ნებართვის მარკეტინგი XXI საუკუნეში
ნებართვის/ნებადართული (ორივე ტერმინს აქვს უფლება იარსებოს გამომდინარე შემთხვევიდან: მთარგმნელის შენიშნვა) მარკეტინგი, მომხმარებლებისათვის მარკეტინგის პრაქტიკა მათგან, მხოლოდ მკაფიო ნებართვის მიღების შემდეგ – ეს კიდევ ერთი გავლენიანი პერსპექტივაა იმისა, რომ კომპანიები ქაოსს თავს დააღწევენ და მომხმარებლების ლოიალობას ააგებენ. ამ თემის პიონერმა Seth Godin-მა აღნიშნა, რომ მარკეტოლოგებს უკვე აღარ შეუძლიათ გამოიყენონ „წყვეტადი მარკეტინგი“ ან კამპანიები მასმედიაში, სადაც წარმოდგენილია ჟურნალები, პირდაპირი საფოსტო რეკლამა, სარეკლამო ფარები, სარეკლამო რგოლები ტელევიზიითა და რადიოთო და ა.შ. ვინაიდან მომხმარებლები წყვეტას ელიან, მაგრამ შეფასების აუცილებლობას ვერ ხედავენ.
ამტკიცებს Godin-ი, მომხმარებლები მარკეტინგული საინფორმაციო გზავნილების მიღებას, რომელზედაც ნებართვა გასცეს, სათანადოდ აფასებენ: „რაც უფრო მძაფრდება ქაოსი, მით უფრო ნაყოფიერია თქვენს მიერ, პრობლემის გადასაწყვეტად განხორციელებული მარკეტინგული ძალისხმევები.“ამბობს მარკეტოლოგი. მარკეტინგული კომუნიკაციების გათვალისწინებით, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად თავს ატყდება, Godin-ი ამტკიცებს, რომ, თუ მარკეტოლგებს სურთ მომხმარებლის ყურადღება მოიზიდონ, თავდაპირველად ნებართვა რაიმე სახის სტიმულით უნდა მოიპოვონ, იქნება ეს უფასო ნიმუში, გასაღების სტიმულირება ან ფასდაკლება, თუ კონკურსი და ა.შ. მომხმარებელთან ამგვარი თანამშრომლობის შემდეგ მარკეტოლოგებს მომხმარებლებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები, მხოლოდ მარკეტოლოგები გაითვალისწინებენ და პატივს სცემენ მომხმარებლების სურვილებს, განსაკუთრებით, როცა მომხმარებლები მზად არიან ბრენდთან უფრო აქტიურად ითანამშრომლონ.
მონაცემთა დიდი ბაზის და განვითარებული პროგრამული უზრუნველყოფით, კომპანიებს კლიენტებზე გიგაბაიტი მოცულობის მონაცემების შენახვის და ამ ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობა აქვს. ეს მომხმარებლებისათვის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მიზნობრივი პერსონიფიცირებული მარკეტინგული საინფორმაციო გზავნილების გაგზავნის საშუალებას იძლევა. ამისათვის გვაქვს ხუთი რჩევა:
- მოხალისეებს სტიმულები შესთავაზეთ.
- დროთა განმავლობაში, შესთავაზეთ სასწავლო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები გასაყიდ პროდუქტებსა და სერვისებში მეტად გათვითცნობიერებულები გახდებიან.
- გააძლიერეთ სტიმული, რათა მისცეთ გარანტია, რომ პერსპექტივა მას ან მის გადაჭრას მხარს უჭერს.
- მომხმარებლისგან უფრო მეტი ნებართვის მისაღებად, შესთავაზეთ დამატებითი სტიმულები.
- დროთა განმავლობაში, ნებართვა გამოიყენეთ მოგებასთან დაკავშირებით მომხმარებლის ქცევის ცვლილების გადასაჭრელად.
Godin-ის აზრით, ნებადართული მარკეტინგი ეფექტურად მუშაობს, ვინაიდან ნებართვა „მოსალოდნელი, პირადი და რელევანტურია“. მომხმარებელთა კვლევამ აღნიშნული აზრი გაამყარა: რესპოდენტების 87% ადასტურებს, რომ ელექტრონული ფოსტა „ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა საცალო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ხელმისაწვდომ, ახალ პროდუქტებზე ინფორმაციის მისაღებად“; რესპოდენტების 88%-მა განაცხადა, რომ გამყიდველის ელექტრონულმა ფოსტამ კუპონის ჩატვირთვის და დაბეჭვდის საშუალება მისცა; 75 პროცენტი აცხადებს, რომ მათ პროდუქტი ინტერნეტით შეიძინეს; 67 პროცენტმა განაცხადა, რომ განახორციელეს ოფლაინ შესყიდვა, და 60%-მა გადაინაცვლა, რათა “პირველად გამოეცადათ ახალი პროდუქტი”. Amazon.com ინტერნეტში წლებია წარმატებით იყენებს ნებართვის მარკეტინგს.
Amazon კლიენტის ნებართვით, ინტერნეტ-მაღაზია Amazon იმისათვის, რომ შესყიდვების მიხედვით გაანალიზოს საკუთარი მომხმარებლების მოთხოვნები და უნიფიცირებული მარკეტინგული შეტყობინებები გაუგზავნოს, მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობს. ყოველ ჯერზე, როდესაც კლიენტი Amazon.com-ზე რაიმეს ყიდულობს, ის იღებს ელექტრონულ წერილს, რომელიც სხვა მსგავს პროდუქციაზე ინფორმაციას იძლევა და რომლითაც შესაძლოა მომხმარებელი დაინტერესდეს. მაგალითად, როდესაც კლიენტი წიგნს ყიდულობს, Amazon უგზავნის ელექტრონულ წერილს იმავე ავტორის ან მსგავსი შინაარსის წიგნების ჩამონათვალს. ყოველ ჯერზე „მაუსის“ დაწკაპუნებით, კლიენტი უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას იღებს ახალ პროდუქტებზე, სპეციალურ შეღავათებებსა და ფასდაკლებებზე. წინა შესყიდვებიდან და კლიენტების სურვილებიდან გამომდინარე ზუსტად განსაზღვრული პრეფერენციების მიხედვით, თითოეული კლიენტისათვის ყოველი შეტყობინება ინდივიდუალურად დგება. Amazon თითოეული კლიენტის მიერ განხორციელებული წარსული შესყიდვების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობს და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს.
ნებადართული მარკეტინგი ეს არის ინდივიდუალური მარკეტინგის კომპონენტის – „სამომხმარებლო დიალოგი“, უფრო დეტალურად განვითარების გზა. ნებადართული მარკეტინგის ერთ-ერთი ნაკლოვანება ის არის, რომ რასაც იგი გვთავაზობს, მასზე მცირედი წარმოდგენა მომხმარებლებს უკვე აქვთ. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს განუსაზღვრელი, არაერთგვაროვანი და კონფლიქტური პრეფერენციები აქვთ, რომელთა გამოხატვა რთულია. ამგვარად, მარკეტოლოგებმა უნდა აღიარონ, რომ შესაძლოა, მომხმარებელბს პრეფერენციების ჩამოყალიბებისას და გამოცემისას შესაძლოა მითითება და დახმარება დასჭირდეთ. ამასთან დაკავშირებით, მონაწილეობის მარკეტინგი შეიძლება უფრო შესაბამისი ტერმინი და გამოყენების კონცეფცია გახდეს, ვინაიდან მარკეტოლოგებმა და მომხმარებლებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა გაარკვიონ, როგორ შეუძლია ფირმას სამომხმარებლო მიზნები შესაფერისად დააკმაყოფილოს.
ექსკლუზიურად MH-ისთვის: კახაბერ ჯაყელი