Instagram-ის 6 მარკეტინგული ტაქტიკა, რომელიც თქვენს ელექტრონულ მაღაზიას განავითარებს

Instagram-ი სწრაფად გადაიქცა სოციალური ქსელების ერთ-ერთ მძლავრ ბრენდად და იგი ბრენდინგის წყაროს წარმოადგენს. ამჟამად, Instagram-ის მომხმარებლების 80% ამტკიცებს, რომ პლატფორმაზე განთავსებული ბრენდებიდან სულ მცირე ერთ-ერთის მიმდევრები არიან, ხოლო 60% ამბობს, რომ საიტის მეშვეობით ახალი პროდუქტი აღმოაჩინეს. Facebook Instagram-ის კვლევებმა, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 40%-მა პროდუქტი/სერვისი შეიძინა მას შემდეგ, რაც Instagram-ზე მათი რეკლამა ნახა.

მაშ, რატომ იქცა მარკეტოლოგებისათვის Instagram-ი ასეთ მიმზიდველ პლატფორმად? აი, ზოგიერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ამ პლატფორმაზე.

 

Instagram-ი ელექტრონული კომერციის წარმატების საწინდარია?

Instagram-ზე მარკეტინგს თვალსაჩინო უპირატესობები გააჩნია და ელექტრონული კომერციით დაკავებული კომპნიების უმრავლესობისთვის წარმატების მომტანია – პლატფორმის მეშვეობით რეკლამირების უამრავი მეთოდი არსებობს. Instagram-ი მარკეტინგს ურთიერთქმედებისაკენ „მოუწოდებს“. ეს შეიძლება გახდეს ე.წ. „სთორის“ ჰეშთეგები და ინფლუენსერების დახმარება. ბიზნეს-ინსტრუმენტების ფართო სპექტრი, მ.შ. პროფილებთან ურთიერთქმედება, გამომწერების ზრდა და კომპანიის მიზნები, რაც ბრენდებს საკუთარი წარმატების მონიტორინგის საშუალებას აძლევს.

 

Instagram-ის ალგორითმი

თავდაპირველად, ეს პლატფორმა დროის ქრონოლოგიურ შკალას იყენებდა. თუმცა, Instagram-მა ჩათვალა, რომ ამ ტიპის დროის შკალის გამოყენებისას ადამიანები ფიდების საშუალოდ 70%-ს ტოვებდნენ. ბევრი მომხმარებლისათვის განსაზღვრული აქაუნთების, მონიტორინგი გაჭირდა.

ამის გამო Instagram-მა საკუთარ ალგორითმში ცვლილება შეიტანა, რომელიც მომხმარებლების ინტერესებს და ქცევით მოდელებს ასახავს, ყველაზე რელევანტური პოსტები დროითი შკალის ზედა ნაწილში ჯდება. ყველაზე რელევანტური პოსტების განსაზღვრა მათი აქტუალობით, სიახლით, ურთიერთქმედების დონით და მომხმარებლის ანალოგიურ პოსტებთან ურთიერთქმედებით განისაზღვრება.

 

Instagram ანალიტიკა

Instagram ანალიტიკა, ცნობილი, როგორც Insights, თქვენი რეკლამის მართვის და მონიტორინგის საშუალებას იძლევა. პლატფორმაზე ბიზნეს-აქაუნთით, თქვენ ავტომატურად იღებთ წვდომას Instagram-ის ყველა ანალიტიკურ ინსტრუმენტზე.

Insight-ები თქვენ მომხმარებლებზე და მომხმარებელთა საერთო ბაზაზე, რომლებიც თქვენს გვერდს სტუმრობენ, წარმოდგენის მიღების საუკეთესო საშუალებაა. Insight-ები მონიტორინგს უტარებენ რიგ მაჩვენებელს, მ.შ.:

  • მიმდევრები – Followers
  • მომხსენებლები -Mentions
  • ინტერაქცია -Interactions (overall)
  • შთაბეჭდილება- Impressions
  • მიღწევადობა -Reach

შეგიძლიათ თქვენი სთორის, პოსტის ან რეკლამის დამოუკიდებლად ან თქვენი კამპანიის სხვა ნაწილთან ერთად გამოწვეული ნახვების და ნებისმიერი ქმედებების გაზომვა.

 

Instagram-ის ელექტრონული კომერციის ზრდის მიზნით გამოყენება

არსებობს ბევრი ვარიანტი, რომელიც ახალი და არსებული მომხმარებლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში, ასევე ზრდის სტიმულირებაში დაგეხმარებათ:

 

ბრენდი აუცილებლად სთორის მეშვეობით წარადგინეთ

სთორი – Instagram-ის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თავისებურებაა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაამატოთ ფოტოები, ვიდეოები, წარწერები და მუსიკა, რაც იდეალური რეკლამის შექმნის შესანიშნავი წინაპირობაა. თუმცა, თქვენმა სთორმა აუდიტორია მყისიერად უნდა მონუსხოს, მომხმარებელმა ის არ უნდა გამოტოვოს, საკმარისია მხოლოდ ეკრანზე შეხება. წარმატებით გამოყენებული სთორი თქვენი ბიზნესის ზრდას დაეხმარება. ხდება ყველაფრის დემონსტრირება – დაწყებული ბრენდის ფასეულობიდან, დამთავრებული პროდუქტებით და სერვისებით.

