პარტნიორების პორტფელში დამატება
DALLAS, მარტი 10, 2020 /PRNewswire/ – დღეს, ინტეგრირებული მარკეტინგის ჯგუფმა LLC, (“Integrity”) LifeSmart Senior Services, Inc. (“LifeSmart”)-ის შეძენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ეს არის სამედიცინო მომსახურებაზე ორიენტირებული მარკეტინგული ორგანიზაცია, რომელსაც ილინოისის შტატში, ჩიკაგოში აქვს ბაზა. გარიგების ფარგლებში, კომპანიის დამფუძნებელი Richard Kozlowski კომპანია Integrity-ის მფლობელი ხდება. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
უკვე 15 წელია, კომპანია LifeSmart მიზნად ისახავს დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს სამედიცინო მომსახურებასთან და სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებით გააზრებული არჩევანი გააკეთონ. კომპანიის გამოცდილი აგენტები სამედიცინო მომსახურების სერვისებთან დაკავშირებულ ცვალებად ბაზარზე საფუძვლიან ცოდნას აერთიანებენ და საკუთარ პროდუქტებს და ალტერნატიულ ვარიანტებს სთავაზობენ.
„Kozlowski-ის ოჯახმა ბიზნესი გააფართოვა, გახდა უფრო დიდი, ვიდრე უბრალოდ ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული სერვისების ექსპერტი; კომპანიის აგენტები და კლიენტები Kozlowski-ის, როგორც ნამდვილ ადვოკატს, ისე განიხილავენ. „Integrity-თან პარტნიორობა არსებული ურთიერთობის გაღრმავებასა და ახალი აგენტების მეშვეობით დაფარვის გაფართოებაზე თავისუფლად კონცენტრაციის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა Bryan W. Adams-მა, Integrity-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა. „ინტეგრირებული პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი რესურსების ფლობა LifeSmart-ს ენერგიული ზრდის გაგრძელებისათვის სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს.“
„ჩვენ ამ ბიზნესში შემოვედით იმიტომ, რომ გვსურდა დავხმარებოდით ადამიანებს და ინტეგრირების ფასეულობა იმავე მოვალეობას ასახავს“, – განაცხადა Richard Kozlowski-მ, LifeSmart-ის დირექტორმა. „როგორც სააგენტო, რომელმაც მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, ჩვენ ვიცოდით, რომ მიზნების მისაღწევად მხარდაჭერა გვჭირდებოდა. Integrity-ის შეთავაზება LifeSmart-ს დარგში საუკეთესო რესურსებთან წვდომის საშუალებას აძლევს. Integrity-ის გასაოცარ ზრდაზე დაკვირვებამ კომპანიის გუნდთან შეერთებაზე გადაწყვეტილების მარტივად მიღებაში დაგვეხმარა.“
Integrity-ის პლატფორმა LifeSmart-ს დარგის ლიდერებთან პარტნიორობას და მხარდაჭერის კომპლექსურ სისტემებთან წვდომას სთავაზობს, რაც LifeSmart-ს ორგანულ ზრდაზე ძალისხმევის კონცენტრაციაში ეხმარება. სტრატეგიული თანამშრომლობის მიზნით, Integrity ასევე, გამოიყენებს Integrity-ის მსოფლიო დონის მარკეტინგულ რესურსებს და გაყიდვებს. გარდა ამისა, LifeSmart-ის თანამშრომლები ადრე გაცხადებულ Employee Ownership Plan-ში მონაწილეობის მყისიერ უფლებასაც მიიღებენ.
სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა (Tracey Jones)