ინფლუენსერ მარკეტინგი და საქართველო

რეკლამა მარკეტინგკომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მას ბრენდის წარმატების საკითხში თავისთავად დიდი ადგილი უკავია. კარგი რეკლამა წინ გადადგმული უდიდესი ნახტომია იმ რთულ გზაზე, რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. რეკლამირებას ხანგრძლივი ისტორია აქვს მისი ისტორია ძველ რომსა და საბერძნეთში დაიწყო. RECLAMO – ყვირილსაც ნიშნავდა და მოვლენების საჯარო შეტყობინებასაც ძველ რომში. იქ მეტად საინტერესო პიროვნებები ინიშნებოდნენ რეკლამის გასავრცელებლად: მათ დიდი და მჭახე ხმა უნდა ჰქონოდათ, ხელები უნდა ექნიათ მოძრაობის მომწესრიგებელი პოლიციელივით და რაც მთავარია დამახსოვრება უნდა შესძლებოდათ.

ისინი ხშირად სენატორებსაც ბაძავდნენ, ტოგაში იყვნენ გამოწყობილი და სახეზე აღფრთოვანების ალი დასტრიალებდათ.

ეპოქების ცვლილების და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად რეკლამირება დაიხვეწა და დღეს ის ფაქტობრივად ყველგან გვხვდება. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ყველაზე აქტიური ინტერნეტ სივრცეა სადაც უამრავი სახის რეკლამაა განთავსებული. რეკლამირების თვალსაზრისით კი თანამედროვე სამყაროში სულ უფო პოპულარულები ხდებიან ინფლუენსერები.

ინფლუენსერის ცნება ახალია ქართულ რეალობაში. შესაბამისად ტერმინი თავისთავად წარმოშობს კითხვას: ვინ არიან ინფლუენსერები?!

სრულიად ზოგადი განმარტებით ინფლუენსერი არის ვიღაც ვისაც აქვს იმხელა ძალაუფლება, რომ შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვების გადაწყვეტილებაზე, რაც მისი ავტორიტეტის, ცოდნის , პოზიციის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის დამსახურებაა.

თანამედროვე სამყაროშიბრენდების მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ ერთი ფორმა ინფლუენსერ მარკეტინგია. რაც გულისხმობს საქონლისა და მომსახურების რეკლამირებას იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც სოციალურ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობენ და აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის უნარი გააჩნიათ.

ხოლო კითხვაზე რატომ სჭირდებათ ბრენდებს ინფლუენსერები? – პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ ინფლუენცერებს შეუძლიათ შექმნან ტენდენციები და მოუწოდონ თავიანთ გამომწერებს იყიდონ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი. რაც ბიზნესისთვის სამიზნო ჯგუფთან დაკავშირებას ამარტივებს.

რა გავლენა აქვთ და ვინ არიან ქართველი ინფლუენსერები?

როგორც აღინიშნა ინფლუენსერები სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან. გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა „ინფლუენსრობა“ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ „ახალ ხილად“ შეიძლება ჩაითვალოს. ბევრისთვის ალბათ ისიც გასაკვირი იქნება, რომ საქართლოში ინფლუენსერ-მარკეტინგ სააგენტოც კი არსებობს(https://www.influence.ge/), რომელიც სპეციალიზირებულია ბრენედების სოციალური ქსელების Facebook, Instagram და Youtube-ის ინფლუენსერებთან დაკავშირებაზე.

საქართველოში ინფლუენსერებს ძირითადად ცნობილი ადამიანები მიეკუთვნეებიან, რომელთაც სხვადასხვა საშუალებებით გაითქვე სახელი. ეს კი იმიტომ ხდება, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და გამომწერთა დიდი რაოდენობით ძირითადად სწორედ სელებრითები გამოირჩევიან. ცნობილი ქართველი ინფლუენსერების ჩამონათვალში გვხვდებიან: რუსკა მაყაშვილი, შორენა ბეგაშვილი, ალექსანდრა პაიჭაძე, თაკო საზინა, ანი ჯავახი …

მათ მიერ დარეკლამებული პროდუქცია მრავალფეროვანია. პროდუქტებით დაწყებული, ტექნიკით, სალონებით დამთავრებული, თუმცა ასევე აქტიურად გვხვდება დასასვენებლი ადგილების, სასტუმროების რეკლამები, როგორებიცაა ბორჯომი,ყაზბეგი, გუდაური…

როგორც დავინახეთ ქართველ ინფლუენსერების უმრავლესობას ქალბატონები შეადგენენ , შესაბამისად მათ გვერდებზე უფრო ხშირად გვხვდება სილამაზის სალონების , კოსმეტიკის და თავის მოვლის პროცედურების რეკლამები.

მამაკაცები არ გამოირჩევიან ინფლუენსერობით. მცირერიცხოვნობის მიუხედავად მამაკაცი ინფლუენსერების გვერდზე ვხვდებით რეკლამებს, რომლებიც ავტომობილებს, ჯანსაღ კვებას, სპორტ დარბაზებს, წვერის მოვლის საშუალებებს შეეხება.

საზოგადოების აზრი ქართველ ინფლუენსერებთან დაკავშირებით ძირითადად ორ გვარად იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ მიერ პროდუქციის რეკლამირება ზედმეტად ხელოვნურ პროცესად იქცა, მეორე ნაწილი კი თვლის რომ მათი რჩევები ხშირად გამოსაყენებელი და სასარგებლოა.

იმას, რომ ინფლუენსერებს გამოყენება ბიზნესზე დადებითად აისახება ქართულ ბაზარზე, ამგვარი რეკლამების მრავალრიცხოვნობა გვიჩვენებს. ამასთანავე ისიც აღსანიშნავია, რომ არც თავად ინფლუენსერები რჩებიან ხელცარიელები.

როგორც ზემოთ დავინახეთ ქართველი ინფლუენსერების უმრავლესობას ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ. მაგრამ საინტერსოა რა არის საჭირო იმისათვის, რომ ინფლუენსერი გავხდეთ?

მხოლოდ პოპულარულობა? უკვე არსებული ცნობადობა? თუ არსებობს ის პიროვნული მახასიათებლები ან ხრიკები რაც ადამიანს ინფლუენსერად აყალიბებს?

ვეცდებით პასუხი გავცეთ ზემოთ დასმულ შეკითხვებს და გაგაცნოთ ის თვისებები თუ უნარები, რომელიც უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რათა ამ მიზანს მიაღწიოს.

სანდოობა

პირველ რიგში ინფლუენსერობას ხელს უწყობს ის, რომ ადამიანები ენდობიან რჩევებს. მაგალითად, რა ევალება კონსულტანტს მაღაზიასი გარდა იმის , რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას უპასუხოს? პასუხი მარტივია: რჩევა.

სხვა ადამიანის გამოცდილება ჩვენთვის მაგალითი ხდება „წინა კაცი უკანას ხიდიაო“ ამბობს ქართული სიბრძნე და მართალიცაა, ადამინისთვის მნიშვნელოვანია ის თუ რას ურჩევენ ადამიანები, რომლებმაც ესა თუ ის პროდუქტი უკვე გამოსცადეს. ონლაინ სივრცეში კი ამ ყველაფერ ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში უყურებ, შენ ხედავ თუ როგორ იყენებს ან თუ როგორ ადგება ესა თუ ის პროდუქტი სხვას. ადამინს რომელიც არა რეკლამის გმირი არამედ რეალურია. ასე, რომ მნიშვნელოვანია ადამიანს დაანახო, რომ ის რასაც აკეთებ რეალური და სანდოა.არავინ დაიჯერებს ისეთი ინფლუენერს რეკლამას, რომელიც საღამოს კაბაში გამოწყობილი რეცხვს ჭურჭელს და ამბობს, რომ მიის მიერ გამოყენებული ჭურჭლის სარეცხი საშუალება საუკეთესოა აუცილებელია იყო გულრწფელი და დაანახო ადამიანებს, რომ შენი ნდოობა შეიძლება.

