კომპანიის მისია – შენი ბიზნესის საჭე
ყველა კომპანიამ რომელსაც სურს, მსოფლიო ასპარეზზე ფრთები გაშალოს და ,,უკვდავი პროდუქტი” შექმნას, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებითა და სიბრძნით უნდა გაზომოს თითოეული ნაბიჯი.
გამოცდილი, მარკეტინგისა და მენეჯმენტის, ფინანსების მცოდნე მეწარმე, დასავლეთში, ან აზიის განვითარებული ქვეყნების კულტურაში, როცა გადაწყვეტს, დაიწყოს დიდი ბიზნესი ის ტრადიციულად სწორ ნაბიჯებს მისდევს და ჯერ თავისი სამომავლო კომპანიის მისიას წერს.
მისია შემოკლებული მარკეტინგული გეგმა გახლავთ.
მისიის შექმნის შემდეგ მეწარმე ქმნის ყოვლისმომცველ გეგმას. მაგრამ თუ მისია არ იწერება, მაშინ კომპანიაც განუხორციელებელი იქნება.
მისიის შექმნა გვიადვილებს კომპანიის სწორად დაფუძნებას . მხოლოდ ცოდნით დადასტურებული ქმედებებით, აბსოლუტურად,ყველა დეტალის ანალიზითა სინთეზით უნდა შევძლოთ მოვლენებისა და ქმედებების სწორი შეფასება,რათა საბოლოოდ მივაღწიოთ თვითრეალიზაციას.
მარკეტინგში ამ სქემის შესაქმნელად მარკეტინგული მისიის 6 კითხვა გვეხმარება, რომლებით თავიანთ არსში მოიცავენ ყველა ფსიქოლოგიურ,ქცევით დემოგრაფიულ თუ მამოძრავებელ იმპულსებს:
- გთხოვთ დაასახელოთ, თქვენი მომხმარებელი და აღწეროთ მისი ფსიქოლოგიური,დემოგრაფიული,გეოგრაფიული,კულტურული,ქცევითი პორტრეტი.
- რას აწარმოებთ ან რა გინდათ, რომ აწარმოოთ ზემოთ დახასიათებული მომხმარებლებისთვის? რა პროდუქცია ან სერვისები უნდა შესთავაზოთ თქვენს მომხმარებლებს ან რა ზეცნობიერი,ქვეცნობიერი,ფარული, ფსიქოლოგიური სურვილი ექნებათ მათ მისი შეძენისათვის?
- რა უნიკალური კომპეტენციები გაგაჩნიათ იმისთვის,რომ ეს პროდუქცია აწარმოვოთ თქვენ მიერ დახასიათებული მომხმარებლებისთვის? (კომპეტენციები მოიცავს: ტექნიკურ,ტექნოლოგიურ,მიზეზ-შედეგობრივ, გამოცდილებით მიღებულ,ცოდნით დადასტურებულ უპირატესობებს,რაც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან)
- რას პირდებით თქვენს მომხმარებლებეს (სლოგანი) ?
- რას პირდებით დასაქმებულებს? რატომ უნდა იმუშაონ მათ თქვენთან?
- რა არის თქვენი კომპანიის მმართველი ფილოსოფია?
