წარმატებული მარკეტინგი Nike-ის მაგალითზე
ჩვენს დროში, როცა ჩაცმულობა თითქმის წინა ფლანგზეა წამოწეული, საინტერესოდ მეჩვენება ჩვენი საყვარელი ბრენდების ისტორიის გაცნობა და გააზრება. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ 21-ე საუკუნეში რეკლამა მეტ-ნაკლებად ახდენს მომხმარებელზე გავლენას. დაახლოებით 6 წლის წინ, როცა ჯერ კიდევ 12 წლის ვიყავი, ძალიან მომწონდა Nike ის მრავალფეროვანი და საინტერესო რეკლამები, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს-დღეობით ამ ბრენდის აქტიური მომხმარებელი ვარ. Nike -ისადმი სიყვარული და ინტერესი გახდა იმის საფუძველი, შემესწავლა მისი ისტორია და უფრო ღრმად ჩავძიებოდი მას.
1964 წელს, როცა მსოფლიოს მაშტაბით სპორტული ფეხსაცმლის უდიდეს და უკონკურენტო ბრენდად ადიდასი ითვლებოდა გამოჩნდა ორი ამერიკელი სტუდენტის მიერ შექმნილი ბრენდი ნაიკი. ორმა ამერიკელმა სტუდენტმა ფილ ნაიტმა და ბილ ბაუერმანმა დაამტკიცა, რომ სწორად გათვლილი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებით შესაძლებელია კონკურენცია გაუწიო ნებისმიერ კონკურენტს, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდზე, როცა სპორცმენებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ სპორტული ფეხსაცმლის არჩევანის საშუალება. კომპანია ადიდასი ღირდა საკმაოდ ძვირი, დაახლოებით 30$, ჩვეულებრივი ამერიკული ბოტასი კი 5$, თუმცა ეს ბოტასები ძალიან მოუხერხებელი და დამღლელი გახლდათ. ამ პრობლემის გამოსასწროებლად ნაიტმა მოიფიქრა და შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ის შეუკვეთავდა ხარისხიან ბოტასებს აზიაში და გაყიდდა ამერიკაში ადიდასზე გაცილებით ნაკლებ ფასში, ეს იდეა მას ფრენკ შელენბერგერის ლექციაზე მოუვიდა, რომელმაც დაავალა სტუდენტებს შეემუშავებინათ მცირე კერძო ბიზნესის განვითარების სტრატეგია. აზიურ მწარმოებლად შერჩეული იქნა იაპონია, რადგან საკმაოდ იაფი იყო იქ წარმოება.
1963 წელს ფილ ნაიტმა გააფორმა ხელშეკრულება ადგილობრივ Onitsuka-ს ფაბრიკასთან, მაღალხარისხიანი იაპონური ბოტასების Tigers ამერიკაში გაყიდვასთან დაკავშირებით. ნაიტი იაპონელებს ეცნობოდა არარსებული ამერიკული ბოტასების დისტრიბუტორი ფირმის Blue Ribbon Sport-ის სახელით, რომელიც ვითომ დაინტერესებული იყო მათი ნაწარმის ამერიკის ტერიტორიაზე შეტანით. ამერიკაში დაბრუნებული ნაიტი პირდაპირ სატვირთო მანქანიდან იწყებს ბოტასების გაყიდვას სარბენ ბილიკთან ახლოს. მან 8000$ გამოიმუშავა. სანამ ნაიტი ყიდდა ბოტასებს ამასობაში ნაუერმანი მუშაობდა ახალი მოდელების შექმნაზე. მოკლე ხანში აყვანილ იქნა პირველი თანამშრომელი – ჯეფ ჯონსონი გაყიდვების მენეჯერად. სწორედ მის მოფიქრებულ სახელად ითვლება NiKE, რაც ბერძნული მითოლოგიის თანახმად გამარჯვების ქალღმერთი იყო. ჯონსონი იწერდა მყიდველთა ნომრებს და შემდგომ კითხულობდა აზრს ნაყიდი პროდუქტის შესახებ.
