Kamala Harris და მისი ბრენდინგი 2020-ში
თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ, რომ იცნობთ Kamala Harris-ის, მაშინ გაეცანით მის ლოგოს.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვრული კუთხით დიზაინი არც ისე შთამბეჭდავია, ლოგო ბრენდ Harris-ის გადმოცემაში ეფექტურია. სიტყვიერი ნიშანი შედგება, როგორც მისი სახელის, ასევე წინასაარჩევნო სლოგანისაგან, რომელიც წითელი და ლურჯი ბეჭდური ასოებითაა დაწერილი. შედეგად, Harris-ის სლოგანი მის სახელთან უწყვეტ კავშირშია – ორივე დასამახსოვრებელი ხდება მაყურებლისათვის.
გარდა ამისა, Kamala-ს ლოგოზე სიტყვების განლაგება ქმნის ფორმას, რომელიც მარათონში ჩაბმული სხვა კანდიდატების ლოგოებისაგან მის დიფერენცირებულობას უზრუნველყოფს. მისი ლოგო, მხოლოდ სილუეტით, უკვე მყისიერად ცნობადია. მრავალრიცხოვანი ბრენდული ნიშნებისგან განსხვავებით, რომლებიც ვიზუალურად მსგავს შეფუთვებზე ან ტექსტის ცალკეულ სტრიქონებზეა ორიენტირებული, ლოგოს დიზაინი გამორჩეულია.
მიუხედავად იმისა, რომ Kamala-ს ვებ-გვერდმა ნოვატორული დიზაინის გამო არანაირი ჯილდო არ მიიღო, ის მნიშვნელოვან, კანდიდატისათვის აუცილებელ დეტალებს მშვენივრად აჩვენებს. თქვენ ბრენდზე უკვე ინფორმირებულები ხართ – „ხისტი, პრინციპიალური, უშიშარი.“ ასეთია კამალა.
მოცემული მესიჯის ეკრანის ცენტრში გამოსახვისას, თეთრი ფერის ველზე სიტყვის გამოტოვება შეუძლებელია და მისი მნიშვნელობა მკაფიოა. თუ თქვენ Kamala Harris-ის ვებ-გვერდს, თუნდაც ერთხელ ეწვევით, მაშინვე მიხვდებით, ვინ არის ის და რას წარმოადგენს მისი კანდიდატურა.
ავტორები: კახაბერ ჯაყელი, ტრეისი ჯონსი
გამოყენებულია კეითრინ ლუდინისა და სხვათა შრომები 2020 წლის აშშ-ს არჩევნების შესახებ