დანახარჯების შემცირებაზე ორიენტირებული ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგია (Lean methodology)

დანახარჯების შემცირებაზე ორიენტირებული ხარისხის მართვის მეთოდოლოგია გულისხმობს ყველა იმ მიზეზის გამოვლენას და აღმოფხვრას, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობას ამცირებს. იგი ემსახურება საწარმოებში და მიწოდების ჯაჭვებში ურთიერთქმედების ოპტიმიზაციას.

ეს მეთოდოლოგია ჩამოყალიბდა ტოიოტას საწარმოო სისტემაში (Toyota Production System – TPS)

(Ch.12, Ch13, Ch14, Ch15)

Muda შეესაბამება დანახარჯებს იაპონურ ენაზე. https://www.kaizen-news.com/seven-forms-of-waste-lean-six-sigma/

ითვლება, რომ დანახარჯების მიზეზები, ზოგადად შეიძლება შემდეგ კატეგორიებად დავყოთ:

  • ჭარბწარმოებით გამოწვეული დანახარჯები
  • მოცდენით გამოწვეული დანახარჯები
  • გაუმართლებელი ტრანსპორტირებით გამოწვეული დანახარჯები
  • წარმოების არასაჭირო ბიჯებით გამოწვეული დანახარჯები
  • ინვენტარის სიჭარბით გამოწვეული დანახარჯები
  • უმიზნო მოძრაობით გამოწვეული დანახარჯები
  • უხარისხო პროდუქციით გამოწვეული დანახარჯები

ჭარბწარმოებას ადგილი აქვს ყველგან, სადაც იქმნება პროდუქცია ან კომპონენტები იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე ეს საჭიროა საწარმოო ჯაჭვში რიგით შემდეგი მომხმარებლისთვის.

მოცდენით გამოწვეული დანახარჯები ჩნდება მაშინ როდესაც სამუშაო არ არის სათანადოდ დაგეგმილი და პროცესები უცდიან ერთმანეთის შედეგებს. ამ ტიპის დანახარჯებს მარაგების მართვის სწორი დაგეგმვით უმკლავდებიან.

გაუმართლებელი ტრანსპორტირებით გამოწვეული დანახარჯები დაკავშირებულია შუალედური პროდუქციის ტრანსპორტირების აუცილებლობასთან დამუშავების პროცესებს შორის.

 

გაგრძელება

 

პროფესორი გიორგი ღლონტი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი