როგორ დავსახოთ ბიზნესის მიზნები?
თუ ორგანიზაციას ერთიანი, მკაფიო, ზუსტი ბიზნეს გეგმა არ გააჩნია, სავარაუდოა, რომ მისი საქმიანობა რამდენიმე სხვადასხვა, შესაძლოა, კონფლიქტური მიმართულებით წარიმართოს. საბოლოო შედეგი აჩვენებს, რომ ორგანიზაცია თავის რესურსებს:
- დრო,
- ფული,
- მენეჯერული ძალისხმევები,
არასწორად ხარჯავს.
თუ ვივარაუდებთ, რომ ორგანიზაციის მენეჯერების გუნდი (მეტ ნაკლებად), დასახავს კომპანიის მისიიდან გამომდინარე მიზნებს, ისინი (მეტ ნაკლებად) ორგანიზაციის საერთო მიმართულებაზე შეთანხმდებიან, და მათ საერთო წარმოდგენა ექნებათ სად უნდა იყოს ორგანიზაცია (განსაზღვრულად) სამი, სავარაუდოდ (ხუთი) ან (შესაძლოა) ათი წლის შემდეგ. ზუსტი ვადები ორგანიზაციის ბუნებიდან, მისი ბაზრიდან და დარგობრივი ბაზის ცვლილებების ტემპიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ბიზნესს-გეგმა უფრო მნიშვნელოვანია , ვიდრე საერთო შეთანხმების ფორმალიზება, რომელიც უკვე მიღწეული უნდა იყოს.
მიზნებიდან გამომდინარე ბიზნესს შესაძლოა შემდეგი პრობლემები აქვს:
- ბიზნეს მიზანი ფინანსურ მიზანს არ შეესაბამება (დაბრკოლება).
- ბიზნეს მიზანი ორგანიზაციის მიზანს მხოლოდ ფორმალურად წარმოადგენს.
- ფინანსური მიზანი მდგომარეობს მხოლოდ ორგანიზაციის წარმატებულობის გაზომვაში.
დამოუკიდებლად იმისა, როგორ მიმდინარეობს დისკუსია ამ საკითხებზე, იმისათვის რომ ვიმუშავოთ, მარკეტინგული სტრატეგიის შექმნისათვის, შესაბამისი ბიზნეს მიზანი უნდა გვქონდეს.
ფინანსები, ორგანიზაციის მიმართულებას არ შეიცავს და მიიჩნევა, რომ ყველაფერი, ორგანიზაციის შიგნით და გარეთ, მხოლოდ თანხობრივად არ უნდა შეფასდეს.
თუ კომპანიის ტოპ მენეჯმენტი რეალობის დანახვის კუთხით შებოჭილია, ბიზნეს მიზნის ისეთი ვერსია უნდა მოვიფიქროთ, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ითვალისწინებს ბიზნესს გარემოს რეალიებს, მიიჩნევს, რომ მიზნებს მივაღწევთ და აგრეთვე შევძლებთ ფინანსური დაბრკოლებების გადალახვას.
ჩვენ ბიზნესის მიზანი უფრო ზომიერი თვალსაზრისით შეგვიძლია გამოვიყენოთ, უფრო რაოდენობრივი განსაზღვრებებით – თუ რას აპირებს ორგანიზაცია. უეჭველია, რომ ორგანიზაციას ვალდებულებების საერთო აღქმა და მომავლის საერთო ხედვა სჭირდება.
როგორ მივალთ საერთო ხედვამდე? ეს არის ის, რის უზრუნველყოფასაც ბიზნეს მიზანი ცდილობს.
ეხლა ბიზნესის მიზნის რამოდენიმე საფუძველის შესახებ:
- რამდენიმე მიზნის შეთანხმება მარტივია. თითოეულ მენეჯერს, სტრატეგიის საერთო სქემაში „საყვარელი მიზნის“ ჩართვა შეუძლია. ამიტომაც იყავით ფრთხილად, მნიშვნელოვანია მიზნის მოძიებაზე დაზოგილი დრო! არ დაუშვათ მახინაციებსა და პოპულიზმში დროის დაკარგვა დირექტორთა საბჭოს შეხვედრის დროს, რაც მოხდება, როგორც კი ერთი მენეჯერი საკუთარი ინტერესების დამცველი შეზღუდული რესურსისათვის ბრძოლას დაიწყებს.
