არჩევნების შედეგებზე პოლიტიკური ნეირომარკეტინგის 2.0 გავლენა – I

2016 წლის ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ქეისი

შესავალი

მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსები იმ პოლიტიკური მომხმარებლებზე, რომლებიც მათ არჩევნების გამარჯვებაში და პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნებაში დაეხმარებათ, მონაცემებსა და მოსაზრებებს ეძებენ. მიმდინარე ტექნოლოგიური ეპოქა, ძირითადად, big data 2.0-სა და ნეირომარკეტინგს შორის ურთიერთკავშირის უზარმაზარი ზრდით ხასიათდება.

უკანასკნელ პოლიტიკურ პროცესებში, Facebook, Google და სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების უმრავლესობა განიხილება, როგორც საკვანძო მოთამაშეები. კომპანიები ინსტრუმენტების და ნეირომარკეტინგის 2.0 მეთოდების ფართო სპექტრს სთავაზობს, აგრეთვე პოლიტიკური მომხმარებლისათვის ონლაინ-მიკროთარგეთინგის შემსუბუქებისათვის განკუთვნილ რთულ სარეკლამო პლატფორმებს. თავის ანტიუტოპისტურ რომანში „ათას ცხრაას ოთხმოცდა ოთხი“, ჯორჯ ორუელმა მოიგონა იდიომა „დიდი ძმა თვალს გადევნებს“. ამ იდიომით მწერალმა აღწერა, თუ როგორ არიან მუდმივი თვალთვალის ქვეშ ტოტალიტარული რეჟიმის მოქალაქეები. თვალთვალი ეკრანების მეშვეობით ხორციელდება (Orwell, 2008, p.1). მაგრამ big data 2.0-ის პრეზიდენტების ფენომენი, ყოველდღიური ქმედებებით მანიპულირების უზარმაზარი პოტენციალის და ინტერნეტში პოლიტიკური მომხმარებელების ემოციების და კონტროლირებადი პოლიტიკური ქცევის რთული ფსიქოლოგიური მოდელების სრულყოფის გამო, შესაძლოა უფრო საშიში იყოს.

გორტონი (2016) ამტკიცებდა, რომ პოლიტიკურ მარკეტინგში ამ ახალი სამეცნიერო ინსტრუმენტების და მოდელირების მეთოდების გამოყენება, ხშირად პოლიტიკური წარმატების მისაღწევად საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ დემოკრატიის ხარისხისათვის შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს.

2016 წლის 9 ნოემბერს, მსოფლიო მოულოდნელი პოლიტიკურმა სიურპრიზმა გამოაღვიძა, რომელსაც, უმრავლესობის აზრით, შეეძლო სამუდამოდ შეეცვალა პოლიტიკური მარკეტინგული კვლევები. დონალდ ტრამპმა, განსხვავებით ყველა პროგნოზისა და გამოკითხვებისა, რომელიც არჩევნებს წინ უსწრებდა (Valentino et al., 2017) აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ გამარჯვებამ, რომელმაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეიყვანა, ინსტრუმენტებსა და მეთოდებს შორის დამოკიდებულებაში უზარმაზარი ქაოსი გამოიწვია. ამ მეთოდებს და ინსტრუმენტებს მისი პოლიტიკური მარკეტინგის გუნდი ამერიკელი პოლიტიკის მომხმარებლამდე მისაღწევად და მათ ხმის მიცემის აუცილებლობაში იყენებდა.

ამ კამპანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წინააღმდეგობრივი მოთამაშე Cambridge Analytica (CA) იყო, ცნობილი ანალიტიკური და საკომუნიკაციო კომპანია, რომელიც მოგვიანებით სარეკლამო კვლევების ფონდის მიერ კატეგორიაში big data ოქროს პრემიით დაჯილდოვდა. ეს ჯილდო კამათის და შეშფოთების საგანი გახდა, ვინაიდან კომპანია Facebook-ის 50 მილიონი პროფილის მონაცემებს, პოლიტიკური მარკეტინგის მეთოდებში იყენებდა.

შეშფოთების მიზეზი იყო კომპანიის შესაძლებლობა გარკვეული გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. უფრო სერიოზულად, ამ სიტუაციამ თვალები აუხილა და ეჭვები გააჩინა იმ როლზე, რომელიც big data 2.0-ზე მონადირეებს შეუძლიათ ითამაშონ ინტელექტუალური მარკეტინგული საინფორმაციო სისტემების მოპოვებისას, საერთო მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და პოლიტიკურ ბაზრებზე პოზიციონირების გაზრდის მიზნით, სთავაზობენ რა პოლიტიკოსებს, პოლიტიკის მომხმარებლების ტვინის ზუსტ სკანირებას.

მოცემულ სტატიაში მცდელობაა ღრმად იქნეს გაანალიზებული big data 2.0-სა და ნეირომარკეტინგს შორის მზარდი ურთიერთკავშირი, აგრეთვე არჩევნების შედეგებზე ახალი მარკეტინგული მიდგომის გავლენა.

მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ძირითადად, კემბრიჯ ანლიტიკის CA-ს მიერ შემუშავებულმა და შეთვაზებულმა პოლიტიკურმა ინსტრუმენტებმა და ნეირომარკეტინგის 2.0 მეთოდებმა, როგორ დააყენა ტრამპის დანაკარგების პირველადი პროგნოზები ეჭვის ქვეშ და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა მას?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით გაწეულ სამუშაოს რამდენიმე ნაწილად დავყოფთ:

  1. პირველ რიგში, განხილულია big data 2.0-ს პოლიტიკა და პოლიტიკური მარკეტინგის სტრატეგიის აგების, რეალიზაციის და შეფასებისას მისი გამოყენების სამი ძირითადი მიდგომის განმარტება.
  2. მეორე, შესაბამისი კონცეფციების ლიტერატურის მოკლე მიმოხილვის საშუალებით, პოლიტიკური ნეირომარკეტინგის 2.0 ტერმინის განსასაზღვრის მიზნით დედუქტიური/ინდუქციური მეთოლოგია გაერთიანდა.
  3. მესამე, ნეიროპოლიტიკური კვლევების საფუძველზე შეეცადა, პოლიტიკურ ნეირომარკეტიგს 2.0-სა და კონგრუენტული ხმის მიცემის ქცევას შორის მოსალოდნელ ურთიერთკავშირზე, ზოგიერთი თეორიული საფუძველის შემუშავებას.
  4. მეოთხე, მარკეტინგული გარემოს განსაზღვრის მიზნით, სადაც ტრამპის კამპანია მიმდინარეობდა, შესწავლილი იქნა მასალები და აშშ-ში ამომჩევლების ონლაინ მიკროთარგეთინგის საფუძვლები.
  5. ბოლოს, 2016 წლის ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში პოლიტიკური ნეირომარკეტინგის 2.0 საწყისები და მექანიზმები იქნა გამოიკვლეული.
  6. ანუ კვლევის შედეგად გამოკვლეული იქნა ნეირომარკეტინგის უნარი – დაიპყროს ამერიკელი პოლიტიკის მომხმარებლების გონება და მიმართოს მათი ხმები რომელიმე კანდიდატისაკენ.

გაგრძელება იქნება

ავტორი: ტრეისი ჯონსი