დიზაინ სასტუმროები ჩვენს პერცეფციულ პორტრეტს ავსებს
COVID-19 – ის ფონზე გვახსენდება სწორედ ის კომპანიები, რომლებიც ესთეტიურ კმაყოფილებას გვანიჭებს. რადგანაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის.
ეს ყველაფერი დადებითად აისახა ტურიზმზე,დაიხვეწა და დღეს, მიუხედავად პანდემიისა, უკვე საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს ტურისტებისთვის. ქართული სტუმართმოყვარეობა თანამედროვეობაშიც აისახა და იმოქმედა სასტუმროების ბიზნესის განვითარებაზე. ამ სტატიის მთავარი მიზანია რომ წარმოჩინდეს საქართველოში არსებული თანამედროვე სასტუმროების სიმბოლური დედააზრი ჩვენს პერცეფციულ პორტრეტში.
ბოლო ტენდენციებით ყველაზე მოთხოვნადი არიან დიზაინ-სასტუმროები,რომლის მთავარი ნიშაც არის ინტერიერის ორიგინალურობა.
დიზაინ სასტუმროები:
- Quardum Gudauri
- Kartuli Hotel
- Rooms Hotels
- Eqsuisse Boutique Hotels
- Iota Hotels
Quardum Gudauri მიეკუთნება მცირე კეთილ მოწყობილ დიზაინ-სასტუმროს.
სასტუმრო აშენდა ორ ეტაპად ცნობილი ქართველი არქიტექტორის სანდრო რამიშვილის ეკომეგობრული პროექტით. სასტუმრო მორგებულია მთის ლანდშაფტს ხოლო მშენებლობის დროს გამოყენებულ იქნა ეკოლოგიურად სუფთა და ადგილობრივი წარმოების მასალები. QUADRUM ეს არის პირველი დიზაინ სასტუმრო გუდაურში, ყაზბეგის რაიონში. შენობის ფასადს ამშვენებს იტალიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის ვაჟა მიქაბერიძის (PRASTO)’ ქანდაკება.
Kartuli Hotel
სასტუმრო გამორჩეულია თავისი განლაგებით. (ზღვის პირველი ზოლი) სანაპირომდე გაშორებთ სულ 50 მეტრი, აქვეა ზღვისპირა პარკიც..სასტუმრო “ქართული”-ს დასახელება გულისხმობს, რომ აქ თქვენ დაგხვდებათ ქართული დეტალებით გაჯერებული ინტერიერი. დიზაინერებს სასტუმროს შექმნა შთააგონა ადგილობრივმა კულტურამ, ისტორიამ და უნიკალურმა ქართულმა ენამ.მათი მიზანია, იქცნენ იმ ადგილად,სადაც სტუმრები იგრძნობენ ნამდვილ ქართულ სტუმართმოყვარეობას, ისიამოვნებენ საუკეთესო სერვისით, იგრძნობენ თავს კომფორტულად, შეიტყობენ უფრო მეტს ბათუმზე, საქართველოზე, ადგილობრივ ტრადიციებზე, კულტურასა და ხელოვნებაზე.
Rooms Hotels
Rooms Hotels არის ახალგაზრდა და დამოუკიდებელი ცხოვრების სტილის სასტუმრო ბრენდი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში, რომელიც სწრაფად გამოჩნდა რეგიონში გამორჩეული სტუმართმოყვარეობის გამოცდილების პრემიერ ლიდერად.
Rooms Hotels აჩვენებს თანამედროვე საქართველოს სახესა და მისწრაფებებს, ამავდროულად ამაყად ეკიდება ქვეყნის ისტორიულ ფესვებს და არსს. Rooms Hotels დედააზრი პროგრესულია და მუდმივად შთაგონებულია დიზაინის, გასტრონომიისა და კულტურის უახლესი განვითარებადი ტენდენციებით.
Eqsuisse Boutique Hotels
ეს არის თანამედროვე კლასიკა,შემოდგომის სახლი მშვიდი გართობისა და დასვენებისთვის.
სახლი ურთიერთობებისათვის,შთაბეჭდილებებისთვის,ბუნებასთან სიახლოვისა და შემოქმედებითობისთვისაა.სასტუმროს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ქართული სივრცე,რომელიც გამორჩეულია ბევრი ქართული ელემენტით. ეს არის თანამედროვე დიზაინისა და ქართული ტრადიციების შესანიშნავი სინთეზი.
Iota Hotels
იოტა ძველი ქართული ანბანის მე-15 ასოა,რომელიც ხმარებიდან ამოიღეს.
იოტათი პატარა სიდიდეებს ახასიათებენ,თუმცა ყველაზე უმცირესშიც კი შესაძლოა რაღაც ძალიან დიდი,მრავლისმომცველი იყოს ჩამალული.ოიტა ერთგვარი სიმბოლოა სიმარტივესა და უბრალოებაში არსებული სიღრმის.
სწორედ ასეთი, მყუდრო, არასტანდარტული და მშვიდი გარემო დაგხვდებათ სასტუმრო იოტაში.
მაგრამ მთავარია ჯერ COVID-19 დავამარცხოთ.
ელენე მესაბლიშვილი, მარიამ გელაშვილი
IBSU, მარკეტინგის პროგრამა