კოამუნიკაცია

ამ შემთხვევაში კომუნიკაციაში ვგულისხმობთ ადამიანებთან ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ ყველას არ აქვს უნარი საკუთარი სთქმელი ნათლად ჩამოაყალიბოს და პირდაპირ მიიტანოს მსენელამდე ან მაყურებლამდე. მარტივად რომ ვთქვათ ინფლუენსერმა უნდა დააინტერესოს ადამიანი კონტენტითა თუ საკუთარი რიტორიკული უნარებით.

აქტიურობა

აქტიური ადამიანი ყოველთვის თვალში საცემია და პირველ რიგში დამამახსოვრებელი. ინფლუენსერის წარმატება ასევე დამოკიდებულია მის აქტიურობაზე,ჩართულობაზე. ეცადოს არ დაავიწყოს თავი მომხმარებელებს, იყოს პოზიტიური და მეტი ხალისით შესთავაზოს პროდუქტი, ამგვარი მიდგომა უფრო მომგებიანი იქნება.

რამოდენიმე ნაბიჯი ინფლუენსერობამდე…

თუკი თვლით რო ზემოთ აღნიშნული თვისებების მატარებელი ხართ, მაშინ ინფლუენსერობისკენ გზა ხსნილია.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ნაბიჯს, რომლის გავლაც ინფლუენსერად გახდომის საწინდარია…

აირჩიე შენი ნიშა

ინფლუენსერობისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი არის იმის განსაზღვრა თუ რა არის შენი ნიშა. ნიშა გულისხმობს იმ საქმიანობის შერჩევას, რითიც მართლაც ხარ გატაცებულიდა შეგიძლია ისაუბრო და გააცნო ხალხს, რადგან იფლუენსერად ყოფნის დროს შენი პოსტების უმრავლესობა სწორედ ამ თემას დაეთმობა.

ამის მაგალითად ქართულ ბაზარზე შეგვიძლია განვიხილოთ თაკო საზინა, რომლის ბლოგიც სილამაზეს შეეხება. ეს არის მისი ნიშა, ის რაც სხვებისგან გამოარჩევს და ხალხის დაინტერესებას იწვევს.

სოციალური ქსელის პროფილის ოპტიმიზაცია

თუკი ნიშა არჩეულია მეორე ნაბიჯი ინფლუენსერობისკენ არის იმის შერჩევა რომელ სოციალურ ქსელში იაქტიურებ. ინფლუენსერების უმრავლესობა 1 ან 2 არხზეა ორიენტირებული. მართლაც, უფრო მარტივა ფოკუსირება 1- 2 ანგარიშზე მოახდინო. მართავ ცოტას თუმცა ხარისხიანად

ოპტიმიზრებისთვის კარგია ბიზნეს ანგარიშზე გადასვლა. სოციალური ქსელების უმრავლესობას აქვს ე.წ. ბიზნეს ექუნთი, რომელზე გადასვლაც ინფლუენსერს მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს.

მიმზიდველი ბიო-ს (შესავალი) შექმნა ბიო არის პირველი რამ, რასაც შენს პროფილზე გადმოსვლისას ადამიანი ხედავს. შესაბამისად პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად იგი საუკეთესო საშუალებაა. ბიო უნდა ყვებოდეს შენს ისტორიას მიმზიდველი კუთხით. იგი უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციასაც როგორიცაა: შენი სრული სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, მოღვაწეობის სფერო…

პროფილის და გარეკანის ფოტო ისინი მნიშვნელოვანი კომონენტებია შენი, როგორც ბრენდის იდენტიფიცირებისათვის. ხალხის უმრავლესობა შენს ანგარიშს სწორედ ამ ფოტოების საშუალებით სცნობს შესაბამისად მნიშვნელოვანია მაღალხარისხიანი სურათების შერჩევა, რომლებზეც ინფლუენსერის სახე კარგად ჩანს.

