ჩვენ შეგვიძლია კოპირება გავუკეთოთ ყველაფერს თქვენი დედების გარდა

დრო და დრო ბევრი რამ იცვლება და ყველაფერს ჭირდება განახლება და განვითარება, რათა დააკმაყოფილოს თანამედროვეობისთვის ნებისმიერი ბაზარი. ამასთან დაკავშირებით კომპანიები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რომელიც ყველაზე აქტუალური და პოპულარულია ბაზარზე: მიბაძვა და რებრენდინგი.

ყველას შეუძლია თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ხშირია, როდესაც ადამიანები არ ირჩევენ შემოქმედებით გზას და ამჯობინებენ სხვისი მიბაძვა არჩიონ. ამ დროს ისინი საკუთარ თავს კარგავენ.

მაგრამ აანალიზებს კი ადამიანი იმ შესაძლებლობების რეალიზაციას რომელიც მას გააჩია. თუ ვერ აანალიზებს და ბრმად მიჰყვება „კოფი პასტეს“ ტაქტიკას – მაშინ ეს არის უარყოფითი მიბაძვა.

არსებობს კეთილი მიბაძვაც! იაპონიაში პირველი ევროპული გემი 1577 წელს შეცურდა. სულ მალე იაპონელები ევროპული ტანსაცმლის მიმბაძველები გახდნენ.

1877 წელს კიოტოში პირველი სუპერმარკეტი დაარსდა და ეს ფორმა შემდეგ ამერიკელებმა გადაიღეს – ამერიკა სუპერმარკეტებით აივსო.

„ჩვენ შეგვიძლია კოპირება გაუკეთოთ ყველაფერს თქვენი დედების გარდა“ – განაცხადეს ჩინელმა ფალსიფიკატორებმა 1988 წელს, მაშინ როცა ლუის ვიტონის ცნობილი ბრენდის 100 000 ფალსიფიკაცია იქნა ამერიკაში ჩინეთიდან შეტანილი.

მაგრამ ეხლა მოდით შემოქმედებით ქმედებებზე ვიფიქროთ- რებრენდინგი გარკვეული წესების დაცვით ბრენდის ფასეულობის გაზრდისაკენ მიმართული ის ცვლილებებია რომელიც მოიცავს:

  • ბრენდის ელემენტების ტრადიციის დაცვით გაუმჯობესებას (მწვანე გიგანტის, სტარბაქსის, მაკდონალდსის მაგალითი);
  • ბრენდის ახალ ბაზარზე შესვლისათვის მომზადებას (ავტომანქანა ჰამერი);
  • ბრენდის ნოსტალგიურ აღდგენას (ფორდმუსტანგის რებრენდინგი);
  • ბრენდის მნიშვნელობის გავრცობას (ბუსიდოს კოდექსი ეხლა ბიზნესმენებისათვის გამოიყენება);
  • ბრენდის ციფრული განვითარებას (თიბისი, აზიის ბანკი)
  • მას კულტურის მიერ ბრენდის ფილოსოფიის შეცვლას (მას კულტურა ავითარებს გენდერული ფილოსოფიის ბრენდებს).

რებრენდინგი ეს არის უკვე არსებული ბრენდის შეცვლა, მისი ეფექტიანობის გასაზრდელად, ახალი და კარგი იმიჯის შექმნა ახლის შემოტანა და მის პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა. ღრმა რებრენდინგი მხოლოდ ბრენდის ლოგოს, სლოგანის ან ფირმის ფერის შეცვლა არაა, არამედ მთლიანად, ფირმის კლიენტთან მუშაობის არსებული წესების გარდაქმნა გახლავთ.

რებრენდინგი ძალიან ბევრ შრომას და ხარჯს მოიცავს. არსებობს კომპანიები, რომელთაც არასწორ რებრენდინგს მათი კომპანია გაუკოტრებია. სწორედ ამიტომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს, თუ რისთვის სჭირდება მას ეს. სწორად ჩატარებული რებრენდინგის შემთხვევაში კლიენტები ახლებურად შეხედავენ კომპანიას.

რებრენდინგი დააინტერესებს კი მყიდველს როგორც გარეგნული ასევე შინაგანი ცვლილებებით?

როგორც წესი ხანმოკლე მარკეტინგული ცვლილებები ინტრიგას ქმნის. ნებისმიერი ინტრიგა იზიდავს კლიენტების ყურადღებას.

მხოლოდ სიბრძნით განხორციელებული რებრენდინგი საშუალებას აძლევს კომპანიას ბაზარზე დაიმკვიდროს ახალი იმიჯი.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია თამამად აღვნიშნოთ, რომ რებრენდინგი ბევრად რთული, სარისკო მაგრამ პოზიტიურია ვიდრე მიბაძვა

რაც შეეხება ქართული ღვინის ფალსიფიცირების ფაქტებს, რომელიც ესტონეთში დაფიქსირდა 2 საკიტხზე მეტყველებს:

პირველი დადებითია და ეს იმას ნიშნავს რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა დიდია.

მეორე კი უარყოფითი – ქართული ღვინო დაუცველია.

ქართული ღვინის ემოციისათვის – ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყენებენ სხვადასხვა სახელებს, დასახელებებს, ქართულ შრიფტს. მაგალითად ღვინო „ხვანჭკალი“ და „ქინძმალი“, „ქინძმარველი“, ან პირდაპირ „ქინძმარაული“, რომლებიც უცხო ქვეყანაში კარგად იყიდება.

ამ პროცესის გაჩერება რთულია მაგრამ მისი მართვა შეიძლება. „ხვანჭკალი“ და „ქინძმალი“ ხომ პირდაპირი მიბაძვაა „ხვანჭკარისა და „ქინძმარაულის“ და სხვა არაფერი.

რებრენდინგი მხოლოდ ორგანიზაციული ხედვის შეცვლას არ ნიშნავს. ეს პროცესი შესაძლოა ბრენდის ელემენტების: სახელის, ლოგოს, სლოგანის, სიმბოლოს ცვლილებასაც მოიცავდეს. ამის საუკეთესო მაგალითია APPLE.

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რებრენდინგის მაგალითი ასე გამოიყურება:

1990-იანი წლების დასაწყისში კომპანია გაყიდვების და მომხმარებლის ინტერესის მნიშვნელოვან ნაკლებობას განიცდიდა. 1997 წელს კომპანია სტივ ჯობსმა ჩაიბარა და მნიშვნელოვანი მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები განახორციელა. შექმნა მინიმალისტური და თანამედროვე იმიჯი, ინოვაციური პროდუქცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, რისი მეშვეობითაც დღეს ის ლიდერი ბრენდია თავის ინდუსტრიაში.

სტივ ჯობსი ბიზნესის ბეთჰოვენი იყო! ამგვარ პიროვნებებს ყველაფერი გამოუდით, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად.

 

ავტორები: ანა ობგაიძე, დებორა დარსაველიძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამა