ Leo Burnett მხიარული მწვანე გოლიათის სიმბოლო 1930 წლიდან ბეჭდვით რეკლამაში გამოიყენა, ხოლო 1960-იანი წლების დასაწყისიდან – სატელევიზიო რეკლამებში.

თავდაპირველად სატელევიზიო რეკლამებში მონაწილეობდა მსახიობი – მწვანე მაკიაჟითა და მწვანე ფოთლებისგან შეკერილი კოსტუმით. მოგვიანებით რეკლამა სრულად ანიმაციურო გახდა. რეკლამები თანმიმდევრული და კრეატიული იყო. მწვანე გიგანტი ყოველთვის უკანა პლანზე ჩანდა, მისი მახასიათებლები გაუგებარი. ის ამბობდა მხოლოდ “Ho Ho Ho!” ძალიან ცოტას მოძრაობდა, არ დადიოდა და ხეობას არასოდეს სტოვებდა.

იმავე ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით მწვანე გიგანტი საერთაშორისო ბაზარზე წარადგინეს. The Little Sprout გამოსახულება 1973 წელს შემოიყვანეს. მიზეზი – ბრენდზე ახალი ხედვის ჩამოყალიბება და მოქნილობის მინიჭება. მომხმარებელს პატარა ყლორტი, მწვანე გიგანტისგან განსხვავებით, პროდუქტზე ღირებულ ინფორმაციას აწვდიდა.

General Mills-თვის მწვანე გიგანტი უზარმაზარი კაპიტალია, მისი სახელის და ხასიათის ახალ პროდუქტზე გამოყენება მომხმარებლისთვის იმის მაუწყებელია, რომ პროდუქტი „სასრგებლო“ და „ჯანსაღია“. გასაკვირი არა, რომ კომპანიამ მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი ბევრი თავისი უახლესი მწვანე ინიციატივა სწორედ მწვანე გიგანტს დაუკავშირა.

 

ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და ძლიერი პერსონაჟი მხიარული მწვანე გიგანტი – Jolly Green Giant.
წყარო: General Mills, Inc.

 

ბრენდის პერსონაჟის უპირატესობები. ბრენდის პერსონაჟები ფერადოვანი და მდიდარი გამოსახულებით გამოირჩევიან, ყურადღებას იპყრობენ და ბრენდის ცნობადობის შესაქმნელად საკმარისად სასარგებლონი არიან. ბრენდის პერსონაჟები ბრენდებს ბაზარზე წარმოქმნილი არეულობის დაძლევასა და პროდუქტის საკვანძო მნიშვნელობების გადაცემაში ეხმარება.

ბრენდის პერსონაჟებში ადამიანური ფაქტორის გამოყენება მიმზიდველობას ზრდის და ეხმარება ბრენდის, როგორც მხიარული და საინტერესო, აღქმის შექმნაში.

როდესაც ბრენდს ზედმიწევნით ადამიანური ან სხვა მახასიათებელი აქვს, მომხმარებლისთვის იოლი ხდება ბრენდთან ურთიერთობის დამყარება.

პერსონაჟები პრობლემებს, რომლებიც ადამიანებს აწუხებს, თავს არიდებენ – ისინი არ ბერდებიან, არ ითხოვენ ხელფასის გაზრდას და არ ატყუებენ მეუღლეებს. თუმცა საინტერესო გამონაკლისი მოხდა, როდესაც Aflac თავის სახელგანთქმული პერსონაჟი იხვი ცნობილი კომიკოსის Gilbert Gottfried ხმით აალაპარაკა. ამის მიზეზი გახდა კომიკოსის ტვიტერზე წინააღმდეგობრივი შენიშვნები, სადაც გაშუქებული იყო იაპონიაში დამანგრეველი ცუნამის შედეგები.

დავიდ ააკერი Aaker აღნიშნავს, რომ “the Keebler’s ელფის იდენტურობა (რომელიცსაოჯახო ცხობის შეგრძნებას მაგიის და მხიარულების ელფერთან აერთიანებს) ბრენდს სხვა პურ-ფუნთუშეულის ნაკეთობებზე უფრო ფართო გავრცელების საშუალებას აძლევს და შესაძლოა საკვების სხვა სახეობებიც იქნას ჩართული, სადაც საოჯახო მაგია და მხიარულება აღიქმება, როგორც სარგებლობის მომტანი“.

პოპულარული პერსონაჟები ხშირად ხდებიან ლიცენზირების ხელშეკრულების ღირებული ნაწილი, უზრუნველყოფენ პირდაპირ შემოსავალს და ბრენდის დამატებით ექსპოზიციას.

 

ავტორი: ტრეისი ჯონსი