არჩევნების შედეგებზე პოლიტიკური ნეირომარკეტინგის 2.0 გავლენა – IV

ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ქეისი

 

ლოგიკური შეხედულებების დაბალი გამოყენების და პოლიტიკურ რეკლამაში ქვეცნობიერი ცდუნების გაფართოების სიტუაციაში ამომრჩეველი წინასაარჩევნო მესიჯებში პოულობს არა მარტო სწორ სიტყვებს, არამედ საკუთარ „მართალ მეს“ და პოლიტიკური ქცევის კონგრუენტულობას. Jost et al. (2009)-ის ელექციური მსგავსების მოდელი დამატებითი განზომილების დამატება შეუძლია, თუ როგორ მიკროტარგეთინგს ახდენს პოლიტიკური ნეირომარკეტინგი 2.ო ამომრჩევლების პირონებასა და მათ პოლიტიკურ ქცევაზე. ეს მოდელი, სიმბოლურ სივრცეში, ნდობის სისტემის შემადგენლობაში და ფსიქოლოგიურ დისპოზიციებში, პოლიტიკოსებსა და მათ მხარდამჭერებს შორის „ფუნქციონალური შესაბამისობის“ აუცილებლობაზე მიუთითებს.

მრავალი ნეიროპოლიტიკური კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკის მომხმარებლების არავერბალური სიგნალების და პიროვნული თავისებურებების შეცნობა კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს შორის ფუნქციონალური შესაბამისობის მიღწევაში გვეხმარება და არჩევნების შედეგების პროგნოზირებისას წარმატებით გამოიყენება (Ballew and Todorov, 2007; Olivola and Todorov, 2010). რათქმაუნდა, პოლიტიკური ნეირომარკეტოლოგები 2.0 ამ მნიშვნელოვანი მიზნისაკენ ისწრაფიან, ცდილობენ კანდიდატის გარეგნობის და მისი არავერბალური ქცევის, წინასაარჩევნო მესიჯების ტექსტთან ერთად გამოყენებას, რათა ადამიანების საარჩევნო ქცევების უფრო დიდ სეგმენტთან ზუსტ შესაბამისობაში მოვიდნენ და გაიგონ, როგორ ხდება კანდიდატის პიროვნების შეფასება.

როგორც ჩანს, ემოციური მრწამსი, პოლიტიკური მარკეტინგის 2.0 ყველა მექანიზმში და ადამიანების საარჩევნო ქცევაზე გავლენის მოხდენისას დიდ როლს თამაშობს, განსაკუთრებით დაბალი დონის პოლიტიკური ცნობიერების შემთხვევაში ან, როდესაც ამომრჩევლები კანდიდატებზე და მათ პოზიციებზე ბევრ ინფორმაციას არ აგროვებენ. მრავალი წლის მანძილზე არსებობს კონსენსუსი ემოციური მოწოდებების ძალასა და მისი, არჩევნების შედეგებზე გავლენასთან მიმართებაში. MacKuen et al. (2007)-ის მიერ ადაპტირებული აფექტიური ინტელექტის თეორია, ხაზს უსვამს, რომ ემოციები პოლიტიკოსებს პოლიტიკურ და საარჩევნო ქცევაზე, რომელიც ჩვეულებრივ, პოლიტიკის მომხმარებლებისათვის ადამიანის სხვადასხვა ბიოლოგიური სისტემის აქტივაციის და ადრესაციის გზით ხდება, ქვეცნობიერად ზემოქმედებაში ეხმარება. ზოგიერთი ნეიროპოლიტიკური კვლევა ამტკიცებს, რომ პოლიტიკურ რეკლამაში დადებითი ემოციების გამოყენება, როგორიცაა ენთუზიაზმი, სიამაყე ან იმედი, მრავალი ამომრჩევლის რეალური გრძნობებს შეიძლება შეეხოს და ემოციური ხმის მიცემისკენ უბიძგოს.

მეორე მხრივ, უარყოფითი ემოციების გამოყენება, როგორიცაა შფოთი და შიში, ერთი და იგივე ფუნქციონალურ შესაბამისობის, მაგრამ სხვადასხვა პირობებში ან ერთსა და იმავე პირობებში ამომრჩევლების სხვადასხვა სეგმენტებთან, შესრულება შეუძლია (Brader, 2005; Isbell და Ottati, 2002; Panagopoulos, 2010). კიდევ ერთხელ, ემოციურმა მრწამსმა აჩვენა, რომ პირველ რიგში მრწამსი მუშაობს და ამომრჩევლის კონგრუენტულ ქცევაზე ეფექტურ გავლენას ახდენს, მაგრამ პოლიტიკურ ნეირომარკეტინგში 2.0 უარყოფითი და/ან დადებითი ემოციების გამოყენებას შორის ძვრა ძირითადად, ამომრჩევლების big data-ის ფსიქოგრაფიულ ანალიზსა და თითოეულ მათგანთან, მათ ენაზე მათი ქცევის და ემოციების ონლაინ-მიკროტარგეთინგზეა დამოკიდებული.

 

გაგრძელება იქნება

ავტორი: ტრეისი ჯონსი