კომპანიის ბედი, რომელსაც არ გააჩნია მარკეტინგის ინფორმაციის სისტემა
მარკეტინგული ინფორმაციის სისტემა ეს არის, პიროვნების, აღჭურვილობისა და პროცედურების ერთობლიობა რომელიც საჭიროა ზუსტი ინფორმაციის შესარჩევად, გასაანალიზებლად და მის გადასაცემად მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიმღები სპეციალისტების ჯგუფისათვის.
მარკეტინგული ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია კომპანიისათვის. სწორედ მის საფუძველზე ხდება პროდუქციის წარმოება და გაყიდვა. ასევე აუცილებელია, რომ კომპანიის მარკეტინგულ ინფორმაციას, არამარტო მარკეტინგის მენეჯმენტი ფლობდეს, არამედ გარე პარტნიორები, მიმწოდებლები, გამყიდველები ან მარკეტინგული მომსახურების სააგენტოები. შესაძლებელია, ინფორმაცია გვქონდეს ერთგულ მომხმარებლებზეც. ყოველივე ეს კი კომპანიას ხელს უწყობს პროდუქციის წარმოებასა და გაყიდვაში.
დიდი კომპანიები მსხვილი მყიდველებისათვის ქმნიან სპეციალურ, ეგრედწოდებულ, „პრემიალურ“ ვებ-გვერდს, რომლის მეშვეობითაც მყიდველისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია პროდუქტის დიზაინის, შეკვეთის სტატუსის და მხარდამჭერი მომსახურების შესახებ.
კომპანია მარკეტინგულ ინფორმაციას უნდა ფლობდეს კონკურენტ ბრენდებზე, ეს ინფორმაცია ორი სახისაა, ის რომელიც აუცილებელია,რომ იცოდე, მაგალითად მომავალი წლის განმავლობაში აპირებს თუარა კონკურენტი ახალი პროდუქციის წარდგენას. მეორე კი არის ნაკლებ აქტუალური ინფორმაცია.
ზედმეტად ბევრი მონაცემის შეკრება და მოპოვება შეიძლება დამაბნეველი და საზიანოც გამოდგეს კომპანიისათვის, ანუ უნდა ვიქცეოდეთ რაციონალურად ინფორმაციასთან მიმართებაში.
ახლა კი მოვიყვანთ რამოდენიმე მაგალითს სხვადასხვა სფეროებიდან და უფრო კარგად გავიგებთ, თუ რა შედეგამდე მივყავართ ინფორმაციის უკმარისობასა და არქონას. შეიძლება ბევრს არ გახსოვთ, მაგრამ ერთ-ერთმა გიგანტმა კომპანიამ, როგორიცაა „ქოლგეითი“, გადაწყვიტა, რომ მისი პროდუქცია მაღაზიებში და დიდ უნივერმაგებში სხვა სექციაში გაენაწილებინა. 1982 წელს კომპანიას მაღაზიების უმრავლესობისთვის მოუწოდებია, რომ პროდუქცია არა ჰიგიენის სექციაში, არამედ გაყინული საკვების სექციაში მოეთავსებინათ. მათი აზრით, მყიდველი საკვების შეძენისას აუცილებლად შენიშნავდა „ქოლგეითს“ და იფიქრებდა, რომ სადილამდე აუცილებლად უნდა გამოეხეხა კბილები. ეს იდეა საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა და ამ წამომწყებამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრახი იწვნია. მომხმარებლების უმეტესობამ ეს უხეშადაც კი მიიღო და ეს ემოცია ბევრი ექსპერტის აზრით გამართლებულიც იყო. მსგავსი ნაბიჯი კიდევ ერთხელ გვაძლევს უტყუარ მაგალითს, იმისათვის რომ არასდროს მიუთითო შენი ბრენდით მომხმარებელს რაიმე რადიკალური გადაწყვეტილების მიღება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი იდეა და ხრიკი საკმაოდ არაეთიკურია და ფაქტიურად შეუძლებელიც უნდა ყოფილიყო ამ წამოწყების წარმატებულად განხორციელება. საბედნიეროდ კომპანია ამას მალევე მიხვდა და ყველაფერი საწყის ფორმას დაუბრუნა, თუმცა ზიანი როგორც ამ კომპანიის ფინანსებს, ისე იმიჯსაც მიადგა. მარკეტინგული ინფორმაციის არქონა გამოავლინა კომპანია „ფორდმა“ 2013 წელს, რის შედეგადაც ისინი სკანდალში გაეხვნენ და კრიტიკული შეფასებაც დაიმსახურეს.
