McDonald’s – მუდმივი ინოვაცია და მრავალწლიანი ერთგულების საიდუმლო

ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, IBSU
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, მარკეტინგის პროგრამა

 

რა არის სწრაფი კვების ობიექტი? რაში გვეხმარება ის? ერთი წამით დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენად ხშირად შედიხართ, ისეთ,,Fast Food”-ში რომლის პროდუქცია თქვენს მოლოდინს, სურვილებს და გემოვნებას ერთმანეთს უსადაგებს? თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელია ე.წ.,,ფასთ-ფუდების“ გარეშე, რომელთა უმეტესობა სათავეს აშშ-ში იღებს და დღეისათვის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. დღეს ამ ტიპის რესტორნებს მსოფლიო რესტორნების ინდუსტრიაში ლომის წილი უდევთ და შესაბამისად, მათი შემოსავლებიც ასეულობით მილიარდ დოლარს აჭარბებს.

პირადად მე, როდესაც სწრაფი კვების ობიექტს ასახელებენ, პირველად ყოველთვის McDonald’s მახსენდება, კომპანია რომელიც არა მარტო ჩემთვის, არამედ მომხმარებელთა უმეტესობისთვის სანდოობის, გულწრფელობის და კომპეტენტურობის პიროვნული მახასიათებლებით არის შემკული.

McDonald’s – 1940 წელს კალიფორნიაში დაარსებული ჰამბრუგერებით სახელგანთქმული მსოფლიო ბრენდია, რომელიც ერთგვარი ფუძემდებელია ამ ტიპის რესტორენებისა. 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 119 ქვეყანაში 36 ათას რესტორანს ფლობს და ყოველდღიურად 68 მილიონ ადამიანს ემსახურება.

 

ორგანიზაციის მისია

კომპანიის კორპორატიული ხედვაა: ,,იმოძრაოს სწრაფი ტემპით, რომ ხელი შეუწყოს მომგებიან ზრდას და გახდეს უკეთესი, რომელიც უფრო მეტ მომხმარებელს ემსახურება ყოველდღიურად მთელს მსოფლიოში”.
კომპანიის წინა ხედვა იყო: ,,ჩვენი საერთო ხედვაა, რომ მაკდონალდსი გახდეს თანამედროვე, პროგრესული ბურგერების კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე მომხმარებლების გამოცდილებას.“– დამეთანხემბით, ამას ნამდვილად მიაღწია.

საინტერესოა, თუ აკმაყოფილებს კომპანია შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. მომხმარებელის სეგმენტირება – დემოგრაფიული, გეოგრაფიული, სოციალური, ფსიქოგრაფიული და ქცევითი ნიშნით:

დემოგრაფიული-მოგეხსენებათ, მაკდონალდსი ყველა ასაკის ადამიანს უყვარს და განსხვავებულ ემოციებს იწვევს მათში, აქედან გამომდინარე, ეს,,Fast Food”-ი ხელმისაწვდომია ყველა ასაკის, სქესის, რასის და ეროვნების მომხმარებლისთვის.

გეოგრაფიული-კომპანია „მაკდონალდსი”​ ითვლის 38 000-ზე მეტ კვების ობიექტს 119 ქვეყანაში, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან 68 მილიონზე მეტ მომხმარებელს. მაკდონალდსის რესტორნებს შეხვდებით როგორც დედაქალაქში, ასევე მის გარეთაც: რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, რაც მეტად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის.

სოციალური-მაკდონალდსი განკუთვნილია ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანისთვის, რადგან მას სიამოვნებით მიირთმევს ყველა ფენა, მისი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებშია, რაც მის ავტორიტეტს კიდევ უფრო ამაღლებს.

ფსიქოგრაფიული-მაკდონალდსი ყველას უყვარს, სოციალური კლასის, ცხოვრების სტილის და პიროვნული მახასიათებლების განურჩევლად.

ქცევის მიხედვით-რა თქმა უნდა, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ქცევითი ნიშნის მიხდევით, კერძოდ, სიტუაცია-კომპანიის მისიაა უზრუნველყოს კლიენტების კმაყოფილების მაღალი დონე და მათ ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს.

სარგებელი – გემოთა მრავალფეროვნება და სწრაფი კვება, კლიენტებზე მორგებული სერვისი.

სტატუსი – პოტენციური მომხმარებლები, რომლებიც კომპანიის მხრიდან ნდობით არიან განმსჭვალულნი.

მოხმარების სიხშირე-მძიმე (მუდმივი) პოტენციური მომხმარებელი, რადგან ეს ობიექტი თითოეული ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია.

ერეთგულების სტატუსი-ერთგულების მრავალწლიანი გარანტია, დახვეწილი მომსახურება და რაც მთავარია, პროდუქციის მაღალი ხარისხი.

მზადყოფნის სტადია-მარკეტინგული სტრატეგიები, რითაც ეს კვების ობიექტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფლობს ფილიალებს. მომხმარაბლები კი ბოლომდე ერთგულები რჩებიან ამ ,,Fast Food“-ის.

პროდუქტისადმი დამოკიდებულება-ენთუზიაზმით აღსავსე-მაკდონალდსი ყველას უყვარს დიდსა თუ პატარას, მათი ერთგულების საიდუმლო სწორედ აქედან იწყება.

 

  1. პროდუქტი და სერვისი, რატომ უნდა შევიძინოთ ის?

McDonald’s საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე და ქმნის ასეთივე დაცულ გარემოს.,,ბევრი რამ შეიცვალა სამყაროში, თუმცა სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ერთი მნიშვნელოვანი რამ არ შეცვლილა – ჩვენ კვლავ ერთად ვართ!“ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის არის ბედნიერების ადგილი, რომლესაც შეგიძლიათ ენდოთ. ისინი მუდმივად ცდილობენ გაუფრთხილდნენ ჩვენს ნდობასა და სიყვარულს. ეს არის ყველაზე ფასეული, რაც ორი ათეული წლის განმავლობაში მოიპოვეს მათ.