1966 წელს სამეული ხსნის სანტა-მონიკაში პირველ მაღაზიას. ყველაფერი ასე ნელა და საკმაოდ კარგად მიდიოდა სანამ 1972 წელს იაპონელმა მომწოდებლებმა წილში შესვლა მოითხოვეს, რაზეც რათქმაუნდა უარი მიიღეს, აქ იწყება დამოუკიდებელი წარმოება არა აზიაში, არამდე მშობლიურ მხარეში. 1984 წელს კომპანია ნაიკი დებს ხელშეკრულებას კალათბურთის სათამაშოდ განკუთვნილი ბოტასების რეკლამის შესახებ 21 წლის NBA-ს ვარსკვლავთან მაიკლ ჯორდანთან. სამეულმა, რომელმაც მომხმარებლებთან ხშირი კომუნიკაციის, გამოკითხვებისა და კვლევების დაყრდნობით წარმატების გზას მიაგნო არ გაჩერდა და გამოუშვა რეკლამა სადაც ნაიკი წარმოდგენილია, როგორც სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, საათებისა და სხვა სპორტული აქსესუარების გლობალური სპორტული კორპორაცია. სატვირთო მანქანიდან დაწყებული ბიზნესი ნელ-ნელა იპყრობს მწვერვალებს და სერიოზულ კონკურენციას უწევს თვით ადიდასს. ნაიკმა მოიპოვა ნდობა კომპანია Apple-ის და მათ გამოუშვეს საერთო ნაწარმი Nike+Ipod. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც გვთავაზობს ჩვენი გარბენის სტატისტიკურ მონაცემებზე კონტროლს.
მოდით დავუკავშიროთ იუნგის არქეტიპს ზემოთ ხსენებული ბრენდი. გმირი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულალური არქეტიპია. გმირი ებრძვის უსამართლობასა და ბოროტებას, ოღონდ ისე, რომ საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება. მისი მიზანია, სამყაროს გაუმჯობესება. ხოლო დევიზს წარმოადგენს: თუ სურვილი არსებობს, გზაც გამოჩნდება.
ნაიკი სწორედ ამ არქეტიპს მიეკუთვნება. ამას ცხადჰყოფს მისი სლოგანიც: “Just Do IT” (უბრალოდ გააკეთე). სლოგანი, რომლის წყალობითაც გახდა ბაზრის ლიდერი. თუ 1988 წელს მისი გაყიდვების ბრუნვა შეადგენდა 800 მილიონს, ახლა წლიური ბრუნვა შეადგენს 30.601 მილიარდ დოლარს, სუფთა მოგება კი 3. 273 მილიარდს.
გეზარება დილით ადრე ადგომა და ხუთ წუთიანი ვარჯიშის გაკეთება?-უბრალოდ გააკეთე ეს! ემოციური სლოგანი, რომელიც მომხმარებლებს პრობლემის გადაწყვეტაში ეხმარება. ეს არის მარკეტინგულ კამპანიის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი.
საბოლოოდ ჩვენ ვხედავთ ბრენდს, რომელმაც საკმაოდ დიდი გზა გამოიარა, ყავდა მონსტრი კონკურენტი, თუმცა სწორი მარკეტინგის, კომუნიკაციის და მენეჯმენტის წყალობით შეძლო და არათუ დაეწია არამედ ყველა უკან ჩამოიტოვა და ლიდერობას დღესაც არავის უთმობს. რას ვხედავ ამ ბრენდის ისტორიაში? – ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ შეუპოვრობა და გამარჯვების სურვილი თვალნათლად იკვეთება. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრენდის მომხმარებელი ვარ და ის თვისებები, რომელსაც ისინი რეკლამებისა თუ სლოგანების გვთავაზობენ გარკვეულ წილად ჩემში ცოცხლობს.
გამოყენებული წყარო: google. com ინფორმაციისა და ფოტოებისთვის.
ავტორი: ლაშა რამიშვილი
IBSU, მარკეტინგის პროგრამა