ადმირალი ჯო სესტაკი (Joe Sestak) და მისი პოლიტიკური ბრენდინგი 2020-ში
საერთო ტიპის ლოგოების სფეროში კანდიდატ Joe Sestak-ის ვიზუალურად უნიკალური ლოგო გამოირჩევა. მაგრამ არა ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით.
Sestak-ის ლოგო გლობუსს წარმოადგენს, რომელიც ზემოდან და ქვემოდან მრუდე წითელი ხაზებითაა გარშემორტყმული. გლობუსი რეტროს სტილშია. გლობუსის ორ წითელ ხაზს შორის მდებარეობა ძალიან წააგავს თვალს. სიმბოლიზმი ნათელია – სამყარო თქვენ გაკვირდებათ. ეს საკმაოდ ავის მომასწავლებლად ჩანს.
ეპოქაში, როდესაც მრავალი ამერიკელი უკვე გრძნობს, რომ Orwell-ის „1984“ და Margaret Atwoods-ის „The Handmaid’s Tale“ ანტი-უტოპიურ რეალობაში ცხოვრობს, თქვენი ბრენდის კამპანიის „დიდი ძმის“ სტილის იმიჯთან გათანაბრება საეჭვო არჩევანია.
თუ გვერდზე გადავდებთ ლოგოს სუფთა ვიზუალურ ასპექტებს, ტექსტი ლოგოს საერთოდ არ აკეთილშობილებს. ზემოდან, მნიშვნელოვანი ტექსტი იტყობინება “ADM JOE.” როგორც სამოქალაქო პირი, მე წარმოდგენა არ მქონდა თუ რას ნიშნავს ADM – მზად ვარ სანაძლეო დავდო, რომ მარტო არ ვარ.
საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა Sestak-ის ვებ-გვერდზე ძიება, სანამ განსაზღვრავდი, რომ ADM „ადმირალს“ ნიშნავდა. კანდიდატის პერსონალურ გვერდზე სიტყვა ნახსენები არ არის. ეს მართლაც, შესრულების მარცხია. თუ Sestak-ის, როგორც ადმირალის სტატუსი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ლოგოზე უნდა იყოს წარმოდგენილი, მაშინ საიტის მთავარ გვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია უნდა იდოს – თუნდაც, დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად.
მოკლედ პრეზიდენტობის კანდიდატი სესტაკი ყოფილი ადმირალია? – მახსენდება ნელსონი და დრეიკი, მაგრამ რატომღაც სესტაკის მიერ მოგებული ბატალიები არ მახსენდება.
ზოგადად, ბრენდი Sestak, როგორც არაკორექტული, დანაწევრებული და ბუნდოვნი, ავის მომასწავებლად მოსჩანს.
„არ ჩაიძირო ადმირალო!..“
ავტორები: კახაბერ ჯაყელი, ტრეისი ჯონსი
გამოყენებულია კეითრინ ლუდინისა და სხვათა შრომები 2020 წლის აშშ-ს არჩევნების შესახებ