- ბიზნესს მიზანი ერთ წინადადებაში უნდა ჩაეტიოს; ქართულში იდეალურია ათი სიტყვა, ინგლისურად მიზანს, გამომდინარე ენის სპეციფიკიდან თორმეტი-თხუთმეტი სიტყვა სჭირდება. მთავარია მიზანი ბუნდოვანი არ აღმოჩნდეს.
- მიზნის მნიშვნელობაა რაღაცისკენ სწრაფვა.
- ბიზნესის მიზანი მიღწევადი უნდა იყოს. სასურველის რეალობად გასაღებას აზრი არ აქვს. მიზანი, რომ ეფექტური იყოს, ყველამ, ის მიღწევადობისა და რეალისტურ ჭრილში უნდა განიხილოს. ზედმეტად ამბიციური მიზნები მოტივატორად არ გამოგვადგება და, როგორც არარეალური, მენეჯმენტიდან, რომელიც ან რეალობას მოწყდა ან უბრალოდ საგონებელშია ჩავარდნილი, წამოსულ, მისტიფიკაციად განიხილება.
- მიზანი, ამა თუ იმ ფორმით, რაოდენობრივ განსაზღვრებას უნდა ექვემდებარებოდეს. ნათელია, რომ მიზნის მისაღწევად დროის განსაზღვრული ზღვარი უნდა დაწესდეს. აგრეთვე წარმატების განსაზღვრული რაოდენობრივი კრიტერიუმები უნდა არსებობდეს. ჩვეულებრივ, ეს ფინანსურ ტერმინებითაა ასახული, მაგრამ მხოლოდ ამ საზომებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ეს, ადამიანის საქმიანი ცხოვრების სამწუხარო კომენტარია, მაგრამ, რაც გაზომვადია, ის გაკეთებადია. თუ ორგანიზაცია ხანმოკლევადიან რენტაბელობას ზომავს, მაშინ ის რასაც მიიღებს – ხანმოკლე იქნება. აუცილებელია გავიმეოროთ, რომ წარმატების ფინანსური მაჩვენებლები, თავისთავად ორგანიზაციის მიზანს არ წარმოადგენს. სტრატეგიულ კონკურენტული უპირატესობის (სკუ-ს) იდეას დიდი მნიშვნელობა გააჩნია მიზნის შემუშავებისას. თუ გრძელვადიანი წარმატების საიდუმლო მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათთვის ფასეულობის შექმნაში მდგომარეობს, მაშინ არ უნდა იყოს ეს წარმატების კრიტერიუმი მთავარი?
- ბიზნესს მიზანი უნდა შეესაბამებოდეს, როგორც ორგანიზაციის შიდა შესაძლებლობებს, ასევე საკვანძო სურვილებს და მომავალის ხედვას. ასევე, მიზანი შიდა პირობებზე და იმ შესაძლებლობებზე და შეზღუდვებზე უნდა იყოს მორგებული, რომლებიც კონკურენტულობას გვიძლიერებს.
- დასასრულს, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს გეგმა გასაგები და მთელ ორგანიზაციასთან კავშირში იყოს.
თუმცა, არ ვამბობთ, რომ ბიზნეს გეგმა სწრაფი სარეკლამო სლოგანის ფორმაში უნდა გადაიქცეს. ის უნდა იყოს მოკლე და მარტივი, ვინაიდან მის არსს მთელი ორგანიზაცია უნდა ჩაწვდეს.
მენეჯმენტის შედარებით დაბალი დონეები მიზანში უნდა გაერკვნენ, თუ მათ მიზნის, ისეთ ფუნქციონალურ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგი, ოპერაციები, ფინანსები და ა.შ., ქვე-მიზნად გარდაქმნის შესაძლებლობის სურვილი აქვთ.
მათ უნდა ესმოდეთ მიზნის მიღწევისა მიუღწევლობის შედეგები, ვინაიდან სწორედ მათ მოუწევთ ამ მიზნის მიღწევაზე მიმართული პროცესების განხორციელება ან მიუღწევლობის შემთხვევაში თავის დაცვა. კომპანიის სტრატეგიულად სწორად გამართულობის მტავარი ტესტი ასეთია: ესმის კი ყველას ჩვენს ორგანიზაციაში, თუ რას წარმოადგენს თავად ორგანიზაცია და რის მიღწევას იგი ცდილობს?
ავტორი: პროფესორი კახაბერ ჯაყელი