ქართული ბრენდის კვლევა – “მეამა”
“მეამა” ბრენდის ელემენეტები და მათი არჩევის კრტერიუმები
მეამა — კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ერთადერთია ევროპაში, ვინც ერთდროულად აწარმოებს, ევროპული (37 მმ დიამეტრის მქონე) და ამერიკული ფორმატის (51 მმ დიამეტრის k-cup) ყავის კაფსულებს. საწარმოში ასევე მზადდება სხვადასხვა სახეობის ნალექიანი ყავა, რომელიც გემოს სრულად შენარჩუნების მიზნით, ინდივიდუალურ შეფუთვაშია მოთავსებული.
მეამაში კომპანიის ინჟინრებმა შექმნეს თანამედროვე ქართული ვენდინგ აპარატი – დროფერი, რომელიც მობილური აპლიკაციით იმართება. ქარხანა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის, ევროპული ბრენდის საწარმოო დანადგარებით. ის სრულად ავტომატიზირებულია. კაფსულის ყავის შექმნა ხდება ინდუსტრიული დანადგარებით, შესაბამისად თითოეულ კაფსულაში შესაძლებელია მოვათავდეს 5 და მეტი განსხვავებული ქვეყნის ან სახეობის ყავა.
აქედან გამომდინარე დამეთანხმებით, რომ მეამა ბრენდის ელემენტების შერჩევის ექვსივე კრიტერიუმს ერგება, ის არის იოლად დასამახსოვრებელი, მრავალფეროვანი, დამაჯარებელი, რაც გამოიხატება მათ პროდუქტებში, რომელიც მაღალ სტანდარტებს შეესაბამება. ასევე არის ესთეტიური, მრავალფეროვანი, რომელიც მის თითოეულ შეფუთვაზე გამოიხატება. კომპანია ყოველთვის ცდილობს დანერგოს სიახლე და მომხმარებელს ყოველთვის შესთავაზოს რაიმე ახალი.
ბრენდის კვლევა:
მეამას პროდუქტებს რათქმაუნდა აქვს განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ მოიძებნება. კომპანია კარგად ასრულებს მათ ძირითად ფუნქციას , ასიამოვნოს მომხმარებელი მათი მრავალფეროვანი და განსხვავებული გემოთა კომბინაციით. ბრენდის საიმედოობა გამოიხატება იმაში, რომ ის თავიდან ბოლომდე სრულდება მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიებით, სადაც ადამიანს ხელი არ მიუწვდება, რაც უფრო სტერილურ გარემოს ქმნის. ყავის მომზადების სისწრაფე კი ბრენდის ეფექტურობას უსვამს ხაზს. მათი დახვეწილი დიზაინი კი მომხმარებელს უჩენს სურვილს, რომ ერთხელ მაინც დააგემოვნონ მათი ყავა, რაც შემდეგ გრძელვადიან მომხმარებლებად აქცევთ მათ. კომპანია ასევე ითვალისწინებს მომხმარებლის აზრს და ხშირ შემთხვევაში დიდი ფასდაკლებებითაც ახარებს მათ. ფასს რაც შეეხება, ყველასთვის ხელმისაწვდომია კონკურენტ ფირმების მსგავსად. ვფიქრობ ყველა ვინც ამ პროდუქციით სარგებლობს, აუცილებლად გაუწევს რეკომენდაციას მისთვის მნიშვნელოვან ხალხს. კომპანია შეიძლება დავახასიათოდ, როგორც რეალისტური, თანამედროვე, საიმედო, წარმატებული, უნაღლესი კლასის, აქტიური, ინოვაციური. ბრენდის შესყიდვა შეგვიძლია ონლაინ, მათ ჯიხურებსა და მთავარ ოფისში. იმედია სამომავლოდ ყველა დიდ სუპერმარკეტშიც გამოჩნდება. რა არის იმაზე მეტად სასიამოვნო როცა ყოველ დღეს მეამას ყავის კაფსულებით იწყებ?! აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ მეამა, ეს არის ქართული კომპანია, რომელიც თავის სფეროში პირველია, თავისი ინოვაციებით და სასიამოვნო პროდუქტებით, რომელიც მორგებულია მომხმარებლის სურვილებზე და მათ სიამოვნებაზე. მათი დახვეწილი დიზაინი და გემოები დიდ პოპულარობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებგარეთად აუცილებლად მოიპოვებს.
ბრენდის 7 პ
PRODUCT
დიზაინი – ყავის მრგვალი (ორი სახეობის) კაფსულები
ხარისხი – უმაღლესი სტანდარტებით შექმნილი ყავა
ნაირსახეობა – ევროპული და ამერიკული სახის ყავის კაფსულები, ნალექიანი ყავა.
PLACE
მეამას თანამედროვე ქარხანა და მეამა ქოლექთი
PROMOTION
მეამას ძირითადი თაქტიკა რეკლამირებაა სოციალური ქსელების საშუალებით, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა. ასევე კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციას, რაც მათ მთავარ ქარხანასა და მეამა ქოლექთის ჯიხურების საშუალებით ხდება.
ასევე პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, კომპანია ხშირად მიმართავს მოკლევადიან შეთავაზებებს და ფასდაკლებებს.
მათ კარგად აქვთ ათვისებული FACEBOOK და INSTAGRAM და ასევე ფლობს საიტს, სადაც იწერება ინფორმაცია კომპანიაზე და პროდუქტზე.
PRICE
კონკურენტების მსგავსი ფასები
ბევრის შეძენის შემთხვევაში დიდი ფასდაკლება
PEOPLE
თანამშრომლები არიან ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღე ზრუნავენ რაიმე ახალი და საინტერესო შესთავაზოს მომხმარებელს.
PROCESS
კაფსულების შეძენის შემდეგ, ყავის პროფესიონალურად მომზადება მარტივად – ერთი ღილაკით შეგიძლია.
PHYSICAL EVIDENCE
მეამას დიზაინი ძალიან იოლად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია
კაფსულების შექმნის პროცესში მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიები იღებს მონასილეობას, რაც სანდოობას უფრო ზრდის.
მეამა ქოლექთის დიზაინიც ისეთივე სადა და იოლია როგორიც ლოგო, რაც კომფორტულ გარემოს ქმნის.
რაც შეეხება სერვისის სისწრაფეს, სწრაფია, თუმცა ნაკლებად ვიდრე სხვა „ყავის ჯიხურები“, რადგან კაფსულებით დამზადებას შედარებით მეტი დრო სჭირდება.
ბრენდის სამომხმარებლო სეგმენტი
ბრენდი მორგებულია ყველა სეგმენტზე, ის არ არის გათვალისწინებული კონკრეტულ ასაკზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე. ვფიქრობ ფასი ხელმისაწვდომია ყველასთვის, რაც უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს.
ბრენდის წილი ბაზარზე
ვფიქრობ, ბრენდმა ძალიან იოლად და კარგად აითვისა ბაზარი, რაც ვერცერთმა ქართულმა ყავის კომპანიამ ვერ შეძლო. ვფიქრობ ეს მათი თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქტის წყალობითაა.
ბრენდის მარკეტინგი
ბრენდი მარკეტინგის წყაროდ უმეტესად სოციალურ ქსელს იყენებს, რამაც მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოუტანა. მაგრამ ახლახანს გამოჩნდა მეამას ახალი სივრცე. Takeaway ობიექტი – „მეამა ქოლექთი“ . „მეამასთან“ ურთიერთობა ყავის მოყვარულებისთვის ნამდვილი თავგადასავალია – ეს იქნება ახალი სივრცის გახსნა, ახალი პროდუქტის ჩაშვება თუ უბრალოდ შენი საყვარელი კაფსულის ყიდვის პროცესი, ყოველი ნაბიჯი საინტერესოა და თითქოს ამ საფეხურებით „მეამას“, როგორც ბრენდის ფილოსოფიასაც ეცნობი. ვფიქრობ სწორედ ეს იქნება მეამას კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ.
მარიამ ბერიძე
IBSU, მარკეტინგის პროგრამა
ხელმძღვანელი, ფულბრაიტელი პროფესორი კახაბერ ჯაყელი