NIO-ს სურს “მეინსტრიმ” ბრენდი გახდეს და ამისთვის აპირებს ახალი ქვე-ბრენდის “სახალხო ელექტრო ავტომობილის” შექმნას
როგორც ცნობილია ჩინურმა EV-მა ნიომ დიდ წარმატებას მიაღწია და მან მსოფლიო ბაზრის დაპყრობა დაიწყო ტესლასთან და სხვა ელექტრო მანქანების მწარმოებლებთან ერთად.
ცნობილმა საკუნსულტაციო კომპანიამ ნიო, ჩინური ელექტრო მანქანების მწარმოებელი თავიდანვე იგივე პოზიციონირებასა და სეგმენტს მიაკუთვნა, სადაც არიან ტესლა და სხვა ცნობილი EV ბრენდები.
ეს პოზიციონირება L.E.K Analysis-მა მოახდინა პოზიციონირების რუქის 4 მთავარი მაჩვენებლის: ფასის და მაღალი დონის ქმედების, საბაზისო მოთხოვნის, მიღწევადობის ინდიკატორის გათვალისწინებით (იხილეთ გრაფიკი N7).
ნიო ბაზარზე 350 000 რემნინბზე მეტი ღირს. ნიო-ს აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ვილიამ ლი William Li ამბობს რომ Nio თავისი ახალი „ბატარეით“ ET7-ს საშუალებას მისცემს რომ მან 1000 კილომეტრი ან 621 მილი „დაუტენავად“ იმოგზაუროს. მანქანა მართლაც პრემიალურია და ამიტომაც საწყისი ფასია 378,000 იუანი რაც $58,378 უდრის.
მაგრამ ეხლა ჩინელი მარკეტერები მიხვდნენ, რომ უნდა შექმნან, რაღაც უფრო ხელმისავწდომი, უფრო მიწიერი უფრო სახალხო ელექტრო მანქანა. თავის დროზე გერმანელებმა ხომ შექმნეს ხელმისაწვდომი და სახალხო მანქანა ფოლკს-ვაგენი, რომელიც სწორედ ხალხის ავტომობილს ნიშნავდა, სწორედ ამგვარი სჭირდებათ მათ, ჯერ ერთი ჩინეთისათვის და მეორეც მსოფლიოსათვის, სადაც ქვეყნები ერთმანეთს უკვე EV Adoption Rates-ში, ანუ ელექტრო მანქანების სიხშირით ეპაექრებიან.
ალბათ ჩინელი მარკეტერები თავის გათვლებში არ მოტყუვდებიან და ეს ახალი სახალხო ელექტრო მანქანა მთელს მსოფლიოს აალაპარაკებს.
ჩინური ავტო მრეწველი ნიო კონკურენციას უწევს ისეთ ბრენდებს როგორიცაა აუდი-ფოლკსვაგენის ელექტრო მანქანა – VWAGY, მერსედეს ბენცის Mercedes-Benz ელექტრო ავტომობილი DDAIF, და Bayerische Motoren, BMW-ს ელექტრონული ვარიანტი.
რადგანაც ისინი სწრაფად და თავდაუზოგავად მუშაობენ, ჩინელები მალე შექმნიან მასობრივ ელექტრო სახალხო მანქანას და მას სხვა სახელს დაარქმევენ. ის ნიო არ იქნება. მას უფრო მეტი ალბათობით ერქმევა დამაარსებლის სახელი Li.
“რადაგანაც EV ტექნოლოგიები ვითარდება და ბატარიის ღირებულება მცირდება, შესაძლებელია რომ სწორედ ჩვენ შევიდეთ ელექტრო ავტომობილების მასობრივ ბაზარზე, მაგრამ აშკარად არა Nio-ს ბრენდით,” ამბობს თავად ვილიამ ლი.
ეხლა ამ ფონზე რა ხდება საქართველოში. რამოდენიმე წლით ადრე თბილისის ქალაქის მერიას ჰქონდა იდეა, თბილისი ელექტრო ავტომობილებისათვის დაეთმო. ეს მაგარი იდეა უნდა განვითარებულიყო და თბილისი შესაძლოა ძალიან მიმზიდველ ქალაქად გადაგვექცია EV რევოლუციის ფონზე, ჩვენ კი მხოლოდ პოლიტიკურ ბატალიებს შევალიეთ ჩვენი ენერგია და მთავარი საქმე გვერდით დაგვრჩა.
ავტორები:
ტრეისი ჯონსი
ივანე კერესელი
პროფესორი კახაბერ ჯაყელი