კომპანიამ ინდოეთში გამოიყენა ანიმაციური პოსტერები – მასზე გამოსახული იყო მანქანა, რომლის საბარგულში ქალები იყვნენ ძალადობრივად მოთავსებულები; წინა სავარძლიდან კი ჩანდა სილვიო ბერლუსკონის კარიკატურა, რომელიც თითებით მშვიდობის ნიშანს გვაჩვენებს. რეკლამას ქალებზე ძალადობის პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ და მის შემქმნელებს პროფესიონალიზმის დეფიციტზე მიუთითებდნენ. ყოველივე ამან კი ინდოეთში ფორდის ბრენდზე მოთხოვნა დააგდო.
ინფორმაციის არქონის მაგალითები ისტორიაშიც ხშირად გვხვდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი კი ალექსანდრე მაკედონელის ინდოეთში ლაშქრობაა, რომელმაც შეიძლება ითქვას დაღი დაუსვა მის იმედებს მსოფლიო ბატონობაზე. ელინიზმის დამაარსებელს ისე გადაუწყვიტავს შორეული აზიური მიწის დაპყრობა, რომ არც კი იცოდა იქაური კლიმატი, მათი სიძლიერე და გარემო. როდესაც მას მოუწია ინდოელებთან შებრძოლება, სრულიად მოულოდნელად ბერძნებმა გაიგეს,რომ მათი მოწინააღმდეგეები სპილოს საომარ იარაღად იყენებდნენ, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.
ასევე მაკედონელმა ვერ გაითვალისწინა აზიური კლიმატი და რელიეფი, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მას და მის მეომრებს. ასევე იმ ფაქტს, რომელიც პირველი უთანხმოებისა და ინფორმაციის უკმარისობის გამო ქალაქ ბაბილონში დაბრუნებას გულისხმობდა, იგი არ შეურიგდა და ჯიუტად განალაგა თავისი რაზმი ერთ ადგილზე. ლოგიკური, რომ საკვებიც ამოიწურა და მეომრებიც კლიმატის გამო დაიღალნენ, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა და დაამძიმა. საბოლოოდ კი ეს ლაშქრობა კრახით დასრულდა და მაკედონელმა ინდოეთი ვერ დაიპყრო.
ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე ცალსახა და აშკარა გახდა ის ფაქტი,რომ ინფორმაციის უქონლობისა და სტრატეგიული გეგმის შექმნის გარეშე შეუძლებელია მმართველმა, მენეჯერმა ან ნებისმიერმა სტრუქტურის ხელმძღვანელმა სწორად განახორციელოს სამომავლო აქტივობა. კომპანია ძალიან ჰგავს ადამიანს. რომ ავიღოთ მარკეტინგი და ის ადამიანის რომელიმე ორგანოს დავუკავშიროთ, ყველაზე მეტად ის ხერხემალს ჰგავს. სწორად მარკეტინგია კომპანიის ხერხემალი. ჩვენ კი ამ სტატიას, ჩვენივე ფრაზით დავასრულებთ: “რა ბედიც ელის უხერხემლო ადამიანს, იგივე ბედი ელის კომპანიას, რომელსაც არ გააჩნია მარკეტინგის ინფორმაციის სისტემა”.
ავტორები: ლუკა ანჯაფარიძე, საბა ქებურია
IBSU, მარკეტინგის პროგრამა