წინამძღოლი პოლიტიკაში და „ინფლუენსერი“ ქართულ მარკეტინგში

რა სიტყვით შეიძლება შევცვალოთ ინგლისური ტერმინი INFLUENCER? „გავლენის მომხდენი“? „წინამძღოლი“? არა, ჯერ ვიფიქროთ.

„ინფლუენსერი“, ეს არის ადამიანი, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ისინი გვხვდებიან პოლიტიკაში, სპორტში, ხელოვნებაში, ბიზნესსა და სოციალურ გარემოში. შეიძლება ითქვას, რომ როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, „ინფლუენსერი“ საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ქართულ მარკეტინგში. ეს ადამიანი თავისი ქცევითა და უნარებით აღტაცებას იწვევს მოსახლეობაში და აიძულებს მათ, რომ მიბაძონ ან მისდიონ მას. ასევე უნდა ითქვას, რომ ყველა ის პროდუქტი,რასაც ისინი მოიხმარენ, ხდება საზოგადოებისათვის საინტერესო და ძალიან ბევრ შემთხვევაში ამა თუ იმ საქონლის მოხმარებას სწორედ მათ გამო იწყებენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში „ინფლუენსერების“ საკმაოდ დიდი დეფიციტია, თუმცა ისინი ჩვენს ქვეყანაშიც არიან და უფრო მეტად მოდის სამყაროში იჩენენ თავს. ცნობილი ფოტომოდელები,რომლებიც სხვადასხვა ბრენდების ტანსაცმელებს ირგებენ და სურათებს ავრცელებენ სოციალურ ქსელებში, საკმაოდ დიდი გახმოხმაურებას ჰპოვებენ. საზოგადოების ის ფენა, რომელიც ამ ასპექტისადმი დაინტერესებულია სწორედ მათგან იღებენ მნიშვნელოვან რჩევებს.

ეგრეთ წოდებული „ინფლუენსერები“ ხშირად იჩენენ თავს პოლიტიკაში. ამის მაგალითი კი საქართველოს ისტორიიდანაც საკმაოდ დიდია. დავბრუნდეთ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქართულ საზოგადოებაზე დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდნენ დისიდენტები. შეიძლება ისინი ჩავთვალოთ „ინფლუენსერად“? რთული საკითხია მაგრამ ეროვნული მოძრაობის ლიდერები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა გახდნენ იდეური ლიდერები საზოგადოებისა.  მათ შეძლეს და საზოგადოებაში დათესეს ის მოძღვრება, რომელსაც „ეროვნულ განმანთავისუფლებლური მოძრაობა“ ერქვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ გააჩნდათ ის ორატორული და ინტელექტუალური უნარი, რომლითაც შეეძლოთ ხალხის დაინტერესება და მათში ამ იდეოლოგიის სწორად პოზიციონირება. ისინი არათუ წავიდნენ ისეთი გიგანტური სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორიც საბჭოთა კავშირია, არამედ შეძლეს და ჩამოაყალიბეს ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად გამოაღვიძეს ქართველი ხალხი.

 

 

ამის შემდეგ გაჩნდენ მათი იდეოლოგიის თანაზიარი ლიდერები, რომლებიც სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიტყვებს ქადაგებდნენ. ყველაზე საინტერესო და აღსანიშნავი ის არის,რომ ზვიად გამსახურდია დღევანდელ საზოგადოებაშიც მისაბაძი და გმირი ადამიანია. ძალიან ბევრი ახალგაზრდის ოცნება დღესაც იმის მიღწევაა, რაც მან თავის დროზე შეძლო. მისი ინაუგურაციის სიტყვები დღესაც ოქროს ასოებით არის შეყვანილი ქართულ პოლიტიკაში და მის ფრაზებს დღესაც უამრავი ადამიანი იმეორებს. აქედან გამომდინარე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ზვიად გამსახურდია საზოგადოებისთვის პოლიტიკური და ეროვნული არჩევანის მთავარი წინამძღოლი , მარკეტინგის ენაზე კი დიდი ინფლუენსერი იყო.

ინფლუენსერის კარგი მაგალითი არის ლევან გორგაძე, იგივე „ტოჩინოშინი“, რომელმაც შეგვაყვარა სუმო საქართველოში. ზოგადად ქართველებს გვახასიათებს საკუთარი ეროვნების სპორტსმენისადმი დიდი მხარდაჭერა და სწორედ ამან საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა ქართულ მედიაზე. როდესაც ლევანი თავისი ფორმის მწვერვალზე იყო, მან შეძლო და დაამარცხა ყველა დროის საუკეთესო სუმოისტი ჰაკუჰო.

 

 

ამ გამარჯვებას მთელს სპორტულ და აზიურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ კი შეიქმნა სპეციალური საიტი და Facebook გვერდი საქართველოში, რომელიც სუმოს პირდაპირ ტრანსლაციას ახდენდა იაპონიიდან.

ეს წამოწყება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მას დღეს ათიათასობით გამომწერი და მომწონებელი ჰყავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევან გორგაძის, იგივე „ტოჩინოშინის“ მოღვაწეობამ სუმოში, პირველ რიგში ამ სპორტისადმი ინტერესი გააჩინა საქართველოში და შემდეგ მარკეტინგულადაც კარგად გამოიყენა რამოდენიმე სოციალურმა გვერდმა, რომლებსაც დღეს “adjarasport” და “live.ge” ჰქვიათ.

როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი ქვეყანა განიცდის მისაბაძი ადამიანების ნაკლებობას, ამიტომაც ბიზნეს კომპანიებს უწევთ მოიზიდონ უცხოელი ინფლუენსერები.

ყველამ ვიცით, რომ ბევრისთვის ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი რელიგიადაა ქცეული და მას ძალიან ბევრი უყურებს. არც ისე დიდი ხნის წინ, 2018 წელს ცნობილმა გასართობმა ტოტალიზატორმა „ევროპაბეთმა“ რეკლამისათვის ჩამოიყვანა იტალიელი ლეგენდარული ფებურთელი ანდრეა პირლო, რამაც საკმაოდ წარმატება მოუტანა კომპანიას. იყო ინტერვიუ და ვიდეო ვლოგიც, სადაც ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი საუბრობდა მის კარიერაზე და შთაბეჭდილებებზე, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეექმნა. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მხოლოდ მისი ვიდეოების და სიახლეების სანახავად „ევროპაბეთის“ საიტებსა და გვერდებზე ძალიან ბევრი ადამიანი „გადადიოდა“. შეიძლება ითქვას, რომ ეს სწორი მარკეტინგული გადაწყვეტილება იყო.

საბოლოოდ კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ქართველი ინფლუენსერების რაოდენობა იზრდება სპორტისა და სხვა მსგავსი პოპულარული სფეროების ხარჯზე. მაგრამ უფრო მეტი ინფლუენსერი გვძირდება სოციალურ საკითხებში, ცხოვრების ჯანმრთელი წესის განვითარებაში, ანტი-დისკრიმინაციულ საკითხებში, გენდერულ სოციოლოგიაში, ადამიანთა შორის ურთიერთპატივისცემაში, ქცევის წესებში, ზრდილობაში და უბრალო სამეურნეო დონის კუტურაში. განსაკუთრენბით სისუფთავეში.

მოგიწოდებთ ამ სფეროებში სწორედ შენ გახდე ინფლუენსერი!

ავტორები: ლუკა ანჯაფარიძე, საბა ქებურია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა