ფარფლები ტრამპ თაუერიდან

ფარფლები ტრამპ-თაუერიდან

კეი ნიუქასთელ

 (ისტორიული რომანი ამერიკულ მმართველ ელიტაზე და პოლიტიკურ მარკეტინგზე)

 

წინასიტყვაობის მაგიერ:

 

მე შემხვედრივარ ამ ზეკაცს კონექტიკუტში, ერთ ყველაზე პატარა და მოსაწყენ საუნივერსიტეტო ქალაქში, რომელსაც ნიუ ჰეივენი ქვია. აფიშაზე ის მართლაც წააგავდა ზარათუშთრას, რომელიც მსოფლიოს გასამათრახებლად იყო დაძრული. რა თქმა უნდა მისმა ჰეროიკულმა გარეგნობამ მიმიზიდა, თორემ აფიშებს იელის უნივერსიტეტის შესასვლელში თითქმის არ ვკითხულობდი. 2006 წელი იდგა, უკვე მქონდა ბინა ნიუ-ჰეივენის დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ მიმზიდველ ხის სახლში, მესამე სართულზე. სექტემბერი გახლდათ და მოჰიკანების მზე კვლავაც გვათბობდა მაგრამ უკვე მოჰიკანების გარეშე. პირველი სტიპენდია კონვერტით მივიღე ფოსტის განყოფილებაში და ისევ ჩემს საქმეს დაუბრუნდი. ჯანდაცვის სკოლის შენობაში, მე-3 სართულზე, აი სწორედ იმ კორპუსში სადაც ერთ დროს ებოლას ვირუსი ამოხსნეს და ვაქცინა შექმნეს, მქონდა საკუთარი ოფისი კვლევებისათვის. მდივანი ქალიც დამინიშნეს. თავიდან მდივანი ქალბატონი რომელიც ღიმილით მხვდებოდა ოდნავ მაყოვნებდა შესასვლელში რადგანაც ჩვენს შორის 3 წუთიანი დიალოგი იმართებოდა. მე ვეკითხებოდი რა თქმა უნდა იმის შესახებ თუ როგორ ეძინა მას და კიდევ მრავალ ქათინაურებს ვეუბნებოდით ერთმანეთს, მაგრამ აი უკვე დღეს, ცოტა აფორიაქებული შევაბიჯე და ქალბატონ ლევინს (მდივან ქალს ასე ერქვა) აღელვებულმა ვუთხარი:

– მართალია ტრამპი ჩამოდის ჩვენს უნივერსიტეტში?

– დიახ მეც ვნახე აფიშა, თუ გნებავთ ჩაგწერთ, ეს შეხვედრა ოქტომბერში იქნება.

– აუცილებლად ჩამწერეთ, კი მაგრამ რა ღირს?

– ასი დოლარი დასწრება, მაგრამ იქნებ ცოტა იაფადაც გაგიხერხოთ – თქვა ქალბატონმა ლევინმა.

იმ დღიდან მოყოლებული ველოდები შეხვედრას ბიზნესის ზეკაცთან, და დიდ ბრენდთან რომელსაც თავად ტრიუმფი ჰქვია, აბა რა არის მისი სახელი თუ არა ტრიუმფი. ჩვენს შეხვედრის ამბავსა და იმ ფაქტს, რომ ტრამპმა მაშინ მე იელის უნივერსიტეტის სტიპენდიანტს, საკუთარ ბიზნესში მეწილეობა შემთავაზა ცალკე თავს დაუთმობ.

მაგრამ მაინც რატომ ვყვები ამას? პოდბის ჰოტელში, სადაც არის დიდი საკონფერენციო დარბაზი, მსოფლიო დეველოპერი ტრამპი ვერტმფრენით ჩამოფრინდა. ჩვენ დარბაზში ვიყავით უკვე შეკრებული, როდესაც მისი ვებერთელა, ოქროსთმიანი ფიგურა, ჩვეული თავდაჯერებულობითა და მბრწყინვალებით შემოიჭრა.

იმ პერიოდში გარდა ჩემი სპეციალიზაციისა ბერძნული მითოლოგიითა და ისტორიით ვიყავი გატაცებული და ალბათ ამიტომაც თავში გამიარა ასეთმა აზრმა უეცრად: „ოქროსფერთიანი ალკიბიადე“. როდესაც მისტერ დეველოპერის ხმა გავიგონე, მივხვდი რომ იგი სამყაროს მძვივარე ლომი გახლდათ. ხმამ ყველა დაგვიპყრო. დაიწყო ტრამპის კონფერენცია. იელის სტუდენტები და პროფესორები გაოცებული უსმენდით რომის იმპერატორის გარეგნობის მქონე დიდებულ ბრენდს რომელიც სასიამოვნოდ საუბრობდა და ქათინაურებით გვამკობდა, ეს რა ხართ იელელები, ამერიკა და მსოფლიო თქვენით ამაყბსო ამბობდა იგი.

იმ წუთებში პატარა ბიჭის ქანდაკება გამახსენდა, რომლის წინ ხანდახან „საბვეის“ ბუტერბროდს შევექცევი კოლეჯსტრეეთ-ზე მიმდებარე იელის საუნივერსიტეტო კორპუსის ბაღში. პატარა ბიჭი, რომელიც იელის კოლეჯის სტუდენტი იყო ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომს შეეწირა. იგი ალბათ დესანტად გადმოსხმულმა წითელ მუნდირიანმა ინგლისელებმა ჩამოახრჩვეს და შემდეგ გამარჯვებულმა ამერიკელებმა თაყვანისცემის ობიექტად გაიხადეს. აი ეს ქანდაკება ჩამრჩა გულში – დგას პატარა ამერიკელი ბიჭი, ეტყობა რომ კოლეჯის სტუდენტია, უკვე ყელზე ყულფი აქვს შემოხვეული, ამაყად უყურებს ჯალათებს და ეშაფოტზე ადის.

 

 

ნაწილი I

საუზმე ტვიტერთან

 

დილას ახლად გაღვიძებულმა და ჯერ კიდევ ბურუსში მყოფმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა შეათვალიერა ნიუ-იორკის შორეთიდან ამომავალი მზე, ტრამპ თაუერის სიმაღლიდან გადახედა თავის ქალაქს და უეცრად ტვიტერს მიუჯდა, იმ აზრის გასაზიარებლად, რაც მთელი დღეებია უკვე აწუხებს. ჩინელები ყელში ამოუვიდა. რას ეჩხირებიან ფეხებში ამერიკას. „ეხლა უკვე იმგვარ სტრატეგიას იწყებენ, რომელიც ხელიდან გამოსტაცებს ინიციატივას ჩემს სამშობლოს“- გაიფიქრა მან და თითი ლეპტოპის კლავიშებზე გადაატარა. კი მართალია აკრიტიკებენ ტვიტვებისათვის, განსაკუთრებით მელანია არის მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში, მაგრამ რა იცის მელანიამ თუ რა ცეცხლი დუღს მის სულში. როგრია მისი რკინისებური ლოგიკა და როგორია მისი ხედვა იმისათვის რომ ის გადამრჩენელ გმირად მოევლინოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ერთადერთ ქვეყანას რომელშიც ღირს ცხოვრება.

ის ეხლა იმყოფება ტრამპ თაუერის ბოლო სართულზე სადაც განთავსებულია სწორედ ის აპარტამენტები, რომელიც თავის დროზე თავად ამგვარად აღნიშნა საძაგელ ჟურნალისტებთან საუბარში – „ღმერთს ტრამპისაგან“ და როდესაც შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ რისი თქმა გსურთო დაამატა:

„თუ ღმერთს დედამიწაზე ცხოვრება მოესურვება, ის რა თქმა უნდა საუკეტესო აპარტამენტს აირჩევს და მეც მზად ვარ მას ეს აპარტამენტი დაუთმო“.

ჟურნალისტებმა გადაიხარხარეს, ქალებმა თვალებში შესცინეს, ზოგმა გაპრიალებული მუხლისთავები და დაკუნთული ფეხის კუნთები აამოძრავა, მაგრამ სიტუაცია კელანიამ გამოასწორა და ფეხზე წამოიჭრა, რაღაც პათეტიკური გამოუვიდა კელანიას ეს თავგანწურული ნაბიჯი ტრამპის დასაცავად გადადგმული, მაგრამ დრო ხომ მოიგო, სი-ენ-ენ ის ალქაჯებმა კელანიას დამცინავი ღიმილით მოხედეს, ვაშინგტონ პოსტის „მამა“ გაკვირვებული შედგა და ადრე თუ ყოველთვის ზიზღით უყურებდა კელანიას ეხლა მას რაღაც გაურკვეველი, იმედის წამრთმევი ხმით გამოუვიდა და კვლავ ტრამპს მიჰმართა, მაგრამ ტრამპი უკვე კელიანის კიტხვითა თუ კომენტარით გამხნევებული, „ორატურულ ტრამპლინზე“ იყო აჭრილი და დარბაზს აკონტროლებდა. ქალები შურით უცქეროდნენ კელიანს რომელსაც ტრამპ თაუერის ბუდუარებში საჩუქარი უკვე ელოდა.

ეს ადრე მოხდა, ეხლა ამ აზრებში უცებ გაიქროლა მისმა გონებამ, ეს დიდი ხნის წინანდელი მოგონება, ლამაზ ჩუქურთმად ჩახატულიყო ტრამპის ბიოგრაფიაში. „აპარტამენტები ღმერთისათვის“, რა საოცარი პოზიციონირება გახლდათ, ამას ვერცერთი მისი კონკურენტი, მშენებელი ვერ მოიფიქრებდა და მან მოიფიქრა მაგრამ ეხლა უკვე 2013 წელია და დღეს 21 თებერვალია , აი ეხლა უნდა დაწეროს რაც უნდა დაწეროს ჩინელებზე, რომელიც მთელს მის ბრძოლას წყალში უპირებენ ჩაყურყუმალავებას.

დონალდი ჩამოჯდა, თავის სასურველ სავარძელს მიენდო, მეფეთა მსგავსად ორივე ხელები სავარძლის ლომის ხახიან სახელურებს ჩამოადო, იქვე თითით, მათი კბილების სიბასრე მოსინჯა და დარწმუნდა რომ ფრანგი ხელოვანი დეფლეარი, რომელმაც ეს სავარძლები სპეციალურად მისი სხეულისათვის დაამზადა, არ ტყუოდა, „პალისანდრისაგან დამზადებული სავარძელი იმას სჯობს რაზედაც რომის იმპერატორები იჯდნენ“ ასე ახასიათებდა სავარძლებს დეფლეარი და მაშინ ტრამპი დაინტერესდა ლომის ხახებში ნეკა თითის ტაკებით, შემდეგ გაუღიმა იქვე მოწყენილობით დამთვრალ მელანიას და ფრანგ ოსტატს ჰკითხა, „ეს კბილები ხომ არ მოცხვდება? მაინც დრო გაივლის და იქნებ რაიმე მარგალიტები ან საფირები ჩაგვესვა“.

დეფლეარმა, როგორც ყველა ფრანგმა, ამაყად და თავმომწონედ თქვა „ქვების ჩასმა არ იქნება საჭირო, თავად კბილები თავის სიბასრეს არ დაკარგავენ, ქვები კი ზდმეტი იქნება, აზიურ ელფერს მისცემს თქვენს ტახტს“.

აზიურიო, არ მოეწონა. მაშინაც და ეხლაც ოქროსფერ თმას თავის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად მიიჩნევს, რა აზიური, მხოლოდ ევროპა და ისიც ნორდიკული, აისბერგები და ფიორდები, იქნებ ვიკინგებიც, დედა კი ყავს ნისლიანი ალბიონიდან მაგრამ ეს გენეალოგია სულაც არ ხობლავდა ადრე. ამ ზრებით შეეთამაშა ლეპტოპის კლავიშებს და თვალწინ წარმოუდგნენ ჩინელები, რომლებიც მანჰეტენზე მის შედევრებს ანგრევენ და თავიანთ პაგოდებს დგამენ. უფრო მეტი ზიზღით აღივსო და ზეკაცმა ეს დასწერა:

„ჩინეთი არ არის ჩვენი მეგობარი. ისინი არ არიან ჩვენი მოკავშირეები. მათ სურთ გვაჯობონ და თუ არ ვიქნებით სხარტები და მკაცრი, ისინი შესძლებენ“.

ეს სიტყვები უმალ აიტაცა ტვიტერის სამყარომ, ექოსავით გადასცა ერთი ბლოკიდან მეორეს, გაიარა უსულო არხებში და შეაწია ასევე მილიონობით სულიერ თუ უსულო გონებაში. პენტაგონის გენერალმა რობერტ სპალდინგმა ტრამპის ტვიტი უმალვე შეამჩნია და გაიბადრა. რობერტ სპალდინგი, რომელიც ამერიკის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი იყო და გული ამერიკის ბატონობისათვის უცემდა ტვიტს როგორც იტყვიან ხელით დასწვდა და უმალვე მისი რეტვიტი გააკეთა.

„მომავალ წინამძღოლს თუ ვეძებთ ეს ბიჭიც გამოჩნდა, რატომ უნდა გვეშინოდეს ვიღაც მოლა ომარის თუ უფრო ძლიერი და აგრესიული აქვე გვყავს“- მისწერა სპალანდმა თავის მეგობარს ჰარის რომელიც ამერიკის სახლემელთო ჯარებს სარდლობდა ევროპაში. ეს-ემ-ეს ზე პასუხი სპალდინგ არ დაუგვიანეს:

„ოქეი რობერთ, მაგ ბიჭს დიდი ხანია უთვალთვალებთ, დიდი იმედია, ამერიკისათვის, მაგრამ იქნებ მოხიცდა?“- იწერებოდა ჰარი.

„არ ვფიქრობ ასე“ – მოკლედ მისწერა სპალდინგმა რომელმაც თავის მძინარე მეუღლეს შუბლზე ეამბორა და საკუთარი აივნიდან მე-5 ავენიუს გადახედა. ტრამპიც ამ დროს აივანზე იდგა ვაჟთან ბარონთა ერთად და ნიუ იორკის ხედებით ტკბებოდა. თებერვლის თვე იდგა მაგრამ მაინც საკმარისად თბილოდა.

– აი აქ უნდა იმეფო – ჩაილაპარაკა ტრამპმა და არავინ იცის ეს თბილ ქურქში გახვეულ ბარონს უთხრა თუ საკუთარ თავს, და მალე შეტრიალდა ქონდო-ში.

 

 

ნაწილი II

აჯანყებული მეცნიერი

 

წლების განმავლობაში ის კურირებს აზიისა და წყნარი ოკეანის ეროვნული უშიშროების ჯგუფს, რომელიც შედგება იმგვარი მეცნიერებისაგან, რომელთა დაგეშვა და მომზადება ამერიკის სტრატეგიული ინიციატივა გახლდათ. სენიორ ფელოუ ჰადსონში, ანუ კაცი რომელიც სტრატეგიას ქმნის, დღითი-დღე შრომობს, მეცნიერულ სტატიებს აგზავნის ვირტუალურ ცენტრში და მუდამ ელის გამოძახებას. დრო და დრო სიზმრადაც ნახულობს ერთგვარ სცენას რომელსაც კოშმარს უწოდებს. თეთრ სახლში, მის ოვალურ კაბინეტში დაუძახეს სპალდინგს. იგი მიფრინავს ვაშინგტონში, ჩამოდის თვითმფრინავიდან, მას ხდებიან უცნობები რომლებსაც იგი ლიმუზინით მიჰყავთ თეთრ სახლში. აი შედის ჯორჯ ვაშინგტონისა და აბრაალ ლინკოლნის სურათებით მორტულ დერეფანში, უახლოვდება ოვალურ კაბინეტს და შესდგება, ძალა აღარ ყოფნის. ამ დროს მას მიუახლოვდება ერთი ჭაღარა თმიანი არსება, არც კი გადაადგილდება ის უახლოვდება და რობერტს კარისკენ მიუთითებს.

– შედი, გაბედულად გენერალო სპალდინგ – ჩახლეჩილი ხმით ამბობს ჭაღარა თმიანი და ეხლა ამჩნევს რობერტ სპალდინგი, რომ ეს ადამიანი გახლავთ ამერიკის სამოქალაქო ომის ცნობილი გენერალი, ცნობილი სტრატეგი და მისი კუმირი ლი.

– გენერალო ლი ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ შეხვედრა, იქნებ თქვენს შემდეგ შევიდე ..მე, მე მოვიცდი, კიდევ დრო გვაქვს ..- ენა ებმევა სპალდინგს.

– არა მეცნიერო, ეხლავე შედი, მე ვიყავი უკვე ამ ოვალურ კაბინეტში და აი რითი დავბრუნდი – ეუბნება გენერალი ლი და რობერტს მკერდზე მიუთითებს, სადაც გამჭოლი ჭრილობა მოსჩანს, ხორცი უკვე დიდი ხანია გამომწვარია, გამავალი ტყვიისაგან და მერე მხარეს ისე იყურები როგორც დურბინდში.

– დიდი მოწოწება ჩემგან გენერალო ლი თქვენ გმირი ბრძანდებით, მე თქვენს გამზარდეს მაგრამ მე, ….მე….. – სპალდინგი აპირებს ჩამოაყალიბოს თავისი სათქმელი, მაგრამ ეხლა მას უკვე გენერალი ლი აღარ უსმენს, იგი ზევით, ოქროსფერ ჩარჩოში რომ მარიზ დე ლაფაიეტია მას შეჰყურებს და ათრთოლებული ხმით ამბობს.

– ვერ დავიცავი, ვერ გადავარჩინე, ოოოჰ ლაფიეტ, მარკი დე ლაფიეტ, ვერ შევიცანი, მაპატიეთ, ვაშინგტინს უთხარით რომ მისთვის მოვკვდი და მისის სახელით შევდივარ ეხლა ბოლო ბრძოლაში.

– გენერალო ლიი, ნეგერალო ლიი – სულ მთლად კანკალებს რობერტ სპალდინგი და უყურებს ლიის, რომელიც გრძელ კორიდორს მიუყვება, მისი უზუმოდ გრძელი, ტყავის ქარქაშიანი ხმალი, რაღაც უცხო და მეტად უხეში ხმით მიხახუნობს კანადური მუხის იატაკზე. ჯერ გენერალი გადის კარებში და შემდე კვლავ დიდხანს მოსჩანს მისი ხმალი, გენერალი თითქოს ეზოშია და ხმალი კი ჯერ კიდევ თეთრი სახლის კორიდორში მისრიალებს. ანალიტიკოსი და სტრატეგი სპალდინგი ცდილობს გაერკვეს თუ ეს რას უნდა ნიშნავდეს მაგრამ უეცრად მის უკან ოვალური კაბინეტის კარი იღება და იქედან უცხო მოცისფრო სინათლე გამოანათებს. აჰა, ესეიგი აუდენციისათვის მიძახიან – ფიქრობს ჰადსონის სენიორი ფელოუ და ტრიალდება.

– პლიზ ქომ – მბრძანებლური ხმა გაისმის და სპალდინგს გაახსენდება რომ ის ბრიგადის გენერალია, მართალია ტომპსონი ხელში მხოლოდ 3 ჯერ სჭერია და ომი არც თუ ისე ახლოდან უნახავს მაგრამ მაინც სამხედროა და ამიტომაც მთელი ენერგიით მიაბიჯებს ოვალური კაბინეტისაკენ. თუმცა ნაბიჯებს ჰაერში გადადგამს და ძალიან უჭირს წინ გადაადგილება. საბოლოოდ გამზარებული და გაცხარებული შედის აღთმულ ოვალურ ოთახში სადაც რაღაც ცისფერი თუ მწვანე ფერის კიტელში გამოწყობილი კაცის ზის.