 

პროდუქტი:

  1. სენდვიჩები (ბიგ მაკი, ბიგ თეისთი, ფილე-ო-ფიში, როიალ ჩიზბურგერი, ორმაგი ჩილი ჩიზბურგერი, მაკ ჩიქენი, ვეჯი ბურგერი, მაკ ტოსტი, ჰამბურგერი, ტოსტი ბეკონით, ჩიზბურგერი);
  2. ფრი (სტანდარტული, საშუალო, საბავშვო);
  3. როლები & სალათები (სალათი ცეზარი, ვეჯი როლი, ჩიქენ როლი, ბოსტნეულის სალათი);
  4. სტარტერები (ჩიქენ მაკ ნაგეტსი 9 ცალი, ჩიქენ მაკ ნაგეტსი 6 ცალი, ჩიქენ მაკ ნაგეტსი 4 ცალი);
  5. ჰეფი მილი (ჰეფი მილი ჰამბურგერით);
  6. ცივი დესერტები (კონუსი, მარწყვის მაკფლარი, ნესქვიკის მაკფლარი, მაკფლარი ქენდი, შოკოლადის ნაყინი, კარამელის ნაყინი, მარწყვის ნაყინი, შოკოლადის შეიკი, ვანილის შეიკი, მარწყვს შეიკი);
  7. დესერტები (შოკოლადის მაფინი, მოცხარის მაფინი, ბანანის მაფინი, ალუბლის ღვეზელი, ვაშლის ღვეზელი);
  8. ცხელი სასმელები (ორმაგი ესპრესო, ესპრესო, ამერიკანო 300 მლ, კაპუჩინო 300ლ, ლატე 300მლ, ცხელი ჩაი);
  9. გამაგრილებელი სასმელები (სტანდარტული კოკა-კოლა, სტანდარტული ფანტა, სტანდარტული სპრაიტი, სტანდარტული ფორთოხლის წვენი, ბონაქუა, ალუბლის ლომონათი, საზამთროს ლიმონათი);
  10. სოუსები (ტკბილ-ცხარე სოუსი, ბარბექიუ სოუსი, მდოგვის სოუსი, ყველის სოუსი, კეჩუპი, მაიონეზი).

მაკდონალდსის სწრაფი კვების ობიექტი მომხმარებელს მასზე მორგებულ პაკეტს სთავაზობს, მენიუს სხვადასხვა მრავალფროვნებით, რომ თითოეულს დარჩეს განსაკუთრებული შთაბეჭდილებები რესტორანში სტუმრობისაგან.

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს საურველი პაკეტი, რომელშიც შედის მისთვის საყვარელი პროდუქცია, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

 

  1. რა ტექნოლოგიური, ტექნიკური, ცოდნაზე ორიენტირებული უპირატესობები გააჩნია მას?

მაკდონალდსში შესვლა და ინოვაციური ტექნოლოგიების,,,ჭკვიანი პლატფორმების“ საშუალებით საყვარელი პროდუქციის არჩევა, რომ ყველას შეგვიძლია ალბათ ვიცით, თუმცა, საინტერესოა, კიდევ რა მრავალმხრივ შესაძლებლობებს გვთავაზობს ის?

 

მომავლის გამოცდილება

Experience of the future – ეს არის მომავლის გამოცდილება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიების და კლიენტთა მომსახურების კიდევ უფრო მარტივ და დახვეწილ მოდელს. მისი პლატფორმა ორიენტირებულია ბრენდის გაძლიერებასა და სტუმრების კომფორტზე. საქართველოში EOTF-ით გათვალისწინებული ყველა ინოვაციაა დანერგილი, რომლებიცაა:

შესაკვეთი კიოსკი არის ინოვაციური პლატფორმა, რომლის მიზანი მომსახურების უფრო მარტივი და სწრაფი მოდელის შექმნაა და იგი მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე.

 

 

 

 

მაგიდასთან მომსახურების სერვისი აღნიშნული სერვისის მეშვეობით სულ უფრო ნაკლები სტუმარი იცდის შესაკვეთ ზონაში, სასურველი შეკვეთას კი პირდაპირ მაგიდასთან იღებენ.

 

 

 

 

ციფრული მენიუ ბორდები – მისი საშუალებით მომხმარებელი იღებს ინფორმაციას მენიუში შემავალი პროდუქციისა და მათი ფასების შესახებ.

 

 

 

 

სტუმართმოყვარეობის ლიდერი არის თანამშრომელი, რომლის მიზანია მომხმარებელთა რესტორანში სტუმრობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს და მზადაა ნებისმიერ დროს თქვენს დასახმარებლად.

 

 

 

 

მობილური აპლიკაცია-მაკდონალდსის გლობალური აპლიკაცია მომხმარებლებს ეხმარება გაიგონ საინტერესო სიახლეები და დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ და რაც მთავარია, მიიღონ მუდმივად განახლებადი გემრიელი შეთავაზებები.

 

 

 

მაკდელივერი – მიტანის სერვისი, Glovo-ს, Wolt-ის მიტანის სერვისის აპლიკაციით.

როგორ შევუკვეთოთ? ძალიან მარტივია:

  1. ჩამოტვირთე მობილური აპლიკაცია;
  2. აირჩიე მაკდონალდსი;
  3. აირჩიე სასურველი პროდუქტები;
  4. მიიღე სასურველ მისამართზე.

მაკდონალდსი მომხმარებელს McCafé-ის მომსახურებასაც სთავაზობს, სადაც მათ დახვდებათ სხვადასხვა სახის ყავა, ჩაი, ცხელი შოკოლადი და ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტი (ტორტი, ჩიზქეიქი, ბრაუნი, ორცხობილა, დონატი, მაფინი). აქ წარმოდგენილი ნამცხვრები აბსოლუტურად ახალი სიტყვაა „მაკდონალდსისთვის“ და სიახლეა, რომელიც ევროპაშიც იშვიათად „ითქმის“, ამიერკავკასიაში კი პირველი პრეცედენტი თბილისის რესტორანმა შექმნა. McCafé-სასიამოვნო დღის დასაწყისი!

  1. რას ჰპირდება მაკდონალდსი საზოგადოებას?

მაკდონალდსი მომხმარებელის გულში გარდა გულწრფელობის და ნდობის მოპოვებისა, საკუთარი სახელის ინოვაციებით დამკვიდრებას ცდილობს. უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა „მაკდონალდსის“ სტრატეგიული პრიორიტეტია: ქართული „მაკდონალდსი“ ერთ-ერთი პირველი სთავაზობს მომხარებელს ახალ შესაკვეთ აპარატებს. შესაკვეთი კიოსკის დანერგვა არის ახალი ეტაპი მომსახურების სფეროში. მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება მომხმარებლისთვის ინოვაციური და უნიკალური დამატებითი სერვისების შეთავაზება, რასაც მაკდონალდსი უახლოეს მომავალში პირდება ქართველ მომხმარებელს.

გემრიელი შეთავაზებების განაღდება ახლა უკვე QR კოდის საშუალებით არის შესაძლებელი!

ისინი მუდმივად ზრუნავენ მომხმარებელზე და ცდილობენ ყოველდღიურად გახადონ მათთან ურთიერთობა მარტივი და სასიამოვნო.

„მაკდონალდსის“ სტუმრებს შეკვეთის ლოდინი აღარ დასჭირდებათ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებლები სასურველ პროდუქტს მაგიდასთან მიიღებენ.

მაკდონალდსმა შექმნა სპეციალური მენიუ, რომლის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქსესუარი საჩუქრად გადაეცემა. ტრადიციისამებრ, მაკდონალდსი თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავად გახდნენ ქველმოქმედების თანამონაწილე. 

რა არის მათი სლოგანი?

მაკდონალსის სლოგანი გახლავთ: McDonald’s – I’m lovin’ itაი რა მიყვარს!

ლიდერობის მარკეტინგი გულისხმობდა ბრენდის აქტუალურობის, მოძველებული მარკეტინგული მიდგომისა და სერიოზული ნდობის დეფიციტის მოგვარებას. ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი იყო “i’m lovin’ it” როგორც ახალი ბრენდის დამოკიდებულების გამოხატვა. “აი, რა მიყვარს“ 2003 წელს დაიწყო. 17 წლის შემდეგ ის კვლავ მაკდონალდსის ლოზუნგია. ეფექტური, ხანგრძლივი კომუნიკაციების წარმოშობის საფუძველია ფუნდამენტური მიდგომები, რომლებიც არ ძველდება. აქ არის უთქმელი ისტორია, რომელიც თითოეულ მომხმარებელში ბრენდისადმი ნდობასა და სიყვარულს განაპირობებს.

  1. რას ჰპირდება მაკდონალსი დამსაქმებელს?

მაკდონალდს საქართველო 1000-მდე ადამიანს ასაქმებს და მისი მთავარი პრიორიტეტი საკუთარი თანამშრომლების პიროვნული და კარიერული განვითარებაა, მოგეხსენებათ კომპანია მაშინაა წარმატებული, თუკი შეუძლია თანამშრომლების ადამიანური კაპიტალის ზრდა.

გაუგე გემო შესაძლებლობებს…

  • არ გჭირდება გამოცდილება

მაკდონალდსში მუშაობის დასაწყებად არ გჭირდება გამოცდილება, დიპლომი ან სერტიფიკატები. მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შენი მონდომება და განვითარების მუდმივი სურვილია.

  • მოქნილი გრაფიკი

მაკდონალდსში გექნება შენზე მორგებული გრაფიკი. შეგიძლია აირჩიო შენთვის მოსახერხებელი რესტორანი და სამუშაო საათები, რათა დაგრჩეს მეტი დრო სწავლისთვის და განვითარებისთვის.

  • სწრაფი განვითარების საშუალება

როგორც კი მაკდონალდსის გუნდის წევრი ხდები, შენს წინაშე კარიერული ზრდის შესაძლებლობებიც უმალვე გამოჩნდება. აირჩიე შენთვის სასურველი კარიერული ზრდა და მის მიღწევაში ის დაგეხმარებათ.

McDonalds’-ის უპირატესობები

გამორჩეული გუნდისა და ოჯახური გარემოს გარდა, მაკდონალდსში დაგხვდება მრავალი სასარგებლო რამ, რაც ხელს შეუწყობს როგორც შენს კარიერულ ზრდას, ასევე კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას.

მაკდონალდსის გუნდის წევრობა ნიშნავს ზრუნვას ერთმანეთზე და ზრუნვას მომხმარებელზე. ერთად ერთმანეთისთვის!

  1. რა არის მაკდონალდსის კომპანიის წარმართველი ფილოსოფია?

SC&V (ხარისხი, მომსახურება, სისუფთავე და ღირებულება) არის მაკდონალდსის მიერ მიღებული კორპორატიული დევიზი კომპანიის ფილოსოფიის აღსაწერად რესტორნების ფუნქციონირებისთვის. მათი მიზანია ამ ფასეულობათა შექმნით იყვნენ მომხმარებლისთვის ერთგულნი.

რესტორანი მთელი ოჯახისთვის-მაკდონალდსის მთავარი მიზანია, რომ მათთან სტუმრობა ოჯახის ყველა წევრისთვის ერთნაირად სასიამოვნო იყოს.

მომხმარებლის კმაყოფილების მარკეტინგული კვლევა და თვისობრივი კვლევა

დამეთანხმებით, რომ მომხმარებელთა გემოვნება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. იმისთვის, რომ შევისწავლოთ რა სურს მომხმარებელს საჭროა ჩავატაროთ მარკეტინგული კვლევა და სწორად განვსაზღვროთ მათი მოთხოვნები.

იმისთვის, რომ დამეგინა რა ტიპის მომხმარებელი სტუმრობს მაკდონალდს ჩავატარე თვისობრივი კვლევა ონლაინ ფოკუს ჯგუში.

კვლევამ ნათლად დაგვანახა, რომ McDonald’s-ის მომხმარებელთა უმეტესობა არის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელთა ასაკი მერყეობს 10-დან 40 წლამდე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა 15-20 წლისაა.

რესპოდენტებს ასეთი კითხვა დავუსვი, თუ რა ტიპის მომხმარებლები იყვნენ, შედეგები იყო ასეთი:

აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა საშუალო მომხმარებელია, ანუ ისინი თვეში ერთხელ სტუმრობენ McDonald’s-ის რესტორანს, შემდეგ მას მოსდევს მსუბუქი მომხმარებელი, რომელიც კვირაში ერთხელ მოიხმარს მაკდონალდსის პროდუქციას და რაც შეეხება პოტენციურ მომხმარებლებს, იგი არ ჩამოუვარდება საშუალო მომხმარებელთა რაოდენობას.

რესპოდენტებმა კითხვაზე უყვართ თუ არა McDonald’s-ში სტუმრობა დადებითი პასუხი გაგვცეს, იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ძალიან უყვართ მისი პროდუქცია, ძალიან მცირე რაოდენობა კი სხვა კვების ობიექტს ამჯობინებს.

რაც შეეხება მაკდონალდსის უპირატესობებს, გასაკვირი არც არის, რომ მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს გემოვნურ თვისებებს, მეორე ადგილზე კი სისწრაფეა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც მაკდონალდსის მდებარეობას, პროდუქციის ხარისხს და ფასებს ანიჭებდნენ უპირატესობას.

საინტერესოა, რომელი ,,Fast Food”-ი უყვარს ყველაზე მეტად McDonald’s-ის მომხმარებელს, შედეგი გახლავთ ასეთი:

მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს სენდვიჩებს (ჰამბურგერი, ჩიზბურგერი…), მეორე ადგილზე კი კარტოფილი ფრი დგას, გასაკვირი არცაა ისინი ხომ რესტორნის,,ვარსკვლავი“ პროდუქტებია.

მომხმარებელთა უმეტესობამ იცის, რომ სწრაფი კვების ობიექტის პროდუქცია არაჯანსაღია მათთვის, თუმცა, ისინი მაინც მოიხმარენ მათ ისევ და ისევ სისწრაფის და გემოვნური თვისებების გამო. რაც შეეხება ფასებს, მომხმარებლებთა უმეტესობისთვის ფასები მისაღებია, თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ უკეთესიც შეიძლებოდა. 

ორგანიზაციის მყიდველის კაპიტალი (customer equity)

მყიდველის კაპიტალი (Customer equity) – კომპანიის ყველა მყიდველის მიერ ცხოვრების მანძილზე შეძენილი ფასეულობების ჯამია. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ერთადერთი ფასეულობა, რომლის შექმნაც ყველაზე ღირებულია თითოეული წარმატებული კომპანიისთვის ეს ერთგულ მყიდველთა ერთობლიობაა. მომხმარებელი, რომელიც ბაზრის მთავარი სამიზნე გახლავთ. მაკდონალდსის პოტენციური მყიდველის მთავარი მოტივიც, ნდობაა. იგი ერთგულია მომხმარებლის და მათი სიყვარულიც სწორედ ამან განაპირობა.

McDonald’s-ის მთავარი სტრატეგიაც სტრატრგიული ურთიეთთობების ჩამოყალიბება სწორად შერჩეულ მყიდველთან, ვინაიდან, მოგეხსენებათ მაკდონალდსში სტუმრობა განსაკუთრებით ბავშვებს უყვარს, ამიტომაც, მუდმივად ცდილობს მათთვის იყოს ბედნიერების რესტორანი, სადაც არა მარტო გემრიელ პროდუქტს დააგემოვნებენ, არამედ სხვადასხვა საჩუქრებს მიიღებენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰეფი მილის შეძენისას მათ შეუძლიათ სათამაშოსა და წიგნს შორის გააკეთოთ არჩევანი.

აქედან გამომდინარე, McDonald’s-ი მყიდველებს მათი პოტენციური მომგებიანობის მიხედვით ჯგუფებად ყოფს და მათთან ურთიერთობები შესაბამისად მართავს. მყიდველებს მომგებიანობისა და მოსალოდნელი ერთგულების თვალსაზრისით ოთხ ჯგუფად ყოფენ:

უცნობები (Strangers) – გამოირჩევიან დაბალი მომგებიანობისა და ერთგულების მაჩვენებლებით. კომპანიის შეთავაზებებსა და მათ საჭიროებებს შორის ძალიან მცირე თანხვედრაა.

პეპლები (Butterflies ) – პოტენციურად მომგებიანი, მაგრამ არაერთგული მყიდველები არიან.

ნამდვილი მეგობრები ( True friends ) – მომგებიანები და ერთგულები არიან. ძლიერი თანხვედრა არსებობს კომპანიის შეთავაზებასა და მათ მოთხოვნებს შორის. მათ მოსწონთ ის პროდუქტი რასაც მაკდონალდსი სთავაზობთ.

ნიჟარები (Barnacles ) – ძალიან ერთგულნი არიან, მაგრამ არამომგებიანები. მათ მოთხოვნილებებსა და კომპანიის შეთავაზებას შორის შეზღუდული თანხვედრაა.

კვლევამ აჩვენა, რომ McDonald’s მომხმარებელს სწორად აღიქვამს, რადგან აღქმა ემთხვევა მოლოდინს და მომხმარებელთა უმეტესობაც ყოველთვის კმაყოფილია, თუმცა, არსებობენ პეპლებიც, რომლებიც არ არიან კომპანიის ერთგულები.

კვლევამ ცხადყო, რომ მაკდონალდსის მომხმარებელთა უმეტესობა ნამდვილი მეგობრების ჯგუფს განეკუთვნება, ვინაიდან, მათ მოსწონთ ის პროდუქტი და მომსახურება რასაც მაკდონალდსის სწრაფი კვების ობიექტი სთავაზობს. თუმცა მაკდონალდს ჰყავს უცნობებიც, პეპლებიც და ნიჟარებიც.

 

ბაზრის ზრდისა და ბაზრის წილის მატრიცა

იმისთვის, რომ კომპანაის გააჩნდეს ნათლად ჩამოყალიბებული, კონკრეტული და რეალური სამოქმედო გეგმა იმისა, თუ როგორ მიაღწიოს საკუთარ მიზნებს მომავალში ამის საშუალებას სწორედ სტრატეგიული დაგეგმვა იძლევა და მისი მნიშვნელობა უკვე აღიარებულია თანამედროვე საქმიან სამყაროში. მაკდონალდსმა ზუსტად შეძლო განესაზღვრა,თავის სბე (სტრატეგიული ბიზნეს ერთეული) ბაზრის ზრდისა ბაზრის წილის მატრიცის მიხედვით. რომელიც განსაზღვრავს ოთხი ტიპის სბე-ს.

 

BCG მატრიცა და მაკდონალდსის პორდუქტი

სწორედ ეს მატრიცა განსაზღვრავს 4 ტიპის სბე:

  1. “ვარსკვლავი” – ამ ჯგუფში შედის ის პროდუქცია, რომელიც ბაზარზე კარგად დამკვიდრდა, გვევლინება ლიდერის როლში. ამ კატეგორიაში მე გავაერთიანებდი პროდუქტს, რომელიც McDonald’s-ის ასორტიმენტულ კალათს შორის ყველაზე მოთხოვნადია, კერძოდ ესენია სენდვიჩები (ჰამბურგერი, ჩიზბურგერი), ფრი, კოკაკოლა და ნაყინი.
  2. “მეწველი ძროხა” – პროდუქცია, რომელიც მაღალი ხვედრითი წილით ხასიათდება ბაზარზე. გასაღება შეფარდებით სტაბილურია, რის გამოც ხასიათდება მოგებით. ასეთ პროდუქტს მიეკუთვნება როლები & სალათები და ცხელი სასმელები, რომლბზეც შედარებით დაბალი მოთხოვნაა, ვინაიდან, მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს უფრო,,სწრაფ“ პროდუქტს ვიდრე სალათებია და ურჩევნიათ გამაგრილებელი სასმელები ცხელ და ცხარე გემოებთან.
  3. “კითხვის ნიშნები’’ – ხასიათდება ბაზარზე ზემოქმედების დაბალი დონით, დაბალი ხვედრითი წილით, გასაღების სფეროში წამყვანი ადგილი უკავია კონკურენტებს. ბაზრის შენარჩუნებისათვის/გაფართოებისათვის აუცილებელია საუძვლიანი კაპიტალდაბანდება. მაკდონალდსის რესტორანს მსგავსი პროდუქტი არ აქვს.
  4. “ძაღლი” – პროდუქცია ხასიათდება გასაღების დაბალი დონით, პროდუქცია არ არის პოპულარული, მნიშვნელოვნად ჩამორჩება კონკურენტებს, დამახასითებელია დიდი დანახარჯები. (დატოვოს ბაზარი). მაკდონალდსის პროდუქციაში ცხადია, ასეთ პროდუქტს არ ვხვდებით.

 

 ბაზრის სეგმენტირება

მაკდონალდსს მომხმარებელთა დიდი აუდიტორია ჰყავს, რომელიც მოიცავს ბავშვებს, ახალგაზრდებს, ოჯახებს, დაკავებულ მშობლებს და ზოგადად მასობრივ ბაზარს. კომპანიის სამიზნე აუდიტორიაა ასევე ბიზნესები/ბიზნესმენები, რომლებიც მაკდონალდსის პოტენციური ფრენჩაიზერები არიან. მისი პროდუქცია განსკუთვნილია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის განურჩევლად ასაკის, რასის, სქესის და სხვა ფაქტორებისა.

 

ფასეულობათა ჯაჭვი

ბრენდის მთავარი და ყველასათვის ცნობილი ფასეული შეთავაზებაა გემრიელი, სწრაფი კვება, სტაბილურად მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი. მაკდონალდსი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დრო დაზოგონ და კვებასთან ერთად ისიამოვნონ თანამედროვე, კომფორტული გარემოთი, უფასო wifi-თ.

საბავშვო სეგმენტისთვის წარმატებული ფასეული შეთავაზებაა საბავშვო მენიუ, სათამაშო ზონები და წვეულებები.

 

 მაკდონალდსის მაკრო და მიკრო გარემო

მარკეტინგული გარემო მიკრო და მაკრო გარემოსგან შედგება.

მიკროგარემო მოიცავს კომპანიასთან ახლოს მოქმედ ერთეულებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის უნარზე, მოემსახუროს მყიდველებს. ესენია: თავად კომპანია, მომწოდებლები, მარკეტინგული შუამავლები, სამომხმარებლო ბაზარი, კონკურენტები და საზოგადოება.

მაკროგარემო მოიცავს უფრო დიდ სოციალურ ძალებს, რომლებიც ზემოქმედებენ მიკრო გარემოზე, კერძოდ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, ბუნებრივ, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ და კურტულურ ძალებს.

 1.მიკროგარემო

კომპანია

McDonald’s — სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში. 1940 წლის 15 მაისს, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ბერნარდინოში ძმებმა რიჩარდ და მორის მაკდონალდებმა რესტორანი “მაკდონალდსი“ გახსნეს.. ძმები ირლანდიელი ემიგრანტების ღარიბ ოჯახში დაიბადნენ. შეიძლება ითქვას, რომ მათ “ამერიკული ოცნება“ აუხდათ. ბიზნესი 1937 წელს ჰოტ დოგის სდენტით დაიწყეს და ნელ-ნელა წარმოება გააფართოვეს. კომპანიას მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები და ღირებულებები აქვს. მოგეხსენებათ, სწრაფი კვების ობიექტის პროდუქცია არაჯანსაღია ყოველდღიური მოხმარებისთვის, თუმცა, მაკდონალდსი ცდილობს

  • წარმოებისა და ტექნოლოგიის მაღალი სტანდარტის დანერგვას;
  • მისი სენდვიჩები, იწარმობა მხოლოდ 100%-იანი საქონლის ხორცისგან დამატებებისა და შემავსებლების გარეშე.
  • მსოფლიოში ცნობილი კარტოფილი ფრის მოსამზადებლად გამოიყენება რამდენიმე საუკეთესო ჯიშის კარტოფილი.
  • ყავა, რომელსაც მაკდონალდსში მიირთმევთ ცენტრალურ და სამხრრეთ ამერიკაში მოყვანილი, საშუალოდ მოხალული და ახლად დაფქული 100%-იანი არაბიკაა. მაკდონალდსი მუდმივად აკონტროლებს მწვანე მარცვლების ხარისხს და ყიდულობს მათ მხოლოდ იმ კომპანიებისგან, რომლებიც სერთიფიცირებულნი არიან.

აქედან გამომდინარე, მათ მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები და ღირებულებები აქვთ, ისევ და ისევ მომხმარებელზე ორიენტირებული.

მაკდონალდსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელიც წლებთან ერთად უფრო და უფრო წარმატებული ხდება. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამ განაპირობა ეს?

ბიზნესმოდელის სწორად ჩამოყალიბება და ინოვაციური ნიშის პოვნა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან.

 მომწოდებლები

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაკდონალდსის,,ფასთ ფუდებს“ აწარმოებენ წამყვანი სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდი, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ ამ სფეროში. დღეს მარკეტოლოგთა უმრავლესობა თავის მომწოდებლებს თანასწორივით ეპყრობა.

რესტორნის პროექტი შესრულებულია ავსტრიული კომპანია Schloffer-ის მიერ. რესტორანი აჭურვილია შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით და ინფრასტრუქტურა სრულადაა მორგებული შშმ პირებზე.

 მარკეტინგული შუამავლები

ძირითადი პარტნიორები

მაკდონალდსის ბიზნესმოდელში დიდი ნაწილი ფრენჩაიზინგს უჭირავს. 2017 წელს მისი რესტორნების 92%-ს სწორედ ფრენჩაიზები წარმოადგენდა. ბრენდის გრძელვადიანი მიზანია ამ წილმა 95%-ს მიაღწიოს.

არხები

მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ფასეული შეთავაზების მისაწოდებლად მაკდონალსი იყენებს ციფრულ არხებს, როგორებიცაა საკუთარი ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია, სოციალური მედია.

ბრენდი კომუნიკაციას ახდენს ასევე ტელევიზიის, რადიოს, პრესის, ბილბორდებისა და ონლაინ მედიის საშუალებით

მაკდონალდსის პროდუქციის გაყიდვებისა და საკომუნიკაციო არხებია თავად მაკდონალდსის რესტორნები, ასევე აეროპორტები და სავაჭრო ცენტრები.

ასევე მნიშვნელოვანია ადგილზე მიტანის სერვისის პროვაიდერებიც, რომელთა საშუალებითაც მაკდონალდსი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პროდუქტებზე, სპეციალურ შეთავაზებებზე და მიაქვს შეკვეთა მათთვის სასურველ ადგილას.

 კონკურენტები

მარკეტინგულ კონცეფციაში აღნიშნულია, რომ წარმატების მისაღწევად კომპანიამ უკეთ უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნილებები, ვიდრე მისმა კონკურენტებმა. ამ მხრივ გამონაკლისი არც მაკდონალდსია, რომელიც კონკურენტული თვალსაზრისით მძლავრ იარაღს იყენებს. იგი ზუსტად აკმაყოფილებს მარკეტინგის 4P-ს:

პროდუქტი (Product) – იგი ქმნის მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებით აღსავსე პროდუქციას.

ფასი (Price) – ყველასთვის ხელმისაწვდომი და მისაღებია.

განაწილება (დისტრიბუცია) (Place) – შეთავაზება ზუსტადაა ხელმისაწვდომი მიზნობრივი აუდიტორიისთვის.

სტიმულირება (Promotion ) – ინოვაციური პლატფორმებისსაშუალებით აწვდის მომხმარებელს პროდუქტის შესახებ ინფორმაციას და აცნობს მათ უპირატესობებს.

 

რაც შეეხება კონკურენტებს:

  1. Subway – 1965 წელს კონექტიკუტის შტატში დაარსებული, ნავისებური ბურგერებითა და სალათებით ცნობილი ბრენდია, რომელსაც 2016 წლის მონაცემებით მსოფლიოს 111 ქვეყანაში 44,603 რესტორანი აქვს. მისი შემოსავლები, რა თქმა უნდა, ჩამროჩება “მაკდონალდსისას”, მაგრამ როგორც გაირკვა, მას უფრო დიდი ქსელი აქვს.
  2. Starbucks – ამერიკული ყავის მოყვარულების საყვარელი რესტორანია, რომელიც 1971 წელს დაარსდა და 2015 წლის მონაცემებით, 23,450 ლოკაციას ფლობს მსოფლიო მასშტაბით.
  3. KFC (Kentucky Fried Chicken) – ნამდვილად უძველესი ბრენდი, რომელიც დაარსდა 1930 წელს და სპეციალიზირებულია შემწვარ ქათმებზე. მსოფლიოს 118 ქვეყანაში 18,875 რესტორნითაა წარმოდგენილი და ქვეყნების რაოდენობის მიხედვით, მხოლოდ “მაკდონალდს” ჩამორჩება. დღეისათის, კომპანია Yum! Brands-ის კუთვნილებაა, რომელიც თავის მხრივ, კიდევ ორ მსხვილ კომპანია Pizza Hut-სა და Taco Bell-ს ფლობს.
  4. Burger King – 1953 წელს ფლორიდაში დარსებული ბურგერების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 79 ქვეყანაში 13 ათასზე მეტ ობიექტს ფლობს.
  5. Pizza Hut – ყველაზე მსხვილ ამერიკული პიცაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც 1958 წელს დაარსდა და დღეისათვის მსოფლიოს 95 ქვეყანაში 11,139 ობიექტზე ფუნქციონირებს.
  6. Dunkin’ Donuts – 1950 წელს დაარსებული დონატებზე, ასევე ცხელ და ცივ სასმელებზე ორიენტირებული მასაჩუსეტსური ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 36 ქვეყანაში 11 ათასამდე ობიექტის მფლობელია.
  7. Domino’s Pizza – კიდევ ერთი პიცაზე ორიენტირებული ამერიკული ბრენდია, რომელიც 1960 წელს მიჩიგანში დაარსდა და ამ დროისთვის მსოფლიოს 70 ქვეყანაში 10 ათასზე მეტ ლოკაციას ფლობს.
  8. Taco Bell – 1962 წელს კალიფორნიაში დაასრებული ბრენდია, რომელიც დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით 6,500-მდე ქსელში ხელმისაწვდომს ხდის მექსიკურ-ამერიკული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძებს, მათ შორის ბურიტოებს, ტაკოებს და ნაჩოსებს.
  9. Wendy’s – 1969 წელს ოჰაიოში დაასრებული ტიპიურ ბურგერებზე ორიენტირებული ბრედნია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 6,487 კვების ობიექტს ფლობს.

 

საზოგადოება – ინვესტიციები და ჯილდოები

საქართველოში ოპერირების განმავლობაში, „მაკდონალდს საქართველოს“ მრავალი ჯილდო აქვს მიღებული − როგორც ხარისხისა და მომსახურებისთვის, ასევე გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის მქონე შენობების შექმნისთვის; სამახსოვრო ფაქტად იქცა ისიც, რომ ქართველ არქიტექტორ გიორგი ხმალაძის მიერ დაპროექტებული ბათუმის „მაკდონალდსის“ შენობა TED-გალერეის, „მომავლის არქიტექტურის“ ათ შენობას შორის მოხვდა.

„მაკდონალდსმა“ საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტის დანერგვის ვერიფიკაცია წარმატებით გაიარა. „მომავლის გამოცდილების“ (Experience of the Future) სტანდარტის კონტროლისთვის, საქართველოში იმყოფებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები ინგლისიდან და მიუნხენიდან. სერტიფიცირების პროცესი სპეციალისტებმა დიღმისა და გლდანის რესტორნებში ჩაატარეს. შედეგად, „მაკდონალდს საქართველოზე“ გაიცა ინოვაციების დანერგვის უმაღლესი დონის EOTF 1.0 სერტიფიკატი.

მაკდონალდსი-ესაა ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიცია პანდემიის პირობებში. მაკდონალდსი ჩვენთვის ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლო.

რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებზე. “მაკდონალდსში” უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რესტორანი აღჭურვილია შვეიცარიული კომპანია Franke-ის დანადგარებით.

დღეისთვის, “მაკდონალდსის” ქსელში საქართველოს მასშტაბით 1000-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ, გახსნის დღიდან, საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 75,690,517 ლარს შეადგენს.

 2.მაკროგარემო

დემოგრაფიული ძალები

დემოგრაფიული გარემო მარკეტოლოგთა მთავარ ინტერესს წარმოადგენს, რადგან იგი შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც თავის მხრივ ბაზრებს ქმნიან. მაკდონალდსის მომხმარებელთა რაოდენობა გასაოცრად სწრაფად იზრდება.

დემოგრაფიული სეგმენტაცია

მაკდონალდსში ძირითადად ვხვდებით ნებისმიერი ასაკის, სქესისა და რასის მომხმარებლებს. ვინაიდან ესაა რესტორანი ყველასთვის! პროდუქცია საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მომხმარებელთა რიგებს შორის დიდი რაოდენობით ვხვდებით საშუალო ფენის კატეგორიები: საშუალო მაღალი, საშუალო საშუალო, საშუალო დაბალი, თუმცა, მოგეხსენებათ მაკდონალდსში სტუმრობა განსაკუთრებით პატარებს სიამოვნებთ.

 ეკონომიკური ძალები

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „მაკდონალდსმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაშიც. 1999-2019 წლის პერიოდში საბიუჯეტო გადახდებმა 89 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ხარჯების სტრუქტურა

მაკდონალდსს აქვს ადმინისტრაციული, უძრავი ქონების შენახვისა და თანამშრომლების ხელფასების დანახარჯი. ასევე მნიშვნელოვანია, საკვები მასალების, დისტრიბუციისა და მარკეტინგის (ბრენდინგი, კომუნიკაცია) ხარჯები.

 შემოსავლების წყაროები

კომპანიას ორი შემოსავლის წყარო აქვს: მაკდონალდსის რესტორნებიდან შემოსავალი, რაც მოიცავს პროდუქციის გაყიდვას და წვეულებებს; ფრენჩაიზის საფასური და მისი გაყიდვებიდან შემოსავალი.

Covid 19 და McDonald’s

ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, მაკდონალდსი აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ახალი რესტორნების გახსნით მათ მოახერხეს 150 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. განახორციელეს სოლიდური ინვესტიციები.

ფასები და აქციები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 

ბუნებრივი ძალები

მაკდონალდსის ძირითადი საქმიანობაა საკვების მომზადება, მომხმარებელთა მომსახურება, ასევე, რესტორნების მშენებლობა-მართვა, ფრენჩაიზებისა და ლოგისტიკური ქსელის მენეჯმენტი. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის შენარჩუნება და მუდმივი კონტროლი. აღსანიშნავია, მარკეტინგული მიმართულებით საქმიანობაც, რითიც ბრენდი საკმაოდ გამოირჩევა და აქტიურობს.

 

ტექნოლოგიური ძალები

რესტორნის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურა და დანადგარები, რომლებიც ორიენტირებულია მომხმარებელზე. მაკდონალდსის ძირითადი მატერიალური რესურსია რესტორნების ქსელი, სათამაშო ზონები. მის საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლოგისტიკური ქსელი და მისი გამართული მუშაობა. არამატერიალურ რესურსებს რაც შეეხება, მაკდონალდსის სიძლიერეა მისი ბრენდი, თანამშრომლები და რეცეპტები.

„მაკდონალდსი“ უკვე მრავალი წელია მომხმარებელს ტექნოლოგიურ სიახლეებს სთავაზობს და სტუმრობის გამოცდილებას უფრო საინტერესოს ხდის. „მაკდონალდსის” სტრატეგიული პრიორიტეტი ხომ ახალი სერვისებით მომსახურების გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებაა.

„მომავლის გამოცდილების პლატფორმის“ წყალობით ბაზარზე ის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სწრაფი კვების ობიექტია.

 

პოლიტიკური ძალები

„მაკდონალდსი 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს დღეისთვის და ყოველწლიურად ახდენს ბაზრების კომპლექსურად შეფასებას სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ამჯერად ჯილდო როგორც ევროპის გამორჩეულ ბაზარს საქართველოს ხვდა წილად. დაიმსახურო „საუკეთესოს“ წოდება ისეთ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა ავსტრია, ბელგია, პორტუგალია, ფინეთი და ა.შ, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს და მეტ სტიმულს გვაძლევს სამომავლო განვითარებისთვის.“ – აცხადებს მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

საქართველოს მაკდონალდსი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანასთან ერთად მომსახურების ახალი პლატფორმა წარმატებით დანერგა და არაერთ ევროპულ ბაზარს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება.

 

კულტურული ძალები

მაკდონალდსი ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის რეალიზებაზეა ორიენტირებული.

  • 100% საქონლის ხორცი;
  • საუკეთესო კარტოფილი;
  • 100% არაბიკა.

ეს ის პროდუქტებია, რომლებიც მომხმარებლის ნდობას განაპირობებს და სწორედაც რომ ეს მოსწონთ მათ…

გასათვალისწინებელია ფასთა სეგმენტიც, ვინაიდან, მაკდონალდსის უპირატესობა მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასებია. ეს ყველაფერი კი აძლევს მას უმაღლესი ხარისხის სეგმენტში პოზიციონირების საშუალებას.

რაც შეეხება კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობას, ის მკვეთრადაა გამოხატული მაკდონალდსში, სადაც დაცულია ეთიკური ნორმები, პასუხისმგებლობა თანამშრომლების მაღალ დონეზეა და იგი მთავარ სამიზნეს, მომხმარებელს ზუსტად უსადაგებს.

 

მწვანე მარკეტინგის ფილოსოფია

მწვანე მარკეტინგი არის პროდუქტის ან მომსახურეობის პოპულარიზაციის პროცესი, რომელიც ეფუძვნება მათ გარემოს დაცვით სარგებელს. ეს პროდუქტები ან მომსახურეობა შეიძლება თავისთავად ეკოლოგიურად სუფთა იყოს ან წარმოებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა გზით.

McDonald’s-ის პროდუქციის მწვანე მარკეტინგის კონცეფცია მეტად მრავალფეროვანია, ვინაიდან, კომპანიაში ვხვდებით მსოფლიო სტანდარტებით დაცულ სისუფთავის ხარისხს და ეკოლოგიურობას. მანნას პროდუქციის წარმეობას დადებითი გავლენა აქვს გარემოზე.

სამომხმარებლო აუდიტი

მაკდონალდს მკაფიოდ განსაზღვრული, მომხმარებელზე ორიენტირებული ხედვა აქვს. მის პროდუქციას მომხმარებელი სხვადასხვა პიროვნული მახასიათებლებით აფასებს, ესენია: გულწრფელობა, აღელვებულობა, კომპეტენტურობა, დახვეწილობა, სიმკაცრე. სამომხმარებლო აუდიტის კვლევამ თვალსაჩინო მაგალითი მოგვცა იმისა, თუ რას გრძნობს მომხმარებელი თითოეული,,Fast Food”-ის ყიდვისას და რასთან ასოცირდება კონკრეტული პროდუქცია?

მომხმარებელთა უმეტესობას მაკდონალდსის რესტორნის მიმართ გულწრფელობის შეგრძნება უჩნდება, რადგან იგი ენდობა მის პროდუქციას და თავად რესტორანს. მეორე ადგილზე კომპეტენტურობა, მეამეზე-აღელვებულობა, მეოთხეზე კი დახვეწილობა დგას, რაც იმაზე მიანიშნებს რომ თითოეული მომხმარებელი კმაყოფილა პროდუქციის ასორტიმენტით და მის გემოებს სხვადასხვაგვარად აღიქვამს.

საინტერესოა, რა განაპირობებს მათში ასეთ შეგრძნებებს?

პირველ რიგში, ეს არის მათი მომსახურება, ვინაიდან McDonald’s სწორად აყალიბებს მომხმარებელთან ურთიერთობას, მომხმარებელს მოსწონს მათი სერვისი და მომსახურების სისწრაფე. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ რომ უკეთესი მომსახურებაც შეიძლება და მასში რაღაც ცვლილებებს შეიტანდნენ.

ვინაიდან, მაკდონალდსი ინოვაციური ტექოლოგიით აღჭურვილი ობიექტია საინტერესოა თუ რომელი სერვისი აღაფრთოვანებთ მათ. კვლევამ ასეთი შედეგი გვიჩვენა: მათ განსაკუთრებით მოსწონთ შესაკვეთი კიოსკები, რომლის საშუალებითაც სტუმარი კიოსკზე სასურველ მენიუს უკვეთავს. მეორე ადგილზე მაგიდასთან მომსახურების სერვისია, რომელიც დამეთანხმებით საკმაოდ კომფორტულია, შემდეგი ადგილები კი ციფრულ მენიუ ბორდებს, მობილურ აპლიკაციას, სტუმართმოყვარეობის ლიდერს და მაკდელივერს უკავია.

მომხმარებლის აუდიტის დროს, ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, თუ რომელ კონკურენტ სწრაფი კვების ობიექტს მოიხმარდნენ, რომ არა მაკდონალდსი, შედეგები ასეთია: აღმოჩნდა, რომ კონკურენტებიდან პირველ ადგილზე KFC-ის სწრაფი კვების ობიექტი დგას, შემდეგ მას მოსდევს Wendy’s, Burger King და Domino’s Pizaa, ობიექტები რომლებიც McDonald’s-ის პირდაპირი კონკურენტები არიან, თუმცა, მათთან შედარებით მაკდონალდსი მაინც ლიდერის როლში გვევლინება.

და ბოლოს, რაც შეხება იმას, თუ რა სახის პროდუქციას დაამატებდნენ მომხმარებლები მაკდონალდსის ასორტიმენტულ კალათას პასუხები მრავალფეოვანი გახლდათ, თუმცა, უმეტესი მათგანი თვლიდა, რომ მაკდონალდს თითქმის ყველა ის პროდუქცია აქვს რაც მათ აკმაყოფილებთ, ამიტომაც არაფერს დაამატებდნენ. ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც გააუმჯობესებდა მის ასორტიმენტს -ეს პროდუქტები პროცენტული მაჩვენებლით პიცა და შაურმა იყო.

 

McDonald’s-ი და მასლოუს პირამიდა

მოგეხსენებათ, მასლოუს პირამიდა საკმაოდ კარგი საშუალებაა იმის გასაგებად თუ რომელ საფეხურზეა კონკრეტული კომპანიის პროდუქტები და სერვისები ადამიანის მოთხოვნილებათა მიხედვით.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ რა ღირებულებები, ფასეულობები გააჩნია მაკდონალდს ამ კუთხით.

მოგეხსენებათ, მაკდონალდსი სწრაფი კვების ობიექტია, რომლის დანიშნულება დაბალი ფასი, გემრიელი საჭმელი, სისწრაფე და მდებარეობაა. მომხმარებელი ამ კუთხით აუცილებლად უნდა მივაკუთვნოთ მასლოუს პირამიდის პირველ საფეხურს, ვინაიდან მაკდონალდსის რესტორანი აკმაყოფილებს ადამიანის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას (შიმშილი, წყურვილი). რაც შეეხება მეორე საფეხურს, რომელიც უსაფრთხოების, დაცულობის მოთხოვნილებას შეესაბამება, მაკდონალდსი არის ადგილი, სადაც მომხმარებელი თავს ყოველთვის დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს, მეტიც, მათთვის McDonald’s-ში შესვლა სასიამოვნო პროცესთან ასოცირდება, რომელიც მუდმივად ახალ სიახლეებს ჰპირდება. მაკდონალდსში სტუმრებს სიყვარული, სითბო, კეთილგანწყობილი ურთიერთობები ხვდებათ, მომსახურე პერსონალი და სტუმართმოყვარეობის ლიდერი კი მათ კომფორტზე მუდმივად ზრუნავენ, აქედან გამომდინარე ის პირამიდის მესამე საფეხურსაც აკმაყოფილებს. მეოთხე საფეხურზე, სადაც დაფასება, ყურადღება და სტატუსია მაკდონალდსისთვის მკვეთრად გამოხატული სტრატეგიაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აფასებს მომხმარებლის გემოვნებას და მათთვის მუდმივად მრავალფეროვან ასორტიმენტს ამატებს. McDonald’s-ი გახლავთ რესტორანი სადაც გამოუცდელ თანამშრომლებს შეუძლიათ განივითარონ ადამიანური კაპიტალი და მიაღწიონ კარიერულ წინსვლას, თვითგამოხატვის და თვითრეალიზაციის მოთხოვნებს და განვითარდენ არა მარტო კარიერულად არამედ პიროვნულად, შეიძინინ ახალი უნარ-ჩვევები მაკდონალდსის თანამშრომლების გუნდთან ერთად.

ამგვარად, ბაზრის კვლევამ ნათლად დაგვანახა – იმისთვის, რომ მომხმარებელი მოიზიდო საჭიროა სწორად განსაზღვრო სტრატეგია, რომელი შენი ბიზნესის წარმართველი ფილოსოფია იქნება და რა თქმა უნდა ზუსტად შეესაბამება მომხმარებლის საჭიროებებს, სურვილებს, მოთხოვნილებებს და მოთხოვნებს.

და მაინც, რატომ მაკდონალდსი?

პასუხი მარტივია… თანამედროვე გარემო, განსხვავებული ინტერიერი და მაღალი დონის მომსახურება. მაკდონალდსში მისვლა მომხმარებლისთვის სასიამოვნო პროცესში მონაწილეობასთან ასოცირდება. კომფორტული გარემო, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, გემოთა მრავალფეროვნება და რაც მთავარია, კეთილგანწყობილი და თავაზიანი მომსახურე პერსონალი, ეს ის ფაქტორებია, რომლებიც მომხმარებლის არჩევანზე მოქმედებს.

McDonald’s – ეს არის სახელი, რომლითაც წარმატებული პოზიციონირება ათეულობით წლის წინ მცირე რესტორნის მფლობელმა ძმებმა მაკდონალდსებმა, შემდეგ კი ქსელის გაფართოების ინიციატორმა ფრენჩაიზერებმა ერთადერთი მთავარი მიზნის ხარჯზე შეძლეს. მიზნის, რომლითაც „მაკდონალდსი“ თანამედროვეობაშიც მოწინავე ბრენდად რჩება − ეს მუდმივი ინოვაციაა, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის წინ, მუდმივად ვითარდება და იზრდება, ფეხს უწყობს თანამდეროვეობას და არასდროს არ კარგავს ყველაზე ფასეულს – მომხმარებლის სიყვარულსა და ნდობას, რომელიც შეუფასებელია… McDonald’s – აი, რა მიყვარს!