 

დაიხმარეთ თქვენი ისტორია

ხშირად, თქვენი ისტორია პირველია, რასაც ადამიანები თქვენი გვერდის სტუმრობისას ხედავენ, ამიტომ აუცილებელია მისი გააზრებული გამოყენება. ჰეშთეგები, რომლებიც თქვენს ბიზნესს ეხება და საკვანძო სიტყვები გვერდზე საჭირო ადამიანების მოზიდვას ემსახურება. თქვენ ასევე უნდა ჩართოთ საკუთარი კომპანიის მოკლე აღწერა.

 

თქვენი პროდუქტების მსყიდველუნარიანობის გაზრდის მიზნით გამოიყენეთ პრაის-ლისტი

თეგები Instagram-ის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ფუნქციაა, ვინაიდან მისი საშუალებით პროდუქტის დემონსტრირება ხდება ისე, როგორც ბაზარზე, ფასით, რომელიც პოსტშია ჩართული. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც პოსტთან ურთიერთკავშირში არიან, დიდი ალბათობით თეგს დაკლიკავენ და თქვენს სთორის ეწვევიან. თქვენ შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ და პირდაპირ პოსტში ჩადგმული, ჩადებული დასაკლიკი პრაის-ლისტების მეშვეობით თქვენი პროდუქცია უფრო გაყიდვადი გახადოთ.

 

ჰეშთეგები, აუდიტორიის მოზიდვის მიზნით

არსებითად, ჰეშთეგები Instagram-ის საკვანძო სიტყვებია, ამიტომ თქვენი პროდუქტებისათვის მათი სწორედ შერჩევა მომხმარებლებს თქვენი პროდუქტის/სთორის პოვნაში დაეხმარება. ისინი შეიძლება გამოყენებული იქნას სთორიში, ისორიაში, რეკლამასა ან სტანდარტულ პოსტში. ეს კი მეტად დასამახსოვრებელი გზაა, რაც ბრენდს Instagram-ის სხვა ნაწილებში, როგორიცაა მაგალითად Explore, უფრო შესამჩნევს ხდის.

 

გამოიყენეთ დინამიური რეკლამა

დინამიური რეკლამა Instagram-ზე თქვენი ბრენდის მიმართ ყურადღების მოპყრობის მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული. ისინი, დამოუკიდებლად დადგენილი დროისა და ბიუჯეტისა, მიმართულია განსაზღვრულ დემოგრაფიულ ჯგუფზე. ეს მას, თქვენს სთორიში ახალი მომხმარებლის მოსაზიდად იდეალურ ვარიანტად გარდაქმნის.

 

მოახდინეთ საკუთარი პროდუქტების კატალოგის ოპტიმიზაცია

პროდუქტების კატალოგის ოპტიმიზაცია იმის გარანტიაა, რომ თქვენ ყოველთვის საჭირო დროს ყველაზე სიცოცხლისუნარიანი აუდიტორიისათვის იდეალური პროდუქტების რეკლამირებას ახდენთ. თუ თქვენ საქონელის მცირე კატალოგი გაგაჩნიათ, Instagram-ის ფიდების დახმარებით მონაცემთა ტენდენციების შეცნობით, მის ხელით მართვასაც შეძლებთ.

თუმცა ამის გაკეთება რთულია მაშინ, როდესაც მეტი „მაე“, ანუ მარაგების აღრიცხვის ერთეული SKU (stock keeping unit- მარაგების აღრიცხვის ერთეული) გაქვთ. ამ სიტუაციაში განიხილეთ ფიდის ოპტიმიზაციის სერვისის გამოყენების შესაძლებლობას, რომელსაც თქვენი პროდუქტის ფიდის ჩატვირთვის პროცესში განსაკუთრებული ავტომატიზება და აქტუალურ და ტრენდულ მდგომარეობაში შენახვა შეუძლია.

 

შემაჯამებელი აზრები

Instagram-ის გამოყენება არის ის, რაც ელექტრონულ კომერციაში მონაწილე თითოეულმა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს. მისი მუდმივად გაფართოებადი მარკეტინგული ინსტრუმენტების ასორტიმენტი ბრენდებს, მიმდინარე და პოტენციურ მომხმარებლებთან კონტაქტის დამყარების და ურთიერთქმედების შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს.

ლია ხატისკაცი
ქართულ-ევროპული მარკეტინგული ასოციაციის კვლევების დეპარტამენტი