– მოგესალმებით მე გახლავართ რობერტ სპალდინგი, ბრიგადის გენერალი და ჰადსონის ინტიტუტის სენიორ ანალიტიკოსი წყნარი ოკეანისა და ჩინეთის საკითხებზე და ჩემი ვალია დავიცვა სამხედრო და ეკონომიკური ბალანსი ჩინეთსა და ჩვენს სამშობლოს შორის, სწორედ ამის თაობაზე მოგწერეთ ბატონო პრეზიდენტო და ძალიან მოხარული ვარ რომ დღეს თქვენთან შეხვედრის უფლება მომეცა – ამბობს გაჭიმული სპალდინგი და სავარძელთან მოპატიჟებას ელოდება, სწორედ ამ დროს ლურჯ კიტელიანი მამაკაცი მისკენ მოიხედავს და გაუღიმებს სპალდინგს. მაგრამ რადგანაც ჰადსონელი გენერალი ჯერ ვერ ხვდება თუ ვისთან აქვს საქმე, მაინც გაჭიმული დგას და აღფრთოვანებით უყურებს პრეზიდენტს.

– დაბრძანდით მისტერ სპალდინგ – ამბობს ლურჯკიტელიანი ფიგურა, სპალდინგი ჯდება და მხოლოდ ეხლა აცნობიერებს მასთან მოსაუბრის თვალებსა და ცხვირს, ყბას, უჩვეულო ღიმილს, ეს სახე მას სადღაც უნახავს. ამ თვალებს ის რომელირაც ჟურნალში წააწყდა და დიდხანს უყურა. მაგრამ მაინც ნეტა ვინ არის – ფიქრობს ჰადსონელი და ნელ-ნელა შიში ერევა.

– მიცანი? ეკითხება ლურჯკიტელიანი.

სპალდინგი უეცრად ფეხზე წამოვარდება, იგი გამორბის, მან გააცნობიერა თუ ვის ესაუბრება, მან ჩაწვდა იმის აზრს თუ ვინდ დახვდა ჰადსონელ მეცნიერს ოვალურ კაბინეტში და ამიტომაც გაქცევას ლამობს, მაგრამ უკვე ვეღარ გარბის რადგანაც ყველა კაბინეტის კარი იკეტება მის წინ ხოლო დერეფანი სადაც გენერალ ლის ხმალი გაუჩინარდა, დაკლაკნა და სპირალად გადაიქცა.

– რაც არ უნდა იარო აქედან მაინც ვერ გახვალ შენ შენი ფუნქცია გაქვს და მხოლოდ თოჯინა ხარ ჩინეთის ყოვლისშემძლე დრაკონის სხეულში, შენ უკვე შეწმულიც იქნებოდი, მაგრამ საკუთარი ინიციატივებით გაგვაოცე, ჩვენ მოგვინდა შენთან გასაუბრება, იცი კი რომ ჩვენ შენი ახალი პატრონები ვართ? – ამბობდა ლურჯკიტელიანი ხმა და სპალდინგი მიხვდა რომ ეს ის იყო, ტაი-ბეოსა და ალიბაბას დამფუძნებელი, ჩინეთის ახალი ინდუსტრიის მამა და 5 G ტექნოლოგიების ხელოვანი, რომლის ამერიკული სახელი მალავდა მხოლოდ იმ ჩინურ სახელებს რომელიც ამ პიროვნების სულს კიდევ უფრო კარგად წამოაჩენდა, ხოლო მარტივი და მოკლე გვარი „მა“, არაფრის მთქმელი იყო თუ აპოკრიფებს არ მიუყენებდი და არ წაიკიტხავდი ამ პიროვნების მომავალსა და წარსულს.

„ეს კოშმარია, ეს კოშმარია, ოვალურ კაბინეტში დამხვდა ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა“ – გაჰყვიროდა გენერალი, როდესაც მას გამოეღვიძა თავის კონდომინიუმში, მდინარის ნაპირას და თვალები მოფშვნიტა.

სახლი ცარიელი იყო, როგორჩ ჩანს მეუღლე საყიდლებზე იყო წასული, ან იქნებ მდინარის პირას ჩამომჯდარიყო და ინდიელების მიტოვებულ სადგომს ხატავდა.

სპალდინგი წამოხტა კომპიუტორთან მიიჭრა და სტატიის წერას შეუდგა, იმის შესახებ, თუ როგორ უახლოვდებოდა ჩინეთი მსოფლიო ბატონობას და როგორ დაეცემოდნენ მალე ამერიკელები და ინგლისელები მათ მიერვე შექმნილ ქაოსში.

„გამოიღვიძე ამერიკავ დრაკონი თავზე დაგტრიალებს“ – იყო სტატიის სათაური.