Პოლიტიკური პარტიები საქართველოში და მათი როგორც ბრენდის პოზიციონირება საზოგადოებაში
პოლიტიკური ბრენდინგი არის ის, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება პოლიტიკურ ორგანიზაციას ან მთლიან პიროვნებას. პოლიტიკაში ბრენდი არამატერიალური და ფსიქოლოგიურია, შესაბამისად უფრო ცვალებადი.
პოლიტიკური ბრენდინგი ეხმარება პარტიებს და კანდიდატებს შეცვალონ ან შეინარჩუნონ რეპუტაცია, დაამყარონ ნდობა პოლიტიკურ ელიტებსა და მოქალაქეებს შორის. ეს ეხმარება პოლიტიკურ “მომხმარებლებს” უფრო სწრაფად გაიგონ რას ემსახურება პარტია ან კანდიდატი და განასხვავონ ისინი სხვა კონკურენტებისგან.
საქართველოს 2020 წლის არჩევნებში 66 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. აშკარაა, რომ პოლიტიკაში დიდი კონკურენციაა და მნიშვნელოვანია პარტიებმა იცოდნენ, თუ რა ადგილს იკავებენ ისინი საზოგადოებაში. მარკეტინგში არსებობს ერთ-ერთი სასარგებლო ინსტრუმენტი – “The Centrality-Distinctiveness Map”, რომელიც ეფუძნება ბრენდების შეფასებას მათი ცენტრალიზებულობის და გამორჩეულობის მიხედვით.
კომპანიები ხშირად დგანან დილემის წინაშე. Მათ სურთ, რომ მათი ბრენდი იყოს ცენტრალიზებული, როგორიცაა “Coca-Cola” სასმელების კატეგორიაში და “McDonald’s”-ი სწრაფ კვებაში. ამავე დროს, სურთ, რომ მათი ბრენდი გამორჩეული იყოს სხვა მეინსტრიმი ბრენდებისაგან. Მნიშვნელოვანია კომპანიებმა იპოვონ ცენტრალიზებულობის და გამორჩეულობის სწორი ბალანსი, რომელიც მათთვის ყველაზე მომგებიანია.
პოლიტიკური ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალიზებულობა, რადგან რაც უფრო ცენტრალიზებულია ბრენდი მით უფრო მეტია მისი გაყიდვების მოცულობა. ახლა კი “C-D Map” – ის გამოყენებით, ვნახოთ სად არის პოზიციონირებული როგორც ბრენდი რამოდენიმე ქართული პოლიტიკური პარტია.
პირველ რიგში, ვისაუბროთ ქართულ ოცნებაზე და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. ორივე პარტია შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ცენტრალიზებული ბრენდები. თუმცა ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იდეოლოგიით, ქართულ ოცნებას ახასიათებს მეინსტრიმი ბრენდების თვისებები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი ახლოს არის ასპირაციულ ბრენდებთან.
როგორც ვიცით, ასპირაციული ბრენდი შეიძლება იყოს საკმაოდ დიფერენცირებული, მაგრამ ასევე ჰყავდეს ფართო “მომხმარებლის” მოზიდვაც. ამ კატეგორიაში შეგვიძლია ჩავსვათ – ევროპული საქართველო და ასევე საქართველოს პატრიოტთა ალიანსი.
სტრატეგია აღმაშენებლი – პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც დააარსა გიორგი ვაშაძემ. Პარტიის მთავარი ამოცანაა – გაერთიანებული ახალი საქართველო; ღირსეული და წარმატებული ადამიანების ქვეყანა, რომელიც სხვებზე სწრაფად ქმნის და ნერგავს ინოვაციებს. Სტრატეგია აღმაშენებელი დგას გამორჩეულ და ასპირაციულ ბრენდებს შორის.
ახლა კი ვისაუბროთ გამორჩეულ პარტიებზე – ლელო და გირჩი. ისინი გამოირჩევიან თავიანთი შესრულებით, კამპანიებითა და იდეოლოგიით. ისინი ნათლად გამოხატავენ თავიანთ განცხადებებსა და შეხედულებებს. მათ საკუთარი ერთგული მხარდამჭერები ჰყავთ. თუმცა ეს დიფერენცირებულობა ხელს უშლის მათ გახდნენ ცენტრალიზებული ბრენდები.
და ბოლოს გადავიდეთ პერიფერიულ ნაწილზე, რომელიც წარმოდგენილია შემდეგი პოლიტიკური პარტიებით: საქართველოს ლეიბორისტული პარტია; ერთიანი საქართველო და საქართველო-სოლიდარობის ალიანსი. ასეთი პარტიები, როგორც წესი, არ გამოირჩევიან სხვებისგან და ნაკლები მხარდამჭერები ჰყავთ.
IBSU-ს მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი თეონა კვირიკაშილი
სუპერვაიზერი – პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი