რა არის ნებადართული მარკეტინგი
ნებადართული მარკეტინგი, მომხმარებლებისათვის მარკეტინგის პრაქტიკა მათგან, მხოლოდ მკაფიო ნებართვის მიღების შემდეგ – ეს კიდევ ერთი გავლენიანი პერსპექტივაა იმისა, რომ კომპანიები ქაოსს თავს დააღწევენ და მომხმარებლების ლოიალობას ააგებენ. ამ თემის პიონერმა სეთ გოდინმა (Seth Godin) აღნიშნა, რომ მარკეტოლოგებს უკვე აღარ შეუძლიათ გამოიყენონ „წყვეტადი მარკეტინგი“ ან კამპანიები მასმედიაში, სადაც წარმოდგენილია ჟურნალები, პირდაპირი საფოსტო რეკლამა, სარეკლამო ფარები, სარეკლამო რგოლები ტელევიზიითა და რადიოთო და ა.შ. ვინაიდან მომხმარებლები წყვეტას ელიან, მაგრამ შეფასების აუცილებლობას ვერ ხედავენ. სეთი ამტკიცებს, მომხმარებლები მარკეტინგული მესიჯების მიღებას, რომელისთვისაც ნებართვა გასცეს, სათანადოდ აფასებენ: „რაც უფრო მძაფრდება ქაოსი, მით უფრო ნაყოფიერია თქვენს მიერ, პრობლემის გადასაწყვეტად განხორციელებული მარკეტინგული ძალისხმევები“(გოდინი, 2013).
მარკეტინგული კომუნიკაციების გათვალისწინებით, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად თავს ატყდება, ბატონი გოდინი (Godin) ამტკიცებს, რომ, თუ მარკეტოლგებს სურთ მომხმარებლის ყურადღება მოიზიდონ, თავდაპირველად ნებართვა რაიმე სახის სტიმულით უნდა მოიპოვონ, იქნება ეს უფასო ნიმუში, გასაღების სტიმულირება ან ფასდაკლება, თუ კონკურსი და ა.შ. მომხმარებელთან ამგვარი თანამშრომლობის შემდეგ მარკეტოლოგებს მომხმარებლებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები, მხოლოდ მარკეტოლოგები გაითვალისწინებენ და პატივს სცემენ მომხმარებლების სურვილებს, განსაკუთრებით, როცა მომხმარებლები მზად არიან ბრენდთან უფრო აქტიურად ითანამშრომლონ.
მონაცემთა დიდი ბაზის და განვითარებული პროგრამული უზრუნველყოფით, კომპანიებს კლიენტებზე გიგაბაიტი მოცულობის მონაცემების შენახვის და ამ ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობა აქვს. ეს მომხმარებლებისათვის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მიზნობრივი პერსონიფიცირებული მარკეტინგული მესიჯების გაგზავნის საშუალებას იძლევა:
- მოხალისეებს სტიმულები შეთავაზეთ;
- დროთა განმავლობაში, შეთავაზეთ სასწავლო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები გასაყიდ პროდუქტებსა და სერვისებში მეტად გათვითცნობიერებულები გახდებიან;
- გააძლიერეთ სტიმული, რათა მისცეთ გარანტია, რომ პერსპექტივა მას ან მის გადაჭრას მხარს უჭერს;
- მომხმარებლისგან უფრო მეტი ნებართვის მისაღებად, შეთავაზეთ დამატებითი სტიმულები;
- დროთა განმავლობაში, ნებართვა გამოიყენეთ მოგებასთან დაკავშირებით მომხმარებლის ქცევის ცვლილების გადასაჭრელად.
Godin-ის აზრით, ნებადართული მარკეტინგი ეფექტურად მუშაობს, ვინაიდან „მოსალოდნელი, პირადი და რელევანტურია“. მომხმარებელთა უახლესი კვლევამ აღნიშნული გაამყარა: რესპოდენტების 87% ადასტურებს, რომ ელექტრონული ფოსტა „ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა საცალო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ხელმისაწვდომ, ახალ პროდუქტებზე ინფორმაციის მისაღებად“; რესპოდენტების 88%-მა განაცხადა, რომ გამყიდველის ელექტრონული ფოსტამ კუპონის ჩატვირთვის და გამობეჭვდის საშუალება მისცა; 75 პროცენტი აცხადებს, რომ მათ პროდუქტი ინტერნეტით შეიძინეს; 67 პროცენტმა განაცხადა, რომ განახორციელეს ოფლაინ შესყიდვა, და 60%-მა გადაინაცვლა, რათა “პირველად გამოეცადათ ახალი პროდუქტი”. Amazon.com ინტერნეტში წლებია წარმატებით იყენებს ნებადართულ მარკეტინგს.
კლიენტის ნებართვით, ინტერნეტ-მაღაზია Amazon იმისათვის, რომ შესყიდვების მიხედვით გაანალიზოს საკუთარი მომხმარებლების მოთხოვნები და უნიფიცირებული მარკეტინგული შეტყობინებები გაუგზავნოს, მონაცემთა ბაზის პროგრამულ უზრუნველყოფით სარგებლობს. ყოველ ჯერზე, როდესაც კლიენტი Amazon.com-ზე რაიმეს ყიდულობს, ის იღებს ელექტრონულ წერილს, რომელიც სხვა მსგავს პროდუქციაზე ინფორმაციას იძლევა და რომლითაც შესაძლოა მომხმარებელი დაინტერესდეს. მაგალითად, როდესაც კლიენტი წიგნს ყიდულობს, Amazon უგზავნის ელექტრონულ წერილს იმავე ავტორის ან მსგავსი შინაარსის წიგნების ჩამონათვალს. ყოველ ჯერზე „მაუსის“ დაწკაპუნებით, კლიენტი უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას იღებს ახალ პროდუქტებზე, სპეციალურ შეღავათებებსა და ფასდაკლებებზე. წინა შესყიდვებიდან და კლიენტების სურვილებიდან გამომდინარე ზუსტად განსაზღვრული პრეფერენციების მიხედვით, თითოეული კლიენტისათვის ყოველი შეტყობინება ინდივიდუალურად დგება. Amazon თითოეული კლიენტის მიერ განხორციელებული წარსული შესყიდვების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობს და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს.
ნებადართული მარკეტინგი ეს არის ინდივიდუალური მარკეტინგის კომპონენტის – „სამომხმარებლო დიალოგი“, უფრო დეტალურად განვითარების გზა. ნებადართული მარკეტინგის ერთ-ერთი ნაკლოვანება ის არის, რომ რასაც გვთავაზობს, მასზე მცირედი წარმოდგენა მომხმარებლებს უკვე აქვთ. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს განუსაზღვრელი, არაერთგვაროვანი და კონფლიქტური პრეფერენციები აქვთ, რომელთა გამოხატვა რთულია. ამგვარად, მარკეტოლოგებმა უნდა აღიარონ, რომ შესაძლოა, მომხმარებელბს პრეფერენციების ჩამოყალიბებისას და გამოცემისას შესაძლოა მითითება და დახმარება დასჭირდეთ. ამასთან დაკავშირებით, მონაწილეობის მარკეტინგი შეიძლება უფრო შესაბამისი ტერმინი და გამოყენების კონცეფცია გახდეს, ვინაიდან მარკეტოლოგებმა და მომხმარებლებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა გაარკვიონ, როგორ შეუძლია ფირმას სამომხმარებლო მიზნები შესაფერისად დააკმაყოფილოს.
ავტორი: ივანე კერესელი