გესმოდეს შენი აუდიტორიის

სანამ პოსტების შექმნას და მათ სოციალურ სივრცეში განთავსებას დაიწყებს ინფლუენსერმა უნდა განსახზღვროს ის თუ ვინ არის მისი სამიზე აუდიტორია. ეს კი დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ იზიარებს მის ინტერესებს ანუ ვის აქვს იგივე ნიშნა/მოწოდება რაც მას.

 თუ იცი რა მოსწონს შენს გამომწერებს , მზად იქნები, რომ მიაწოდო მათ ის რაც სურთ.

შექმნა და დაპოსტო საინტერესო პოსტები

ინფლუენსერობის გზაზე შემდეგი ეტაპი არის ისეთი პოსტების შექმნა, რომლეიც შინი აუდიტორიისთვის გამოსადეგ ინფორმაციას შეიცავს . რაც უფრო მეტს შესთავაზებ ადამიანებს მით მეტი ადამიანი იქნება შთაგონებული შენი აზრებით და რეკომენდაციებით.

როგორც დასაწყისში ვთქვით მნიშვნელოვანია ერთი იმართულებით სიარული თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას რომ ინფლუენსერმაა სხვადასხვა თემატიკა განიხილოს.

იყავი რეგულარული!

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტ რა თემებზე ისაუბრო , უნდა მოიფიქრო ის თუ რა სიხშირით დადებ პოსტებს. ზოგიერთი ადამიანი ამისთვის ცხრილსაც კი ადგენს. სოციალური ქსელების ალგორითმი ურჩევს ბლოგერებს რეგულარულად დადონ პოსტები, რადგან სიხშირე ხილვდობის ზრდას უწყობს ხელს. ასეთია მაგლითად ინსტაგრამი , რომელიც ინფლუენსერ-მარკეტინგის ყველაზე დიდი პლატფორმაა.

აღსანიშნავია, ისიც კი რომ სოციალური ქსელები სპეციალურ კვლევებსაც კი ატარებენ იმისათვის, რომ განსაზღვრონ რომელი დღე ან მონაკვეთია საუკეტესო ინტერნეტში პოსტის განთვსებსთვის. მაგალითად, ზოგიერთი სოციალური ქსელისთვის ოთხშაბათი საუკეტესო დღეა პოსტის შესაქმნელად.

აუდიტორიასთან ურთიერთობა

მას შემდეგ, რაც დაიწყებთ პოსტების გამოქვეყნებას სოციალურ მედიაში, ხშირად მიიღებთ ლაიქებს და კომენტარებს. კარგი პრაქტიკაა კომენტარებზე და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელსაც თქვენი მიმდევრები სვამენ. შესაძლოა, უბრალოდ მათი კომეტარების დალაიქებაც, რაც ერთგვარად ყურადღების გამოჩენას ღნიშნავს.

აუდიტორიასთან ურთიერთობის კიდევ ერთი საშუალება, გამომწერებისთვის კითხვის დასმა და შემდგომ მათთან ერთად საერთო ინტერესებზე საუბარია.

ამგვარი ქმედებები ამაღლებს ინფლუენსერის სანდოობას გამომწერების თვალში.

დაანახეთ ბრენდებს, რომ თქვენ ღია ხართ თანამშრომლობისთვის

თქვენი თავის წარდგენა საბოლოო ნაბიჯია ინფლუენსერობისთვის.

ამისთვის თქვენ შეგიძლიათ ბიო-ში მიუთითოთ , რომ ხართ ინფლუენსერი და დაინტერესებული ხართ თანამშრომლობით. ასევე, შეგიძლიათ მიაწოდოთ ბრენდებს თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, რათა გაუადვილოთ თქვენთან კონტაქტი.

სოციალურ სივრცეში კი რსებობს არაერთი პლატფორმა სადაც ბრენდებს და ინფლუენსერებს ერთმანეთის პოვნა შეუძლიათ.

შეგიძლიათ გამოიყენეოთ ასეთი საიტები რათა იპოვოთ ბრენდები, რომლებიც თქვენ სფეროში მოღვაწეობენ და მზად არიან თანამშრომლობისთვის.

 

ავტორები: ანი დავითაშვილი, ნინო ბაგაური