მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა (მეო) 2020

მარკეტინგის სახლი იწყებს მარკეტინგის ესეების ოლიმპიადას 2020 წლის 12 მაისს. მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის მიზანია გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭის მქონე მარკეტინგის სტუდენტები საქართველოში.

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა (მეო 2020) – დაიწყება 12 მაისს და დამთავრდება 2 ივნისს. 2 ივნისის 24.00 სთ-მდე ნაშრომები უნდა იქნეს გადმოგზავნილი დაბლა მითითებულ ელექტრო ფოსტაზე. მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა (მეო) იქნება დაყოფილი 3 მთავარ ეტაპად:

  1. ეტაპი: სტუდენებით დაკომპლექტებული გუნდები (თითოეული გუნდი 2 ადამიანი) თავისუფლად აარჩევს თემას მარკეტინგული ესეს შესაქმნელად. მთავარია ესეში ჩანდეს:
  • კომპანიის/ბრენდის ისტორია – კომპანიის/ბრენდის ლიდერის როლი – კომპანიის/ბრენდის მარკეტინგის/ბრენდინგის/საკომუნიკაციო სტრატეგიის გარჩევა – კომპანიის განვითარება და პერსპექტივა, მისი მოხმარებლების არჩევანის მოტივაცია;
  • კომპანიის ბრენდის არქეტიპების გარჩევა – ემოციური ესეს შექმნა – ესეს გათვლა მომხმარებელზე, იმისათვის რომ მომხმარებელს გაუჩნდეს ინტერესი ამ ბრენდის გასაცნობად/გასასინჯად.
  1. ეტაპი: ესეს საბოლოო ეგზემპლარი 2 ივნისის 24.00-დე თბილისის დროით, უნდა გაუგზავნოთ, შზსუ-ს მარკეტინგის პროგრამის ხელმძღვანელს კახაბერ ჯაყელს, ელექტრო ფოსტაზე: kdjakeli@ibsu.edu.ge
  1. ეტაპი: თქვენი ესეები იქნება წაკითხული და გამოქვეყნებული მარკეტინგის სახლის გვერდებზე.მეო-ს გამარჯვებული გამოვლინდება 12 ივნისს.

 

ოლიმპიადაში გამარჯვებული შეიძლება იყოს 3 გუნდი: აქედან თუ გუნდი დაიკავებს: 

  • I ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატი;
  • II ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ვერცხლის კალმის სერთიფიკატი;
  • III ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის კალმის სერტიფიკატი.

პირველი, მეორე და მესამე ადგილის მქონე გუნდები მიწვეულები იქნებიან ასევე ერთ-ერთ სპონსორ კომპანიაში საპატიო მიღებაზე.

 

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის ჟიურის წევრები არიან: 

  • ფულბრაიტელი პროფესორი, კახაბერ ჯაყელი შზსუ-ს აფილირებული პროფესორი, მარკეტინგის პროგრამების კოორდინატორი;
  • ასოცირებული პროფესორი ჩარიტა ჯაში, თსუ-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის დეპარტამენტი;
  • ირაკლი ხვთისიაშვილი – მარკეტინგის პროგრამის ასოცირებული პროფესორი (შზსუ), კომპანია STAB-ის დამფუძნებელი ;
  • გიორგი მაისურაძე – კომპანია “მანნა”;
  • გივი ხაჭაპურიძე – PR CONSULTING GROUP GEORGIA ;
  • გიორგი მამნიაშვილი – კომპანია “გორგიას” მარკეტინგის დირექტორი, ლიბიხის უნივერსიტეტის დოქტორი (გერმანია).

 

მარკეტინგული ესეს შექმნის პრინციპები

ესე უნდა დაიწეროს 12 შრიფტით (სილფაენით) ა4 ფორმატის გვერდზე, სათაურები უნდა იყოს 14 ფორმატით, გვერდების მინიმალური რაოდენობა 3 გვერდი. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ავტორების გადაღებული სურათები ან ინტერნეტიდან ჩამოტვირთული სურათი (წყაროს მითითებით)- ესეში უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ავტორის აზრი და მისი ფრაზეოლოგია.

პლაგიატი დაუშვებელია. ესეში ციტირების რაოდენობა უნდა იყოს მაქსიმუმ 2-3, ავტორის მითითებით. ესე უნდა იძლეოდეს ძალიან მგრძნობიარე, ამავე დროს რაციონალურ, და გონებრივ დატვირთვას. ესე უნდა იყოს დაწერილი გამართული ქართული ენით. გთხოვთ მოერიდეთ ბარბარიზმს – ანუ უცხო სიტყვათა გადამეტებით გამოყენებას.

ესემ სასიამოვნო შთაბეჭდილება უნდა დატოვოს მკითხველზე, იგი უნდა იყოს საინტერესო, სავსე შთაბეჭდილებებით, ცოდნით, ემოციითა და ასევე მომავლის ხედვით ესეს ობიექტის შესახებ.

გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის (მეო) პროექტის დირექცია
12 მაისი, 2020 წელი