როცა შედგება მარკეტინგული მისია ამის შემდეგ უკვე აუცილებელია კომპანიამ მოიფიქროს ტაქტიკა და სტრატეგიები, რათა ხორცი შეასხას მის დასახულ მიზნებს, ამისათვის უნდა შეიქმნას ბიზნეს პორტფელი,რომელიც არის ბიზნესისა და პროდუქტების ერთობლიობა, რასაც კომპანია წარმოადგენს. პირველ საფეხურზე კომპანიამ უნდა გაამზადოს ბიზნეს პორტფელის ანალიზი და დაგეგმოს, თუ რომელ ბიზნესში რამდენი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ბიზნეს პორტფელის ანალიზი საშუალებას მისცემს მენეჯერებს შეაფასონ სხვადასხვა კომპანიების საქმიანობები და განსაზღვროს თუ რომელ ბაზარზე შევიდნენ და რომელი პროდუქცია წარადგინონ. მარკეტინგული სტრატეგია გულისხმობს მისიებისა და რესურსების თანხვედრას ცვალებად გარემოსთან, ანუ ეს არის იმედის მომცემი პროცესი,რომლის მიხედვითაც ის იღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ მყიდველს, რომელ ბაზარზე მოემსახუროს და რა ფასეულობები შესთავაზოს მას. მარკეტინგული სტრატეგიის გასამარტივებლად, ხშირად მარკეტოლოგები იყენებენ ბაზრისა და მომხმარებლების სეგმენტიაციას, მაგალითად მათი დემოგრაფიული, კულტურული, სუბკულტურული,გეოგრაფიული მასახიათებლების მიხედვით. მარკეტოლოგები ხშირად მარკეტინგული სტრატეგიის ოთხ კლასიკურ მეთოდს იყენებენ:
- ბაზარზე შეღწევა
- ბაზრის განვითარება
- პროდუქტის განვითარება
- დივერსიფიკაცია
ოთხივე მათგანი ემსახურება გაყიდვების ზრდას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის სწორად არჩევა ანუ ბიზნეს ენაზე რომ ვთქვათ მიზნობრივი ბაზრის განსაზღვრა ,რაც თითოეული მიზნობრივი სეგმენტის მიმზიდველობის შეფასებას,მათი შერჩევის პროცესსა და შესაბამისი პროდუქციის მიყიდვას გულისხმობს, მაგრამ აუცილებელია მიზნობრივ ბაზარზე სწორად შევიტანოთ პროდუქცია ანუ გავითვალისწინოთ მარკეტინგული კომპლექსი (მიქსი).
მარკეტინგული კომპლექსი არის კონტროლირებადი, ტექტიკური საშუალებების ერთობლიობა, რომლებსაც კომპანია მიზნობრივ ბაზარზე სასურველი რეაგირების გამომუშავებისთვის იყენებს. ეს საშუალებები ერთიანდება 4P-ში.
- პროდუქტი – მასში იგულისხმებამიზნობრივი ბაზრისთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების კომბინაცია.
- ფასი – წარმოადგენს იმ ღირებულებას, რომელსაც მყიდველი პროდუქტში იხდის.
- ადგილი – მოიცავს კომპანიის საქმიანობას,რომლის საშუალებით პროდუქტი მიზნობრივი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ხდება.
- სტიმულირება – არის მოქმედება,რომლის საშუალებით საზოგადოებისთვის პროდუქტის ხარისხის გაცნობა და მის შეძენაში მიზნობრივი მყიდველის დარწმუნება.
ამ კომპლექსის მიზანია, მყიდველებისთვის ფასეულობების მიწოდების გზით, კომპანიის მარკეტინგული მიზნების მიღწევა.
თუ თქვენს იდეას დააწვრილმანებთ და აბსოლუტურად ყველა დეტალს შეისწავლით, გაიგებთ და გააანალიზებთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ეს პროცესი იქნება თქვენი ბიზნეს წარმატების ათვლის წერილი.
„თუ იწყებთ ბიზნესს თქვენ მკვლევარი ხდებით“ – ამბობდა შარლ ნიუტონ კესონი, რომელმაც 5 დოლარიდან, 5 მილიარდიანი კომპანია შექმნა.
„თუ ხართ მარკეტერი თქვენ ხართ ხელოვანი“ – ამბობს მარკეტინგის ერთ-ერთი ნიუ-იორკელი გურუ სეთ გოდინი.
თუ ხარ მეწარმე ესეიგი ხარ გაბედული – აბა ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
ავტორები: მარიამ თვარაძე, ანი ზოზირაშვილი