მიბაძვა თუ ნოსტალგიური რებრენდინგი პოლიტიკასა და ბიზნესში
დრო იცვლება, და ყველა კომპანიას უწევს თავისი პროდუქტის განახლება და განვითარება, რათა მოარგოს თანამედროვებას და დააკმაყოფილოს ნებისმიერ სტანდარტი ბაზარზე. ამისათვის კი კომპანიის მენეჯერები რამოდენიმე სახის გზას ირჩევენ. დღეს ჩვენ განვიხილავთ ორ მათგანს, რომელიც ყველაზე აქტუალური და პოპულარულია: რებრენდინგი და მიბაძვა.
თვითრეალიზაციის მრავალი გზა არსებობს. ყველას შეუძლია საკუთარი თავისთვის იდეალური ვარიანტი აირჩიოს და ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოს. ხშირად ადამიანები ამისთვის, არც თუ ისე კარგ გზას ირჩევენ და ცდილობენ სხვისი ცხოვრების წესი უცვლელად გადაიღონ. ასევე ხშირია შემთხვევა ახალგაზრდებში, როდესაც ისინი იდეალს არასწორად არჩევენ.ასეთი ქმედებები ადამიანისთვის დამაზიანებელია, არ ხდება მისი შესაძლებლობების რეალიზაცია, რადგან ის საკუთარ თავს კარგავს. სწორედ ამას ვეძახით უარყოფით მიბაძვას.
რებრენდინგი, ეს არის უკვე არსებული ბრენდის შეცვლა მისი ეფექტიანობის გასაზრდელად, ახალი და კარგი იმიჯის შექმნა, მის პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა ან ახლის შემოტანა. მთავარი კი რებრენდინგში არის ის, რომ მყიდველს უნდა შეუქმნა ახალი წარმოდგენა კომპანიაზე.
იმ მოსაზრების გასამტკიცებლად, რომ რებრენდინგი უფრო ეფექტური მეთოდია ვიდრე მიბაძვა, შემოგთავაზებთ რამოდენიმე მაგალითს:
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიბაძვის ელემენტები ისტორიაშიც საკმაოდ ბევრია. ერთ-ერთი მაგალითი კი შეგვიძლია ავიღოთ მე-19 საუკუნის საფრანგეთიდან, როდესაც ნაპოლეონ მესამემ,რომელიც ნაპოლეონ პირველის ძმის შვილი გახლდათ, მოინდომა და გადაწყვიტა მიებაძა ბიძისთვის და ის მიზანი, რომელიც მსოფლო ბატონობას გულისხმობს, აეხდინა. თავიდან შეიძლება ვთქვათ,რომ ამ მეთოდის პირველი ელემენტები მან სახელის შეცვლაში გამოხატა. მისი ნამდვილი სახელი გახლდათ ლუი ნაპოლეონი, თუმცა იმისათვის,რომ მას ნაპოლეონ პირველისათვის მიებაძა, შეიცვალა სახელი და ნაპოლეონ მესამე დაირქვა. ამის შემდეგ მან თავისი პოლიტიკა სრულიად დაუკავშირა ნაპოლეონის აჩრდილს.
როგორც ბიძამისი, ისიც ბონაპარტიზმის მიმდევარი იყო და აბსოლოტურად იმეორებდა ამ მოძღვრებას. თუმცა ნაპოლეონ დიდისგან განსხვავებით, მას ეს ყველაფერი არ გამოუვიდა. მისი უსუსურობა და მიბაძვის მეთოდის წარუმატებლობა კი გამოჩნდა 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომში, როდესაც მან უშანსოდ იწვნია მარცხი ოტო ფონ ბისმარკთან და ტყვედ ჩავარდა სედანთან.
მან ვერ გაითვალისწინა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ დროის ცვლილებასთან ერთად ბიძამისის პოლიტიკა თანამედროვე და სრულიად შეცვლილ გარემოში შეიძლობდა წარუმატებელი და დრომოჭმული ყოფილიყო.
საბოლოოდ კი ეს ადამიანი ისტორიას შემორჩა, როგორც ნაპოლეონ დიდის უსუსური ჩრდილი. იგი გერმანელტა ტყვეობაში აღესრულა.
იდეის რებრენდიგის ელემენტებიც საკმაოდ ბევრია ისტორიაში, თუმცა ყველაზე მასშტაბური, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაგალითი შეიძლება იყოს ბენიტო მუსოლონი და მის მიერ შექმნილი მოძღვრება სახელად „ფაშიზმი“. რაც ძველრომალურად ნიშნავს „წნელის კონას“ და ძველ რომში უძლეველობასა და სიმამაცეს ნიშნავდა.
ცნობილია, რომ იტალიელს ძალიან უყვარდა ანტიკური ელემენტები და მისი მიზანი იყო ახალი თანამედროვე იმპერიის შექმნა, ძველრომაული კულტურის შერწყმით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა „დუჩე“, ადოლფ ჰიტლერი ვერ გააკეთებდაა და შეძლებდა იმის ნახევარსაც, რაც გააკეთა გერმანიისთვის და როგორც შევიდა იგი ისტორიაში.
მთავარი იდელოგია და მართვის სტილი მის მოძრაობაში სწორედ ბენიტო მუსოლონის დახმარებით ჩამოყალიბდა და მთავარ მოძღვრებად სწორედ „ფაშიზმი“ იქნა გამოყენებული.
ახლა კი ანალოგიურად და სრულიად პირდაპირ შეგვიძლია დავუკავშიროთ ანტიკური პერიოდიდან აღებული იდეოლოგიის თანამედროვეობასთან შერწყმას რებრენდინგი. ბენიტო მუსოლინმა მთავარ საყრდენად აიღო ეს მოძღვრება, მის პრინციპებსა და იდეოლოგიას კი თანამედროვე და ეფექტური ელემენტები მოარგო, მაგრამ კრახი იწვნია.
ეხლა დავაკვირდეთ მიბაძვის მაგალითებს კორპორაციულ სივრცეში:
ერთი-ერთი საინტერესო და ბევრისთვის უცნობი წარუმატებელი მიბაძვის მაგალითია Microsoft-ის მიერ 2011 წელს შექმნილი გიგანტური პლატფორმა სახელად Google+. იდეაში და სამომავლოდ ეს უნდა ყოფილი სოციალური ქსელი, რომელიც გეგმად ისახავდა Facebook-ის შთანთქმას და ამ კუთხით ბაზარზე პირველობის მოპოვებას. თუმცა ვინაიდან და რადგანაც მსგავსი პლატფორმა უკვე შექმნილი იყო Facebook-ის სახით, Google+ ვერ მოახერხა მისი საერთო მომხმარებლის 1%ზე მეტის მოზიდვა ამ წამოწყებით.
თამამად შეგვიძლია ითქვას, რომ Microsoft-ის წარმატება და მისი პოპულარობის არსი სწორედ ინოვაციებში და ახლის შექმნაში მდგომარეობს. საინტერესოა და აღსანიშნავია,რომ როგორც კი მათ მიბაძვის მეთოდი გამოიყენეს, მაშინვე მარცხი იწვნიეს და მალავე ჩამოშორდნენ ამ გზას. სწორ ნაბიჯად კი ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ამ პლატფორმაზე მუშაობის შეწყვეტა, იმიტომ რომ ამ წარუმატებელი ქმედების გაგრძელებას შეიძლებოდა ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინა კომპანიის იმიჯისათვის და მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილის ნდობაც დაეკარგა.
რებრენდინგი მხოლოდ ორგანიზაციული ხედვის შეცვლას არ ნიშნავს. ეს პროცესი შესაძლოა ბრენდის ელემენტების: ლოგოს, სახელის, სლოგანის, სიმბოლოს ცვლილებასაც მოიცავდეს. ამის საუკეთესო მაგალითია INSTAGRAM, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია მსოფლიოში, ჰყავს 400 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი, რომელიც დაახლოებით 80 მილიონ ფოტოს ტვირთავს ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ INSTAGRAM-ის ლოგოს ცვლილებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. მათი ლოგოს დიზაინში რეტრო კამერა სიცოცხლით სავსე, თბილმა, გარდამავალმა ფერებმა ჩაანაცვლა. INSTAGRAM-ის მთავარი დიზაინერის აზრით, რე-დიზაინი კარგად ასახავს მათ ახალ იმიჯს, შესაძლებლობას, გაუზიარონ ერთმანეთს ცვალებადი და საინტერესო ცხოვრების მომენტები.
ზემოთ მოტანილი მაგალითებიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სწორი რებრენდინგი კომპანიას აუცილებლად მოუტანს წარმატებას, ხოლო მიბაძვა აუცილებლად წარუმატებლობას. ცნობილ ციფრულ მარკეტოლოგს უთქვამს: „მიბაძვითი მარკეტინგი, ნიშნავს მარკეტინგულ მარცხს“.
ჩვენ კი ამ სტატიას ჩვენს მიერ შექმნილი ფრაზით დავასრულებთ: „არ მიბაძო წარმატებას, შექმენი ის თავად“.
ავტორები: ლუკა ანჯაფარიძე, საბა ქებურია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი