lean Six Sigma – ჯანდაცვის სისტემაში – II

II  ნაწილი

 

ბარიან  გალლი
თარგმანი: კახაბერ ჯაყელმა და ტრეისი ჯონსმა

 

მოდით განვიხილოთ აშშ-ს ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება, სადაც დაინერგა lean და Six Sigma-ს მეთოდი და უწყვეტი სრულყოფის პროცესში, ამ ორი მეთოდის მნიშვნელობა განსაკუთრებითაა ხაზგასმული.

Alton Memorial, Illinois

Alton Memorial,  St. Louis-ში არსებული BJC Healthcare-ის ნაწილია. ჟურნალ Quality-ის 2019 წლის იანვრის ნომრის სტატიაში „მკურნალობის პროცესში არსებულ შეცდომებს DMAIC-ის დახმარებით ამცირებს“, Yani Benitez-მა და მისმა კოლეგებმა განმარტეს, რომ 2015 წელს  Alton Memorial-მა მკურნალობასთან დაკავშირებული შეცდომების აღმოფხვრის მიზნით ფართო მიზნები დაისახა.

საავადმყოფოების მენეჯერები თვლიდნენ, რომ მკურნალობასთან დაკავშირებული შეცდომების შემცირება საერთო ხარჯების შემცირებას გამოიწვევს. ბოლოს და ბოლოს, ავტორების სიტყვებით, მკურნალობასთან დაკავშირებული თითოეული შემთხვევის საშუალო ღირებულება 4685 დოლარს შეადგენს. ეს ხარჯებს ემატება. Alton-მა Six Sigma ინიციატივების დახმარებით მკურნალობასთან დაკავშირებული შეცდომები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამჟამად, Alton შეცდომების კოეფიციენტს 0,02%-მდე ინარჩუნებს, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა სამედიცინო დაწესებულებებში და თავდაპირველ მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ არის გაუმჯობესებული.

Six Sigma-ს დახმარებით სამედიცინო ცენტრის გუნდებმა შეისწავლეს შეცდომის მიზეზები და აღმოაჩინეს, რომ მკურნალობის დროს დაშვებული შეცდომების 43% ტრანსკრიპციით იყო გამოწვეული, ანუ ექიმის მითითების კოპირების პროცესით. ტრანსკრიპციით გამოწვეულ შეცდომებს ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც მოხდა აუცილებელი ინფორმაციის კოპირება ან გადაწერა.

დეტალური ძიების შემდეგ შავი ქამარი  (მთარგმნელის შენიშვნა: პროცესს მართავს ორგანიზაციის შიგნით ჯგუფი, რომელთაც ეწოდებათ შავი ქამარი ან მწვანე ქამარი გამომდინარე მათი გამოცდილებიდან და ცოდნიდან!),  მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად, DMAIC მოდელის დანერგვის ინიციატივით გამოდის. Benitez-ის სტატიის მიხედვით, „გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ ფარმაციის, საექთნო საქმიანობის, კლინიკური საინფორმაციო სისტემების, საექთნო საქმიანობის მენეჯმენტის, წარმადობის ზრდის და წამლის ხარისხის უსაფრთხოების წარმომადგენლები.“

განსაზღვრის ეტაპზე გუნდმა მიზნად დაისახა შეკვეთის შეყვანის სიზუსტის 50%-მდე ზრდა, რათა ტრანსკრიპციის დროს დაშვებული შეცდომები შემცირებულიყო. გაზომვის ეტაპზე გუნდმა შექმნა დიაგრამა, რომელიც მიმდინარე პროცესის დოკუმენტირებას ახდენდა. გუნდის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ ექთნები ქრონოლოგიურ ფურცელზე ინფორმაციას ხელით იწერდნენ, რაც ტრანსკრიპციაში 10%-იან შეცდომას იწვევდა. გუნდმა ჩათვალა, რომ ეს ფურცელი არაფერი ფასეულობის მომტანი არ არის და მისი აღმოფხვრა გადაწყვიტა – მყისიერად შემცირდა საერთო შეცდომების სიხშირე. ამ ქმედებას, წერდნენ ავტორები, მივყავართ „პაცინტზე, დღეში, სამუშაო დატვირთვის საშუალო შციდწუთიანი შემცირებისაკენ“, ხარჯების შემცირებისაკენ, დროის ეკონომიისაკენ და თანამშრომლების და პაციენტების კმაყოფილების ზრდისკენ.

გუნდმა, ასევე, შეცდომის კიდევ ერთი მიზეზად  ფარმაცევტის მიერ შეკვეთის შეყვანის დროს სამუშაოს წყვეტა განსაზღვრა. მის გამოსასწორებლად, გუნდმა სტანდარტიზირებული პროცესი და სასწავლო პროგრამა შეიმუშავა. ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ აფთიაქის გუნდს ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი შეკვეთა დაემუშავებინა. ამით გუნდი მომდევნო შეცდომებისაგან დაზღვეული იქნებოდა.

გარდა ამისა, პროცესის გაუმჯობესების გუნდმა აღმოაჩინა, რომ ექიმების ხელწერა ზოგჯერ გაუგებარია, რაც დაბნეულობის მიზეზი ხდებოდა და არაზუსტი ინფორმაციის გადაცემის ალბათობას ზრდიდა. ხელწერა გაურკვეველი იყო, ვინაიდან აუცილებელ ველზე ადგილი საკმარისი არ იყო. ექიმები იძულებულები იყვნენ ინფორმაცია თავისუფალ, მომცრო სივრცეებში ჩაეტიათ. შედეგად, გუნდმა გადაწყვიტა ფორმაში მეტი ხაზები და სივრცე დაემატებინა.

გუნდმა, მთელი ობიექტისათვის წამლის შეკვეთის პროცესის სტანდარტიზაცია განახორციელა, გამოიყენა QFD (ხარისხის ფუნქციის გავრცობა) ინსტრუმენტი. Benitez და მისი კოლეგების სიტყვებით, QFD-ს მიზანია – „კლიენტების მოთხოვნების პროცესის დაპროექტების და ფუნქციის შემუშავებასთან დაკავშირება.“ გუნდმა შეიმუშავა QFD-ს მატრიცა, სადაც კლიენტების მოთხოვნები ობიექტის პროცესებთან იყო შეთანხმებული. ხარჯების შენარჩუნებით შესაძლებელია  კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა, რაც კიდევ უფრო გაზრდის კლიენტების კმაყოფილებას.

მანამ, სანამ შემოთავაზებული ცვლილებების რეალიზაცია მოხდებოდა, გუნდმა საპილოტე პროგრამა შეიმუშავა. ამ პროცესის კონტროლის გეგმა წარმატების მაჩვენებლების და მათი მდგრადობის უზრუნველყოფისათვის შემუშავდა. გუნდმა აგროვებდა მონაცემებს, ატარებდა ყოველკვირეულ შერჩევით შემოწმებებს და პროცესის შეფერხების შემთხვევისათვის დამატებით გეგმას ამუშავებდა. მონაცემები, პროცესის გაუმჯობესების მონიტორინგის მიზნით, საკონტროლო დიაგრამაზე განთავსდა. საკონტროლო დიაგრამამ აჩვენა, რომ პროექტი წარმატებულია. გუნდმა ყველა სახის შეცდომის 50%-ით შემცირება შეძლო. Benitez-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ „”აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ პროცესის შეცვლიდან ოთხი თვის შემდეგ, შეკვეთის შეყვანისას დაშვებული შეცდომების პროცენტული მაჩვენებელი მუდმივად, 90 %-ით უმჯობესდებოდა და ყოველთვიურად, თითო საწოლზე 0.04-ზე ნაკლები შეცდომა იყო”.

როგორც ჩანს, მოცემულ ქეისში Six Sigma DMAIC-ს დანერგვის უპირატესობები აშკარაა. Alton Memorial-ს, შეცდომების რაოდენობის შესამცირებლად, ხარჯების გაზრდა ან თანამშრომლების და კლიენტების დასაკმაყოფილებლად კომპრომისზე წასვლა არ დასჭირდა.  Six Sigma-მ სარგებელი ყველა მიმართულებით მოიტანა, სამედიცინო ცენტრს საკუთარი კონკურენტული უპირატესობების შენარჩუნებაში დაეხმარა.