დისტანციურმა მუშაობამ საგარეუბნო სახლების ბუმი გამოიწვია – I
უძრავი ქონების მარკეტინგი 2021 წელს
ნაწილი I
ამერიკაში, დემოკრატიის სამშობლოში, ტრამპისაგან ბაიდენისათვის საპრეზიდენტო პოსტის გადაცემამ უსისხლოდ არ ჩაიარა. COVID-19 მიერ გართულებული ეკონომიკური პროცესები პოლიტიკურმა არასტაბილურობამ კიდევ უფრო დაამძიმა და ამ ყველაფერმა მსოფლიო უძრავი ქონების ბაზარზე ჰპოვა ასახვა.
უძრავი ქონების ბაზარი არის მამოძრავებელი ძალა და ბარომეტრი მთელი ეკონომიკის. თუ ფასები იზრდება მაშინ ეკონომიკა ვითარდება. თუ ფასები შედგება, მაშინ შესაძლოა ეკონომიკის რეცესიასთან გვქონდეს საქმე.
2019 წლიდან მოყოლებული 2020 ამერიკის უძრავი ქონების ბაზარი თავიდან „დამფრთხალი“ ჩანდა, იპოთეკის განაკვეთი და სახლების ინვენტარიზაციის პროცენტი ისტორიულად არსებულ მინიმუმსაც მიუახლოვდა. მაგრამ შემდგომ ნელ-ნელა ისევ წამოიმართა და განვითარება დაიწყო. სწორედ საგარეუბნო უძრავი ქონების ბუმი შეიქმნა. რაც გამოწვეული იყო ადამიანების ონლაინ მუშაობით, რასაც დისტანციური შრომაც შეიძლება ეწოდოს.
2021 წელს მრავალ ქვეყანაში და საქართველოშიც სწორედ გარეუბნების უძრავი ქონების მზარდი დეველოპინგი/ვაჭრობა დაფიქსირდება. ონლაინ ტექნოლოგიებმა დაგვიმტკიცა რომ სახლიდან გაუსვლელად შეიძლება იმგვარი შრომა როგორიცაა:
- კონსულტაცია
- ახნსა-განმარტება
- დასკვნის მომზადება
- სწავლება საშუალო თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,
- საოფისო საქმიანობა
- სამეურნეო-ანალიტიკური შრომა
- დოკუმენტების დამტკიცება
- სამართლის განხორციელება
- დიაგნოზის დასმა
- საინფორმაციო და ჟურნალისტური ქმედებები
- აზარტული თამაშები
- ვაჭრობა
- ბიზნესების მართვა
- სპეკულაცია
- საჯარო დაწესებულებების ყველა ქმედება
- მართვა როგორც ბიზნესის ისე ქვეყნის
- სასულიერო საქმიანობა
და მრავალი სხვა რამ შესაძლოა, სახლიდან გაუსვლელად, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებებით განხორციელდეს. ეს კი იმას ნიშნავს რომ დაიწყო ადამიანთა ნანატრი ოცნების ახდომა. გნებავს იცხოვრე ზღვის, მდინარის, ტყის პირას და იმუშავე დისტანციურად.
ეს ადამიანური ოცნება ახალ გამოწვევას უქმნის უძრავი ქონების დეველოპერებს. მათ უნდა შეაფასონ არსებული ახალი გამოწვევა და ისწავლონ ადამიანთა ამ ოცნების დაკმაყოფილება. ეს არც ისე ადვილია. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც მშენებლობა წლების განავლობაში „ზევიდან“ განხორციელებული დაგეგმარებით ხდებოდა.
ასე რომ 2021 წელი იქნება გარეუბნების უძრავი ქონების ბუმის პერიოდი. ეს განსაკუთრებით მოხდება მძლავრ ინდუსტრიულ სახელმწიფოებში, სადაც ეკონომიკამ დაიწყო რესტრუქტურიზაცია და კორონას გამოწვევების მიხედვით გადაწყობა დისტანციურ ბიზნესზე. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც. აქაც მცირე ბუმი იქნება.
იმ ქვეყნებში სადაც იპოთეკური კრედიტი დაბალ-პროცენტიანი და მიმზიდველია რურალური უძრავი ქონება ძალიან მიმზიდველი გახდა. ხოლო იმ ქვეყნებში სადაც იპოთეკა ძვირია, ბანკებმა უნდა მოახდინონ რთული არჩევანი და გააიაფონ იპოთეკა რურალური უშრავი ქონების ბუმის გამოსაწვევად. აშშ-ში იპოთეკა შემდეგი პროცენტებით გამოირჩევა ბოლო 2 წლის განმავლობაში. 2019 წელს ის იყო 3,75% ხოლო 2020 წელს გახდა 2.88%.
პროფესორი კახაბერ ჯაყელი