დისტანციურმა მუშაობამ საგარეუბნო სახლების ბუმი გამოიწვია – II
უძრავი ქონების მარკეტინგი 2021 წელს
ნაწილი II
რადგანაც ვმსჯელობთ უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც ზოგიერთ ქვეყნებში ძირითადად დანაზოგებზე არის ორიენტირებული, უნდა ითქვას, რომ 2021 წელს გარკვეული გამოცოცხლება სწორედ რურალური უძრავი ქონების ბაზარზე დაფიქსირდება. S&P-ს მიხედვით საქართველოს ეკონომიკა 3% -ით განვითარდება, მაგრამ აქაც გადამწყვეტი გავლენა ექნება ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებას.
მთავარია უძრავი ქონების სწორი მართვა და ამ თემაზე, მრავალს სწერენ და ამბობენ წამყვანი მარკეტერები. მათ შორის ერთ-ერთი კიმბერლი ამადეო თვლის რომ უძრავი ქონების ბიზნესის სწორად წარმართვას, ხელსაყრელი კლასიფიცირება და მუდმივი შესწავლა სჭირდება. აქედან გამომდინარე კიმბერლი ამადეო შემდეგ მთავარ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას თავის კვლევაში:
- არსებობს უძრავი ქონების ოთხი ტიპი;
- დიფერენცირებულად მუშაობს უძრავი ქონების ინდუსტრია;
- ხდება განუწყვეტლივი ინვესტირება უძრავ ქონებაში;
- განჭვრეტა იმისა თუ რას გვეუბნება ახალი საცხოვრებელი სახლების სტატისტიკა;
უძრავი ქონება ეს არის საკუთრება, მიწა, შენობა, მიწის ზემოთ საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება და მიწისქვეშა უფლებები. ტერმინი „უძრავი ქონება“ რეალურ ან ფიზიკურ საკუთრებას ნიშნავს. „რეალური“ მოდის ლათინური ფესვიდან rex, ანუ ნივთები. სხვები ამბობენ, რომ ის ლათინური სიტყვიდანაა rex, რაც „სამეფოს“ ნიშნავს, ვინაიდან მეფეების მფლობელობაში იყო სამეფოში არსებული მიწები. თავდაპირველად, აშშ-ს კონსტიტუციით ხმის უფლება მხოლოდ უძრავი ქონების მფლობელებს ჰქონდათ.
არსებობს უძრავი ქონების ოთხი ტიპი:
- საცხოვრებელი უძრავი ქონება, სადაც შედის როგორც ახალი მშენებლობები, ასევე ბინების, სახლების ხელახალი გადაყიდვა. ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა ერთ ოჯახზე განკუთვნილი ბინები, სახლები. არსებობს აგრეთვე კონდომინუმები, კოოპერატივები, თაუნ-ჰაუსები, დუპლექსები, სამსართულიანი სახლები, ოთხსართულიანი სახლები, ფეშენებელური სახლები, მრავალბინიანი და დასვენების სახლები.
- კომერციულ უძრავ ქონებაში შედის სავაჭრო ცენტრები და მოლები, სამედიცინო და საგანმანათლებო შენობები, სასტუმროები და ოფისები. ხშირად, მრავალბინიანი სახლები კომერციულად ითვლება, იმ შემთხვევაშიც, როდესაც საცხოვრებელ რეზიდენციად გამოიყენება. ეს იმიტომ, რომ შემოსავლის ერთგვარ წყაროს წარმოადგენს.
- სამრეწველო უძრავი ქონებაში შედის სამრეწველო დანიშნულების შენობები და უძრავი ქონების ობიექტები, ასევე საწყობები. შენობები შეიძლება კვლევებისთვის, წარმოებისათვის, საქონელის შენახვისა და განაწილებისათვის იქნას გამოყენებული. ზოგიერთი შენობა, სადაც ხდება საქონელის განაწილება, კომერციულ უძრავ ქონებად ითვლება. კლასიფიკაცია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზონირება, მშენებლობა და გაყიდვები განსხვავებულად მუშავდება.
მიწაში ითვლება თავისუფალი მიწები, მომუშავე ფერმები და რანჩოები. თავისუფალი მიწების ქვეკატეგორიებს მიეკუთვნება აუთვისებელი, ადრე ათვისებული ან ხელმეორედ გამოყენებული მიწები, ნაკვეთის დაყოფა ან გამთლიანება.
პროფესორი კახაბერ ჯაყელი