დისტანციურმა მუშაობამ საგარეუბნო სახლების ბუმი გამოიწვია – III
უძრავი ქონების მარკეტინგი 2021 წელს
ნაწილი III
როგორ მუშაობს უძრავი ქონების ინდუსტრია
უძრავი ქონება ასევე მიეკუთვნება უძრავი ქონების წარმოებას, ყიდვასა და გაყიდვას. უძრავი ქონება ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, იგი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
ახალი შენობების მშენებლობა მთლიანი შიდა პროდუქტის შემადგენელი ნაწილია. მასში შედის, როგორც საცხოვრებელი, კომერციული, ასევე სამრეწველო შენობები. 2018 წელს უძრავი ქონების მშენებლობიდან აშშ-ს ეკონომიკაში შეტანილმა თანხამ $1,15 ტრლ. შეადგინა. ეს აშშ-ს მშპ-ს 6,2%-ს შეადგენს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე 2017 წ. – $1,13 ტრლ, მაგრამ ნაკლებია 2006 წლის პიკთან – $1,19 ტრლ. როგორც ვიცით 2007 წელს უძრავი ქონების ფასების „გაშეშებამ“, მსოფლიო კრიზისის ეჭვი გააჩინა და ეს ეჭვი სწორედ 2008 წლის აგვისტოში დადასტურდა როცა მსოლფიო დიდ საფინანსო კრიზისში გადაეშვა. მაშინ, უძრავი ქონების მშენებლობა მშპ-ს 8,9%-ს შეადგენდა.
ახალი სახლის მშენებლობა კრიტიკული კატეგორიაა. მასში შედის ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი ბინები-სახლები, თაუნჰაუსები და კონდომინუმები. მენაშენეთა ეროვნული ასოციაცია სახლების, ბინების გაყიდვებზე და საშუალო ფასებზე ყოველთვიურ მონაცემებს აქვეყნებს. ახალი ბინების, სახლების გაყიდვებზე მონაცემები წამყვანი ეკონომიკური მაჩვენებელია. გაყიდული ახალი ბინების ტენდენციის დასადგენად დაახლოებით ოთხი თვეა საჭირო.
უძრავი ქონების სააგენტოები ბინათმფლობელებს, საწარმოებსა და ინვესტორებს უძრავი ქონების ოთხივე სახეობის ყიდვასა და გაყიდვაში დახმარებას უწევენ. დარგი, როგორც წესი, იყოფა სპეციალისტებად, რომლებიც რომელიმე ერთ ტიპზე არიან ფოკუსირებულები.
ამერიკის მაგალითზე თუ ვიტყვით, აქ გაყიდვების აგენტები Multiple Listing Service-ით ან პროფესიონალური კონტაქტების მეშვეობით მყიდველების ძიებაში ერთმანეთს ეხმარებიან. ისინი თქვენ უძრავ ქონებას შეგიფასებენ. ამ დროს ისინი იყენებენ უახლოეს პერიოდში გაყიდული უძრავი ქონების შედარებით ჩამონათვალს, რომელიც “comps“ სახელითაა ცნობილი.
ეს თქვენ როგორც აგენტს დაგეხმარებათ უძრავი ქონება წესრიგში მოიყვანოთ, რათა კლიენტებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. დოკუმენტების მოწესრიგებულობა მყიდველებთან მოლაპარაკებებში გეხმარება, ასევე ეს გეხმარებათ მიიღოთ მაქსიმალურად შესაძლებელი თანხა.
უნდა ითქვა რომ უძრავი ქონების სააგენტოების დასახმარებლად აშშ-ში არის „საინფორმაციო ღრუბელი“ სახელმწიფოს და ასოციაციის მხარდაჭერით შექმნილი და იქნებ ეს მიდგომა დაეხმარებოდა ასევე სხვა ქვეყნებსაც არსებული ინდუსტრიის განვითარებაში.
მყიდველების აგენტები ბინების, სახლების შემძენებს იგივე სერვისებს სთავაზობენ. ისინი ადგილობრივ ბაზარს იცნობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ იპოვონ ის დამახასიათებელი ნიშანი, რაც მომხმარებლისათვუს ყველაზე მაღალ კრიტერიუმს წარმოადგენს. ისინი, ასევე ადარებენ ფასებს, რასაც “doing comps“ ჰქვია.
საშუალება გეძლევათ მიმართოთ იმ რაიონებს, სადაც ხელმისაწვდომი ფასებია. მყიდველების აგენტები მოლაპარაკებებს თქვენს ნაცვლად აწარმოებენ, მიუთითებენ იმ მიზეზებზე, რის გამოც გამყიდველი შედარებით დაბალ ფასს უნდა დასთანხმდეს. ისინი ამ პროცესის იურიდიულ ასპექტებს აგვარებენ, მ.შ. საკუთრების უფლებას, ინსპექციას და დაფინანსებას.
პროფესორი კახაბერ ჯაყელი